28 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის სამი საპასუხო მატჩი ჩატარდა და ჯგუფური ეტაპის სამი მონაწილე გაირკვა.
ზაგრების "დინამომ" პირველ შეხვედრაში ბერნში ფრეს (1:1) მიაღწია და საკუთარ მოედანზე ჰაიროვიჩის გოლით დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში ოარომ ორი გოლი გაუტანა და ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიული "იანგ ბოიზი" გავიდა.
28.08.18 დინამო(ზ) - იანგ ბოიზი 1:2
უნგრეთში გამარჯვების (2:1) შემდეგ აეკ-მა ათენში ცუდად ითამაშა. ბერძნული გუნდი შესვენების შემდეგ მანდალოსის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა, მაგრამ "ვიდეოტონმა" მალე გაათანაბრა ანგარიში, მე-80 წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელი ლოპესი გააძევა, თუმცა კაცნაკლულად დარჩენილებმა გაუძლეს მადიართა შეტევებს და ჯგუფურ ეტაპზე გააღწიეს.
კიევის "დინამოს" პირველი მატჩი ამსტერდამში 1:3 ჰქონდა წაგებული, სახლში თავიდანვე შეუტია, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და თერთმეტმეტრიანი მოინადირეს, მაგრამ ტადიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. ამას გარდა, "აიაქსმა" ანგარიშის გახსნის არაერთი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმშიც ჰოლანდიური გუნდი უკეთ თამაშობდა, გოლი კი ვერ გაიტანა, მაგრამ მიზანს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში ეს გუნდი ძალიან კარგად ასპარეზობს და ჯგუფურ ეტაპზეც შეიძლება სიურპრიზები შემოგვთავაზოს.
28.08.18 დინამო(კ) - აიაქსი 0:0
ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. განმეორებითი მატჩები
დინამო (ზ) - იანგ ბოიზი 1:2 (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 1:0 ჰაიროვიჩი (7), 1:1 ოარო (64, პენ), 1:2 ოარო (66)
აეკი - ვიდეოტონი 1:1 (1:2)
გოლები: 1:0 მანდალოსი (47, პენ), 1:1 ნეგო (57)
გაძევება: ლოპესი (აეკი, 80)
დინამო (კ) - აიაქსი 0:0 (1:3)
გამოუყენებელი პენალტი: ტადიჩი (აიაქსი, 14)
29 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კიდევ სამი საპასუხო მატჩი ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 30 აგვისტოს მონაკოში გაიმართება.
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად