სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა 34 წლის ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელმაც ჩემპიონთა თასის მესამე ტურში "ტულონის" რიგებში "მონპელიესთან" მოგებულ (38:28) მატჩში ითამაშა.

ფრანგული სარაგბო ბლოგი Blog-rct.com-ი ქართველის დაბრუნებას სტატიას უძღვნის და წერს, რომ მამუკამ ტიტანური სამუშაო შეასრულა.

"მამუკა გორგოძის დაბრუნებას ყველა ელოდა, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ ქართველი სამთვიანი სერიოზული ტრავმის შემდეგ ამ დონეზე თამაშს მოახერხებდა.

შეხვედრის 53-ე წუთზე მწვრთნელმა პატრის კოლასომ მოთამაშე შეცვალა და ტრავმის გამიზეზება აიცილა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მამუკა გორგოძე შესანიშნავი იყო. მან 12 ბოჭვა შეასრულა, რომელიც მის გუნდში მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

ის ეფექტური იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. როგორც ჩანს, მამუკა გორგოძე სწორედ ის ელემენტია, რომელიც "ტულონს" სეზონის სტარტიდანვე აკლდა." - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ტრავმა 25 აგვისტოს "რასინგ 92"-ის წინააღმდეგ მიიღო.

gio
ნაკრებიდან სწორად წავიდა, ერთი თამაში არ განსაზღვრავს მაღალ დონეზე მთელი სეზონის თამაშს და თან გუნდშიც და ნაკრებშიც. ვერ გავქაჩავ , ვერ გაუძლებს ორგანიზმიო თქვა ამ კაცმა და მართალიც არის. რაც წავიდა ნაკრებიდან, გუნდში ჯერ მკერდის კუნთი გაიგლიჯა, ოპერაცია გაიკეთა და თვეები იმკურნალა, დაბრუნდა კლუბში და მეორე თამაშზე ახლა ბიცეფსის კუნთი გაიგლიჯა, ისევ ოპერაცია გაუკეთეს და რამდენიმე თვე ისევ დაისვენა და ეს იყო პირველი თამაში. მართლა ვეღარ მიყვება ჯანმრთელობა 34 წლის ასაკში და ხო არ უნდა მოკვდეს მოედაზე? ასე რომ სწორად მოიქცა რომ წავიდა.

და ეს კაცი წავიდა ნაკრებიდან მიზეზით ფიზიკურად ვერ ვუძლებ კლუბშიც და ნაკრებშიც დატვირთებსო (2-3 შეკრება წელიწადში), თან ძალიან უცნაურ დროს გააკეთა ეს განცხადება და არც არაფერი ეტყობოდა მანამდე რომ კარიერის დასრულებას აპირებდა ნაკრებში. ჩემთვის კვლავ ბუნდოვანია მიზეზი რის გამოც მამუკა ნაკრებიდან წავიდა, არადა სწორედ ახლა იყო ძალიან საჭირო მისი გამოცდილება, ძალა და კლასი როცა თაობათა ცვლის ეტაპია დაწყებული.
სოსო
მამუკა გორგოძე ისეთი კლასის მორაგბეა,რომელიც მუდამ საჭირო იქნება და მუდამ გვეკლდება.ნეტავი გადაიფიქროს,მაგრამ არა მგონია.
Chaachi
მამუკას შემცვლელი ჩემი აზრით თორნიკე ჯალაღონიაა 20 წლამდელებიდან..რატო არ იძახებენ არ მესმის, ჩვეულებრივი მონსტრია!
ბათუმი
ძალიან გვაკლია და გვჭირდება გორგოძილა! იქნებ შეძლოს და მსოფლიოზე მაინც დაგვეხმაროს ჩვენმა გოლიათმა!
ლეო
ამ დონის მესამე ხაზელი მაგრად გვჭირდება ნაკრებში ჯერ ამის შემცვლელი ვერ მოიძებნა ნაკრებში იმედია მალე მოიძებნება ახალგაზრდებში
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
რაგბი. ლეგიონი: ხვალ, "მზარდი არგენტინის" წინააღმდეგ
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]
მამუკა გორგოძემ TOP 14-ის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვე გაუცდება
ბექა გიგაშვილი ფრანგულ გრანდში, "ტულონში" გადავიდა
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]