ეროვნულ ლიგაში აღზევებულმა "რუსთავმა" ახალი სეზონისთვის მზადება 20 იანვარს დაიწყო: ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ გაზაევის (ასისტენტები: ნიკოლაი ლატიში და არმაზ ჯელაძე) ხელმძღვანელობით, "რუსთავმა" მზადების პირველი ეტაპი თბილისში გაიარა, სადაც გუნდი თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა.

30 იანვრიდან "რუსთავი" უკვე თურქეთში ემზადება: ანტალიაში, ქალაქ სიდეში გუნდი ორ შეკრებას გაივლის და სამშობლოში 26 თებერვალს დაბრუნდება.

ამ დროისთვის ცნობილია იმ გუნდების ვინაობაც, რომლებთანაც "რუსთავი" ორი შეკრების განმავლობაში საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს.

პირველი სპარინგ-პარტნიორი ბულგარული "ცარსკო სელო" იქნება. ეს გუნდი ბულგარეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია: ჩემპიონატის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. "რუსთავსა" და "ცარსკო სელოს" მატჩი 4 თებერვალსაა ჩანიშნული.

მომდევნო მატჩს "რუსთავი" 9 თებერვალს ჩაატარებს და უნგრეთის ერთ-ერთი უძველეს გუნდს, "შიოფოკს" დაუპირისპირდება. "შიოფოკს" უნგრეთის უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი გაუტარებია, ამჟამად კი ამ ქვეყნის პირველ ლიგაში ასპარეზობს.

მესამე საკონტროლო მატჩი 17 თებერვალსაა დაგეგმილი: ამ დღეს "რუსთავი" უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გუნდს, "ალმალიკს" დაუპირისპირდება. დეკემბერში დასრულებულ უზბეკეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში "ალმალიკმა" მე-7 ადგილი დაიკავა.

21 თებერვალს "რუსთავი" რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს, "ხიმკის" დაუპირისპირდება. არცთუ შორეულ წარსულში "ხიმკი" რუსეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებით გამოდიოდა; ყველაზე დიდი მიღწევა კი 2005 წელს რუსეთის თასის ფინალში იყო, როცა "ხიმკი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხდა ცსკა-სთან. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში ცსკა-მ რუსეთის თასთან ერთად, რუსეთის ჩემპიონობაც მოიპოვა და უეფას თასიც; არმიელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ვალერი გაზაევი გახლდათ, – საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ გაზაევის მამა.

თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს "რუსთავი" 25 თებერვალს ჩაატარებს. მისი მეტოქე ყირგიზული "ალაი" თავისი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

მომზადებულია Fcrustavi.ge-ს მიხედვით

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ვლადიმირ გაზაევმა "რუსთავი" დატოვა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
გაირკვა როგორ დაინიშნა "რუსთავის" ყოფილი მწვრთნელი იტალიური გუნდის თავკაცად
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
"რუსთავის" ყოფილი მწვრთნელი იტალიურ გუნდს ჩაუდგება სათავეში
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, გაზაევი შეცვლის
ვლადიმირ გაზაევი: ერთა ლიგაზე საქართველო პირველ ადგილზე შემთხვევით არ გავიდა
"რუსთავის" ყოფილ მწვრთნელს იტალიური გუნდი არ ჩააბარეს
"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
შენგელიას 5 და ჯეიმსის 36 ქულა ქულა "ხიმკისთან" - ცსკა ევროლიგის ლიდერია [VIDEO]
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ