ეროვნული ლიგა 2. XIV ტური: "ვიტ ჯორჯია" გალიდერდა
დღეს ეროვნული ლიგა 2-ის 3 მატჩი გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 2:1 სძლია "გაგრას". "ვეტერინარები" მე-40 წუთზე ევჰენი ზახარჩენკოს ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ პაატა ღუდუშაურმა მეორედ დალაშქრა ლევან ისიანის კარი. შესვენების შემდეგ რატი ცაცქრიალაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და მისი გუნდი დამარცხდა.

"მერანმა" ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება - ამჯერად მარტვილში "შევარდენს" დაუზავდა - 0:0.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სადაც ადგილობრივმა "დინამომ" "სამგურალს" უმასპინძლა. მე-17 წუთზე სტუმრები თერთმეტმეტრიანით თავდამსხმელმა გაგა ჩხეტიანმა დააწინაურა, რომელმაც შესვენების შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ამის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, როდესაც მეკარე ნონოსმა საკუთარი კარის სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვია და გათამაშებული თავისუფალი დარტყმა გოლად ჯოვინო ფლამარიონიმ "გარდასახა" და მატჩი 1:1 დასრულდა.

სატურნირო ცხრილს სათავეში 26 ქულით "ვიტ ჯორჯია" ჩაუდგა, მეორე ადგილზე კი 24 ქულით ბათუმის "დინამოა".

ხვალ "თელავი" "შუქურას", ხოლო "ცხინვალი" "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში "ნორჩი დინამო" პირველ ადგილს დაიბრუნებს.

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს