თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ევროთასები ქართული კლუბებისთვის უკვე ისტორიის კუთვნილებაა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ევროთასები ქართული კლუბებისთვის უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

დაგვრჩა მხოლოდ "სამტრედია" და ისიც - ფორმალურად. ფაქტია, ძალიან ბევრი რამაა ჩვენს კლუბებში შესაცვლელი, მათ შორის, კადრებიც.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენმა კლუბებმა, უნდათ თუ არა, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ გუნდში ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანას.

ამ თემას ერთი წერილი უკვე მივუძღვენით, ახლა კონკრეტულ მაგალითზე დავწერთ - როგორი და რამდენი ლეგიონერი გვყავდა ჩვენ და როგორი და რამდენი - მოწინააღმდეგეს...

"ყარაბაღმა" პირველ შეხვედრაში 5:0 მოუგო "სამტრედიას". ალბათ, ეს გამარჯვება არ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი, რომ არა აზერბაიჯანული გუნდის ლეგიონერები, რომლებმაც თამაში, როგორც იტყვიან, "გააკეთეს". ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ. აზერბაიჯანის ჩემპიონის შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა სამხრეთაფრიკელმა ნდლოვუმ, ერთი - ესპანელმა მიჩელმა შეაგდო, ერთიც - ჰაიტელმა გერიემ.

ეს უკანასკნელი თავისი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, ნდლოვუს პერიოდულად იწვევენ სამხრეთ აფრიკის ნაკრებში. ამ ლეგიონერების გარდა, აზერბაიჯანის ჩემპიონის შემადგენლობაში თამაშობენ უკრაინელი კონიბოლოცკი, ბოსნიელი შეჰიჩი, ალბანელი აგოლი და ბრაზილიელი რეინალდო.

არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან აზერბაიჯანის ნაკრების არაერთი ფეხბურთელიც. რეინალდოს გარდა, ყველა უცხოელი საკუთარი ქვეყნის ნაკრების წევრია.

ამ დროისთვის "სამტრედიაში" სამი ლეგიონერია, მაგრამ ერთი მხოლოდ პირობითად - გიული მანჯგალაძეს უკრაინული პასპორტი აქვს. გვინეაბისაუელმა ბაკარი ბალდემ კი დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა პირველ შეხვედრაში. გუნდში კიდევ ერთი უცხოელია - ახლახან "სამტრედიაში" გამოჩნდა კოტდივუარელი ფორვარდი, "გიმარაეშის" ყოფილი შემტევი გაი ინტერსი, მაგრამ ის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში დაეხმარება გუნდს.

ამ დროისთვის ბათუმის "დინამოს" ოთხი ლეგიონერი ჰყავს. მართალია, "იაგელონიასთან" ორრაუნდიან შეხვედრაში გუნდმა ჯამში ხუთი უპასუხო გოლი გაუშვა, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ქართულ გუნდში საუკეთესო იყო უკრაინელი მეკარე ანატოლი ტიმოფეევი.

ბრაზილიელ ფლამარიონის თამაშის საშუალება ტრავმამ არ მისცა. მიხეილ გორელიშვილს სათამაშო დრო არ ჰქონდა (მას რუსული პასპორტი აქვს), ხოლო იაროსლავ კვასოვმა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

საწინააღმდეგო სიტუაცია იყო "იაგელონიაში". პირველი მატჩი, რომელიც ქუთაისში გაიმართა, პოლონელებმა 1:0 მოიგეს. იმ შეხვედრაში თავი ირლანდიელმა შემტევმა შერიდანმა გამოიჩინა.

მეორე დუელიც "იაგელონიამ" მოიგო - 4:0. ამ მატჩშიც წინა პლანზე ლეგიონერები იყვნენ.

უცხოელთაგან გოლები ბრაზილიელმა გუტიმ, ლიტველმა ჩერნიხმა და ხორვატმა რუნიემ გაიტანეს.

მათ გარდა, პოლონეთის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში თამაშობენ შოტლანდიელი გორდონი, უკრაინელები - ხომჩენოვსკი და რომანჩუკი, ლიტველი ნოვიკოვასი, ბრაზილიელი გილერმე, სლოვაკი კელემენი და ჩეხი პოსპეშილი. თითქმის ყველა მათგანი გუნდში ლიდერის როლს ასრულებს.

როგორც გახსოვთ, სლოვაკეთში გამართული შეხვედრა "ტრენჩინმა" 5:1 მოიგო. იმ მატჩში განსაკუთრებით კარგად ითამაშეს ლეგიონერებმა. დუბლი მიითვალა ხორვატმა მანსემ. ერთი გოლი ჩვენებურმა გიორგი ბერიძემ შეაგდო, ერთიც - ბოსნიელმა ჩატაკოვიჩმა.

საპასუხო მატჩის სცენარი ჩვენთვის საინტერესო საკითხის კუთხით დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან. "ტრენჩინმა" ქუთაისში 3 უპასუხო გოლი გაგვიტანა და სამივე ლეგიონერებმა მიითვალეს. დუბლი შეასრულა ნიგერიელმა გონგმა, ერთი გოლი კი ისევ ბერიძემ ჩაიწერა აქტივში.

"ტრენჩინი" თითქმის მთლიანად ლეგიონერებზეა აწყობილი. გუნდის ღირსებას იცავენ ნიგერიელები - ზუბაირუ, გონგი და ადეკუნლე, ტრინიდადელი ჟულიენი, ჰოლანდიელები - კლოსტერები, უბნიკი და ელ მაჰდუდი, ინგლისელი ლოურენსი, კურაშაოელი იანგა, ხორვატი მანსე, ბრაზილიელი პედრო...

რაც მთავარია, ამ ლეგიონერთა უმრავლესობა ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეა. ყველამ ვიცით, რომ ამ დროისთვის "ტორპედოში" ერთადერთი ლეგიონერია და ისიც, მხოლოდ პასპორტით - დავით ხურციძეს (რედ: ხურციძე დღეს მოსკოვის "არარატში" გადავიდა) რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

"ალტახის" შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი ლეგიონერია: კამერუნელები - მაჰოპი და ნგამალუ, ბრაზილიელი გალვაო და შვეიცარიელი ლუხინგერი. "ჩიხურა" ავსტრიელებს მაგრად ებრძოლა.

პირველ, საშინაო შეხვედრაში 0:1 დამარცხდა, საპასუხო მატჩი კი ფრედ, 1:1 მორჩა.

სხვათაშორის, თბილისურ მატჩში ლეგიონერმა შეაგდო. თავი კამერუნელმა მაჰოპმა გამოიჩინა. ეს გოლი ორრაუნდიან დაპირისპირებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

არც "ალტახი", არც "იაგელონია" და არც "ტრენჩინი" ფინანსური თვალსაზრისით იმდენად არ აღემატებიან ქართულ კლუბებს, რომ მათ მიღწევებზე ოცნება არ შეგვეძლოს. აქ ვაწყდებით საკლუბო მენეჯმენტის პრობლემას, რომელიც, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენში თითქმის არ არსებობს.

არადა, მაგალითად, ისეთი ლეგიონერების მოყვანა, როგორებიც ჰყავს "ტრენჩინს", ასტრონომიულ თანხებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. რაღა შორს მივდივართ, ჩვენებურმა გიორგი ბერიძემ ორივე შეხვედრაში გვიჩვენა თავისი სათამაშო კლასი.

თუ ასეთ პერსპექტიულ ფეხბურთელს ვერ ვყიდულობთ, ხომ შეიძლება, ვინათხოვროთ მაინც? "ტრენჩინს" თუ აჰყავს "გენტიდან" იჯარით ფეხბურთელი, ჩვენ არ გვეკადრება, იგივე რომ გავაკეთოთ თუ რა?!

ცოდვა გამხელილი სჯობს: კარგა ხანი ბერიძე აგერ იყო, ჩვენ თვალწინ და, ასე მგონია, მას ყურადღებას ჟურნალისტები უფრო აქცევდნენ, ვიდრე ქართული კლუბების მწვრთნელ-ხელმძღვანელები...

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა მოვრჩეთ ერთ წრეზე ტრიალს, ყველასთვის ნაცნობი, ათასჯერ დამარცხებული ფეხბურთელებით ფონს გასვლის მცდელობებს და რაღაც შევცვალოთ, თორემ ფაქტი ჯიუტია - მსოფლიოში ფეხბურთი უსწრაფესი ტემპით ვითარდება, ჩვენ კი ისევ ურმით მივჩანჩალებთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!..

გასაგებია, რომ ქართულ კლუბებს არ აქვთ დიდი ფინანსური შესაძლებლობები. უკვე ვისაუბრეთ იაფი ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე და ახლა ამ თემას კიდევ ერთხელ აღარ მივუბრუნდებით და სხვა მხრიდან შევხედავთ პრობლემას.

რატომ არ შეიძლება თუნდაც ის, რომ ჩვენი კლუბები სხვა ქვეყნისას დაუმეგობრდნენ, რაც მოთამაშეების გაცვლა-გამოცვლასაც გულისხმობს. მაგალითად, რატომ უნდა იყოს მიუღებელი ბათუმის "დინამოსთვის" თურქულ "ტრაბზონსფორთან" პარტნიორობა? როგორ დავიჯერო, რომ ფეხბურთელი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში ვერ ხვდება თურქული კლუბის შემადგენლობაში, ზედმეტი იქნება ბათუმელთათვის? თანაც, ისეთ შემთხვევაში, თუ ამ ფეხბურთელს ხელფასს თურქული კლუბი გადაუხდის - თუ მთლიანად არა, სანახევროდ მაინც...

ეს ფეხბურთელი ქართულ კლუბში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, მოძლიერდება და მერე ამბიციებმომატებული დაუბრუნდება თურქულ გუნდს. ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მოგებული დარჩება.

ეს მაგალითი პირობითად მოვიყვანეთ. მსგავსი თანამშრომლობის იდეა, შეიძლება, ბევრი გუნდისთვის იყოს მისაღები. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც გრანდი იყოს. არც ერთი ქართული გუნდისთვის არ იქნება ზედმეტი ფეხბურთელი, რომელსაც საშუალო დონის ევროპული გუნდის სკოლა მაინც აქვს გავლილი.

დიახ, სკოლა, რადგან ჩვენთან არასწორად თამაშს ბავშვობიდანვე ეჩვევიან და ეს ჩვენი ფეხბურთის მთავარი უბედურებაა. როგორმე ამ პრობლემასაც უნდა მივხედოთ, მაგრამ ეს სულ სხვა წერილის თემაა.

და ვინც იტყვის, რომ ლეგიონერების მოჭარბება ხელს შეუშლის ადგილობრივი კადრების გაზრდას, მას ასე ვუპასუხებთ: ისინი ნორმალურად ვერც დღევანდელ ვითარებაში გაიზრდებიან. ან, როგორ უნდა გაიზარდონ, როცა სულ მარცხს ხედავენ და მეტს არაფერს?

აზერბაიჯანის ჩემპიონატში არაერთი ლეგიონერია, მაგრამ ეს ადგილობრივი მოთამაშეებისა და ეროვნული ნაკრების პროგრესს ხელს არ უშლის. ეს ნათლად ჩანს შედეგებიდანაც. უკვე კარგა ხანია, ფიფას რეიტინგში აზერბაიჯანის ნაკრებმა გაგვასწრო. თამაშის ხარისხსაც რომ დააკვირდე, ჩვენზე უკეთესები თუ არა, უარესები ნამდვილად არ არიან.

მეტიც, ყველა ერთხმად მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ფეხბურთელების ბოლოდროინდელი პროგრესი იმ ლეგიონერების დამსახურებაა, რომლებიც ამ ქვეყნის პირველობაზე გამოჩდნენ...

შექმნილ სიტუაციაში თითოეული ქართული კლუბის ხელმძღვანელს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ფაქტია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მოკლე ხანში ჩვენ უნდა დავინახოთ თუნდაც მცირე უკეთესობა, თორემ მერე შეიძლება ძალიან გვიან იყოს.

ჰაერივით გვჭირდება თუნდაც მცირე წარმატება, რომელიც ხალხს მასობრივად შემოატრიალებს ქართული ფეხბურთისკენ და მომავლის რწმენას გაუჩენს, თორემ საყოველთაო ნიჰილიზმი საბოლოოდ გადაყლაპავს იმასაც კი, რაც შეგვრჩა.

მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი. საშველი უნდა გამოჩნდეს მანამ, სანამ ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ ცოცხალია. იმაზე მეტი უკუსვლა კი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სიმართლე
გუშინ კომენტარი რატომ არ გამომიქვეყნეთ?
gio
ფეგბურთელი რომლიც წასულია ქვყნიდან და მოლდოვაში ლატვიაში რუსეთის მეორე ლიგაში უკრაინის ჩემპიონატში ყაზახეტში და და იქაც ვერ აგწევან წარმტებას და სარტოდ ზოგი განცხადში ვერ ხვდება ეს იმ ფეგბურთელების ბრალია რომლებიც მიდან ესეთ გუნდებში ფულის გამო უმჯობესია აქ დარჩე და აქ გქონდეს სათამაშო პრაქტიკა ვიდრე ლატვიაში ზამენის სკამეს ხეხავდე და იგივე მოლდოვაში უბრალოდ ფულზე დახმებულები ნუ ხართ და ნუ ამბობთ იმას რო აქ ვერ განვტარდებიო არ არის ამის საშვალებავო არველაძე ქინქლაძე ნემსაძე დემტრაძე კობიაშვილი გურამ კაშია ეს ფეგბრთელები საქრტველოდან წავიდნენ ისეთ ჩემპონტებში რომლზეც ტქვენ ოცნებობთ და მაში რა გვქონდა ან როგორ განვთარდნენ აქ ეს ბიჩები მაშინაც არ გვქონდა არც სტრადიონები და არც ბაზები უფრო მეტიც ხალხო მაშინ დენიც კი არ იყო და ტქვენ ამბობთ რო აქედან იმიტომ მიდან რო აქ ვერ ვითარდებიან ეს უბრალოდ აგნტების და ფეგბურთელების ბრალია რომლებსაც ფული უფრო დიდი სიამვნებას ანჩებს ვიდრე ფეგბურთის თამაში ეს სპორტი ტუ არ გიყვარს და ტუ არ იმშავე შენტავზე გინდა ლატვიელი იყავი გინდა გიბრალტარელი მაინც ვერფერს მიგწევ და არ აქვს მნიშველობა სად იქნები .. და ამიტომ ჯერ ქარტველი ფეგბურთელები დაბრუნეტ ჩვენ ლიგაში რომლეებიც მარტლა ნიჩიერები და კარგები არაინ და ნუ უშვებთ ეგეტ გუნდებში და კიდევ ბევრი ისეთი ქართველი ფეგბურთელი არის უგნდოდ დგეს ტრაგამაძე სად არის რატო არავს ახსოვს ის ნადვილაად გალამზებდა ჩვენ ჩემპიონატს იგვე ავტო ენდელაძე რომლიც პორტუგალის მერე ლიგაში ტამშობს და სატამშო პრაქტიკა არ აქვს ჩამოყვანეტ ეგეც ფულ ლეგონერებში რო ხარჯავთ და უნიჭო ფეგბურტელი რო ჩამგყავთ რომლიც 100 კგ არის და იხდი 800 ატას ხო ქარტველი დაბრუნე მაგის ნახევარ ფაასდ იყიდი და ხელფასი გადუხადე ტუნდაც 2000 ლარი საქრტველოში ეს ცოტა ფული არა და ვერცეთი ფეგბურთელი ვერ დაიწუწნებს ტან ჩვენ ჩემპიონატს უფრო ლამაზ გახდიან ბევრი ქარტველი არის რომლებიც მარტლა ნიჩიერები არაინ და არ ტამშობენ დგეს ან უგნდოდ არაინ და იმატ მიქცეტ ყურდგება და კიდევ ფეგბურთის ფედერცისკენ ნუ იშვერთ ხელებს და ნუ გინდათ რო შეხოცოტ ხელები 1 წელი ჰქონდა ყველა კუბს რო მომზდებლყვნენ და ტრანსფერები განხორცილებინატ მარა ჯიბეზე ხელის გასმა არავის უნდა სამწხაროდ იმაზე ვერ ფიქრობენ რო მოგება უფრო მეტი ექნებათ რაც უფრო კარგ გუნდ შამყლბებენ ჩემპიონტა ლიგაზე რო მოხვდეს რომლიმე ქართული გუნდი 3 მილონს გადხდიან და 3 მილიონი სულ არ დაჩირდება ქართველი კარგი ფეგბურტელი აქ რო ატამაშო ამიტომ დაფქრდით ცოტა
svan
მაშინ როგორ გადიან მოყვარული გუნდები შემდეგ ეტაპზე მაინც... ფარერების მალტის ლატვიის, ლიტვის ხომ საერთოდ! ესენიც ხომ ჩვენ დონეზე არიან! ეს კითხვა არ გიჩნდებათ თავში?!
malxazi
სულ ისმის მწვრთნელებისა და სპეციალისტებისგან,რომ ქართველი ფეხბურთელები ფიზმომზადებაში მოიკოჭლებენ,რომ თამაშის დროს სპრინტების რაოდენობით ძალიან ჩამოვრჩებით მოწინააღმდეგეებს,ამ კუთხით ვინმე რამეს აკეთებს თუ ლაპარაკის დონეზე რჩება ყველაფერი,შე კაი დედ-მამიშვილო თუკი იცი რა გაქ გამოსასწორებელი რაღაცა ხომ უნდა მოიმოქმედო
malxazi
ერთი-ორი კლუბი აუცილებლად უნდა გვყავდეს ძლიერი თუნდაც ყარაბახის დონის,გნებავთ ფეხბურთელების დონით გნებავთ ფინანსური თვალსაზრისით,თუ ფული არ დავხარჯეთ ისე არაფერი გამოვა,საკმარისია ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ და ფინანსურ დანახარჯს უკან ამოვიღებთ.
სიმართლის მოყვარული
ჩემო ძვირფასებო! მოუთმენლად ველი ინფორმატიულ მასალას იმის თაობაზე თუ როგორ შეიცვალა ევროპულ თასებში მონაწილეობის უფლების მომპოვებელი ჩვენი გუნდების შემადგენლობები იმ მომენტიდან, როდესაც მათ ეს უფლება მოიპოვეს, ამ უფლების რეალიზაციის დღემდე. ჩემი ზერელე შთაბეჭდილება ისეთია, რომ ყველა ეს გუნდი საგულდაგულოდ დასუსტდა ვროპულ თასებში საბრძოლველად ჩაბმამდე...ოდნავ არ მეპარება ეჭვი, რომ გაჩემპიონებული ”სამტრედია” საჩემპიონო შემდგენლობით ღირსეულად ეთამაშებოდა ”ყარაბაღს”...
zviads
ჩემი აზრით ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელების გაზრდით უნდა დაიწყოს ყველაფერი, ფაქტია რომ არაპროფესიონალები არიან, ესაა საფუძველი, დანარცჩენი ამაზე უნდა დაშენდეს..
Jango
ახლახან "სამტრედიაში" გამოჩნდა კოტდივუარელი ფორვარდი, "გიმარაეშის" ყოფილი შემტევი გაი ინტერსი, მაგრამ ის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში დაეხმარება გუნდს.--------------მხოლოდ 10 დღით ირიცხებოდა გიმარაეშში :) რომ დაინახეს ამისგან არაფერი გამოვაო მაშინვე გამოუშვეს! ისე ეს კი უნდა გადაემოწმებინა სტატიის ავტორს ინფო.
რეზო
იქნებ ყველაფერი სტადიონების აშენებიდან დაგვეწყო? მერე აკადემიები დაგვეარსებინა, ჩამოგვეყვანა ნორმალური მწვრთნელები ბავშვებისთვის. ყველას თუ კიდია ფეხბურთი, გვითხარით მაინც. ამ გაუბედურებულ ხალხს გულებს უარესად რატო გვიხეთქავთ?
ქუთაისელი
სირთაოზობაა ლეგიონერებით აშენებული გუნდი. მასზე უკეთეს ლეგიონერს ვინ მოგცემს? თუ კარგია თვითონ ევროპელები ვერ დაიმატებენ?
Jacob
როგორც იქნა ვიხილე ამ ჟურნალისტისგან სტატია, სადაც რაღაც კრიტიკული აზრი წერია და არა მხოლოდ ქართველი "ფეხბურთელების" ქება-დიდება.
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა
ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა
გიორგი ბერიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
ანატოლი ტიმოფეევი ბათუმის "დინამოს" კარს მოტეხილი ხელით იცავდა
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. XIV ტური: "სამტრედიამ" და ბათუმის "დინამომ" მოიგეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია