ზაზასთან ჩვეულებრივი ინტერვიუ არ გამოვიდა, ველაპარაკე იმაზე, რაზეც აქამდე არც მას ჩამოუგდია სიტყვა და არც მე მიკითხავს
2002 წლიდან კალათბურთზე ვწერ. ყოველი სანაკრებო სეზონის შემდეგ ამერიკაში გამგზავრებამდე ზაზა ფაჩულიასთან ერთად ნაკრების მატჩებს ვაფასებდი და სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდი. ამჯერად ზაზასთან ჩვეულებრივი ინტერვიუ არ გამოვიდა, ველაპარაკე იმაზე, რაზეც აქამდე არც მას ჩამოუგდია სიტყვა და არც მე მიკითხავს.

მან საქართველოს ნაკრებში პირველად 2000 წლის 17 მაისს ითამაშა, ბოლოს 2017 წლის 6 სექტემბერს. ზაზას სადებიუტო შეხვედრაში საქართველო ევრობასკეტის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგთან 71:92 დამარცხდა, მას მერე ფაჩულიას კაპიტნობით ჩვენი გუნდი ევროპის წამყვან საკალათბურთო ქვეყნებს გაუთანაბრდა და ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე.

ზაზას გამოსამშვიდობებელი მატჩი ისრაელში, ევრობასკეტზე, იტალიასთან შედგა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

თამაშის დასრულების შემდეგ ზაზამ თავის "ფეისბუქზე" საქართველოს ნაკრების მაისური გამოფინა და დაწერა - სანაკრებო კარიერა დავასრულეო.

- კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი

- ემოციური მომენტი იყო, - მითხრა მან ინტერვიუში, - როდესაც ცხოვრების ნახევარი ნაკრებში გაქვს გატარებული, 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ეროვნულ გუნდში თამაშობ, წარმოუდგენელია ემოციის გარეშე თქვა - სანაკრებო კარიერას ვასრულებო.

17 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ ზაფხულს ვერ ჩამოვედი, ამის მიზეზი ტრავმა იყო, რამაც ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი გამომატოვებინა.

რა იქნება მერე...

- ჯერაც ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნები სანაკრებო მატჩების გარეშე. მომავალი ზაფხული სხვანაირი იქნება, არ ვიცი, როგორ დავგეგმო, ფიქრიც კი რთულია. უჩვეულო გრძნობაა - მოვა სანაკრებო მატჩების დრო და ვერ ითამაშებ.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მშვენივრად მესმის, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ფიბას მიერ საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის შეცვლამ ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი. მოგეხსენებათ, სანაკრებო მატჩები შუა სეზონზე გადაანაწილეს. სწორედ იმ დროსაა, როცა NBA-ში გახურებული სეზონია.

ამის მიუხედავად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ბოლოს ვთქვი ის, რაც გულმა და გონებამ მიკარნახა.

პატივიც და მოვალეობაც

- NBA-ს თასის პრეზენტაციისას მადლობა გადავუხადე ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლეს, შვილებს, რომლებიც მხარში მიდგანან. ისინი ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ და კარგად ესმოდათ, რატომ ხდებოდა ასე. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი პატივი, დიდი სიხარული, ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება იყო.

ისევე როგორც ახალგაზრდულ ასაკში, ბოლომდე მონდომებით, გულით ვეკიდებოდი თითოეულ ვარჯიშს, თითოეულ შეკრებას, თითოეულ თამაშს. კარგად მესმის, რომ ნაკრებში თამაში არ არის პირადული, საკუთარი მიზნებისთვის... ეს არის ქვეყნისთვის ჩემი ხალხისთვის. ეროვნულში თამაში ჩემთვის დიდი პატივიც იყო და მოვალეობაც. იქ ხომ ახალგაზრდული ასაკიდან ვთამაშობდი და მეორეც - გუნდის კაპიტანი ვიყავი.

ყველას მინდა მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის და კრიტიკისთვისაც, რადგან ამან უკეთეს ადამიანად მაქცია, მეტი სტიმული მომცა. კრიტიკა პირად შეურაცხყოფად არასოდეს მიმიღია, ვაანალიზებდი და ვცდილობდი, როგორც ქვეყნისთვის საჭირო იყო, ისე მოვქცეულიყავი, თამაშით გამომესწორებინა. შედეგად, მივიღე დიდი გამოცდილება და განვვითარდი როგორც მოედანზე, ისევე მის მიღმა.

კალათბურთში ვრჩები

- 17 წლის განმავლობაში ბევრი მძიმე დღე გადავიტანეთ და ბევრი გამარჯვებაც გვქონდა. ოთხჯერ გავედით ევრობასკეტზე. ეს იყო ის, რაც ჩემს სანაკრებო კარიერაში შევძელი. იმისიც მჯერა, რომ ჩვენი ხალხი უფრო მეტ წარმატებას იმსახურებს.

რადგან სანაკრებო კარიერა დავასრულე, იმას არ ნიშნავს, რომ გვერდში აღარ ვუდგავარ. კალათბურთიდან არ მივდივარ, აქ ვრჩები. მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, ჩემი აკადემია, სადაც ასობით ბავშვი დადის. ათასობით მშობელი გვენდობა. მათ შვილები ჩაგვაბარეს არა მარტო კალათბურთის სწავლის იმედით, არამედ იმიტომაც რომ მეგობრები შეიძინონ, შეიყვარონ სპორტული ცხოვრება, შეიყვარონ კალათბურთი, მოხვდნენ ევროპაში, NBA-ში ან თუნდაც კოლეჯში და კალათბურთის პარალელურად მიიღონ კარგი განათლება, ჩამოუყალიბდეთ გუნდური მენტალიტეტი.

ჩვენი მიზანი

- ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოზარდმა თავის მაქსიმუმს მიაღწიოს. ბუნებრივია, ყველას ერთნაირი ნიჭი ვერ ექნება, მაგრამ ვცდილობთ, შესაძლებლობების სრულად რეალიზებაში დავეხმაროთ. ამიტომაც გვყავს კარგი ქართველი მწვრთნელები, სამი უცხოელი სპეციალისტი. სხვათა შორის, მესამე უცხოელი მწვრთნელი წლეულს ჩამოვიყვანეთ. იგი ამერიკელია.

ბავშვები ყველა ასაკში სხვადასხვანაირად იტვირთებიან. ჩვენც მონდომებულები ვართ და ისინიც. იგეგმება რამდენიმე ტურნირში მონაწილეობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ...

კალათბურთელად ჩამოყალიბება ერთ დღეში არ ხდება, ხანგრძლივი პროცესია. მშობლებსაც კარგად ესმით და ბავშვებსაც, რომ მარტო ერთი დღე თავგანწირული ვარჯიშით სპორტსმენი ვერ გახდები. საჭიროა მოთმინება, რაც ნებისმიერმა კალათბურთელმა თავიდანვე უნდა გამოიმუშაოს. ამიტომაც ვამბობ, კალათბურთელობა იოლი არ არის, ბევრი შრომა და გამართლებაცაა საჭირო. ამ ყველაფერზე კი, ჩვენს აკადემიაში ჩვენი სტუმრები ესაუბრებიან ბავშვებს.

მომავალმა კალათბურთელებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ სწორად განვითარებისთვის სჭირდებათ სწორი კვება, ძილი, დასვენება, ენერგიის აღდგენა. მოზარდ ასაკში შეიძლება კიდევ ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გაჩნდეს, რასაც დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

განათლება მნიშვნელოვანია

- ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება. სპორტსმენმა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული სხვა ქვეყანაში თამაში, უცხო ენა აუცილებლად უნდა იცოდეს. თან კარგად.

უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც სხვადასხვა დონეზე ასპარეზობენ. ძალიან მაღალ დონეზე, საშუალოზე და ა.შ. არ ვამბობ მხოლოდ კალათბურთელებზე. სპორტში ბევრი რამ იცვლება, დღეს მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელები ისე ვეღარ ფასობენ, ვეღარ აღწევენ წარმატებებს, როგორც ადრე.

ყველა სპორტსმენს სჭირდება ფსიქოლოგიური მდგრადობა, გონებრივი სიძლიერე და განათლება.

ახალი მოთხოვნები კალათბურთში

- სიტუაციას შევხედოთ თუნდაც კლუბის მფლობელის, მენეჯერისა თუ მწვრთნელის გადმოსახედიდან. ყველას სურს გუნდში ისეთი სპორტსმენი ჰყავდეს, ვინც სწრაფად აზროვნებს, თამაშისას წამიერად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს.

კალათბურთის ტემპმა იმდენად მოიმატა, რომ მოედანზე დაფიქრების დრო აღარ არის, უნდა იმოქმედო, სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღო. ამას, რა თქმა უნდა, ტვინის მუშაობა სჭირდება.

ვარჯიშების სტილიც შეიცვალა. დიდი დრო და დიდი ფული იხარჯება გამოკვლევებზე. არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში. მეცნიერები, მედიკოსები ბევრს მუშაობენ, რომ შექმნან ახალი სტილის ვარჯიშები, დანერგონ სიახლეები. ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ გუნდებმა მაქსიმალური შედეგი მიიღონ, ტრავმების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ...

იცვლება მიდგომა, ვარჯიშების სისტემა. საქართველომაც ფეხი უნდა აუწყოს სიახლეებს, დაეწიოს განვითარებულ საკალათბურთო ქვეყნებს.

ზაზა ფაჩულიას მონათხრობის მეორე ნაწილს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

amiko
ზაზა გაანებე ამ სიაფანდ ლაპარაკს თავი თუ გული შეგტივა ბავსვებზე ჯობია ფასი დააკლო შენს აკადემიას 150 ლარი რომ გახადეთ. ,,ზაზა აკადემიაში" ბავშვების შესატანის ფასი რომ არ გაგეზარდათ სხვა აკადემიებიც არ გაზრდიდნენ შესატანს. გაიხსენე შენი ბავშვობის წლები როცა გიჩირდა ფინანსურად. იცხოვრე კაცურად.
irma
udides pativs vcem zazas .namdvili patrioti da kargi adamiania.guli mckdeba rom cavida.me vtli scori ikneboda bolo tamashi nakrebshi shin konoda.gamosatxovari tamashis girsia zaza da gulshematkivari.ikneb federaciam moabas amas tavi
[VIDEO] შეუჩერებელი შენგელია და რიდი რიდის გარეშე - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დანიას დამაჯერებლად მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
ჟელკო ობრადოვიჩი: იგორ კოკოშკოვმა სლოვენიასთან ერთად სასწაული მოახდინა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]