ქართულ წყალბურთს სახელოვანი კლუბი "დინამო" 22-წლიანი შესვენების შემდეგ წლეულს დაუბრუნდა
22-წლიანი შესვენების შემდეგ წლეულს, იანვარში ქართულ წყალბურთს დაუბრუნდა სახელოვანი კლუბი "დინამო", რომელმაც საქართველოს პირველობის ფინალში "თბილისი" დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თბილისის "დინამო" გასულ საუკუნეში ქართული წყალბურთის გარიჟრაჟზე - 1938 წელს შეიქმნა. გუნდი მალე მთელ საბჭოეთში ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია: საბჭოთა კავშირის ორგზის მეორე (1960, 1962), ოთხგზის (1958, 1959, 1964, 1966 წწ.) მესამეპრიზიორმა და რვა უძლიერესი გუნდის სრულიად საკავშირო ტურნირის (1963) გამარჯვებულმა ქართველმა წყალბურთელებმა სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადებში სამჯერ მეორე (1956, 1963, 1979) და ორჯერ მესამე (1959, 1967) ადგილი დაიკავეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1979 წლის სპარტაკიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი, რადგან მოსკოვის ოლიმპიური თამაშების წინ იმ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც მონაწილეობდნენ.

საგულისხმოა, რომ 1956 წელს მელბურნის ოლიმპიურ თამაშებში თბილისის "დინამოს" სამმა აღზრდილმა - ნოდარ გვახარიამ (საქართველო), პეტრე მშვენიერაძემ და პეტრე ბრეუსმა (ორივე - რუსეთი) - იასპარეზა საკავშირო ნაკრებში, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ სამი სპორტსმენის გარდა, თბილისის "დინამოს" წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით ოლიმპიური თამაშების პრიზიორებს - ლერი გოგოლაძეს, გივი ჩიქვანაიას, მიხეილ გიორგაძეს (იგი 1982 წლის მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონიცაა), რევაზ ჩომახიძეს, ასევე, ვლადიმერ ისელიძეს, ოთარ მიმინოშვილს, მურთაზ გულედანს, ნოდარ კურტანიძეს, ზურაბ ჩაჩავას, ბორის მეგედს, ვლადიმერ გოიაშვილს, ვასილ სანაძეს, ირაკლი ჩხიკვაძეს, დავით რურუას, ალექსანდრე ბითაძეს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს, გია ზუმბულიძეს, კახა კანდელაკს, შოთა ბაღათურიას და სხვებს.

და აი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, თბილისის "დინამო" კვლავ გამოჩნდა დიდ სპორტში. მისი ამჟამინდელი დამფუძნებლები არიან ახალგაზრდა წყალბურთელები, საქართველოს ნაკრების წევრები - ზურაბ რურუა, გიორგი ხვედელიანი და მიხეილ ბაღათურია.

გუშინ თბილისის "ივენთჰოლში" აღორძინებული კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. ქართველ ვეტერან და ახალგაზრდა წყალბურთელებს, სპორტის ამ სახეობის ქომაგებს თბილისის "დინამოს" დიდ სპორტში დაბრუნება მიულოცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ. კლუბის მესვეურებმა ოლიმპიური თამაშების მედალოსნები - ლერი გოგოლაძე (1960, რომი) და მიხეილ გიორგაძე (1988, სეული) სპეციალური პრიზებით დააჯილდოეს.

დავით რურუა, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

"მივესალმები ეროვნული ნაკრების წევრების ამ დიდ წამოწყებას - "დინამოს" აღორძინებას, რადგან ეს კლუბი ჩემთვის მშობლიურია - ექვსი წლის განმავლობაში მისი კაპიტანი ვიყავი. მინდა, რომ "დინამომ" ქართულ წყალბურთში კუთვნილი ადგილი დაიკავოს".

მურთაზ გულედანი, ვეტერანი წყალბურთელი:

"მართლაც საშვილიშვილო საქმეა. გული მწყდებოდა, თბილისის "დინამოს", რომლის შემადგენლობაში თერთმეტი წელი ვითამაშე, წყალბურთში რომ ვერ ვხედავდი. არადა, მას რამდენი სიამოვნება მიუნიჭებია სპორტის ამ სახეობის ქომაგებისთვის. განსაკუთრებით ის წლებია მნიშვნელოვანი, როცა თბილისში საერთაშორისო ტურნირები იმართებოდა უცხოური გუნდების მონაწილეობით.

ჩვენს გუნდს, რომელმაც ამ შეჯიბრებებში ხუთჯერ დაიკავა საპრიზო ადგილები, დამარცხებული ჰყავს უნგრეთის, იტალიის, იუგოსლავიის, ესპანეთის, რუმინეთის, საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, კუბის ნაკრები გუნდები, რომელთა უმრავლესობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორებიც გამოდიოდნენ. აქაურ აღზრდილებს სხვადასხვა წელს 12 ოლიმპიური მედალი აქვთ მოპოვებული.

ასე რომ, "დინამო" სასახელო ისტორიის მქონეა და ახალ გზაზე უწინდელი დიდების დაბრუნებას ვუსურვებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviads
მივესალმები, სასიამოვნოა დინამოს დაბრუნება, მაგრამ ეს რუსული Д რომ მოვაცილოდ არ შეიძლება? ფეხბურთის დინამოსაც იგივე... ქართული დ ან თუ ლოგოზე მაინც და მაინც უცხოელებისთვის წასაკითხი ასო უნდა ეწეროს იყოს ინგლისური D. მესმის რომ შექმნის დროს რუსული ლოგო იყო, მაგრამ ქართული დ-ც მახსოვს დინამოს სტადიონზე დიდად რომ ეწერა ადრე..
G7
ბასეინში წყალს როდის ჩაასხავთ????
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსი" ზედიზედ მეხუთედ ფინალში
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო
რევაზ ჩომახიძე: საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან მარცხით დაიწყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ეს მოგება ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი იყო
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓬᓧᓐᓚᓑᓣᓠᓗᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓠᓣᓡᓔᓗᓗᓐᓜ ᓓᓐᓛᓐᓠᓪᓮᓓᓐ
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს კაპიტანი ზურაბ რურუა შეუერთდება
ვლადიმერ ისელიძე: იქნებ "ლაგუნა ვერეს" აღდგენაზეც გვეზრუნა
წყალბურთელთა ნაკრები: ლეგიონერები ჯერ კლუბებში ითამაშებენ
ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა
ზურაბ რურუა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იტალიას სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულა
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველები კარგად თამაშობენ და გოლებიც გააქვთ
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
ლეგიონერები, ჩემპიონთა ლიგა, პირობები და აკადემია - ინტერვიუ "დინამოს" დირექტორ გიორგი ხვედელიანთან