ჯიჯის დუბლიორი ჯორდანის ნომრით, კუზიანი ფლორენციიდან
"იუვენტუსი" სატრანსფერო კამპანია ნელნელა გააქტიურდა. აქამდე ტურინული კლუბი დატოვეს ლეონარდო ბონუჩიმ და დანი ალვეშმა, თუმცა გუნდს დუგლას კოშტა დაემატა მიუნხენის "ბაიერნიდან". სხვა სიახლეების შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ...

ჩაშლილი ტრანსფერი

ტურინული გრანდის ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე პატრიკ შიკი იყო - 21 წლის ჩეხმა ფორვარდმა "სამპდორაში" ასპარეზობით მიიქცია ყურადღება და გასული სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა. შიკი ტურინში ჩავიდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაევლო და კლუბთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა.

შიკმა ორი სამედიცინო შემოწმება ჩააგდო და შედეგად, "იუვენტუსმა" უარი თქვა პატრიკის დამატებაზე. უახლოეს დღეებში "იუვენტუსის" მესვეურები ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ. რატომ ჩააგდო ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტესტები? მედიაში "გულის პრობლემაზე" ჩურჩულებენ.

ისე, საოცარია, თუ ფეხბურთელს გული აწუხებს, "სამპდორიაში" თამაშს შეძლებს, გენუაში გულით ავადმყოფისთვის თამაში ნაკლებად საშიშია, ვიდრე ტურინში?

ჩეხის სანაცვლოდ "იუვე" 32 მილიონს იხდიდა ფეხბურთელში, რომელმას გასულ სერია A-ში 11 გოლი გაიტანა 32 თამაშში.

დე შილიო "იუვეში" ითამაშებს

"იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას მატია დე შილიო - 24 წლის მცველმა უკვე დატოვა ჩინეთი, სადაც "მილანთან" ერთად იმყოფებოდა შეკრებაზე, იტალიაში დაბრუნდა და "იუვენტუსთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. ტურინული კლუბი მატიას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის - ერთი წლის თავზე, "მილანმა" ბონუსების სახით შესაძლოა, კიდევ 5 მილიონი ევრო მიიღოს.

"როსონერის" არ უნდოდა დე შილიოს გაშვება, მაგრამ თვითინ ფეხბურთელი იყო დაინტერესებული "იუვენტუსში" გადაბარგებით. გასული სეზონის მსვლელობისას, "მილანის" მესვეურებმა მატიას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს - მაშინვე იყო ცნობილი, რომ დე შილიოს მიმართ "იუვენტუსი" იჩენდა ინტერესს და რაც მთავარია, ტურინში გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურდა.

ბერნარდესკი ტურინის გზაზე

დიდი შანსია, "იუვენტუსში" გააგრძელოს კარიერა ფედერიკო ბერნარდესკიმ - ახალგაზრდა შემტევმა "ბიანკონერისთან" უკვე შეათანხმა პირადი ხელშეკრულების დეტალები.

"იუვენტუსი" "ფიორენტინასთან" მოლაპარაკების დასკვნით ფაზაშია და თუ შეთანხმება შედგა, ტურინელები ფლორენციულ კლუბს 35 მილიონ ევროს გადაუხდიან. ბერნარდესკის ხელში ჩაგდება ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს. შიკის მსგავსად, ბერნადესკიც სერია A-ს გასული გათამაშების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა; ფედერიკოს სტაბილურად იწვევენ იტალიის ეროვნულ ნაკრებში. თვითონ ფეხბურთელი არ მალავს, რომ "იუვენტუსში" სურს კარიერის გაგრძელება:

"ფლორენციაში ბედნიერი ვარ და "ფიორენტინა" მუდამ ჩემს გულში იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზე მსურს შესაძლებლობების წარმოჩენა.

"იუვენტუსი" იტალიის უძიერესი გუნდია და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს - ბუნებრივია, ტურინში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამ თემაზე კლუბები აწარმოებენ მოლაპარაკებას, პროცესში ჩემი აგენტიც ჩართულია და თუ რა მოხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს".

ამ თბილი სიტყვების მიუხედავად, "იების" ფანებნა ბერნარდესკის სავარაუდო ტრანსფერი ძალზე მტკივნეულად მიიღეს, მათ შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს. ერთ-ერთს ეწერა: "მახინჯო კუზიანო, ყველას ვალია, სახეში გაფურთხოს".

ბედნიერი შჩესნი

გუშინ "იუვენტუსში" მატება იყო - ვოიცეხ შჩესნი 12,2 მილიონ ევროდ გადავიდა "ზებრების" რიგებში და ის ჯიჯი ბუფონის შემცვლელი იქნება. სატრანსფერო ფასი შესაძლოა, 15,3 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, მაგრამ ეს უკვე პოლონელი გოლკიპერის მარიფათზე იქნება დამოკიდებული. 27 წლის მეკარემ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "იუვესთან".

"იუვენტუსის" ვარიანტის მერე აღარაფერზე მიფიქრია. "რომას" მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, მაგრამ ახლა ტურინში მოვედი მოგებებისთვის. გასულ სეზონში "იუვემ" ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა", - განაცხადა შჩესნიმ, რომელიც 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს ახალ გუნდში.

დელ პიერო: ახლა დიდ ტრანსფერს ველი

"იუვენტუსის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ ახლა ტურინული კლუბისგან ერთ დიდ ტრანსფერს ელის: "ბონუჩის წასვლის მერე, ველი ისეთი ფეხბურთელის შეძენას, რომელზეც მედიას ჯერ არაფერი უთქვამს. ბონუჩის შემდეგ შექმნილი დიდი სიცარიელე უნდა შეივსოს და მე არ ვლაპარაკობ ცენტრალური მცველის შეძენაზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტრანსფერ-ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესის 500, 16 და 4 376
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"გაპარსავს" შიკი ინგლისს? - ფეხბურთელი ოპტიმისტობს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
შჩესნიმ "ბენფიკასთან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
მამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მოგერიება და დამწუხრებული პატრიკ შიკი [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
შიკი: მეტოქეს ვაჯობეთ, საქართველოს ნაკრები მამარდაშვილმა გადაარჩინა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტრანსფერ ONLINE. 4 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ, თუმცა..." - შჩესნიმ კონკურენტის შესახებ ისაუბრა
ევრო 2016: თავისუფალი აგენტები ევროპის ჩემპიონატზე
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია