ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!

[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!

თენგიზ სულაქველიძე: "ელოდებიან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ფულს და თვითონ საერთოდ არ უნდათ ხელის განძრევა"
ფაქტია, დღეს ქართულ ფეხბურთში იმდენი პრობლემაა, ერთბაშად ჩამოთვლაც კი გაუჭირდება კაცს. ზედაპირზე ნათლად მოჩანს ჩვენი საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე ევროტურნირებმა, რაც ქართული კლუბებისთვის უკვე დასრულებულია მაშინ, როცა ხეირიანად არც კი დაწყებულა.

დღეს ანალიზი აუცილებელია, ანალიზი - სწორი და პირუთვნელი. რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ თუნდაც მცირედით უკეთესობა ვიგრძნოთ და წლევანდელი კოშმარი გაისად აღარ განმეორდეს?

"ლელო" ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თენგიზ სულაქველიძეს დაუკავშირდა და ამ თემაზე ინტერვიუ სთხოვა...

- ბატონო თენგიზ, პირდაპირ გკითხავთ - რა გვჭირს?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. ალბათ, რამდენიმე მიზეზია ერთად. არ არის ერთი რაიმე მიზეზი. მეტი მონდომება და მეტი შრომაა საჭირო, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა...

- ფაქტია ისიც, რომ ევროთასების სტარტამდე არც ერთი ქართული კლუბი არ გაძლიერებულა, ალბათ, უფრო - პირიქით. ევროთასებზე რომ გადიხარ, შემადგენლობის ოდნავ გაძლიერება ხომ მაინც უნდა სცადო?!

- რა თქმა უნდა. თავისი წილი პასუხისმგებლობა კლუბების ხელმძღვანელებსაც ეკისრებათ. მათ პრაქტიკულად არაფერი გააკეთეს შემადგენლობის გაძლიერებისთვის. მესმის, რომ ფინანსურად არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ სახელმწიფო გეხმარება, შენც მოიძიე თანხები და სამი-ოთხი ისეთი ფეხბურთელი მაინც დაიმატე, რომელიც უკეთესს გახდის შენი გუნდის თამაშს.

დღეს ლეგიონერების გარეშე არაფერი გამოდის. ავიღოთ "ყარაბაღი". რამდენი ლეგიონერი ჰყავდა აზერბაიჯანულ კლუბს? სწორედ მათ განაპირობეს მნიშვნელოვანწილად თამაშის შედეგი. ჩვენ კი თითქმის არ გვყავდა ლეგიონერი.

ძალიან ცუდ ტენდენციას ვხედავ. ელოდებიან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ფულს და თვითონ საერთოდ არ უნდათ ხელის განძრევა. ასე არაფერი გამოვა! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

და კიდევ, რომ ამბობენ, ფეხბურთელი არ თამაშობსო, ეს გამორიცხულია! არ არსებობს, მოთამაშე მინდორზე გავიდეს და არ ითამაშოს, არ თამაშობს კი არა, ვერ თამაშობს. ეს არის და ეს. მეტი არ შეუძლია.

- არის აზრი, რომ ევროთასებზე ქართული კლუბების კატასტროფული ასპარეზობა გარკვეულწილად ჩემპიონატის სისტემის ცვლილების ბრალია...

- ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. ჯერ ერთი, ჩემპიონატში ჩანს დადებითი ძვრები. ალბათ, ცოტა მეტი დრო უნდა იმას, რომ ეს შედეგებზე აისახოს. მერე - ფეხბურთელი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს სათამაშოდ. ამდენ მატჩს ვატარებდით წლის ნებისმიერ დროს, აქეთ "დინამო", იქით საბჭოთა კავშირის ნაკრები... სად იყო ასე ყველაფერი ჩვენს გემოზე?! საბოლოდ, ეს ახალი სისტემა ხომ ზუსტად იმას ემსახურება, რომ ევროთასებისთვის ტონუსში იყოს თითოეული გუნდის თითოეული ფეხბურთელი?!

- ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ ქართული საფეხბურთო რესურსი საკმარისი არ არის ევროპაში. ალბათ, მეტად უნდა გავუხსნათ გზა ლეგიონერებს...

- ზოგადად, კიდევ უფრო უნდა ამაღლდეს ჩვენი ჩემპიონატის დონე. არ მინდა, ვინმემ წარსულისადმი ნოსტალგია დამაბრალოს, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ფაქტს - როცა საბჭოთა კავშირის ძლიერ ჩემპიონატში თამაშობდა "დინამო", ყველას გვახსოვს, რა შედეგებიც ჰქონდა მას. რა თქმა უნდა, ძლიერი ლეგიონერი მხოლოდ შეუწყობს ხელს ჩემპიონატის დონის ამაღლებას.

- რა თქმა უნდა, ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. წლებია, ამ სფეროში საქმიანობთ. როგორია თქვენი მოსაზრება? ამბობენ, ძალიან კარგი იქნება, ბავშვთა ფეხბურთი მთლიანად უფასო რომ იყოსო...

- ალბათ, შეღავათებზე ფიქრი ღირს. ჩვენ ჩვეულებრივად ვიხდით ყველა იმ გადასახადს, რომელიც არსებობს. რომ იყოს გარკვეული შეღავათები, ეს მეტ საშუალებას მოგვცემდა, გაგვეთავისუფლებინა ნიჭიერი ბავშვები გადასახადისგან. დღეს ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებთ საკუთარი ზარალის ხარჯზე...

ფაქტია, რასაც ბოლო წლებში სახელმწიფო აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის, აქამდე არასოდეს გაკეთებულა. აუცილებლად უნდა მიიმართოს დაფინანსების გარკვეული ნაწილი ბავშვთა ფეხბურთისკენ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, რომ თუნდაც თბილისში იყოს 2-3 უფასო სკოლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს ძალიან საინტერესო პროექტი, რაც უფასო აკადემიების ამოქმედებას გულისხმობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფეხბურთი გავხადოთ უფრო მასობრივი.

- ფაქტია, დღეს საქართველოში ცოტა ბავშვი თამაშობს ფეხბურთს...

- გეთანხმებით, აღარ არის დღეს ისე, როგორც ადრე იყო. ჯერ ერთი, სხვა ცხოვრება მოვიდა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბავშვი ბურთს მოსწყვიტა. მეორეც - ადრე ძირითადი იყო ფეხბურთი, ყველას ფეხბურთზე შეჰყავდა ბავშვი. დღეს არანაკლებ პოპულარული გახდა სპორტის სხვა სახეობები. შედეგიც ბევრ რამეს განაპირობებს...

არის კიდევ ერთი მომენტი - რეგიონებში ბავშვებს არანაირი პირობები არ აქვთ. როგორ შეიძლება, ქუთაისში ბავშვებს ერთი ნორმალური სტადიონი არ ჰქონდეთ?! ამიტომაა, ჯერ კიდევ სულ პატარა ასაკში რომ თბილისში ჩამოდის ყველა. წვალობენ, ჯახირობენ, ნათესავებთან ცხოვრობენ... 10 წლის ბავშვი არ არის მზად ახალი გარემოსთვის. თუ წამოსვლაა, უნდა წამოვიდეს მაშინ, როცა მომწიფებული იქნება. ჩვენი თაობაც რომ ავიღოთ, 18-20 წლის ასაკში წამოვედით "დინამოში".

რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელი მდგომარეობაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს აქვს მომავალი. მთავარია, ყველა დავდგეთ ერთად და ვაკეთოთ ერთი საქმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• haha

კარგით რა. უფასოდ რომ ავარჯიშონ რა, უკეთესად ასწავლიან? ფულს იღებენ და ვერ ასწავლიან და უფასოდ რა მოუვათ, ცოდნა მოემატებათ თუ "გაგება"? უბრალოდ უვიცობაში რომ იღებენ ფულს, ნამდვილად დასანანია, ამიტომაც არ მივიყვანე ჩემი შვილები ფეხბურთზე, არამედ სწავლას მივაწექი, 90-ან წლებში. ჰოდა კი ვარ მშვიდად. არც მაგათ ტრამვაზე ვწუხვა, არც სამსახურზე, არც საჭმელზე და არც ჩასაცმელზე.

• lado

აი მიხვდა კაცი სიმართლეს. სიჭინავა რო იყო ბიზნესმენი და არა ფეხბურთელი, იმიტომ ახატია ერთი ვარსკვლავი ჩვენი ნაკრების ფორმას

• აააააააააააააააააააააააააააააა 555-ს

გენაცვალე სიმართლეში! ყველა მწვრთნელი უნდა დაავალდებულო დღეში ერთი საათი უფასოდ ავარჯიშოს ღარითა შვილები და მერე ათამაშოს ერთმანეთთან,სცადონ და ნახავენ ვინ მოიგებს!შეიძლება ამან გაამართლოს!მიკლედ უფასოდ ავარჯიშონ თითო გუნდი,ბრწყინვალე აზრია!

• მამა

უსირცხვილნო ყოფილი ფეხბურთელები,რომლებიც ფულის კეთების გარდა არაფერს აკეთებენ და აქეთ კიდე ჭკუას არიგებენ,აი ესაა მარაზმი. ჩამოთვალნონ წლების მიხედვით რამდენი ბავშვი აღუზარდეს ნაკრებებს და კლუბებს, და თუ აქვთ შედეგი ერთი გვანახინ. თუ ვინმემ ფეხბურთი ითამაშა ყველა მწვრთვნელი გახდა, და წარმოიდგინეთ თუ მწვრთვნელმა სამშობლოს ისტორია არ იცის,ან პატრიოტი არ არის,როგორ უნდა გაზარდოს მან ფეხბურთელი ჯერ ადამიანად და შემდეგ სპორტსმენად,აი ეს აქრის საკითხავი,...რატომ უბდა დაქინისშნოს ფედერაციის პრეზიდენტად გამოუცდელი ადამიანი და არა ბიზნისმენი,აი ამაზე გაგვეცით პასუხი. სად არის შეპირებული ბათუმის ,ფოთის,ზუგდიდის, ქუთაისის ,და დიღომის სტადიონები,სადაა მავნებლურად გაყიდული სტადიონებისთვის პასუხნაგები არაკაცები,სადაა ღირსება,სადაა ფედერაცია ,თავის პასუხისმგებლობას რატომ გაურბის რატომ.

• ირაკლი1

სულაქველიძეს არ ვეთანხმები ლეგიონერებზე!რაღაც შენითაც ხომ უნდა გადალახო,მარტო ლეგიონერებზე დაყრდნობა არ გამოვა,"ჩელსი" ხარ? ბატონო თენგიზ ჩვენებს ჯიგარი არ აქვთ და კარგი მწვრთნელი აკლიათ. ცალკე სახლში აღზრდაა საჭირო,მათ პატრიოტიზმი სხვების შეგიებაში ეშლებათ!სანამ ჯიგარს არ "იშოვიან",არაფერი არ გამოვა!ან მილიონერის უჯიგროს რაში სჭირდება თამაში,მას ხომ "მარიაჟობა" ურჩევნია?ამასობაში მწვრთნელები ჩაგრავენ ნამდვილ ფეხბურთელებს და აღსაზრდელებს,მათი მამები ხომ არ ჩაუკუჭავენ ფულს. მშიერი ბიჭები მინდორზე სიაფანდ კოტრიალს და "ცუდი მოედანი იყო"-ს ძახილს არ იწყებენ,ეს ფუფუნიჩების საქმეა!საქმეს მიხედონ და ჯიგარი მოძებნონ!!!(თუმცა, "რა დროს" ჯიგარია!)

• ჭომას!!!

მაგარი ფეხბურთელი იყო ჭომა, თუმცა ისევ იქ, ძველ დინამოშია ჩარჩენილი. "წავიდა ჰეეეეეეეეეეეეეეეე ის ცხოვრება არარ არი"ი!!! იმღერე და იყავი. ხო!! ერთი შეკითხვა ჭომას. რომ ამბობთ "ჩემპიონატში ჩანს დადებითი ძვრები"-ო, იქნებ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ. მე პირადად ისევ ვერ ვხედავ სტადიონზე დამსწრე ხალს, ისევ ისე დუნეთ აგორებენ ბურთს ფეხბურთელები, სრული კატასტროფა ევროტურნირზე და ა.შ. იქნებ ბრმები ვართ და ვერ ვამჩნევთ. გვითხარი რა!!!! სადაა ძვრები!!! ააააა, ფულის გამოყოფაში!!! ბოდიში!

• mitro.

ნათესაობა, ძმაკაცობა, ერთი სიტყვით ქრთული სპორტის იმ სახეობებს რომლებშიც ვიძახით რომ მასობრივიაო ფეხს მაგრად იკიდებს ან მოკიდებული აქვს ნეპოტიზმს!!! ფეხბურთში ეს შინაურობა დიდი ხანია ყვავის და ნიჭირერი ბავშვი ყოველთვის იჩაგრება. აქ ითქვა რომ გუნდების შემცირებამ ნიჭიერები დაკარგაო ჩემპიონატშიოოო... მე გეტყვით რომ არა ნეპოტიზმი ეს ბიჭები ვინც ნიჭიერები არიან არ დაიკარგებოდნენ!!!

• დათო

სახელმწიფომ არ უნდა დააფინანსოს არც ერთი გუნდი. აღარაა სოციალიზმი მორჩა წავიდა ჰეეეეეეე,ის ცხოვრება აღარაა რა დრო იყო!!!!!!!!. რა ქვეყანა წააქციეს?

• xucesi

სულაქველიძე ძალიან არპოპულარულია , მისი აკადემია ფულის კეთების მეტს არ აკეთებს არაფერს.

• vaxo

ეს ყველაფერი გუნდების სჰემცირების ბრალია ფეხბურტელები დაიკარგა ქვედა ლიგებსჰი ზევიტ უკვე ვისაც პატრონი ყავს ისინი ტამასობენ გადახედეტ და ნახეტ. რამდენი დზლიერი ფეხბურტელი ტამასჰობს მეორე და მესამე ლიგაჰი.ეს ლეგიონერები ცამოყავტ და არცერტი არ ჯობია ქარტველებს.სად ნახულობენ ან რისტვის მოყავტ.იმიტომ მოყავტ რო ფულს სჰოულობენ.

• kaxa

რაო ქართული რესურსი არაა საკმარისიო? კარგი ვინცაა ყველას უშვებთ ქვეყნის გარეთ და ასე როგორ იქნება რესურსი, ვიღაც ას კი არა მიეცით ნორმალური ხელფასი ბიჭებს და მერე თქვით არ ვვარგივართო.

• დათო-სიმართლე

დავიდუსს !!! ლიგაზე მოხვედრას ამათგან არავინ ითხოვს ,უბრალოდ ჭე კლასის გუნდებთან უთავმოყვარეოდ რო აგებენ ეგგ გვტკივა ... და კიდევ ერთი, 20 მილიონი ბიუჯეტი არ ქონიათ; ბელარუსის-ბატეს,სლოვაკურ-ჟილინას , ბულგარულ-ლუდოგორეცს ,სლოვენიურ-მარიბორს, სერბულ-პარტიზანს , პრაღის-სპარტას... კიდევ ბევრს, მაგრამ ლიგაზეც ითამაშეს და ევროპის ლიგის ჯგუფურზეც . არც თბილისის დინამოს ქონდა 20 მილიონი ბიუჯეტი, მაგრამ გეგუჩაძემ რამოდენიმე წლის უკან გაიყვანა ევროპის ლიგის ჯგუფურზე ,მართალია ჯგუფურზე ყველა თამაში დათმეს მაგრამ წააგეს სპორტინგთან,ნიუკასლთან და არა ყარაბახთან და ტრენჩინთან ,აი იმ დონის კლუბებიც კი სანატრელი გაგვიხდა .

• vakho

ამათი გაკეთებული "საქმეების" ნაყოფს ვიმკით ამდენი წელია

• soso

კუტაისი,სპორტია.

• დავიდუსი

სანამ გუნდები არ გახდება კერძო, არაფერი ეშველება,არცეთი გუნდი ვინც ხდება ჩემპიონთა ლიგაზე 20 მილიონზე ნაკლები ბიუჯეტი არ აქვთ მინიმუმ,ასეთებიც ძან ცოტა,მათ შიდა ჩემპიონატში მინიმუმ 3-4 გუნდს გააჩნია ასეთი ფინანსები, ჩვენ გვინდა 2-4 მილიონ ლარად რამეს მივაღწიოთ, უბრალოდ თავს ვიტყუებთ,და ყოველი ჩაგდებული სეზონის შემდეგ ვეძებთ გამოსავალს.

• კუკური

რატო იგებენ ხელპასს ეს უნამუსოები ამდენი გაჯირვებულია

• 555

თვითონ რატომ არ ავარჯიშებს უფასოდ ერთ ჯგუფს მაინც ჰკითხეთ ერთი მაგ პატივცემულს.

• F

როგორ არ შეიძლება საქართველოს 3 კლუბი მაინც ყავდეს,რომლებიც აგვარიდებდნენ ამხელა სირცხვილს?..რა უნდათ ჩვენს ბიჭებს არაფრისმაქნის უცხოურ გუნდებში?!..

• bajo

მილიონები სად მიდის ხალხოო რატო არ ვკიტხულობტტტ ერტი სტადიონი არ ასჰენებულაა.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]

"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

დავლაგდით და კიდევ მოვუმატებთ! თენგიზ სულაქველიძე ნაკრებზე

ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება