საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთს დაუზავდა
10 ნოემბერს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამივე სასტარტო შეხვედრაში დამარცხებულმა საქართველოს ნაკრებმა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა.

პირველი ტაიმის მე-9 წუთზე ანგარიში კაირინენის გადაცემით კალმანმა გახსნა. ჩვენი გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ შესვენებამდე საპასუხო გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია, 53-ე წუთზე მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ორმაგი ცვლილება განახორციელა, მოხევიშვილისა და მიქელთაძის ნაცვლად არაბიძე და ბერიძე შეუშვა შეცვლაზე და ამ უკანასკნელმა სულ მალე დალაშქრა კიდეც კეტოს კარი - 1:1.

შემდეგ მომენტები ვერ გამოიყენეს ჭანტურიამ და ზარანდიამ. გეგუჩაძის შეგირდებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერეს, თამაშში აქტიურად ჩართულმა ბერიძემ პირისპირ შეჰყარა არაბიძე მეკარეს და კიპერმა თავისი გუნდი გადაარჩინა. სტუმრები კი იძულებულნი შეიქნენ საკუთარ ნახევარზე ჩაკეტილიყვნენ და კონტრიერიშებით ეპასუხათ. ხიფათიც შექმნეს ჩვენს კართან და გადავრჩით - ვაისანენმა ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა.

სადღაც შუა მეორე ტაიმისას თამაში გათანაბრდა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 83-ე წუთზე იენსენის დარტყმული ბურთი კუპატაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კალმანმა დაასწრო და 1:2. სამიოდ წუთში კი ჭანტურიამ მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა. თამაშის ხარისხისა კი, აბა, რა მოგახსენოთ...

საქართველო - ფინეთი 2:2

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, ტაბიძე, მარგველაშვილი, შულაია, მოხევიშვილი (53. ბერიძე), მამუჩაშვილი, მიქელთაძე (53. არაბიძე), კიტეიშვილი, ზარანდია (69. კოხრეიძე), ჭანტურია

ფინეთი: კეტო, ვაისანენი, პირტიჯოკი, იენსენი, ჰამალაინენი, ლაპალაინენი (89. ნისკანენი), დალსტრიომი, კაირინენი, ჰოსტიკა (64. ალა - მულუმაკი), ნისილა (82. იარვაინენი), კალმანი

გოლები: 9. კალმანი 0:1, 59. ბერიძე (1:1), 83. კალმანი 1:2, 86. ჭანტურია 2:2

გაფრთხილება: 53 კაირინენი, 69. კიტეიშვილი, 79. დალსტრიომი

mარიამი 28
მე ასე მგონია ჭაბტურიას თამაში თანაგუნდელებს არ უნდათ ბურთს აწვდიან, რატომ ვერ ვიგებ არადა ზარანდიას გარდა ყველასთვის თეთრი ყვავია.მიუხედავად ყველაფრისა-ტრაუმვას ვგულისხმობ გონირად, გააზრებულად თამაშობს სხვ ებტან შედარებით ალბათ გეგუჩაძე უნდა ხედავდეს ამას წარმატებები ლტვიასტანა
ზაზა
შექებით ვერ შევაქებ რა თქმა უნდა.მარა,პირველი ნაკრების თამაშს სჯობდა ამათი თამაში.უფრო სწრაფი და გააზრებული შეტევები ჰქონდათ....
ჯუბა
ფინეთში 8 თვე ზამთარია და თოვლი დევს.სირცხვილია!
გია-11
გრცხვენოდეს გეგუჩაძე!
roma
საცოდაობა და ჩვენი ნერვების შლა გეგუჩაძის ბრალია უნდა წავიდეს მოშორდეს ნაკრებს, გეგუჩაძეს პატივს ვცემდი მაგრამ ახლა წარმოდგენა შემიცვალა ამ 4 თამაშმა ახლა დარწმუნებული ვარ რომ თანამედროვე ფეხბურთის აზრზე მართლა არააა ეს კაცი და თუ მართლა კაცია უნდა გადადგე, ამ ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრები აუტსაიდერები კი არა ჯგუფის ლიდერები უნდა იყოს, ეს რესურსი სრულიად საკმარისია ჩვენ ჯგუფში ლიდერობისთვის, იმის გათვალისწინებით რომ ჯგუფში არააა გრანდი ნაკრები. ადამიანი რომელიც ბერიძეს ძირითადში არ ათამაშებს მწვრთნელობის არცოდნაზე მიგვითითებს. წადიიი კობიაშვილო და წაიყვანე შენი გეგუჩაძე და საძმო რომელიც ფულის ჭამისთვის ხართ, თან ამასწინათ კობიაშვილი არ იყო ამბობდა "რატომ უნდა გადავდგე არ მესმისო?" აი მიზეზი ბატონო და შენ იცი კიდე შეგვაყარე ნაცარი თვალებში.
სოსო
გეგუჩაძე საქართველოში ერთერთი გამორჩეული მწვრთნელია,მაგრამ მხოლოდ საქართველოში.
koba
molas shelocva tu ushvelis qartul fexburts
niko
დიდი მიღწევა თუ ჰოკეიში დაუზავდნენ ფინეთს.არ ვიცოდი ასეთი კარგი ჰოკეისტი თაობა თუ მოდიოდა. ყოჩაღ ხოკუის ფედერაციავ. იქნებ ფეხბურთIს თამაში ვისწავლოთ მალე?
ako
geguchadze tanamedrove fexburtidan chamorchenili mtvrnelia, tavze gadausvi xeli kobiashvilo ar dagekargos)))
Abu
arveladzeebi mosanatrebeli dagvircga.
gio
ინდივიდუალურად ჩვენი ბიჭები ძალიან კარგად თამაშობდენ ტექნიკურად არავისზე ნაკლები ბიჭები არ გვყავს, მაგრამ ეს იყო აბსურდული, ქაოსური ,დაულაგებელი თამაში 3-4 ზუსტი პასის გაკეთებაც კი ვერ მოხერხდა არანაირი ტაქტიკა კომბინაციური შეტევები, არანაირი დისციპლინა ფიზიკური მომზადება 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთელები ერთმანეთს აძლევდენ მითითებას მწვრთნელს ხმაც კი არ ამოუღია ადრეც დავწერე და ეხლაც ვაფიქსირებ გეგუჩაძე უნდა წავიდეს!!! აუცლიებლად 21 წლამდე ნაკრებში უნდა დაინიშნოს კახი კაჭარავა ეს ადამიანი ყველაფერს შეცვლის და გამოასწორებს.
კეთილის მსურველი
ამაზე დაბლა დაშვება წარმოუდგენელია. თუ გეგუჩაძე ხვალვე არ გადადგა, საბოლოოდ დავკარგავ მის პატივისცემას
dato
თანამედროვე ფეხბურთის გაგებაში არ ვართ საერთოდ
გურამი
სადაც ყინულია წამყვანი სპორტი ვგუისხმობ ჰოკეის ესეთ გუნდთან ფრეც მიხწევაა!!!!
rodemdeee
აჰააა კიდევ ერთხელ გამოჩნდა სად ვართ.უბრალოდ ან თავმოყვარეობა არ აქვთ ან ეს გეგუჩაძე ვაფშე ...... წადი სახლში წადი და დაისვენე.ან რა ზამენებს აკეთებს ერთი კაცი იკო რაგაცას ფაფხურობდა ზარანდია და ისიც გაიყვანა.ნუ არაბიძეს თამაში არ უნდა და რატო აძალებენ.მოკლედ ძააან ტრ...ში ვართ ფარერები აგერ პოლონეთს უგებენ და მალე ევროპაზე ვიხილავთ :D :D :D ვაი საცოდაო საქართველო
chaachi
ყოჩაღ გეგუჩაძე,სიტყვები არ მყოფნის..
ვაი
ფარერების მერე ზღაპრული შედეგია :)
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინელებთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
U21. ყოჩაღ - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ფინეთს თამაში შემოუტრიალა! [VIDEO]
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან