ამ დღეს დიდხანს ველოდით. უკვე ვიცით ქართული კლუბების წილი ევროთასებზე...
ამ დღეს დიდხანს ველოდით. უკვე ვიცით ქართული კლუბების წილი ევროთასებზე.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ოთხივეს წარმატებული ევროსტარტი გამოუვიდეს, მაგრამ ჟურნალისტობა ისეთი ხელობაა, კაცი ცარიელ ოპტიმიზმს ვერ დაეფუძნება და, უნდა თუ არა, რეალობას უნდა გაუწიოს ანგარიში.

და როგორია ეს რეალობა? ამ კითხვაზე ჩვენს წერილში შევეცდებით პასუხის პოვნას...

დროის დაკარგვა არ შეიძლება

ჩემპიონთა ლიგაში საქართველოს "სამტრედია" წარმოადგენს. პირდაპირ უნდა დავწერო: მართალია, მასთან სულ ორჯერ მისაუბრია და ისიც - ზედაპირულად, მაგრამ მე ძალიან მომწონს გია ცეცაძის საფეხბურთო გემოვნება და ხედვა. მომწონს ის, რომ ეს მწვრთნელი არც ერთ მეტოქესთან არ ღალატობს საკუთარ თავს და სულ "პირველ ნომრად" თამაშს ცდილობს.

რაღა დავმალო და, ასე შორიდან ცეცაძის უშუალობაც მომწონს.

შარშან "სამტრედია" "გაბალას" შეხვდა ევროპის ლიგაზე და პირველ, გასვლით მატჩში მტკივნეული მარცხი იწვნია. იმ შეხვედრას ვუყურე და ასე მგონია: "სამტრედიას" დაცვითი რედუტები რომ აეგო და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილიყო, ანგარიშში სხვაობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ცეცაძის გუნდი და ეს აღარ იქნებოდა "სამტრედია".

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ობიექტურად ვიკითხოთ: დღევანდელი მოცემულობით რატომ უნდა მოვუგოთ "ყარაბაღს", რა პოზიტიური ფაქტორებია ამ ეტაპზე ჩვენი ჩემპიონის მხარეს?

შევთანხმდეთ: ფინანსურად "სამტრედია" აზერბაიჯანის პირველადგილოსანს ვერ დაეტოლება. ის კი არა, სხვაობა ძალიან დიდია ჩვენი მეზობლების სასარგებლოდ. ეს ერთი. მეორე - შემადგენლობა. მეტოქეს ჰყავს ძალიან გამოცდილი ლეგიონერები. გუნდიდან რამდენიმე მათგანის წასვლა ბევრს არაფერს ცვლის. ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ახლები აუცილებლად მოვლენ. აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელები კი მათ გვერდით იმაღლებენ კლასს...

მოწინააღმდეგეს ჩვენზე გაცილებით მეტი აქვს ევროპული გამოცდილება. მათ შორის, უთამაშია ევროპალიგის ჯგუფში და ძალიან კარგი გუნდებისთვისაც დაუწყვეტია ნერვები. "სამტრედიას" კი ეს გამოცდილება აშკარად აკლია.

ამ წყვილში ორივე გუნდს კარგი მწვრთნელი ჰყავს. ცეცაძეზე უკვე ვთქვით და, თანამედროვე "ყარაბაღი" არ იქნებოდა ყურბან ყურბანოვის გარეშე. თითქმის ათეული წელია, ის კლუბის სტაბილურობის მთავარი გარანტია.

შარშან "სამტრედიამ" წააგო "ყარაბაღზე" სუსტ "გაბალასთან". ის "სამტრედია" ამ ფორმაციის გუნდს შემადგენლობით აშკარად სჯობდა. ასე რომ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ისე, მართლაც პარადოქსია, ჩემპიონი გუნდი უფრო სუსტი იყოს, ვიდრე იმ ფორმაციისა, პირველობისთვის რომ იბრძოდა.

ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაში ძალიან სარისკოა ისეთი სათადარიგოთა სკამით გასვლა, როგორიც დღეს "სამტრედიას" ჰყავს. იქ ძირითადად ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელები სხედან...

რა თქმა უნდა, "ყარაბაღი" გრანდი არ არის და მასთან ტოლ-სწორად თამაში შეიძლება. კლუბის ხელმძღვანელობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და როგორმე უნდა შეძლოს რამდენიმე გამოცდილი ლეგიონერის დამატება. დრო არის და მისი დაკარგვა არაფრით შეიძლება.

ესეც საჩვენო არგუმენტია...

ძალიან, ძალიან მესიმპათიურება ამ კლუბის ხელმძღვანელობა - ახალგაზრდა, პროგრესზე ორიენტირებული და გახსნილი ხალხი. არიან მათში ისეთებიც, გულშემატკივართა წრიდან რომ გამოვიდნენ და წლების წინ რომ ვიცნობდი. ზუსტად ვიცი, როგორ სტკივათ მათ ჯერ ქართული ფეხბურთი და მერე - საკუთარი კლუბი.

წინა, კარგი სეზონის შემდეგ მიმდინარე პირველობაზე ყველაფერი ისე ვერ მიდის, როგორც მათ უნდათ და ამაში არის ლოგიკის მარცვალი. წლების განმავლობაში საკუთარ არენასა და ქომაგს მოწყვეტილ გუნდს, გამუდმებით სავარჯიშო მოედნის ძიებაში რომაა და ახლახან რომ დაბრუნდა შინ, რა უნდა მოსთხოვო?!

პოლონეთის მეორე გუნდთან ("იაგელონია") ტოლ-სწორად ბრძოლა ურთულესი საქმე იქნება, მაგრამ არა - წარმოუდგენელი. მეტოქე გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა ამაზე გამოკვეთილ ფავორიტებსაც წაუგიათ. ეგაა, ბათუმის "დინამო" ჯერაც ვერაა ფორმაში, მაგრამ იმედია, ახალი დამრიგებელი კონსტანტინ ფროლოვი გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩებამდე კარგი განწყობითა და დღევანდელზე უკეთესი კონდიციებით მიიყვანს.

ამბობენ, პოლონურ კლუბში ბოლო დროს ფინანსურად ყველაფერი რიგზე ვერ არისო და ესეც საჩვენო არგუმენტია. ეგაა, როგორც "სამტრედიის" შემთხვევაში, ჩვენი მოწინააღმდეგის შემადგენლობა უკეთესია.

მე ძალიან მომწონს გუნდის ესტონელი ლიდერი - კონსტანტინ ვასილიევი. მიკვირს კიდეც: ესტონელის კვალობაზე ძალიან ტექნიკური და ეშმაკია. მან ლამის მარტომ მოგვიგო ავადსახსენებელი ტალინური მატჩი სანაკრებო დონეზე.

"იაგას" მთავარი კოზირი საშინაო კედლებია და პოლონეთში არ უნდა შევდრკეთ.

ფურცელზე მეტოქის უპირატესობა აშკარაა. ვნახოთ, რა იქნება მინდორზე. "იაგელონიას" ჰყავს უკეთესი შემადგენლობა და აქვს ბევრად უკეთესი ინფრასტრუქტურა. "დინამოს" კი სჭირდება ახალი ფეხბურთელები, რის შემდეგაც უკვე შეთამაშების საკითხი დგება დღის წესრიგში. ისე ჩანს, ზოგიერთმა მოთამაშემ უკვე ამოწურა საკუთარი თავი ამ გუნდში.

სტაბილურობის ფაქტორი

ჩემთვის ყველაზე ამოუცნობი ქართული გუნდი "ჩიხურაა". არ ვარ იმ ფეხბურთის ტრფიალი, როგორსაც სოსო ფრუიძის კრებული თამაშობს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ეს გემოვნების ამბავია, რადგან ასეთ ფეხბურთსაც მოაქვს შედეგი.

სამაგიეროდ, ზუსტად შემიძლია დავწერო, რომ ჩვენს რეალობაში ფრუიძე არის აბსოლუტურად განსაკუთრებული მწვრთნელი: ჯერ - თავისი სტაბილურობით ("ჩიხურას" 2008 წლიდან წვრთნის) და მერე - სათამაშო დისციპლინით.

აქამდე "ჩიხურა" ყველაზე ორგანიზებული და გამართული ქართული გუნდი იყო ბოლო დროის ევროთასებზე. მოდით, დავივიწყოთ "ზიმბრუსთან" მატჩი. ეგაა, წელს ვერ არის საჩხერული კლუბი მთლად ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ რატომღაც მჯერა - ფრუიძე რაღაც სიურპრიზს მაინც მოუმზადებს მეტოქეს.

ისე ჩანს, "ალტახმა" "პირველ ნომრად" უნდა ითამაშოს ორივე მატჩში და საკითხავია, როგორ შეძლებს ამას (ზოგადი გაგებით) საშუალოზე საშუალო ავსტრიული კლუბი, რომელიც ევროთასების უიშვიათესი სტუმარია? ის ხომ მთელ რიგ მატჩებში თავადაა "მეორე ნომერი", რომელიც ფავორიტის თამაშს შლის.

ჰოდა, "აშენოს" "ალტახმა", ჩვენ კი დროებით "ვანგრიოთ" და როცა შანსი გვექნება (და ის აუცილებლად გვექნება), წერტილოვანი დარტყმით გავანადგუროთ მოწინააღმდეგე. "ალტახი" იქით იყოს და, თუ ასეთი თამაშით "ბურსასფორი" მოვინელეთ თავის დროზე, გადაულახავი არც ავსტრიული ბარიერი უნდა იყოს.

ფაქტია, შანსი არის და მას გამოყენება სჭირდება, მით უმეტეს, ჩვენი მეტოქე საშინელ ფორმაშია - ბოლო ოფიციალური მატჩი 11 მარტს მოიგო...

აუცილებლად გამოადგებათ...

ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ. არ გვინდა, ჩვენი ნააზრევი ქუთათურებს ტვირთად დააწვეთ, მაგრამ მაინც უნდა დავწეროთ - "ტორპედოს" შეუძლია ამ ბარიერის დაძლევა, მით უმეტეს, იმ ფორმაში მყოფს, როგორშიც ახლაა.

თუ ვინმეში ვხედავ ქართული სამწვრთნელო სკოლის მომავალს, ეს კახა ჩხეტიანია. მე ვიცი, როგორი პიროვნებაა ის, როგორი კაპიტანი იყო ადრე და როგორი მწვრთნელია ახლა - გამორიცხულია, ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული, გულანთებული კაცის გვერდით ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯოს.

"ტრენჩინი" ახლა ის აღარაა, რაც საჩემპიონო სეზონებში იყო. მეტოქეზე გამოცდილებითაც მაღლა ვდგავართ და უკვე ისე ჩანს, სათამაშო დისციპლინითაც. იმედია, გრიგოლ დოლიძე ისევე "იფრენს" სლოვაკებთან, როგორც ახლა "დაფრინავს" საქართველოს ჩემპიონატში...

ისე, სლოვაკურ კლუბებს ერთი თვისება აქვთ: ჩახედავ შემადგენლობას, ვერავის იცნობ და მერე ეს უცნობი ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში იცავენ სათამაშო დისციპლინას. ყველა ერთმანეთს ჰგავს, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა რაღაც დონეზე საქმე მაინც გამოდის.

ჩხეტიანის "ტორპედოს" ერთი კარგი თვისება აქვს: თითქმის არასოდეს კარგავს კონცენტრაციას - ეს თვისება "ტრენჩინთან" შეხვედრაში აუცილებლად გამოადგებათ ქუთათურებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rezi
ასეტი სუსტი გუნდები არასოდეს გვყოლია ევრო თასებზე და რისი იმედი გვაქვს ნეტავი?
ლუკა
როგორც პატარძალს არ აცდება პირველ ღამეს, ისე ჩვენს გუნდებს არ აცდებათ პირველ წრეში. აღდგომა და ხვალეო.
123
თქვენ რა ფეხბურთზე მელაპარაკებით, როცა პორტუგალიის ნაკრების თამაშს არ ანახებთ ტელევიზიით და ანახებთ ქუბულეთი-საბურთალოს თამაშს (სამარცხვინო თამაში არავისთვის არაფრის მომტანი) და კიდევ დიდი ამბიციები გაქვთ როცა გასახდელი და საშხაპე არ გაქვთ მოწესრიგებული რა ევროტურნირები გინდათ?თბილისით არ იზომება მთელი საქართველო,აი ასეთი დამოკიდებულებით უფსკრულიდან ვაღარასოდეს ვერ ამოხვალთ (თუმცა თქვენ უკვე თაღლითობით იშოვეთ მილიონები და სხვას რას დაეძებთ)
leoni
არიქა დრო არ დაკარგოთ,ფეხბურთში ყველაფერი ხდებაო რო გაიძახით ყველაფერი თქვენთან ხდება?
nini
დაჯექით და არჩიეთ შარშანდელი თამაშები,სამტრედიას ასე რომ ეთამაშა შეიძლება კიდეც მოეგოო, (ბებიას ,,ის" რო ჰქონოდა ბაბუა იქნებოდა) რა აზრი აქვს მოწინააღმდეგე გუნდების გინებას, თვითონ უსუსურები ხართ და...
sos
ამ დღეს ელოდებოდით კი არა არ მოიგოთ ეხლა,სამარცხვინოდ გამოვარდებიან პირველივე წრიდან,სულ ერთია რომელი გუნდიც არ უნდა იყოს ვერაფერსაც ვერ გახდებით. აუსტრიულ,,ალტახს" რო აგინებთ თქვენ ვინ გყავთ?ფულზე რო ყიდულობენ საპრიზო ადგილებს ის გუნდები? ყველა ნახავს რა ბედი ეწევათ ამ საცოდავებს...

torpedos megole am bolo dros 34 wlis megole dolidze gaxda.gund forvardi ar kavs goli rom heagdos.
dima
ჩვენი გუნდები პირველსავე წრიდან გამოვარდებიან!!!!! არ უდა ამას ბევრი ფიქრი და დროსი ხარჯვა მოუგებთ თუ არა რომელიმეს
მურმანი
ლობჟანიძეს კითხეთ ახლა თუ უნდა საჩხერეში ცხოვრება
gode
ახლა საზღვვარგარეთ არუნდა გავუშვათ გამორჩეული ფეხბურთელები ამ კლუბეში უნდა მივიწვიოთ რომ რამე ვქნათ.ლობჟანიძე ჩიხურაში გვჭირდება და არა დანიის უამბიციო გუნდში.
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
"ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
"ყარაბაღის" თავკაცი: ეს ის "სამტრედია" არაა, შარშან "გაბალასთან" 1:5 რომ წააგო
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად ყურბანოვი დანიშნეს
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ჩხეტიანი აზერბაიჯანლებს: ამჟამად თქვენი ჩემპიონატი უკეთესია
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს