უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი პავლენკოს განცხადებით, უკრაინა მზადაა, ოგნენ ვუკოევიჩისთვის ფიფას მიერ დაწესებული ჯარიმა სრულად დაფაროს.

ეს განცხადება მან უკრაინის პარლამენტში გააკეთა, სადაც ის რუსეთის კარში გადამწყვეტი პენალტის ავტორ ივან რაკიტიჩის მაისურით მივიდა.

პავლენკო სიტყვებში - "დიდება უკრაინას", პოლიტიკურს ვერაფერს ხედავს. შესაბამისად, მისთვის ფიფას გადაწყვეტილება გაუგებარია.

ახლა უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია სწავლობს ლეგალურ გზებს, რათა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ის ასევე ვუკოევიჩის ხორვატიის ნაკრებიდან მოკვეთის საკითხსაც შეეხო.

"ვუკოევიჩი უკრაინის საპატივცემულო ფრაზის გამო ჩამოაშორეს ხორვატიის ნაკრებს. მიმაჩნია, რომ ეს გაუგებრობაა, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს და თუ ის ამ გადაწყვეტილებას ფიფაში გაასაჩივრებს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ლეგალურადაც და სხვა ფორმებითაც მას მხარს დაუჭერს.

ჩვენ შეგვიძლია დამატებითი მხარდამჭერი არგუმენტები მოვიყვანოთ და იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა ძალაში დარჩება, მზად ვართ, ის გადავიხადოთ.

ასევე განვიხილავთ მისნაირ მაღალი კლასის სპეციალისტთან თანამშრომლობასაც. ვაფასებთ ადამიანებს, რომლებიც ერთგულნი არიან უკრაინის მიმართ და არ ეშინიათ, სახალხოდ გამოხატონ ეს. მადლობა, ოგნენ!

დიდება უკრაინას! დიდება ხორვატიას!

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
დომაგოი ვიდა რუსებს: ბოდიში, ცხოვრებაში შეცდომებს ყველა უშვებს
დომაგოი ვიდამ ღორების ფერმა გახსნა
ხორვატიის ნაკრების მცველი მეღორეობის ფერმას გახსნის
ხორვატებმა დაზარალებული სალვადორელი ფოტოგრაფი თავიანთ სამშობლოში დაპატიჟეს
დომაგოი ვიდამ "ლივერპულთან" კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ...
"ესპანეთთან" ჯოჯოხეთი გველის" - ამბობს ხორვატი ფეხბურთელი