U21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო მატჩი. საქართველო-პოლონეთი. გორი. 1-ლი სექტემბერი. 20:00
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გია გეგუჩაძის გუნდი პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

31 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გეგუჩაძემ გუნდი ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშა. წვრთნის დაწყებამდე გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და გაამხნევა.

ცნობილია, რომ ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ლუკა ზარანდია და გიორგი ჩაკვეტაძე. სამაგიეროდ, 21-წლამდელებს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა მცველი ჯიმი ტაბიძე.

იხილეთ გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია

დღევანდელი დაპირისპირების წინ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს:

ვატო არველაძე:

"ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს. ძალიან კარგად ვემზადებით, რადგან ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პოლონეთთან მატჩს კარგ მდგომარეობაში შევხვდეთ. დიდი იმედი მაქვს, დაგეგმილ მიზანს მივაღწევთ და 3 ქულას ავიღებთ".

ბექა ქურდაძე:

"წინა ჯგუფთან შედარებით, ახლა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფრო მეტი შანსი გვაქვს. ყველანაირად ვეცდებით, სასურველ მიზანს მივაღწიოთ. ამ მატჩის მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი თამაშია. ჩვენ მასპინძლები ვიქნებით და ვეცდებით, გავიმარჯვოთ".

დავით სამურკასოვი:

"სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდულში გამოძახებას არ ველოდი და მიწვევამ ძალიან გამახარა. იმედია, როგორც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოხდა პორტუგალიასთან, გორში 1-ელ სექტემბერსაც სავსე იქნება სტადიონი".

გიორგი ხარაიშვილი:

"პოლონეთი ამ ჯგუფის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია, მაგრამ სასიხარულოა, რომ შესარჩევ ციკლს საკუთარ მოედანზე თამაშით ვხსნით. ეს ჩვენთვის დადებითი მხარეა. იმედია, როგორც 19-წლამდელებზე, ამჯერადაც გაივსება სტადიონი და კარგი თამაშით ყველას გავახარებთ".

ლადო მამუჩაშვილი:

"პოლონეთი ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, მაგრამ ჩვენი მიზანი პირველი თამაშის მოგება და ტურნირის კარგი განწყობით დაწყებაა. ეს 3 ქულა ძალიან გვჭირდება, თან პირველი თამაში საკუთარ კედლებში გვაქვს და მოგება აუცილებელიც არის".

ბექა მიქელთაძე:

"პოლონეთი ძალიან ძლიერი, ძალისმიერი და ფიზიკურად მშვენივრად მომზადებული გუნდია. ის ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა დავუპირისპიროთ. 100 პროცენტით დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ შესარჩევი ეტაპი მოგებით დავიწყოთ".

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მე-3 ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. I ტურის მატჩებს ჩვენი მეტოქეები 5 სექტემბერს ჩაატარებენ - დანია ლიტვას უმასპინძლებს, ფინეთი - ფარერებს.

U21. საქართველოს ნაკრები

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rustavi
სოფელში ცხვარზე და ოციანზე რომ ვთამაშობდით უფრო მეტი "დისციპლინა" და "სიხალასე" გვქონდა ხოლმე. სანამ საფეხბურთო ნაკრებებში კარგი ფსიქოლოგები არ იმუშავებენ შედეგი უნდა დავივიწყოთ სამწუხაროდ, ყოველთვის ცხვარი და ოციანის განცდა იქნება.)))
batumeli
გეგუჩაძე თუ ნამუსი გაქვს წახვიდე უნდა
vaso
კალათბურთის მერე ჩვენ ფეხბურთს არ უნდა უყურო
haha
იქნებ ბილეთი აგეღო.
Batumeli
Geguchadze shenc sias gadmogcemen xoo?saburtalo da lokomotivia saqartvelos nakrebi?
გულშემატკივარი
მეორე არხზეა
Gia
Irlandia ar chamodis? Xval tamashia da arafers wert
vai tqvens patrons
გადაცემაზე რატო არ წერთ? ვნახავთ ბოლობოლო ამ თამაშს?ცნობისთვის ვაი ფეხბურთის ფედერაცას,ფეხბურთი არის ხალხისთვის და თუ ვერ ვუყურეთ გამოდის,რომ ჰაერზე ტარდება ეს შეხვედრაა
maxoia
დირექციას იქნებ ტრანსლიაციაზე რამე ინფორმაცია მოგვაწოდოთ!!!!!!!!!!!!!!
guri
სულ რეპორტაჟზე რატომ უნდა გვიწევდეს ღრიტინი, სირცხვილია.
avto
მარტო ზარანდია და ჩაკვეტაძე კი არა მთელი გუნდი აკლია კიტეიშვილი არაბიძე ლოჩოშვილი თევზაძე ლაკვეხელიანი, მარტო მაგ 2-ს რატომ ახსენებთ? :)
Gia
Transliacia?
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
პსჟ-ს ყოფილი მცველი "დილას" ფეხბურთელი გახდა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
"არსენალი" ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს
დუემ კითხვაზე უპასუხა - ისაა უკეთესი თუ იამალი
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
"სამტრედიის" მეკარის ურთულესი სეივები "დილასთან" მატჩში [VIDEO]
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
დავით სამურკასოვი კარიერას საბერძნეთის მე-2 ლიგაში განაგრძობს
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"ლოკომოტივის" ამბები: წამსვლელ-მომსვლელები და შეკრება საქართველოში
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: მეოჯახეები, შეყვარებულები და გაღიმებული ზუროსი
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
"საბურთალომ" "სტიაუასთან" მატჩამდე თავისი აღზრდილი მეკარე დაიბრუნა
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
საბურთალო-დინამო (ბთ) 0:0 - ფრთხილი ლიდერი ფრეს დასჯერდა [VIDEO]
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
ქართველები ევროპა ლიგაზე - კიტეიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო
ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა [VIDEO]
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია