საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა-სარასენსს" უმასპინძლებს
დღეს, 16 დეკემბერს, ბათუმის "რაგბი არენაზე" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა-სარასენსს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში "ბათუმი" ფლეი ოფში თამაშს დაიბევებს.

ზღვისპირელები შემდეგ ეტაპზე გასვლასთან გასულ შაბათს ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ იტალიაში "ვიადანასთან" 22-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - 27:31. გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი ამას გამოუცდელობას, ტრავმებს და მოკლე სათადარიგოთა სკამს უკავშირებს.

"ამ დონეზე თამაშის გამოცდილების ნაკლებობის შედეგად, იტალიაში მეორედ დავთმეთ მოგებული შეხვედრა. "კონტინენტის ფარი" ჩვენთვის ახალი ტურნირია და რაც უფრო მეტი ქართული კლუბი მიიღებს მასში მონაწილეობას, ქართული საკლუბო რაგბი მით უფრო წინ წავა. სამწუხაროდ, "ვიადანასთან" ჩატარებული ძალიან კარგი 50 წუთის შემდეგ, დასკვნით ნახევარ საათში შეცდომები დავუშვით და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. რომ არა ეს შეცდომები, იტალიიდან გამარჯვებული დავბრუნდებოდით და ფლეი ოფის საგზურიც განაღდებული გვექნებოდა.

გარდა გამოუცდელობისა, წარმატების მიღწევაში ხელი შეგვიშალა მომრავლებულმა ტრავმებმა. ჩვენ არ გვყავს თანაბარძალოვანი შემადგენლობა, რის გამოც 23-კაციანი განაცხადის დაკომლექტება და შეცვლების შემდეგ იგივე რითმის შენარჩუნება გვიჭირს" - ამბობს გუგუშვილი.

მიუხედავად ამისა, "ბათუმი" დასკვნითი ტურის წინ B ჯგუფში პირველ ადგილს ინარჩუნებს და მდევრებს 1 ("კალვიზანო"), 2 ("პადოვა") და 4 ქულით (ლისაბონის უნივერსიტეტი) უსწრებს.

რადგან ფლეი ოფში ორი მოწინავე გადის, შემდეგი მატჩის ნებისმიერი სხვაობით მოგება ჯგუფური ბარიერის დაძლევის ტოლფასი იქნება. შანსი სხვა შემთხვევაშიც რჩება, ოღონდ ეს მეტოქეთა მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

"ტიმიშოარა-სარასენსი" ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, მან სამივე განვლილი შეხვედრა მოიგო და ფლეი ოფში გასვლაც დაბევებული აქვს, თუმცა ის დასკვნითი მატჩის მოგებით ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებას ეცდება. გუგუშვილი მომავალ შეხვედრაში შანსებს თანაბრად აფასებს:

"იტალიაშივე ვთქვით, რომ განვლილ შეხვედრას ვივიწყებთ და ვიწყებთ მზადებას რუმინელებთან მაჩისთვის. ვნახეთ "ტიმიშოარას" მატჩების ვიდეოები და ის ამ ტურნირის უდაო ფავორიტია.

სამწუხაროა, რომ მათთან უხერხული პოზიციიდან გვიწევს თამაში და ეს ჩვენზე წნეხს აძლიერებს. მაგრამ მათ საკუთარ მოედანზე ვხვდებით, სადაც ტრიბუნები სავსე იქნება და ბიჭებს მხარდაჭერა არ მოაკლდებათ.

ვფიქრობ, ეს ფაქტორი ამ ურთულეს შეხვედრაში შანსებს ათანაბრებს. შაბათს მაქსიმუმს გავიღებთ და მოედანს ნებისმიერ შემთხვევაში თავაწეული დავტოვებთ. გვაქვს იმედი, რომ ეს მონდომება შედეგის მომტანიც იქნება".

სამწუხაროდ, "ბათუმი" მომავალ შეხვედრას კვლავ ტრავმების ფონზე ხვდება. "ვიადანასთან" მატჩის შემდეგ ტრავმირებული მოთამაშეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა:

"შეკრებაზე შევედით და მომავალი თამაშისთვის ვემზადებით. სამწუხაროდ, თანაბრძალოვანი 23 კაცის მოძებნა ჩვენთვის კვლავ პრობლემად რჩება. გიორგი თედორაძე იტალიაშიც გვყავდა, მაგრამ ტრავმა ვერ მოიშუშა და ვერ ვათამაშეთ. შინ დაბრუნების შემდეგ მას ჩვენთან არ უვარჯიშია. განვლილ მატჩში დაშავდა ირაკლი კვანტიძე. მან მხრის ძვალი დაიზიანა და არა მხოლოდ ამ კვირაში, არამედ დიდი ხნით დაგვაკლდება. რუმინელებთან პირველხაზელის გამოკლება სამწუხარო ამბავია. სხვა მოთამაშეებსაც, განსაკუთრებით ხაზში მიკრო-ტრავმები აწუხებთ. ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ვართ და ვეცდებით სასტარტო 15 და შეცვლები დავაბალანსოთ".

"რაგბი არენაზე" შეხვედრა 15:00 საათზე იწყება. ტურის სხვა მატჩებში "კალვიზანო" "როვიგოს" მასპინძლობს, "პეტრარკა" "ვიადანას" მიიღებს, ხოლო ლისაბონის უნივერსიტეტი "ჰაიდელბერგს" დაუხვდება. პორტუგალიაში მატჩს ქართველი მსაჯები გაუძღვებიან. რეფერი შოთა თევზაძეა, რომელსაც კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და ონისე მოგელაშვილი დაეხმარებიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
გიორგი,რაგბი ტვ-ზე ვუყურე ბოლო სამ წუთს,ახლა გადავახვევ და რაც აჩვენეს,იმას მაინც ვნახავ.შენც რაგბი ტვ ნახე,შეიძლება მეორე ტაიმი აჩვენეს,შეიძლება ბოლო წუთები.მთავარია რომ გავიმარჯვეთ,თანაც უმძიმეს ბრძოლაში.ვულოცავ ბათუმელებს და შემდეგ უკვე ყველა გულშემატკივარს,ეს კიდევ ერთი გარღვევაა ქართული რაგბის მხრიდან და კიდევ ერთხელ ამტკიცებს,რომ ქართული რაგბი.ახლა მხოლოდ ლეგიონერებზე კი აღარ დგას,არამედ საძირკველიც საკმაოდ გაიმყარა
გიორგი777
მოიგო ბათუმაა და ჯგუფიდან გავიდა.
giorgi
დაწყების დრო რო დაგეწერათ ტანზე გამოგაყრიდაათ? ან აჩვენებს თუ არა რომელიმე არხი ან ლინკი სად უყუროთ თორე უშენოდაც ვიცით რო ეს თამაში ჩასატარებელი იყო ჯერ კიდე იტალიაში წაგებისას:D:D:D
გიორგი777
სპორტული საიტია და ლინკი მაინც დადეთ რაგჭირთ???
სოსო
რა ხდება ხალხო,არავინ უჩვენებს ამ თამაშს?
სოსო
მიდით ბიჭებო,მიაწექით.ძალიან ძლიერია მეტოქე,მაგრამ მათ პლეი ოფი განაღდებული აქვთ და ბათუმის მოტივაცია შეუდარებლად ძლიერია.ამას თუ საკუთარი მოედნის ფა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" "კალვიზანო" დაამარცხა და იტალიიდან 2 მოგებით ბრუნდება
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" ორი ცვლილება "კალვიზანოსთან"
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" შემადგენლობა "ფიამე ოროსთან"
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ეროვნული ლიგა. XXIII ტური. დინამო (ბთ)-შუქურა [LIVE]
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად