ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი კრიშტიანო რონალდოს მადრიდის "რეალიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადასვლა გახდა.

იტალიურმა კლუბმა "რეალს" 112 მლნ ევრო გადაუხადა, ხოლო თავად ფეხბურთელს კონტრაქტით გათვალისწინებული 4 წლის განმავლობაში 120 მლნ ევროს გადაუხდის, ანუ წელიწადში 30 მლნ ევროს.

რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლა არა მხოლოდ ტურინულ კლუბს, არამედ მთლიანად სერიას A-ს გააძლიერებს - ასე მიიჩნევს რონალდოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო.

უეფა-მ ოფიციალურ ვებგვერდზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, თუ რა რეკორდების დამყარებას შეძლებს რონალდო "იუვენტუსში". რონალდო, როგორც ლიონელ მესი, ხომ რეკორდის დამხობაში ექსპერტია.

ამიტომ ნათლად შეგვიძლია იმის თქმა, რომ რონალდო სერია A-ს ისტორიაში საკუთარ სახელს აუცილებლად ჩაწერს.

იტალიაში რონალდოს კარიერის ახალი ერა იწყება. მან მადრიდული კლუბი საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დატოვა. პორტუგალიელმა "სამეფო კლუბის" მაისურით 450 გოლი გაიტანა.

მაშ ასე, რა რეკორდების დამხობა შეუძლია მას "იუვენტუსში"?

ყველაზე მეტი გოლი იტალიაში ერთ სეზონში:

ჯინო როზეტი (ტორინო, 1928/29) - 36

გონსალო იგუაინი (ნაპოლი, 2015/16) - 36

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში "იუვენტუსში":

ფერენც ჰირზერი (1925/26) - 35

როზეტის რეკორდის გამეორება მხოლოდ 87 წლის შემდეგ შეძლეს და ეს რონალდოს ყოფილმა თანაგუნდელმა "რეალში", იმ დროს "ნაპოლიში" მოთამაშე არგენტინელმა გონსალო იგუაინმა შეძლო.

ამ რეკორდის დამხომა რონალდოს პირველივე სეზონში შეუძლია. ბოლო ორ სეზონში პორტუგალიელმა ესპანეთში 30-30 გოლზე ნაკლები გაიტანა. სამაგიეროდ, სამჯერ ლა ლიგაში 40 და მეტი გოლი გაიტანა: 40 გოლი 2010/11 წლების სეზონში გაიტანა, 46 გოლი 2011/12-ში და 48 გოლი 2014/15 წლების სეზონში.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს მატჩში 5 გოლი გაიტანა:

მიროსლავ კლოზე (ლაციო, 2012/13) - 34 წლის და 330 დღის

მიროსლავ კლოზემ 2013 წლის 5 მაისს, "ლაციო"-"ბოლონიას" (6:0) მატჩის 6 გოლიდან 5 გაიტანა. ამ შეხვედრიდან ერთ თვეში კი გერმანელ ფორვარდს 35 წელი შეუსრულდა.

რონალდოს ამ რეკორდის დამხობის შანსი 2020 წლის 2 იანვარს გაუჩნდება. აღსანიშნავია, რომ რონალდოს "რეალის" მაისურით ერთ მატჩში 5 გოლი ორჯერ გაუტანია - 2014 წლის 21 სექტემბერს "ელჩესთან" და 2015 წლის სექტემბერს "ესპანიოლთან".

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის გოლი სერია A-ში:

ლუკა ტონი (ვერონა, 2014/15) - 38 წელი და 5 დღე

2014/15 წლების სეზონი 31 მაისს დასრულდა, ანუ 5 დღის შემდეგ, რაც ტონის 38 წელი შეუსრულდა. 22 გატანილი გოლით მან სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო მაურო იკადისთან გაიყო.

ლუკა ტონის რეკორდის დამხობის შანსი რონალდოს 2023-24 წლების სეზონში ექნება.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის ჰეთ თრიკი სერია A-ში:

სილვიო პიოლა (ნოვარა) - 37 წელი, 51 დღე

ყველაზე მეტი ჰეთ თრიკი სერია A-ში:

გუნარ ნორდალი (მილანი, რომა) - 17

ჯუზეპე მეაცა (ინტერი, მილანი, იუვენტუსი, ვარეზე, ატალანტა) - 17

რონალდო პიოლას რეკორდის დამხობას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ 2022 წლის 28 მარტის შემდეგ გააგრძელებს თამაშს. არაა გამორიცხული, მაგ დროისთვის რონალდომ სერია A-ში უკვე გაიფორმოს 17 ჰეთ თრიკზე მეტი და ნორდალსა და მეაცას გადაუსწროს. ლა ლიგაში პორტუგალიელმა 9 სეზონში 34 ჰეთ თრიკი შეასრულა, საშუალოდ დაახლოებით 4 ჰეთ თრიკი სეზონში.

"იუვენტუსის" ბომბარდირი ევროთასებზე:

ალესანდრო დელ პიერო - 51

ალესანდრო დელ პიეროს რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის, რომელსაც რონალდო ვერასდროს დაამხობს. მაგალითად, დელ პიერომ იტალიის ნაკრების მაისურით 27 გოლი გაიტანა, როცა "იუვენტუსში" ირიცხებოდა.

დელ პიეროს საევროთასო რეკორდი მიუღწეველი არ ჩანს, როცა ისეთი დონის გამტანზე ვსაუბრობთ, როგორიც რონალდოა. პორტუგალიელმა 2014 წლის ნოემბრიდან "რეალის" მაისურით ევროთასებზე 51 გოლი გაიტანა. შეძლებს თუ არა იმავეს რონალდო 2023 წლისთვის?

სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი:

სილვიო პიოლა (პრო ვერჩელი, ლაციო, ტორინო, იუვენტუსი, ნოვარა) - 274

"იუვენტუსის" საუკეთესო ბომბარდირი:

ალესანდრო დელ პიერო - 288 (გოლების ნაწილი დელ პიეროს სერია B-ში აქვს გატანილი, როცა "იუვენტუსი" "კალჩო პოლის" სკანდალის შემდეგ დააქვეითეს)

პიოლამ სერია A-ში 1929-დან 1954 წლამდე 274 გოლი გაიტანა. რონალდომ ეს მაჩვენებელი ესპანეთში 8 სეზონში დამაჯერებლად გააუმჯობესა. თუ რონალდოს ამ რეკორდის დამხობა სურს, მაშინ 40 წლის შემდეგაც უნდა ითამაშოს და გოლები რეგულარულად გაიტანოს. თუ პორტუგალიელი 2025/26 წლებში სერია A-ში გააგრძელებს თამაშს, შესაძლოა, მან ეს რეკორდიც დაამხოს.

real
მადრიდს ფეხბურთელები არ აკნინებენ (მითუმეტეს რონალდო), პოლიტიკა აკნინებს და მაგიტომაცაა თავისი გულშემატკივრების გარდა არავის რომ არ ევასება.
ოღონდაცა რააააააააა
ქრისტინა პენალტო. ადამიანი რომელიც აკნინებდა რეალს, ჰალა მადრიდ
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
10 რეკორდი, რომლის დამყარებაც ლიონელ მესის კიდევ შეუძლია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ" - მესიმ რონალდოზე ისაუბრა
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
თბილისი - ქალაქი, სადაც რეკორდები მყარდება
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა