16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბი "დინამო", რომელმაც ფინალურ მატჩში "ზაზა 1"-ს 100:59 სძლია
16-წლამდელთა ჩემპიონატით დასრულდა თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატების სერია, რომელიც 14 და 18-წლამდელთა პირველობების შემდეგ დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა.

16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბი "დინამო", რომელმაც ფინალურ მატჩში "ზაზა 1"-ს 100:59 სძლია.

ორივე გუნდმა დამაჯერებლად და წაუგებლად განვლო გზა ფინალამდე, თუმცა საჩემპიონო მატჩში ზაზას აკადემიის წევრებმა ვერ გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები, რაც, რა თქმა უნდა, დინამოელთა გააზრებული თამაშის დამსახურება გახლდათ. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა კომპონენტში იძალა, საბოლოოდ დიდსხვაობიანი ანგარიშით იმარჯვა და ჩემპიონი გახდა.

დინამოელებს ულიდერა გიორგი ბიგანაშვილმა, რომელაც გადამწყვეტ მატჩში 37 ქულა მიითვალა და დამსახურებულად გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. სპეციალური პრიზი ბიგანაშვილმა მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე, თბილისის კალათურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრისგან - ლევან წულაიასგან ჩაიბარა.

ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც "ზაზას" გუნდის წევრმა - ილია ხუციშვილმა ირგუნა. პრიზიორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა - ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა.

პრიზიორ გუნდებს შესაბამისი მედლები და სიგელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა დავით გოცორიძემ, ზაზა ღონღაძემ და ლევან წულაიამ გადასცეს. საჩემპიონო თასით ჩემპიონები ტრადიციულად თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

აღნიშნული ფინალის შემდეგ ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მატჩი გაიმართა, რომელშიც "დინამო" "მგზავრებს" ხვდებოდა. მოედანზე გასახურებლად გამოსულმა სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა ახალგაზრდა დინამოელებთან საერთო ფოტო გადაიღეს, რითაც დიდად გაახარეს თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები.

თბილისის ჩემპიონატი პარალელურად საქართველოს პირველობის შესარჩვი ტურნირის სტატუსს ატარებდა. დედაქალაქის საუკეთესო 10-მა გუნდმა ქვეყნის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ესენი არიან: დინამო, ზაზა 1, აკადემია 1, ჰიუნდაი, ორბი, მართვე, ოვერტაიმი 1, ზაზა 2, ზაზა 3 და აქსე-ვინგზი.

თბილისის U16 ჩემპიონატი. ფინალი. 10 ნოემბერი. ოლიმპიური სასახლე

დინამო 100:59 ზაზა 1

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ზუკა
ბიგან მაგარი ბიჭი ხარ.გილოცავ
თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება