24 ოქტომბერს, 17:00 საათზე რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია იხსნება.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა "ჰეთ-თრიკისა" და ფიფას პროგრამა "ფორვარდის" დაფინანსებით განხორციელდა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფიფას და უეფას ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრებიან.

ქალაქ რუსთავში 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. ტერიტორიაზე ორი შენობა განთავსდა. აკადემიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს. მათთვის აღნიშნულ კომპლექსში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის პირველი შენობა სულ 108 ადამიანზეა გათვლილი. აქ მოზარდებისთვის როგორც საძინებელი ოთახები, აგრეთვე გასართობი კუთხეა წარმოდგენილი. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი, მწვრთნელთა და უსაფრთხოების ოთახებია განთავსებული. აკადემიის ტერიტორიის, ფართობისა და კლიმატის გათვალისწინებით, კომპლექსი სრულად გამწვანდება - მოედნებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეები გამწვანების ზოლით შეივსება.

ტერიტორიაზე არსებულ მეორე შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები და საშხაპეები, სათავსოები, სანიტარული კვანძები და სამედიცინო კაბინეტები. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
TOP-10 საფეხბურთო აკადემია ევროპაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საფეხბურთო აკადემია დაათვალიერა
არსენ ვენგერი შესაძლოა ქართული საფეხბურთო აკადემიის კურატორი გახდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
აქტუალურ თემაზე: სად არის ჩვენი მომავლის გარანტია?
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს