ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

<p>ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა <br> ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა და რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.</p><p>"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.</p><p>თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.</p><p>მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი მიეცეს, საქართველოს ნაკრებს ესეთ გუნდებთან შეხვედრის, რათა გააუმჯობესოს თამაში.</p><p>უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.</p><p>ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.</p><p>სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "</p>

  • gia

    უმადურობა ძალიან ცუდი სენია და თან არაკაცური!!! რაც ბიძინას სიკეთე უკეთებია!!! რა უნდა გააკეთოს კიდევ ამ კაცმა ამისთანა, რომ დავუნახოთ? არ გინდათ დანახვა, თორემ დაინახავდით! ისე, ყოჩაღ ბიძინას, ამდენი უმადურის გადამკიდე, კიდევ რომ ინარჩუნებს სიკეთის კეთების სურვილს!!! უმრავლეს სეხვედრაში მას ისეთი ხალხი აკრიტიკებს ჩემს გარშემო, ვისაც მისხალი სიკეთე არ აქვს გაკეთებული!

  • B-52

    გენაცვალე! ნამდვილი შედევრია შენი სტატია, ძალიან მაგრადაა ყველაფერი გადმოცემული, უელსელი ხალხის თამადობით კიდევ ყველა ღირსეულ სამართლიან და ვაჟკაც ხალხს ვეხუტუნე მე!

  • B-52

    მეც დიდი ხათრი მომეცა უელსელი რიგითი გულშემატკივრის, მათი გუნდის სამწვრთნელო შტაბისგან განსხვავებით. სამართლიანი და ვაჟკაცი ხალხი ყოფილან!

  • ლევანი

    ძალიან მომეწონა თქვენი სტატია, შეფასება. მკითხელების კომენტარებს და შეფასებებს არა ნაკლები ინტერესით ვკითხულობ, ვიდრე თავად სტატიას. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარები. ძალიან კარგია ასევე ის რომ შეგვიძლია კომენტარების "ლაიქი ან დიზლაიქი".

  • 888

    ზაზა!ბიძინჰაუზენმა ბევრი რამე განაცხადა,მაგრამ შეასრულა?

  • Kote

    Mehlgobaro am saitze mushaoba ar ginda? Amatze bevrad kargad gamogdis! ZAGOL

  • Nodo

    მადლობა ასეთი კომენტარისთვის! ურთიერთპატივისცემა ყველაფერში კარგია, რაგბში ხომ დაუწერელი კანონია!

  • გიორგი

    გაიხარე კოტე ასეთი კარგი ინფორმაციისათვის. მადლობა. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. იმედია მომავალში უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება.

  • TanoLife

    მადლობა თქვენ, სოსო.

  • გიორგი

    გაიხარე კოტე ასეთი კარგი ინფორმაციისათვის. მადლობა. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. იმედია მომავალში უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება.

  • სოსო

    არ ვიცი ვინა ხარ მეგობარო,მაგრამ სიამაყესა და სიხარულთან ერთად ბოღმაც მქონდა დარჩენილი უელსელებზე.წავიკითხე შენი სტატია(ამას პასტს ვეღარ დავარქმევ) და გულზე მომეშვა.სამართლიანი და წესიერი ხალხი ყოფილა.შენც გაიხარე და იმათაც.ჩემი მხრიდან კი მადლობა შენ.

  • რეზო

    გაიხარე, საინტერესო ნიუანსები გაგვაცანი!

  • eldari

    ისე გაგარტყი წაღმა-უკუღმა

  • რამაზ

    ექვს ერში მეექვსე იტალიაა, ის იტალია რომელსაც რეიტინგში დღეს ხვალ რუმინეთიც გადაუსწრებს, ხოლო საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია უკან ყავს მოტოვებული.

  • ლევანი

    ძალიან სასიხარულოა, რასაც ახლა თქვენ ყვებით!

  • ზაზა

    ქართუ ჯგუფმა ნუ ბიძომ და თბისიმ განცხადა რომ ხარჯებს გადაიხდიდა ყველაფერს.. ასე რომ მზად ვართ მაგ მხრივ..

  • Gia

    ეგ არაა ის არგუმენტი, რომელიც გამოდგება!!! სპონსორები და ეგაა!!! იმ გუნდებს რამდენი ტურისტი ჩამოყვება? თან ქვეყნის რეკლამა მასეთი უნდა!!! ახალ ზელანდიას ასეთი მორაგბეები რომ არ ყავდეს, ჰა და ჰა, კივის ჭმისას გავიხსენებდით მხოლოდ... ეგ თქვენი არგუმენტი მაგონებს იმას, რომ განათლება ძვირი ღირსო გაუნათლებლობა უფრო ძვირი არ ჯდება?

  • კოტე

    მქონდა ბედნიერება ამ თამაშზე დასწრების და ვფიქრობ რომ თამაშის მერე განვითარებული მოვლენები არანაკლებ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის რომ გაგიზიაროთ: 1. ასაკოვანი მოხუცი ჯოხით ხელში დლივს რომ დადის გვეუბნება რომ: ყველა თამაშზე არის ნამყოფი რაც მილენიუმ სტადიონზე ჩატარებულა და ასეთი სირცხვილი მას არ სულ რამდენჯერმე განუცდია. მისი აზრია რომ ჩვენ დაცვაში ძალიან კარგები ვართ მაგრამ თუ შეტევასაც გამოვასწორებთ უელს ძალიან გაუჭირდება აქ თამაში და საქართველოში შანსიც არ ექნებაო. 2. ახლა ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ ვხვდები როგორ მივქარე რომ ვიდეოზე არ ჩავიწერე რას გვეუბნებოდნენ გულშემატკივრები ქუჩაში: Supper Game, Well Done, Good Job, Pleasure to play with Georgia! 3. ახალგაზრდა უელსელებმა გვიმღერეს საქართველოს ჰიმნი! ეს საერთოდ ვერ მივხვდი რა იყო და არ ვიცი ტუ დამიჯერებთ... 4. უელსელმა გულშემატკივრებმა შემოგვთავაზეს რომ გაგვეცვალა საკონტაქტო მონაცემები (მიღებული წესი ყოფილა - შოტლანდიელებს ირლანდიელებს და უელსელებს შორის. ასე თანხებს ვზოგავთო და თითქმის ყველა თამაშზე მივდივართო.) რომ შევთანხმებულიყავით როცა ისინი ჩამოვიდოდნენ თბილისში ჩვენ გვემასპინძლა და პირიქით! აზრზე ვერ მოვდივარ თურმე რა თამაშია რაგბი. ჩვენ მეგობრებო ახლა ვსწავლობთ რაგბს. ეს მარტო ბურთის გორება არაა - ესაა ომი მოედანზე და სიყვარული და პატივისცემა მის ფარგლებს გარეთ ტუნდაც სრულიად უცნობ ადამიანებს შორის. ვისაც არ ჯერა ჩვენი გუნდის იმ ხალხისაც მესმის, იმიტომ რომ მიეჩვივნენ იმას რომ უვარგისი ნაკრებები გვყავს სხვა სახეობებში და ძალაუნებურად სხვის გუნდებს გულშემატკივრობთ. მაგრამ ძალიან ახლოს ვართ იმასთან რომ უდიდესი გარღვევა მოხდება ძალიან მალე! ყინული ლღვება, ტკაცა-ტკუცის ხმა ისმის ჩვენი 6 ან 7 ერში შესვლა გარდაუვალია! ჩემი არ გჯერათ ამათ მოუსმინეთ, კომენტარები წაიკითხეთ გულშემატკივრის http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/scrum-farce-deeply-unsatisfactory-way-13921647#comments-section http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/full-story-what-happened-chaotic-13921838#comments-section http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/remarkable-rise-rugby-georgia-players-13910902

  • nnn

    ბილეთების ფასზე არ ინერვიულო შენ მაინც არ ხარ წამსვლელი თუ ვინმე გყავს ახლობელი დინამოს ძველი ქომაგი კითხე რამდენს იხდიდნენ ევროთასებზე ბილეთებში ან რამდენი დღით ადრე დგებოდნენ რიგში ისე რომ იცოდე შემოსავლების უმეტესი ნაწილი რეკლამიდან და ტელეტრანსლირებიდან შედის რაგბი იყოს და ხალხი ფულს გადაიხდის

  • ხატია

    არა არა ვინ გითხრათ?

  • Kote

    ამ თამაშზე ბილეთის ფასი 10’ 20 და 25 ფუნტი ღირდა. ალბათ მაგდენი გადაიხადეთ თQვენ რომ იყავით იმ თAმაშზე არა?

  • ქომაგს ტროლისგან

    ჯერ ერთი, ბილეთებიდან შესული თანხა ზღვაში წვეთია ტრანსლაციებიდან და რეკლამიდან შესულ თანხებთან შედარებით და გადავსებული პაიჭაძიდან 20 ლარიანი ბილეთებითაც გვარიანი თანხა გროვდება, მაგრამ თქვენ მთავრის გაგება არ გსურთ ცოცხალი (უკაცრავად) თავებით - საქართველოს ჩართვა ექვსი ერის გათამაშებაში უდიდესი გარღვევა იქნება ჩვენისთანა ქვეყნისათვის და ვერანაირი ქიმერული ნატოში შესვლა და "ტრუხა" ვიზალიბერალიზაცია ამ ფაქტს ვერ შეედრება... თქვენი არგუმენტი დაახლოებით ამგვარად ჟღერს - ავტომობილის ფულს ვერ ვქაჩავ და ამიტომ ქალაქში კამეჩებშებმული ურმით უნდა ვიარო, ეს უფრო შემეფერებაო... ერთიც გავითვალისწინოთ - ჩვენი კომენტარები ჰაერში უმისამართოდ არ იფრქვევა და რაგბის ბობოლებს დამატებით საბაბს ვაძლევთ - ჯერ საკუთარი ერი დაითანხმეთ ტურნირში მონაწილეობაზე და მერეღა გვიმტვრიეთ ექვსი ერის კარებიო...

  • qomagi

    ჩვენი ექვს ერში გაწევრიანება 15-20 წლის განმავლობაში არ მოხდება. აბა დაფიქრდით ხალხო. ეს კომერციული ტურნირია და მოგებაზეა ორიენტირებული. ყოველ თამაშზე 55 000 მაყურებელი უნდა მივიდეს და ბილეთის ფასი ( მაგალითად საფრანგეთი - იტალიის თამაშზე) საშ. 55 ევროა . აბა თქვენ თავს ჰკითხეთ ვინ გადაიხდის ბილეთში 170 ლარს ?!

  • რეზო

    ლელო დაიდო, და თანაც რა ლელო. მაგ თამაშში დიდი გარდატეხა განხორციელდა.

  • ლევანი

    რა ზღაპრებს ყვებით! რა 100 ევრო?

  • ლევანი

    ფეხბურთი იქცა ფულის გათეთრების, გაყიდული თამაშების და კორუფციის ბუდედ....

  • ანდრი

    მაგ ხალხს რაგბი სპრინტერების სირბილი და და ქულები გონია მარტო.

  • მსქროლავი ტროლი

    ვინც ჯუჯღუნებს, რომ ექვსი ერისათვის მზად არ ვართ, იმათ ვეკითხები - მაშ რისთვის ვმონაწილეობთ მსოფლიო ჩემპიონატებზე, იქ ხომ ექვსი ერის გარდა მათზე ძლიერი შემადგენლობაც იყრის თავს?!.. ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ ურუგვაის ან რუმინეთს მოვუგოთ?!.. ეს ხომ ტესტებშიც შეგვიძლია?!.. თქვენის ლოღიკით, პატივცემულებო, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატებისთვისაც არ ვართ მზად და თუ თვენსავ ლოღიკას ბოლომდე მივყვებით, ალბათ, უმჯობესი იქნება, ჩვენი ადგილი სხვებს დავუთმოთ... მაგალითად, რუსებს... აბა, ავიტაცოთ....

  • jemali

    რომელი შეცვლის კოლელიშვილს,მიქაუტაძეს,ლომიძეს და აღარ ჩამოვთვლი?! ცოტათი წინ გაიხედეთ,მხოლოდ შესვლა თუ გვინდა 6 ერში,კი ვთქვათ.სულაც არ ვარ პესიმისტი,მაგრამ იტალიაში თამაში მოსაგებია ჯერ. აქედან უმეტესობას მოგებული ნუ გგონიათ ეგ თამაში,ძმიშვილებო.აი დიდ10ს რომ უყურებ კაია მარა დაფიქრდი აბა,ეს 3-4 კაცი შერკინებიდან რო გამოაკლო ძირითადს და დიდი10ის ბიჭები ათამაშო,შეძლებს ჩვენი ნაკრები,უელსის კიარა,რუმინეთის დამარცხებას???

  • ქომაგი

    ყველას ძალიან გვინდა დიდი გუნდების ნახვა თბილისში, მაგრამ მხოლოდ თამაში არაა, ათასი ფინანსური და სატელევიზიო საკითხებია მოსაგვარებელი. რუმინეთის და რუსეთის თამაშებზე ბილეთი რომ 10 ლარი ღირს, ინგლისი და უელსი რო ჩამოვა 100 ევრო ეღირება, სამწუხაროდ ვერ შევძლებთ ამხელა თანხების გადახდას.

  • თემო

    შენ გაიხარე!!!! თუ საქართველოში ვარ, არ ვაცდენ თამაშებს, მეგობრებისთვისაც შევიძენ ხოლმე ბილეთებს და რაც მთავარია, ჩემი 6 წლის შვილი დამყავს სტადიონზე!!! თუ ვაგებთ, ღირსეულად ვაგებთ!!! მჯერა რომ ბობოლებსაც მოვა4ავებთ მინდორზე უახლოეს მომავალში!!!

  • zug.

    აზრზე მოდით-ს გეტყობა მაინც და მაინც არ გესმით "მორკინალი"-ს მნიშვნელობა, რაც მოჭიდავეს ნიშნავს. მეგრულში ეხლაც ასე ჰქვია მოჭიდავეს - მორკინე, ჭიდაობას კი- რკინება. შერკინება რაგბის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ეს ჩვენი კოზირია. თუ ფეხბურთის ან ხელბურთის ყურება გირჩევნიათ, მაშინ რაგბის ფანობას ნუ დაიბრალებთ.

  • კახა

    შენ გენაცვალე!!! რა ადამიანი ხარ ასეთი!!!!!! ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ!!!!!!!

  • Ukleba martalia

    რაც არ იცით ხალხნო ჯობია არ იმსჯელოთ, რაგბი ონლაინ თამაშები და რულეტკა არაა ასე უცებ გაიგო და მერე იტვინიკოსო. გაშლას უელსი არ გვაცდიდა - მალე ამოქონდათ ხაზი და ჩაჭრაზე თამაშობდნენ; მიუხედავად ამისა უამრავი ხელით პასი გაკეთდა და ბურთზე შეყოლაში ლამის საუკეთესო თამაში აჩვენეს ჩვენებმა აქამდე რაც მინახავს იმათში. თამაში შედგა და შედგა დიდი სეირიც, აღმოსავლეთელებმა კარდიფი შეაზანზარეს - ამას შედეგი მოყვება. მოყვება კარგი შედეგი და იმაზე მალე ვიდრე გვეგონა.

  • Daviti

    რა კრიტერიუმით აფასებ მწვრთნელს? კონკრეტული გვითხარი - ზოგადი ფრაზები კი არა -ყველაფერი მორყეულია, კლუბები ახლა იღებენ სახეს (აწი!) და ნაკრებისგან გუნდი გააკეთა, რომელიც ტანაბრად ეთამაშა კარდიფში უელსსს? ასეთ მწვრთელს კვალიფიკაცია დავუწუნოთ, არა! არ გვყოფნის მეტი გვინდა! და ეს მეტი ვინ არის? ახალზელანდიელთა მთავარი მწვრთნელი? უცებ არ მოირბვინოს ჩვნნნირ ქვეყანაში... ეს უბრალოდ უმადურობაც და საქმეში ჩაუხედავობაცაა

  • 888

    ექვსი ერისთვის აბსოლუტურად მზად ვართ.წარმოიდგინეთ ,რომ გვყოლოდა ზირაქაშვილი და გორგოძე რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში სისტემატიურად ხვდებიან უფრა ძლიერები ვიქნებოდით.დააბრუნეთ კაპიტანი ის საპენსიოდ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.მადლობა გუნდს თავდადებისა და მონდომებისათვის.მალე დადგება ის დღე როცა თბილისში ჩამობრძანდებიან და სახლში დამარცხებულებს გავუშვებთ!წ ი ნ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !

  • Lasha

    ეს ფეხბურთი არაა და ზელანდიასთან და უელსთან სანამ შედეგს მოითხოვ, ჯერ წაგებაში სხვაობა უნდა შეამცირო. მეორე შემადგენლობაო, რომ ამბობ, მეორე შემადგენლობას ბევრად მეტი მონდომებადა ჟინი ჰქონა, რომ ნაკრებში დამკვიდრებულიყო. ჰეიგის დარჩენა-არდარჩენა სხვა თემაა საერთოდ, მაგრამ პროგრესის დაუნახავობაც დიდი უმადურობა იქნება. არ გახსოვს ალბათ შარშან და შარშანწინ როგორ კარაქივით გვიჭრიდნენ ხაზს და გადაგვირბენდნენ და გადმოგვირბენდნენ.

  • კახა

    არ მესმის, რას ნიშნავს, 6 ერისთვის მზად არ ვართო! რატომ ვითომ? შეგვიშვან, მოგვცენ შანსი!!! ისე, ხომ ხედავთ, რომ ვერ ვვითარდებით? მაგათთვისაც კარგი იქნება ახალი სისხლი!! აბა, რა გინდათ? -ჩვენზე სუსტებთან ვითამაშოთ სულ და ისე დავარბიოთ ძლიერი გუნდები ტესტებში? ერთი რამ ხომ ნათელია, რომ სწრაფად მივიწევთ წინ? მე რომ ახალი ზელანდიისა ვიყო, ევროპელების შემყურე, ქართულ რაგბის დავუდგებოდი გვერდში!

  • TanoLife

    ნიუ იორკი, სახლში ახლა შემოვედი... ფრენა ამ დილით, ბრიტანეთის დროით დილის 6 საათზე იყო...სანამ ლონდონში ჩავედით, სანამ 5 საათი მოცდამ მოგვიწია აეროპორტში და მერე ფრენა იყო... 7 საათი და 30 წუთი... თავში ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებდა, რა მოვუყვე ჩემ ქართველ ერს, რითი გავახარო ბიჭები ვისაც ასე ძალიან შეტკიოდა გული გუშინდელ უსამართლობაზე. ცოტათი გადახვევა - თამაშს ვუყურე განმეორებით უკვე ტელე იმედზე. გამაოგნა რაგბის ასეთმა უცოდინარობამ. საერთოდ ვერ გაიგეს რა მოხდა და რატომ შეიცვალა შერკინება დერეფანზე. საერთოდ ასეთი წესია რაგბიში (კომენტატორების გასაგონად) როდესაც მსაჯი ლაპარაკობს, ნებისმიერი ბრიტანელი, ფრანგი თუ იტალიელი კომენტატორი დუმს და უსმენს რეფერის გადაწყვეტილებას, მითუმეტეს სტადიონის დიქტორმა ცალკე გამოაცხადა რა მიზეზით იქნა შეცვლილი ეს გადაწყვეტილება. მითუმეტეს დალოცვილის შვილო აქ ზიხარ სტადიონზე და აქედან მიგყავს გადაცემა საქართველოში. სტადიონის დიქტორი კი აცხადებს: იმის გამო, რომ უელსელებს მორკინალები არა ყავთ ( რააა???) ჩვენ არ შეგვიძლია შევერკინოთ ქართველებს 7-ი 8-ზე. გამომდინარე აქედან, გთხოვთ მოაწოდოთ ბურთი დერეფნიდან.... გადავახვიოთ უფრო წინ. აეროპორტში გაზეთი ვიყიდე "ტაიმსი" განყოფილება სპორტი. მთელი 16 გვერდი რაგბზეა. მეორე გვერდზე ასე წერია - "უელსელების ტაქტიკა იმარჯვებს", დიდი სტატიაა და შუაში დიდი ფოტოა გამოსახული სათაურით "წნეხის ქვეშ: ოუენ ვოტკინი დაგდებულია გიორგი ნემსაძისა და მერაბ შარიქაძეს მიერ." ერთი შეგახედათ ამ სურათისთვის. გაურკვევლობაში და ტკივილის ქვეშ მყოპი ვოტკინი და მშვიდი, მტაცებელი ვეფხვის თვალებით შეპყრობილი შარიქაძე. (გენაცვალე შენ ჯიგარში). კარგი ბატონო აბა დავიწყოთ, რას წერს სემ პეტერსი, პრინციპალიტის (ქართულად თავადურს ნიშნავს) სტადიონიდან - რამოდენიმე თვის წინ როდესაც ფრანგებს ვეთამაშებოდით და თამაშს ვიგებდით, ბოლო წუთებზე, ხრიკულმა, არასამართლიანმა შეცვლებმა ფრანგების მიერ იქამდე მიგვიყვანა, რომ თამაში წავაგეთ. შერკინებაში, რომ ვათრიეთ, რაბაჰ სლიმანიმ უსამართლოდ შეცვალა ვითომ და თავგატეხილი უინი ანტონიო. შერკინება მოაღონიერა და მოგვიგეს ბოლო წამებზე. ამან ძალიან გაგვაღიზიანა. ეს იყო სრული უსამართლობა. დღეს, რაც ჩვენ ჩავიდინეთ ესეც დიდი უსამართლობა იყო. თავები, რომ კიტრებათ მოგვქონდა და გვეგონა ქართველებს ფორას მივცემდით და ისე მოვუგებდით, კინაღამ წავაგეთ. ის ხრიკები რაც ჩვენ ჩავიდინეთ უპატიებელია. გვეგონა გამოვძვრებოდით და ვერავინ შეამჩნევდა? მატჩი დამთავრდა მწვავე და კრიტიკული შეფასებების ფონზე. ეს კიდევ რა, ახლა მსოფლიო რაგბი თუ გადაგვეკიდა მერე ნახეთ თქვენ. აუცილებლად იქნება ამ საქმის გამოძიება მათ მიერ. და ღირდა ეს ყველაფერი ამის ფასად? გადმოვახვიოთ უკან, რა მოხდა პატივცემულო მკითხველო იცით? რა და იმ არაკაცმა უელსელბის მწვრთნელმა (არ არის ღირსი, რომ მისი სახელი დავასახელო) დაინახა რა, რომ ქართველები შერკინაბაში უკვე ლელოს დაუდებდნენ და ვინაიდან და რადგანაც ტომას ფრანცისი გაუსინბინეს და 7 კაცი 8 კაცს ვერ შეერკინებოდა, მას უნდა გამოეყვანა სხვა მორკინალი. ამ დროს ნიკი სმიტი და ლეონ ბრაუნი საერთოდ უსაფუძვლოდ გაყავს, ამ დროს ორი მორკინალი სარბენ ბილიკებზე დარბის პირდაპირ ჩემს ცხვირწინ, ამ დროს მათ რაღაც ემართებათ, ამ დროს ექიმი ამბობს ბიჭები ცუდათ არიან, ( როგორ? ახლა არ დარბოდით აქ ბიჭოო? გაწელვებს მე ვაკეთებდი, თუ ორივეს ერთად მოგივიდათ?)ამ დროს ეს უნამუსო ეძახის მსაჯს, ამ დროს რაღაცას ეუბნება, ამ დროს მოდის მსაჯი ჩვენთან, ამ იცვლება გადაწყვეტილება და ამ დროს ვაგებთ. გადავახვიოთ წინ. ვნახოთ რას წერენ შემდეგ აბზაცში - გატლანდმა იფიქრა, სანამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგება მიგემია, მირჩევნია დროზე რაიმე მოვიგონო და მოიგონა კიდეც. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეღალა ქართველები და მერე მოგვეხრჩო, ყველაფერი პირიქით მოხდა. აქეთ აგვადინეს ბდღვირი და ჩვენი ნეკნების ჭახა-ჭუხი მთელ სტადიონს ესმოდა (აი აქ მიყვარს ბრიტანელები, არასოდეს იტყუებიან და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ). რა არ მოგვეწონა ქართველებისგან? თანაბრად, რომ გვეთამაშნენ თუ მთელი მეორე ტაიმი, რომ გვათრიეს? მარტო ნარიაშვილი რად ღირს? ან ჩილაჩავა და მეომარი და უტეხი კოლელიშვილი? ხოლო ფულბეკი იოსებ მათიაშვილი დამსახურებულად ყველა ქვეყნების დონის მოთამაშეა. ქართულმა სპექტაკლმა დაგვანახა, რომ ეს ნაკრები არანაირ ზიანს არ მოუტანს ექვსი ერის გათამაშებას. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ თამაშში, ქართველებს უნდა შევხედოთ როგორც თანასწორ ძალას. უელსმა უნდა თქვას, როს ეს არის პირველი დონის გუნდი. (დამაჟრიალა თქვენ გენაცვალეთ ლომკაცებო). გადმოვახვიოთ უკან - დადუმებული მილენიუმი, 2 000 ქართველის ყიჟინა, გაოგნებული უელსელების თვალები, - შე-გი-ძლი-ათ!შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! - გაჰყვიროდნენ ქართველები -შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! - ისწავლეს უელსელებმა ქართულად და ახლა ისინიც დაემატნენ ჩვენებს. კარგი ხალხი, სამართლიანი, დალევის მოყვარულები, ნამდვილი ჯენტლმენები, ზრდილობიანები, ქართულ რაგბზე შეყვარებულები. ერთად დავლიეთ ლუდი მატჩის მერე პაპში. ბევრი დავლიეთ, სქოტებიც იქ იყვნენ, ვარდებიც, შოტლანდია - ზელანდიას ერთად ვუყურეთ. მაინც ვერ ვისვენებდი, ერთი უმსგავსო კაცის საქციელით, რომელმაც დაღი დაგვასვა იმ დღეს. არ გადამდიოდა ყელში არაფერი. ერთი წუთით-მეთქი დავიყვირე ისედაც ჩახრენწილი ხმით. სიტყვა მაქვს-მეთქი და გაჩუმდნენ... და დავიწყე - არავის მოფერება და თანაგრძნობა არ მინდა, მინდა თქვენგან მხოლოდ სიმართლის გაგონება... სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, რაც არ უნდა მწარე იყოს თქვენი პასუხი - ამის მერე რაღაც 2-3 წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა - არის თუ არა საქართველოს ნაკრები მზად 6 ერისთვის??? -Definitely YES! (ერთმნიშვნელოვნად დიახ) - დაიყვირეს. აი სად დაიდო ქართული ლელო "პატივცემულო" უორენ გატლანდო. გაიგე რას იძახის შენი ხალხი? მიხვდი ახლა, რომ 13:6 არ მოგიგია? მიდი ახლა კიდევ რაიმე გამოიგონე, აბა შენ იცი იქნებ კიდევ გამოგივიდეს. უორენ! მსოფლიოზე ვხვდებით ჰო იცი? ორჯერ ყარაულს თოფი არასოდეს უვარდება... P.S. დიდი მადლობა ადგილობრივ ქართველებს დიდი პატივისცემისთვის და ასეთი გულშემატკივრობისთვის.

  • ამიკო

    ამ დიდი თამაშის წინ ცოტას თუ ეჯერა საქართველოს ესეთ შედეგს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდთან.ფაქტი ერთია საქართვრლოში რაგბი დგითიდგე იზრდება და მალე მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა მთავარი მიზანი არ იქნდბა. აი ეს არი სწორად ჩადებული ინვესტიციები ამდენი ახალი სწადიონი ბევრათ უკეთესი ბაზები.მელე ჩვენ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს დიდ რაგბში.დამიჯერეთ ჩვენ მალე მრისხანე მეტოქე ვიქნებით ნებისმერ მეტოქისათვის.

  • ბმბ

    ეს რა წაიკადრა უელსმა აა?

  • Ukleba

    არ ვიცი რა ვთქვა. მე მეგონა ხალხი რაგბში ასე თუ ისე ერკვეოდა. რა გაეშალათ რა არ გაეშლათ. რო გაეშალათ მერე იტყოდით რაც ვიცოდით ის გვეთამაშაო. ანუ მაპატიეთ მარა ამ კატეგორიისთვის არ აქვს აზრი მსაჯი როგორ დაუსტვენდა. თამაში შედგა. ესაა მთავარი. მეორე ტაიმში ბურთის ფლობაში გვქონდა უპირატესობა. 20 ფაზა ისე გადავაბით ბურთი არ დაგვივარდა. აი ესაა პროგრესი. რომი ერთ დღეში არ აშენებულა. ანუ რა გინდათ ახლა რო ჩვენ სისწრაფეებზეც ასე რო ვთამაშობდეთ გავმხდარვართ ჩემპიონები და ეგაა. არის ხარვეზები მარა სწორად ვმჯშაობთ და ეს ხარვესები გამისწორდება. ექვსი ერის ღირსი არ ვართო. უნდა ჩავიდეთ და უელს უელსში მოვუგოთ და მაშინ გავხდებით ღირსი??? უელს უელსში შეიძლება 10 დან 8 ზელანდიამ მოუგოს. სხვასთან ყველასთან თანაბარი ექნებათ შანსი. რა უბედურებააა სულ ეს პესიმა და ბოღმა. მაპატუის ყველამ ცოტა გავცხარდი

  • კახა

    ვინც თქვენზე ნაკლებად გულშემატკივრობდეს ნაკრებს..ხომ არ გავიწყდებათ რომ უელსმა ახალი ზელანდიისთვის შეინახა ძალები და ფაქტიურად მეორე შემადგენლობა ყავდა ეს ერთი მეორე შედეგი ფიქსირდება და მაგის მერე წავაგეთ მაგრამ კარგად ვითამაშეთ თავის მოუტყუება ფრეზე ითქმებოდა კარგად ვითამაშეთ და მოგება იქნებოდა მაგარი სენსაცია აქ ბიჭების თავდადებაზე და მონდომებაზე არრა საუბარი აქ მწვრთნელის კვალიფიციურობა გამოდის პირველ ეტაპზე მეც მომწონს რომ მილტონმა ქართული ხასიათი გაითავისა ბიჭებს კარგად უგებს მაგრამ მაგის გამო შედეგმა უკან გადაიწიოს აბსურდია კიდე ერთხელ მადლობა და დროა უკეთესი მწვრთნელის მოყვანის თორემ ეხლა თუ ახალა უფრო მაღალ დონეზე თუ არ ავიდა ნაკრები დსიწყება რეგრესი და მერე ვითომ რომ იცავთ მილტონს თქვენ დაუწყებთ ლანძღვას!

  • Gaga

    Madloba bichebs tavdadebistvis Es martkac is shemtxvevaa rom ageb da amayi xar rom saqartvelos sadarajoze dganan mtasavit vashkacebi Cota meti gamocdileba rom gvqonoda aset gundebtan tamashis uketesi shedegi gveqneboda Siscrafes unda moumatot dzmebo da gacielebit uketesi shedegi iqneba

  • Me

    უელსის მთავარი მწვრთნელი ჰეიგის მეგობარი და ახალი ზელანდიელია. შერკინებაში არ შემოუშვა პირველ ხაზელი, რომ სრული შერკინება არ დამდგარიყო, რაც არ მოგვცემდა მიწოლის უფლებას და უბრალოდ ბურთს შევაგდებდით და გამოვიტანდით.

  • gia

    მეორე და მესამე ხაზელი ზუსტადაც რომ არ გვიჭირს, თუ სადმე გვიჭირს ცენტრები და გარემარბებია, არც 10 ნომერზე გვაქვს დიდი რეზერვი. აი შერკინებაში არცერთ პოზიციაზე არ გვაქვს პრობლემა საქართველოს ჩემპიონატს თუ უყურებ ნახავ რომ ძალიან დიდი რეზერვი გვაქვს.

  • gia

    უელსის მწვრთნელია ეგ. წესებით შერკინების პირველ ხაზში ამ საქმის მცოდნე უნდა დადგეს რადგან სახიფათოა კისრისთვის. უელისის პირველ ხაზელმა მიიღო ყვითელი ამ დროს უკვე შეცვლილი მორაგბეც შეიძლება შემოვიდეს და დადგეს პირველ ხაზში მაგრამ უელსელებმა ვინც სკამზე იყო ყველაზე თქვეს ტრამვა აქვს და ვერ შემოვაო. ამით ის მოხდა რომ შერკინების პირველ ხაზში ორი კაცი დარჩათ და მიწოლას ვერ შეძლებდნენ. ასეთ დროს შერკინება რომც დადგეს მიწოლა არ შეიძლება და მხოლოდ ფორმალუტად დგანან. უელსის მწვრთნელს ზუსტად ამიტომ საყვედურობენ, რომ ტრამვა არ ქონდა და მოიგონე იმიტომ რომ თუ შემოვიდოდა ქართველების შერკინება შეგათრევდათ ლელოში და ფრე დამთავრდებოდაო.

  • ანდრი

    იტალიას გავხევთ კიდეც გაისად. თუ არ ვცდები ჩვენების შეფასებაში, გუშინდელის გამოყოლილ ბრაზით ჩვენ მომავალ ნაკლებად ტიტულოვან მეტოქეებსაც არ აცდებათ დიდი ანგარიში, მათ შორის ამერიკას და რუმინეთს, ესენი ჩვენთვის მძიმე ესპანეთსაც გაუშვებენ ორბიტაზე. შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით გაზაფხულის მერე ძალიან მოუმატა ნაკრებმა.

  • ანდრი

    აშკარად არ გახსოვს ის თამაში, არაფერი საერთო არ აქვს გუშინდელთან. გასაგებია მეტი სიჩქარე, შესაბამისი სისხარტე და მრავალფეროვნება ჯერ არ გვაქვს ამ დონისთვის განვიტარებული, მაგრამ ასე მწარედ დაბრმავება და ირლადიასთან თამაშთან გაიგივება აბსურდია. უდიდესი განსხვავება და პროგრესია სახეზე. იგივე გუნდები რო დადგეს ერთი კვირის თავზე პირისპირ დარწმუნებული ვარ საკმაოდ მიმზიდველ თამაშში დამარცხდებოდა უელსი. P.S. ლობჟანიძეს აკრიტიკებენ ბოლოს ხშირად, მაგრამ რომ არა მაგის შესანიშნავი ჩაჭიდება ბურთზე გუშინიქნებ სულ სხვა ხასიათზე ვყოფილიყავით დღეს.

  • vaso

    თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. მელიტონამ რომ გუნდი დააყენა, მაგას რა თქმა უნდა. მაგარი კაცი გვყავს, და ბოღმას შეეშვით, ესეთი შედეგები, მაგის დამსახურებაა.გამოცდილება დაგვაკლდა და შესაბამისად მრავალფეროვნება შეტევაში, ანუ ბურთი რო ამოეგდოთ, ანუ პასი რომ გაეკეთებინათ, მოკლე პასი, მე მგონი შეგლიჯავდნენ და ეგ იყო რა. უნდა ეცადათ, მარა ვერ გარისკეს. ეგაა გამოუცდელობა. გუნდი უკვე მზადაა, ასე ვიტყოდი მე, 3-4 თამაშს წააგებდა და მერე ბევრს ვნახავდი გამწარებულს, მასე იტალია სულ წაგდებული არა ყავთ? იმედები , იმედები, კარგია

  • zuka

    aravitar shemtxvevashi, batono chemo. jer erti, unda vimoqmedot principit- moitxove meti, miige rac gsurs. da meore, chven xut weliwadshi igivw shedegis mingwevebi vart mand, rasac italua 17 wels mounda. rom sgevadarot exlandelu saqartveli da 2000 wlus italia, me 20-25 quluan foras mivcemdi chvenebs. asi da meti qulit ro ver mogvigebs veravin, arc magashi mepareba echvi. da bolos erti koziri am kamatshi kidev, romelsac ishviatad iyeneben ratomgac: chven ertaderti qveyana vart naturaluzebuli motamasheebis gareshe

  • zuka

    laparakia albar mwvrtnel getlandze. saqme imashia, rom gaitamashes burjis travma arada tu burji ar gyavs mis poziciaze kacs ubralod nominalirad ayeneb. sherkinebashi miwola ikrzaleba. amgvarad gamigvecala es upiratesoba xelidan. magitom davartyit autshi

  • Giga

    უელსის მთავარი მწვრთნელი :)

  • საქართველო

    იმის მჯერა რო ქართული რაგბის გულშემატკივარი ხარ , მაგრამ მაინც სხვა აზრი მაქ 6 ერზე მე მგონია რო პირიქით უნდა მიგვიღონ და მაგ შემთხვევაში 5 კი არა და 2 წელიწადში ძაან დიდ ნახტომს გავაკეთებთ ხარისხობრივად და თანაბრად ვეთამაშებით 6 ერის გუნდებს და დარწმუნებული ვარ თბილისში რამოდენიმესაც მოვუგებთ არ მესმისლოგიკა განვითარდეთ მაგათ დონემდე ზუსტად და მერე მიგვიღონ ექვს ერში აწი პირიქით ხო გვაქვს პროგრესი და გვათამაშონ უკვე მე 7 ე ერად და თვითონაც დიდი მონაწილეობა მიიღონ ჩვენ განვითარებაში რა ლოგიკაა ფულიანი და ძლიერი უნდათ მხოლიდ ? ასე ზრუნავენ რაგბის განითარებაზე ?

  • sandro K.

    ვფიქრობ, რომ ეს თამაში, განსაკუთრებით მისი ბოლო 15 წუთი, ძალიან სიმბოლურია. საქართველო "აწვება" 6 ერის კარს უკვე არა ერთი წელია, მაგრამ კარი არ იღება. სწორედ ეს მოხდა, როცა ბოლო 15 წუთი "შევესიეთ" მათ ჩათვლის მოედანს, მაგრამ "კარი" არ გაიღო, სამართლიანად თუ უსამართლოდ. ცხადია ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სანამ გავხდებით 6 ერის "სამოთხის" სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ სხვა არჩევანი სამწუხაროდ არა გვაქვს გეოგრაფიული მიზეზების გამო.

  • oeee

    ბებია გყაავს???

  • The Lelos

    BBC მედია-მაგნატი ვერ იქნება, იმიტომ რომ ცოცხალი არსება არ არის. აი მედია-გიგანტობაზე კი ნამდვილად ქაჩავს )) თუმცა BBC უპირველესად დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაყურებელია და ამ ტელეკორპორაციით ამაყობს ერი. იგივე ხდება გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლები ჩვენნაირად კი არ მიაჩმორეს, არამედ ამ ქვეყნების წამყვანი სატელევიზიო არხებია. თემას რაც შეეხება, ნამდვილად ძლიერი და საამაყო რაგბისტები გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით ექვს-ნაციამდე ვერ გაქაჩავენ. მომავალში კი ნამდვილად გააკეთებენ ამას. წარამტებები, გამარჯვებები ქონოდეთ მომავალში

  • chemipita

    ჯერ არ ვართ მზად 6 ერითვის

  • სოსო

    იტალია 6 ერის გუნდი არ არის?უელსის ამ შემადგენლობას ერთი კვირის შემდეგ კიდევ შევხვდეთ და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს,არც შოტლანდიასთან შევირცხვენდით ამ თამაშით თავს და რატომ არა ვართ 6 ერის გუნდი,აღარ მესმის.ჩვენ ახლა უკვე არავისი აღარ გვეშინია.შეიძლება წავაგოთ,მაგრამ ამ თამაშით, ეს იქნება ღირსეული დამარცხება ნებისმიერ მათგანთან.იტალიას კი შენც ამბობ,რომ დავანგრევდითო და მეც გეთანხმები.

  • irakliy

    თუ ძმა ხარ, აბა რეებს ლაპარაკობ? საფრანგეთის მეორე შემადგენლობაო.. ეგ როდის იყო? 2007 წლის ისტორიას იხსენებ. იმ და ამჟამინდელ ჩვენ ნაკრებს შორის იმხელა სხვაობაა, როგორც ცა და დედამიწა

  • გიორგი

    უელსის მწვრთნელი ახალზელანდიელია.

  • jemali

    6 ერისთვის მზად არ ვართ,ვაღიაროთ.2კაციც რო დაიტრამვოს მე2,ან მე3 ხაზელი,სათანადო შეცვლა არ გვყავს.ეიფორია ჯერ ადრეა.რაც გუშინ ვნახეთ კარგია და ვაფასებ მათ გარჯას,მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის,მაგრამ წელიწადში 2თამაში 1დონის გუნდებთან კარგი იქნებოდა და კიდევ,თუა შესაძლებელი ოკეანეთის გუნდებთან ერთად რამე საცდელი პროექტი თუნდაც 2წლით,შინ და გარეთ(ამერიკა,კანადა,იაპონია,სამოა,ტონგა და ფიჯი)ასე უფრო განვვითარდებით მე ვფიქრობ.ხელითაც თამაშობენ ეს გუნდები და სწრაფებიც არიან.ინტრიგაც იქნება და აი მერე თუნდაც 5წლის მერე უკვე მზად ვიქნებით 6 ერზე დასამატებლად. ესაა ჩემი მოკრძალებული წადილი...

  • ჯიჰა

    იქნებ რაგბის წესებში კარგად გარკვეულმა ადამიანმა აგვიხსნას, ვინ არის ახალზელანიდელი, რომელსაც შერკინების დროს ფარსში და წესების მანიპულაციაში დებენ ბრალს, შერკინება ჩაშალა, საქართველო ფრეს იმსახურებდაო...

  • აზრზე მოდით

    ჩვენ რაგბში ვჭიდაობთ ისინი თამაშობენ.6 ერის ნებისმიერი გუნდი ბოლოში ბურთს გაითამაშებდნენ და მითუმეტეს კაცნაკლულ მოწინააღმდეგეს აუცილებლად დაალელოვებდნენ.ამიტომაც საჭიდაოთ 6 ერში არავინ მიგვიღებს.მახსოვს საფრანგეთში მსოფლიოზე ირლანდიას სწორედ ასე ვეჭიდავეთ ბოლო წუთებზე,მაგრამ შემდეგ თამაშში ფრანგების მეორე შემადგენლობასთან სამარცხვინოთ გავნადგურდით.უაზრო ბაქიბუქს თავი დაანებეთ.ჯობია კომბინაციური ხელით თამაში ვისწავლოთ მაგრათ.

  • ledi

    დიდება სქარტველოს ასეტი სჰვილები რომ აცუქა რაგბს დიდება ბიწებო ტქვენ ამსვენებტ საქარტველოს

  • ბაბაია

    კარგია დასაწყისისთვის , ,,სენსაციამდე ვერ ..ქაჩავს" და მაინც, მთავარია რაც შეიძლება ბევრია ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტით დაკავდეს , ჯანი კი გენეტიკურად მოგვდგავს, მსოფლიოში უძველეს მიწადმომქმედ, ვაზისმოყვარულ და მეომარი ხალხის შთამომავალთ ,აი სიზარმაცის სიჯიუტეს თუ მონდომების სიჯიუტითვე დავამარცხებთ ჩვენი დამმარცხებელიც აღარავინაა !

  • ნუკრი ბასილაძე

    მე შეშინებულმა უელსელებმა გამაკვირვეს,ბოლოს რა იკადრეს,დამფრთხალი წისქვილის ვირთხებივით შიშისგან ხაზს ვერ ეკარებოდენ და ქანც და ილაჯ გაწყვეტილნი,რახაცას მსაჯს თხოვდენ თუ ეხვეწებოდენ,ყველაფერი იკადრეს ოღონდ ფრე არ დამთავრებულიყო,ცოტა უფრო მეტი გამოცდილებით ამ შეშინებულ უელსელებს აუცილებლად მივჭირხვნივდით,ბიჭებო გენაცვალეთ!გაიხარეთ,უფალი გფარავდეთ.

  • Giorgi

    Germania ra germania :)

  • Gio

    Argentina tamashobs zelandiastan da avstraliastan ragac turnirs

  • პოზიტივი

    როგორ უდარებ?! ფეხბურთი ბევრად კონკურენტული და ფულიანი სპორტის სახეობაა, ანუ ფეხბურთში წარმატების მიღწევა ბევრად რთულია.

  • jiji

    გეთანხმები ჩემო ძმაო! ჩვენ გვინდა განვითარება და განვვითარდებით მასეთი დონის გუნდებთან და არა რუსეთტან და ესპანეთთან, მადლობა ბიჭებს რომ ასე გააქვთ თავიანთი ქვეყნის სახელი, ფარგლებს გარეთ. მილტონა ყოფილა პიროვნება! ))

  • გაიღვიძე ევროპა, განთიადია.

    მაგ ევროპაში,რაღაც მაჩანჩალა აზროვნებამ იმატა ყველა სფეროში, მათ შორის სპორტშიც. ექვსი ერის ჩემპიონატი არის ხუთი ერისა და Home Nations-ის მემკვიდრე.2000 წლამდე ხუთი ერის ჩემპიონატი იყო. რა დროს ექვსი ერია? 7-8 ერი უნდა იყოს უკვე. იმ ექვს უნდა დაემატოს: საქართველო, გერმანია ან რუმინეთი.

  • zuu

    ფეხბურთელებივით ფარჩაკი გუნდი კი არ გვყავს თავის მწვრთნელიან ფედერაციიანად. ჯიგრიანი და ბოლომდე მებრძოლი ბიჭები არიან. რაც მთავარია თაობათა ცვლაც უმტკივნეულოდ ხორციელდება ყოველგვარი ჩავარდნების გარეშე

  • zuu

    ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს რატომ უნდა გვქონდეს სულ ბოღმა? ჰეიგი არის უძლიერესი მწვრთნელი და ნაკრებიც შესაბამისად თამაშობს . გუშინ ნამდვილი მაღალი კლასის გუნდი თამაშიბდა და იბრძოდა. გილოცავთ ყველას მთლიან საქართველოს ამ ღირსეულ თამაშს უელსი პირდაპირი მნიშვნელობით შერცხვა გუშინ თამაშის ბოლოს და ეს ჩვენი ბიჭების და სამწვრთნელო შტაბის სწორი მოქმედების გამო მოხდა

  • გიორგი

    ბიჭოოო 6 ერის დონეზე არ ვართ, მაგრამ რუმენთთან და რუსეთთან ვერ განვითარდები მარტო, იმიტომ ვითხოვ ექვს ერს ვაააააა, და გარწმუნებთ იტალიას ამ თამაშით გავხევდით შუაზეე!!!

  • ჰეიგი

    ალბათ მონიშნულიც გყავთ მილტონის შემცვლელი , მიშა ხომ არ ქვია სააკაშვილი ხომ არ არის გვარად?

  • saertotuayvelasia

    კი არის საქართველო დიდი გუნდი, მაგდენ რამეს რომ უყურებთ, შეხედთ რამდენს ხარჯავს სხვები? ესპანეთმა და შარშან უკვე გერმანიამ სპორტულ პრიორიტეტებში შეიყვანა რაგბი, პირდაპირ ნადირობა მიდის კუნძულელებზე, სამოას უკვე თავის აღარავინ დარჩა ხეირიანი ყველა გაიკრიფნენ სხვა ქვეყნებში, რა არის აქ დასამორცხვი და ილუზორული შეგვიშვან და ვნახოთ მერე, გამოცდილება რომ გვქონოდა გუშინ იმ თამაშს, იმ შერცხვენილ უელსელებს კაცი ვერ ნახეს რომლებმაც, გავბდღვნიდით ნაზამთრალი ინდოურივით.

  • მიროსან

    არ გინდა რა ეს პროფესორობა თუ ძმა ხარ... თუ მაგდენი იცი იმასაც უნდა ხვდებოდე რო ბურჯის გასინბინებისას დარტყმითი უპირატესობა ჩვენ გვქონდა და ბიჭებიც მაგას ცდილობდნენ... ჰეიგზე კიდე ამოწურაო ჰარიფი თუ იტყვის მარტო....მელიტონა 2019-ის მსოფლიოზე უნდა იყოს აი მერე კიდე შეიძლება ლაპარაკი მისი უფრო ცნობილი მწვრთნელით ჩანაცვლებაზე...

  • gio

    არიან ადამიანები რომლებიც უბრალოდ თავის აზზრზე რჩებიან რაც არ უნდა მოხდეს.მილტონი და გუნდი ვითარდება სულ უფრო და უფრო კარგ და ეფექტურ რაგბის თამაშობს და შენ ამბობ ამოწურა თავიო-თამასშებს უყურებ საერთოდ?

  • ika

    რა თავი ამოწურა ღადაობ? პროგრესს განიცდის ნაკრები თან სერიოზულს

  • )))

    ჰეიგზე უფრო კვალიფიციური მწვრთნელი ვინ გინდა? თერაპევტი დიმიტრი გელოვანი ხომ არ გინდა, ჰა?

  • გიორგი

    "მეტი კვალიფიციურ"-ში რას გულისხმობთ? რა კრიტერიუმით? ნახეთ ჩვენი კლუბების პრაქტიკა, დონე და ამ ფონზე უელსს კარდიფში თანაბრად ეთამაძება ნაკრები.. რა კვალიფიკაცია დაეწუნება ჰეიგს? ასე უაპელაციო განცხადებები.....

  • კახა

    რაგბის მცოდნეებს: ბოლოს მასიურ მძალების დროს ბევრი უელსელი გვყავდა ჩათრეული და კარგი მწვრთნელი ფრთაზე ბურთის გატანას დაავალებდა(უფრო სწორად კომბინაცია უნდა იყოს დამუშავებული)შეიძლება ვერ გამოსვლოდათ მაგრამ მცდელობა საჭირო იყო მითუმეტეს დრო გაწითლებული იყო საფრთხე უკვე აღარ გვემუქრებოდა დაკარგვის შემთხვევაში. და მაინც ჩემ აზრზე ვრჩები მადლობა მილტონს მან ამოწურა ნაკრებში თავისი თავი!

  • ებიჯო

    ილუზიებსაც ნუ შევქმნით ჯერ არ ვართ 6 ერის დონეზე ისევ მაგ გუნდებმა უნდა ამოგქაჩოს მაგრამ არ იზამენ. შეიძლება წელიწადში 1 ან 2 შეხვედრა იყოს, რაც ძალიან ცოტაა.

  • აბო

    ეს შედეგია, მოგებაზე და ფრეზე მეტია. უკეთეს მეტოქეს აჯობეს და თავდაჯერებაში გიგანტური წინსვლა გააკეთეს. ამ თამაშის შედეგია ის, რომ ხუთ ათ წელიწადში ყველა კომპონენტში თანაბრად გავეჯიბრებით პირველ გუნდებს, თუ ასეთი შეხვედრა მეტი გვექნება. მსოფლიოზე უელსთან საინტერესო თამაში გველის, ეს კი იყო ექსპერიმენტალური თამაში, მაგრამ დასამტკიცებელი აწი უელსს ექნება და წნეხიც მაგათ ექნებათ მეღტი, ჩვენებმა კი ნაახეს, რომ მორჯულებადი ლიდერები ყავთ

  • კახა

    თითქოს მაქსიმუმზე ითამაშეს ჩვენებმა მაგრამ ჩემი აზრით მეტის პოტენციალი აქვთ და უფრო კვალიფიციური მწვრთნელი შედეგს დადებდა.

  • მერაბი

    მსოფლიო რაგბმა ექვსი ერის ალტერნატივაზე უნდა იზრუნოს - საქართველო, არგენტინა, ოკეანიის ქვეყნები, იაპონია. ტერიტორიულად შორს არიან, მაგრამ წელიწადში 6-6 თამაში რომ გამოვიდეს, ძალიან კარგი იქნება.

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?

იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა

საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა

საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის

"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"