ავთო ებრალიძე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდის, "ჩავესის" ღირსებას იცავს. მან ახალ გუნდში ექვსი მატჩის ჩატარება მოასწრო.

ჩვენ ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიაში დავუკავშირდით და საკლუბო-სანაკრებო თემებზე ვესაუბრეთ:

- "ჩავესში" ძირითადი შემადგენლობის წევრი ხარ. როგორ შეაფასებდი შენს ახალ კლუბს და მიმდინარე სეზონს?

- სამი თვე გავიდა, რაც "ჩავესში" ვარ. ჯერ კიდევ შეგუების პერიოდი მაქვს - ახალი ქალაქი, ახალი ხალხი. ძალიან კარგი გუნდია, ყველაფერი შესანიშნავ დონეზეა. სეზონი ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო მატჩებში შედეგიანობა გამოვასწორეთ, კარგ შეხვედრებს ვატარებდით და გვჯერა, რომ კარგი სეზონი გამოგვივა.

ჩემი გეგმაა, რომ მაქსიმალურად წარმატებული სეზონი გამომივიდეს და ბევრი სათამაშო დრო მქონდეს. რაც მთავარია, ტრავმების გარეშე ჩავატარო სეზონი, გუნდს დავეხმარო და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება.

- პორტუგალიის ჩემპიონატში კიდევ ორი ქართველი თამაშობს. თუ გაქვს მათთან კონტაქტი? როგორ შეაფასებდი მათ ასპარეზობას ჩემპიონატში და რა დამოკიდებულებაა მათ მიმართ?

- იმედი მაქვს, სამივეს კარგი სეზონი გვექნება, რადგან ამით შევძლებთ პორტუგალიაში სახელი გავუთქვათ ქართველებს. გიორგი მაკარიძეს კარგად ვიცნობ, გიორგი არაბიძეს ჯერ არ შევხვედრივარ.

მაგრამ არაბიძეზე რაც შემიძლია ვთქვა - ვგულშემატკივრობ, ის ყველას ძალიან მოსწონს აქ და დიდი მომავალი აქვს. ვიცი, რომ თავს გამოიჩენს და მალე უფრო დიდ გუნდში მოხვდება.

მაკარიძე რამდენიმე წელია პორტუგალიაში. მას ყველა იცნობს და მოსწონთ. ის ერთ-ერთი ადგილობრივი გრანდის მეკარეა. გიორგი მაღალი დონის მეკარეა და პორტუგალიაში ქართველებს კარგი სახელი გვაქვს. მინდა, ეს სეზონი წარმატებულად ჩავატაროთ სამივემ, რათა ხელი შევუწყოთ ინტერესს ქართველი ფეხბურთელებისადმი.

- ბოლო პერიოდში გახშირდა იმაზე საუბარი, რომ ავთო ებრალიძე უნდა დაბრუნდეს ნაკრებში. იყო თუ არა რამე სახის ინტერესი შენ მიმართ ნაკრების მხრიდან?

- კი, ნამდვილად გახშირდა. ალბათ, იმიტომ, რომ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ. აქ უკვე სხვა დონეა. ჩემი აზრით, იციან ჩემ შესახებ და მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ დადგება ისევ ის დრო, როცა ნაკრებში დამიძახებენ.

ადრეც და ახლაც ვფიქრობდი ნაკრებში მოხვედრაზე. მიზანი არის, რომ ნაკრებში რაც შეიძლება ხშირად მოვხვდე და წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. პროფესიონალურად ვუდგები საქმეს. თუ დამიძახებენ, აუცილებლად მზად ვიქნები.

- საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა ითამაშა ერთა ლიგაზე. როგორ შეაფასებდი ამ მატჩებს?

- ჩვენს ჯგუფს რომ გადავხედოთ, რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ. ყველა იტყვის, რომ ადვილად უნდა გავიდეთ, თუმცა მარტივი და ადვილი მეტოქე არ არსებობს. ორივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაქსიმალური კონცენტრაციითა და რაც მთავარია, იმის რწმენით, რომ ფავორიტები ვართ. მომეწონა ნაკრების ასპარეზობა და ნამდვილად ეტყობა უკეთესობა.

ჩემი აზრით, ერთა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს. არის ერთი-ორი ნაკრები, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაგვიწიოს, თუმცა უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავა.

ნოდარი
ჯო, სულ თერთმეტი ფეხბურთელია მინდორზედა! ერთს ჩასვამს - მეორე რად არ ჩასვიო, მეორეს ჩასვამ მესამე რად არა სვამო, მესამეს ჩასვამ არა მეოთხეო... ჯო ვისი გული, რამდენი გამოიყვანოს იმ ვაისმა? ბარემ ერთიანად ჩამოჩოთქეთ და შეთანხმდით სახალხოდ!
პარიკმახერი
დაგიძახებენ ავთო დაგიძახებენ,უბრალოდ ვაისი ელოდება ჩემთან როდის მოხვალ)
qomagi
avto ert erti sauketesoa, nakrebshi auzileblad unda dauzaxon, tarmatebebi!
Emigranti
Fotos kargad daakvirdi jer ra janzea bichi fizikurad...
Emigranti
Modrichs jer erti naxevar mcvelia. Meorec erti portugalis chempionatze uketesi kazaxetis aris. Espanetis laliga2. Saqartvelosi shvedeti dania shveucaria avstria polonetis romel amqveynis chempionatidan tamashoben ligaze yovel cels dines vkitxulib chempionatis bichs aqvs 100% praqtika da kai naxevarmcvelia da bevrze metad imsaxurebs nakrebshi rom iyos. Beglarishvils amsezonshi 20 goli aqvs ukve gatanuli da chven sam tavdamsxmels ertad ar aqvs gatanili es bichic imsaxurebs rim moxvdes nakrebshi sanam estonetis nakrebi cagvartmevs exla qvilitaias magivrad dvalishvils rom gamoidzaxebs mere naxet tqven da dakmayofildit da idzaxet rat gvinda ebralidze goli ar gautaniao mchedludzes ar utamashia cels kacharavas golu ki ara tamashi enatreba da ati cuti tu atamasheben xolme romel gilzea laparaki. Ramdeni utamashebeli da ramdebi dublebshi tamashobs da ramdeni skams xexavs clebi ukve vinc stabilurad dziritadshia da praqtika aqvs is ar gvinda imitom rom chempioni da goli ar gautania jer magari midgoma gqonia dzmao da magrad gesmis fexburti
ემირი
მე ვუყურებ ამ ბიჭის თამაშს, მესი არ არის, მაგრამ ამაზე უკეთესები არც გვყავს.
Modric
"ახლაც თუ არ გამოიძახა..."-ო ისე, წერთ, თითქოს პორტუგალიის ჩემპიონი ან ბომბარდირი გახდა. რეალურად, ამ გუნდში ჯერ გოლიც არ გაუტანია! დაეშვით მიწაზე. პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ თამაში არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც ნაკრებში უნდა ითამაშოს. ისე კი, ინტერვიუში გამოჩნდა, რომ კარგი ადამიანია და პროფესიონალურად უდგება საკითხს. კიდევ მოინდომოს, დაიწყოს შედეგიანად თამაში და ნაკრებშიც დაუძახებენ. წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით!
Emigranti
Exlac tu ar gamoidzaxa da ar atamasha martla usamartloba aris da iqneba davanaxot ramdens gvinda ebralidze nakrebshi... ezekiel linki gaugzavne vaissas ebralidzis iqneb uyuros da naxos tamashi am bichis
roma
ზეზვა გეთანხმები ძმა 10000000 პროცენტით, კაცი ნამდვილი პატრიოტი და პროფესიონალია, ვინც მოითმენს ის მოიგებს, არ არის გამორიცხული ანდორასთან ითამაშოს და თან ძირითადში რადგან ვაისმა არ იცის რას წარმოადგენს და გამოცდის. წარმატებები
giga
ძალიან მიკვირს და ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ არუნდა დაუძახო ამ კაცს ნაკრების 23 კაციან განაცხადში. ავთო წლებია უკვე პორტუგალიის არც თუ დაბალ ჩემპიონატში სტაბილურად თამშობს. დღეისათვის ნაკრები არ არის განებივრებული ამ დონის ფეხბურთელებით. ძალიან საწყენია, იმსახურებს ეს ბიჭი ნაკრებს. ჯიღაურს აღარ ჯობია კაცო?? (არაფერი პირადული)
Zezva
აი ეს არის პატრიოტიზმი და მიდგომა. მარტო მის წარმატებაზე არ ფიქრობს, მისი წარმატებით სხვას გაიხსნას გზა ფიქრობს. გენაცვალე ავთო მაგ კეთილ გულში
vaso
წესით ოქტომბერში უნდა გამოიძახონ,მჭედლიშვილიც და ლობჟანიძეც და ანდორასთან მიეცემათ შანსი, მეტი სუსტთამ ვისთან უნდა გამოსცადო. თუ გამოიძახეს, მაინც არ ათამაშებენ, რადგან მაფია უკვდავია
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ავთო ებრალიძემ გიორგი მაკარიძეს ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაუტანა [VIDEO]
ავთო ებრალიძე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდში გადავიდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე