საქართველოს ნაკრები ამერიკულ ტურნეში მეორე შეხვედრას ატლანტაში, აშშ-ის ნაკრებთან ჩაატარებს
ამერიკულ ტურნეში მყოფი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ივნისის ტესტ-სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. აშშ-ისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ატლანტაში, თბილისის დროით 18 ივნისს, ღამის 03:00 სთ-ზე დაიწყება.

- მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!

პირველ მატჩთან შედარებით, ამჯერად "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, კალგარში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა (13:0).

იმ თამაშის პირველსავე ტაიმში დაშავდნენ ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი. მათ ნაცვლად, აშშ-ის წინააღმდეგ თამაშს ლევან ჩილაჩავა და ვიტო კოლელიშვილი დაიწყებენ. ორივე მორაგბე ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდა, რადგან მათმა კლუბებმა საფრანგეთში, ტოპ 14-ის ფინალი ითამაშეს და მწვრთნელებმა ადაპტაციისთვის მეტი დრო მისცეს.

მილტონ ჰეიგის გუნდში მესამე ცვლილება უკანა ხაზს შეეხო. თამაშს გარემარბად იწყებს გიორგი კოშაძე, რომელმაც იოსებ მათიაშვილი შეცვალა.

სამი ახალი სახეა თადარიგშიც. ჯაბა ბრეგვაძის შემცვლელად, ბადრი ალხაზაშვილის ნაცვლად, შალვა მამუკაშვილი ეყოლება. თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან ახალგაზრდა ბურჯი თორნიკე მატარაძე და ახალგაზრდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.

წინა მატჩის მსგავსად, თადარიგში ახლაც 6 მორკინალი, ერთი 9 ნომერი და ერთიც უკანახაზელია.

აშშ-ის ნაკრებთან მატჩი საიუბილეოა "ბორჯღალოსნებისა" და "მონპელიეს" მეორეხაზელისთვის - კოტე მიქაუტაძისთვის, რომელიც 50-ე კეპს მოიხვეჭს. მისი სანაკრებო დებიუტი 2010 წელს ბუქარესტში, შოტლანდიის "ა" ნაკრებთან შედგა, 2013 წლიდან კი ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. განვლილ 49 მატჩში კოტემ 2 ლელო დადო.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ აშშ-ის ნაკრები ნიუ-ჯერსიში ირლანდიას ეთამაშა და 19:55 დამარცხდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

leqso
სად ვუყურო
გიორგი
თხილაიშვილის და ფეიქრიშვილის ტრავმებზე რა ხდება?
ჯონდო
ვინმე გადმოსცემს? ან ლიფვსტრიმი იქნება სადმე?
gizo
რეპორტაჟი იქნება? ან ლინკი (ნორმალური და არა კანადური :))
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
კანადა VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" ამერიკულ ტურნეს იწყებენ
მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის ნაკრებში მამუკა გორგოძეც გამოიძახა
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრებთან პირველი ტაიმი წააგეს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
სავსე ტრიბუნების დროა!
lamontagne.fr: ვიტო კოლელიშვილის ძალიან ბუნდოვანი მომავალი
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
სეუ-მ საუნივერსიტეტო 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო
მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი
მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]