გთავაზობთ რეკორდებს, რომლის დამყარება მესის ჯერ კიდევ შეუძლია
1. ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონატში ერთი კლუბის მაისურით

ფერნანდო გომეშმა "პორტუს" მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატში 288 გოლი გაიტანა, ეუსებიომ 319-ჯერ გაიტანა "ბენფიკას" რიგებში, გერდ მიულერმა კი - 365 "ბაიერნში". ევროპული რეკორდი კი "ჰამბურგის" ლეგენდა უვე ზეელერს ეკუთვნის - 404 გოლი 476 მატჩში.

2. ყველაზე მეტი ჰეთ თრიკი ესპანურ გუნდებში

ლეოს ჰეთ თრიკი აპოელ-თან მისთვის 28-ე იყო "ბარსელონურ" კარიერაში. აქედან 20 ლა ლიგაზე მოდის. დი სტეფანოს, ზარას და კრიშტიანო რონალდოს 22-22 ჰეთ თრიკი აქვთ.

3. არგენტინის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი

მესიმ 96 სანაკრებო მატჩში 45 გოლი გაიტანა, შარშან მან დიეგო მარადონას გაუსწრო, მაგრამ წინ რჩება გაბრიელ ბატისტუტა 56 გოლით (78 მატჩში).

4. ყველაზე მეტი გოლი ევროთასებზე

ამ მაჩვენებლით, რაული ჯერ კიდევ უსწრებს ლეოს - 76 გოლი 75-ის წინააღმდეგ.

5. ყველაზე მეტი გოლი სამეფო თასზე

ესპანეთის თასზე მესიმ 29 გოლი გაიტანა, ზარამ კი - 81! 27 წლის ასაკში არგენტინელისთვის შეუძლებელი მოჩანს კიდევ 52 გოლის გატანა.

6. ლა ლიგაში ჩატარებული თამაში ერთი გუნდის შემადგენლობაში

11 სეზონის განმავლობაში მესიმ 289 მატჩში ითამაშა. რაულის რეკორდი 550 მატჩია. ლეომ კიდევ 7 სრულფასოვანი სეზონი უნდა ითამაშოს "ბარსელონაში", რომ ეს მიღწევა გააუმჯობესოს.

7. ლა ლიგის ტიტულები ბარსელონასთან ერთად

მესი ლა ლიგის ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. ჩავი - 7-ჯერ.

8. ყველაზე მეტი პიჩიჩის პრიზი

ლა ლიგის ბომბარდირი მესი სამჯერ გახდა, ზარა - 6-ჯერ.

9. ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში

2011/12 წლების სეზონში მან 15 გოლი გაიტანა. რეკორდი კრიშტიანოს ეკუთვნის - შარშანდელ სეზონში პორტუგალიელმა 17 გოლი გაიტანა.

10. ევროპაში ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში

ლეომ 2011/12 წლების სეზონში ლა ლიგაში 50 გოლი გაიტანა. რეკორდი ეკუთვნის ფერენც დეაკს, რომელმაც უნგრულ "სენტლორინჩის" რიგებში 1945/46 წლების სეზონში 66 გოლი გაიტანა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

beqa
მესი ჯობდა ჯობია და აჯობებს რონალდუს
giorgi
რონალდო ან გაასწრებს მესის და ან არა !
Luka
Aმ დროს რონალდო Uკვე პენსიაზე იქნება :D
ზ უ რ ა
და თვქნი აზრით ამ დროს რონალდო ერთი ადგილის ფხანვით იქნება დაკავებული?:D:D
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
მესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში არც წელს ითამაშებს
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
მესიმ ნაკრებში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა? - რა უთხრა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებს
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
რა რეკორდების დამხობა შეუძლია კრიშტიანო რონალდოს ტურინის "იუვენტუსში"?
თბილისი - ქალაქი, სადაც რეკორდები მყარდება