საქართველოს ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXI ტური
"სამტრედიამ" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ორ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს. თანდათან უმატებენ ახალწვეული ლეგიონერებიც...

ამ თამაშამდე ზედიზედ ორი გამარჯვებით მივიდა ბათუმის "დინამოც", მაგრამ აჭარული კლუბი შინ დამარცხდა და ხასიათი წაიხდინა. ვინძლო, მასპინძლების წაქცევა სტუმრებს უფრო მეტად გასჭირვებოდათ, მათ რიგებში ოთარ მარცვალაძეს, ირალოსლავ კვასოვსა და ნიკა მგელაძეს რომ ეთამაშათ...

შეხვედრაში საუკეთესო კი ნიკა საბანაძე გახლდათ და ლოგიკურია, რომ გამარჯვების გოლიც მას ეკუთვნის. გიული მანჯგალაძის კუთხურის შემდეგ მან მძლავრი თავურით აიღო მოწინააღმდეგის კარი. საბანაძე ზოგადად კარგ ფორმაშია და შაბათსაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.

გავიხსენოთ ინტერს გის მომენტიც, ბათუმელთა ახალგაზრდა კიპერმა ლევან შოვნაძემ (მთლიანობაშიც ძალიან დამაჯერებლად ითამაშა) რომ გაანეიტრალა. "დინამოს" ყველაზე სახიფათო მცდელობა კი შეტევაში ჩართული დავით კვირკველიას ძალიან სახიფათო დარტყმა იყო, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილი ფეხით მისწვდა ბურთს...

თამაშმა გვიჩვენა, რომ მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა. ვერავინ იტყვის, რომ ცეცაძის გუნდმა ეს შეხვედრა დაუმსახურებლად მიიყვანა გამარჯვებამდე. ისიცაა, ბათუმელებს საგოლე მომენტები უფრო ყაირათიანად რომ გამოეყენებინათ, ანგარიში იქნებ სხვანაირიც ყოფილიყო...

მატჩის სტენოგრამა

13' - დავით ჯიქიას დარტყმა ბათუმელთა კარს ასცდა.

15' - ნიკა საბანაძისა და ჯიქიას კომბინაცია, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

19' - არჩილ ტვილდიანის შესანიშნავი პასი და ელგუჯა გრიგალაშვილმა ოდნავ ააცილა ბურთი ომარ მიგინეიშვილის კარს.

22' - გიორგი მჭედლიშვილის დარტყმას სიზუსტე ოდნავ დააკლდა.

25' - თემურ შონიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ელგუჯა გრიგალაშვილმა ასპროცენტიანი საგოლე შანსი გაანიავა - ბურთს ფეხი ააცილა.

40' - მოედანზე გულშემატკივარი გადავიდა, მაგრამ სიტუაცია მალე განიმუხტა.

45' - თემურ შონიამ სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

50' - ანზორ სუხიაშვილის დარტყმის შემდეგ "სამტრედია" გადარჩა.

58' - გიული მანჯგალაძის გადაცემა და ნიკა სანდოხაძის დარტყმა - ლევან შოვნაძე ბურთს ადგილზე ხვდება.

69' - 0:1! გიული მანჯგალაძის კუთხური და ნიკა საბანაძის შედეგიანი თავური. "სამტრედია" დაწინაურდა.

71' - დავით კვირკველიას დარტყმის შემდეგ მიგინეიშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია.

90' - დავით რაჟამაშვილს უპირატესობის განმტკიცება შეეძლო, მაგრამ დიდებული შანსი გააფუჭა.

საქართველოს ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXI ტური

06.08. ბათუმი. "რაგბი არენა"

დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1

გოლი: 0:1 საბანაძე (69)

დინამო (4-2-3-1): შოვნაძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - არზიანი (75. ვარშანიძე), შონია - ე. გრიგალაშვილი, ვ. თევდორაძე, ჩოგაძე - კვანტალიანი (84. კეკუა).

სათადარიგოები: ტაკიძე, ბ. მახარაძე, დიასამიძე

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, გ. მანჯგალაძე (90. გოგიაშვილი) - ჯიქია (66. მარკოზაშვილი), გი, რაჟამაშვილი - საბანაძე.

სათადარიგოები: სტურუა, მთივლიშვილი, ახალაძე, ბურკაძე, სამუშია

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: ე. გრიგალაშვილი (79), ბალდე (79), გ. მანჯგალაძე (82)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. დინამო (თბ) 21 16 1 4 54-15 49

2. ტორპედო 21 13 5 3 31-14 44

3. სამტრედია 21 13 3 5 33-21 42

4. ლოკომოტივი 21 9 3 9 35-29 30

5. ჩიხურა 21 9 3 9 28-33 30

6. საბურთალო 21 9 2 10 29-27 29

7. დინამო (ბთ) 21 7 2 12 17-26 23

8. დილა 21 5 7 9 24-31 22

9. კოლხეთი 21 4 7 10 18-35 19

10. შუქურა 21 1 5 15 16-56 8

მომდევნო ტური

10 აგვისტო, ხუთშაბათი

დილა-საბურთალო 20:30

11 აგვისტო, პარასკევი

ლოკომოტივი-ტორპედო 18:00

12 აგვისტო, შაბათი

სამტრედია-დინამო (თბ) 18:00

13 აგვისტო, კვირა

ჩიხურა-დინამო (ბთ) 18:00

შუქურა-კოლხეთი 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kaxas Damxrchvali
ვის დაახრჩობ შე დაუფრთიანებელო წიწილა?სამტრედიელების სახელით როგორ წერ?გიცნობთ ფეისბუქიდან ვინცა ხარ კა ხა, შენისთანები აფუჭებენ კლუბის სახელს,ფეხბურთთან საერთო არაფერი გაქვთ,მხოლოდ იბრიქებით.რამდენი ტყული დაწერეთ თებერვლიდან რომ ასეთი და ისეთი ლეგიონერები მოვაო,ასე და ისე ვიზამთი?თქვენ კლუბის ნაქირავები მენეჯმენტის ლაქიები ხართ მხოლოდ.დახედე ტრანსფერმარკეტს,ყველას ფასები ჩამოაჭრეს,კარგად რომ თამაშობენ იმიტომ :) ჩამკვდარ საქართველოს ჩემპიონატში იმუქრებით?ვის ემუქრებით ან რას? თუ ასე ჯიგარა ხარ,მიდი და კლუბს მოსთხოვე კერძო პატრონი მოუნახონ კლუბს და არა ბიუჯეტის ფულზე იჯდნენ მხოლოდ.ერთი თეთრის გამცემი სპონსორი ვერ მოინახა კლუბისათვის.მიზეზი?ეს ყველამ იცით :)
jjjjjj
მაგარ ფორმაშია სამტრედია საგოლ გია ცეცაძეს
კახა
ყელზე გადგათ სამტრედია, მაგრამ დაგახრჩობთ რომ იცოდეთ ....
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
ევროთასები 2017/18. ჩვენ და პოლონელები: მეტოქე ფავორიტია, მაგრამ...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს