ქართველ ლეგიონერებს საკმაოდ ცივი ზამთარი დაუდგათ.

ფეხბურთელთა უმრავლესობას კლუბის გამოცვლა მოუწია და საკმაოდ დიდი ნაწილი უკლუბოდ დარჩა. არადა, 22 იანვარია, ბევრ ქვეყანაში ათიოდე დღეში სატრანსფერო ფანჯარა იკეტება, მათი მომავალი კი კვლავ გაურკვეველია.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების ტოპ-შვიდეულს, რომლებიც ამჟამად თავისუფალი აგენტები არიან.

7. ირაკლი სიხარულიძე - 350 000 ევრო - საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობა, ვერ გამოდგა თამასა ევროპისთვის, რადგან სიხარულიძემ ერთი წლის განმავლობაში ორი კლუბი გამოიცვალა და ვერ მოახერხა სრულფასოვნად თავის დამკვიდრება.

2018 წლის დასაწყისში ჩეხურ "სლოვაცკოში" აღმოჩნდა და ორჯერ ვიხილეთ განაცხადში და ისიც მხოლოდ სათადარიგო სკამზე, ხოლო წლის მეორე ნახევარი "რიგასში" გაატარა და იქაც ძირითადად სათადარიგო გახლდათ, ჩემპიონატის სულ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. არ გამოვრიცხოთ, ირაკლი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს.

6. დავით თარგამაძე - 250 000 ევრო - საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხანგრძლივი უქმობის შემდეგ მინდორს "საბურთალოს" მაისურით დაუბრუნდა, ჩემპიონატის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლიც გაიტანა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბიც დატოვა. თარგამაძეს გული ალბათ ისევ ლეგიონერობისკენ მიუწევს, თუმცა, რამდენად არის ინტერესი უცხოეთიდან, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა.

5. ლუკა კობერიძე - 400 000 ევრო - კობერიძისა და "დესნას" 4-წლიანი ურთიერთობა დასრულდა. ქართველ საყრდენ ნახევარმცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ლუკამ მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან 7 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. კობერიძე, დიდი ალბათობით, კვლავ უკრაინაში დარჩება, თუმცა, სად ითამაშებს, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

4. ავთო ებრალიძე - 500 000 ევრო - პორტუგალიის პრემიერლიგის ბოლოადგილოსან გუნდსა და ქართველ შემტევს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ებრალიძემ ნახევარი წლის განმავლობაში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.

3. გიორგი ჭანტურია - 800 000 ევრო - ტრავმა მოირჩინა და კლუბიდანაც გამოუშვეს. ხანგრძლივი უქმობის შემდეგ "ურალმა" ქართველ შემტევზე უარი თქვა. ბოლოს გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგაში 2017/2018 წლების სეზონზე ითამაშა, 18 შეხვედრაში 3 გოლით გამოიჩინა თავი. "ქართველი მესი" ახალი კლუბის ძებნაშია. ნაკლებად სავარაუდოა, მან საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს და ევროპულ შეთავაზებას დათანხმდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. გიორგი მაკარიძე - 400 000 ევრო - ტრავმამ გიორგის პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, "რიო ავეში" დარჩენის შესაძლებლობა არ მისცა და ის ახლა თავისუფალი აგენტია. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ნიჭიერ მეკარეს "რიო ავეში" ჩემპიონატში არ უთამაშია, ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო ევროპა ლიგის შესარჩევში, 5 გოლი გაუშვა და სათადარიგო სკამზე დასვეს. გიორგიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თუ მას მიეცემოდა საშუალება, ის პორტუგალიაში დარჩენას არჩევდა.

1. თორნიკე ოქრიაშვილი - 800 000 ევრო - ოქრიაშვილის კარიერა ერთი დიდი ტრაგიკომედიაა. როცა ის მოედანზე არის, ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ტრავმები და დისციპლინა მის მომავალს ყოველთვის ხელს უშლიდა. მის კრასნოდარულ კარიერას ვერც "სევილიასა" და "ზენიტის" კარში გატანილმა გადამწყვეტმა მაკრატელამ უშველა და ვერც მისმა საფეხბურთო ნიჭმა. რაც უნდა გვძულდეს რუსეთი პოლიტიკის გამო, უნდა ვაღიაროთ, რომ "კრასნოდარი" ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სანახაობრივი გუნდია პრემიერლიგაში, კრასნოდარიდან წამოსვლა კი თორნიკესთვის უფრო დიდი დანაკარგია, ვიდრე კლუბისთვის. სად წავა თორნიკე? ეს უცნობია. საუბარი იყო მის ყაზახურ კარიერაზე, თუმცა, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი თავს იკავებს და უკეთეს შემოთავაზებას ელოდება.

Superman
100000%-იანი ხარ :)

სამწუხაროდ ოქრიაშვილი და ჭანტურია არ არიან პროფესიონალები. ფეხბურთის თამაში დღეს სამუშაოა და მათ მუშაობა არ უყვართ, ამას კი მაკრატელა და ტექნიკა ვერ უშველის. ოქრიაშვილი რასაც თამაშობს სამოყვარულო დონეზეა "სუპერ" თორემ დიდი ფეხბურთისთვის არ არის საკმარისი. ჭანტურია ბარსას სკოლას გადიოდა და ურალიდან გამოუშვეს - მეტი დეგრადაცია რა უნდა იყოს. ნიჭიც ქონდა და პირობებიც რომ განვითარებულიყო მაგრამ . . . ეს არის დასტური იმის რომ არც მთლად ბოლომდე მართალია ჩვენი ფეხბურთის კრიზისს რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვაბრალებთ. მენტალიტეტი და აღზრდაა აქ პრობლემა - შრომა არ უსწავლიათ და მიზანდასახულობა. ძალიან სამწუხაროა მაგრამ მათმა მატარებელმა ისე ჩაიარა რომ შიგნით არც არასდროს მჯდარან - მხოლოდ ბაქანზე იდგნენ ცოტა ხანს:(
ბასკი
რა ტოპ ფეხბურთელი, ოქრიაშვილის გარდა ეგენი არიან საშუალოზე დაბალი დონის უდისციპლინო (გაჭირვებას რა ვუთხარი თორე) ფეხბურთელები!.. ოქრი მეცოდება, არ იმსახურებს უკლუბოდ ყოფნას, მაგრამ მარტო ნიჭი რო არ შველის ოქრიაშვილი მაგის ნათელი მაგალითია.. სიხარულიძე კიდე მენანება, ადრე გაიქცა საზღვარგარეთ და ისეთი ერთი წელი დაკარგა ხუთს რომ უდრის!
ვასო
მაკარიძის და ებრალიძის იმედი კი მაქვს, არ უნდა დარჩნენ უგუნდოდ, მარა დანარჩენის რა მოგახსენოთ
გოჩა
თხუთმეტი წუთის ფეხბურთელების დრო დამთავრდა,გული მწყდება,რომ დიდი ნიჭი იკარგება უაზროდ,ქინქლაძის მაგალითი არ გვყოფნის,რით ვერ გაიგეს ჩვენმა ფეხბურთელებმა,რომ ჯერ უნდა იმუშაო და მერე იგულავო ან ხასიათი მოთოკო,მესი აკავებს თავის ხასიათს და ქართველი მესი არა ტოროლა ან ოქრიაშვილი,შე ოჯახაშენებულო ჩვენთვისაც თამაშობ მაგრამ პირველ რიგში შენთვის და შენი ოჯახის გულისათვის,ფეხბურთის თამაში იგივე სამსახურია,ახლა მოინდომებენ ნაკრებიდან მოხდნენ გუნდებში,გვყავს ახალგაზრდები და მივცეთ მაგათ შანსი,ამათმა კი ჯერ გუნდებში დაამტკიცონ და მეტე იფიქრონ ნაკრებზე,გამიხდნენ ესენიც რა პელე და მარადონა,ხასიათი რა გააკეთეს ისეთი დაუშვად როგორც.მოდრიჩმა ან ნაკრებისთვის ან კლუბისათვის,ღმერთმა ყველას გაუმარჯოს,ურალი რომ კაცს გაუშვებს,არ მითხრად ახლა ლივერპული წაიყვანსო,ახლი თაობა ჯობს კიდევ მაგათ მიეცეს შანსი.
tngh
შვიდივესთვის უმჯობესია ითამასონ საქართველოს პირველობაზე და მოემზადონ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯტისათვის. გამოიჩინონ თავი ნაკრებში. კარი ღიაა!!!
gurami
მახსოვს 91-92წლებში დინამოს ყველა ფეღბურთელმა უარი განაცხადეს ევროპულ გუნდებზე და კარიერა დინამოში გააგრძელეს აირჩიეს უშუქობა უგაზობა და ქართველი გულშემატკივარი. მაგრამ მაშინ ეროვნული ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული სულ სხვა სიმაღლეზე იდგა. ეხლა ირჩევენ რუსეთის ყაზახეთის და აზერბაიჯანის ჭ-კლუბებს და თავის კარიერას წერტილს უსვამენ!!!
dato
მინდა ვთხოვო აქ ვინც სტატიებს წერს იმ ჟურნალისტებს.შეეშვით უაზრო შედარებებს ფეხბურთელების მიმართ. ჭანტურიას რო ქართველ მესის ეძახით ნამუსი არ გაქვთ? მაგიტომაცაა თავში რო აქვთ ავარდნილი. ჩაკვეტაძესაც შეეშვით და ნუ აპიარებთ.მასაც დასამტკიცებელი აქვს ,რომ იმსახურებს დიდ კლუბში თამაშს.
jemala
რომ მოკრიბო, ერთი კარგი გუნდი გამოგივა :D
ika
ჩამოვიდნენ 1 სეზონი დინამოში ითამაშონ, გავალთ ევროპა ლიგაზე მაინც, ქვეყნისთვის კარგ საქმეს იზამენ.
Ааа
ერთი მეორეზე წყალწაღებული
გიო
,,ქართველი მესი" - მეტი ხუმრობა რა გინდა მოიფიქრო :)))

ოქრიც ლოკომოტივში წავა საბასთან სავარაუდოთ :))))))
status quo
ჭანტურია და თარგამაძე რომ დარჩნენ უგუნდოდ,საერთოდ არ გამკვირვებია,რადგან ორივე ზარმაცებია და არ ფიქრობენ განვითარებაზე.დროსტარება ურჩევნიათ შრომას.
ტოტტი
ესენი საქართველოში რომ ჩამოვიდნენ თავიანთვითაც კარგი იქნება ითამაშებენ და მაყურებლისთვისაც სტადიონზე უფრო მივა ხალხი თან , და დონეც აიწევს თან იქნებ და ევროტურნირზეც გავიდეს რომელიმე გუნდი , მაგრამ სამწუხაროდ აქ ბევრ ფულს ვერ გადაუხდიან და ესენი პირველ რიგში ფულს უყურებენ
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ქართველების "დესნა" კიევის "დინამოსთან" თოვლში დამარცხდა
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ლუკა კობერიძე: "კოლხეთთან" სპარინგი "შახტართან" მატჩისთვის მოსამზადებლად დაგვეხმარება
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
კაჭარავასა და ქართველების "ოლიმპიკის" მატჩი ჩხუბის გამო კინაღამ ჩაიშალა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
ლუკა კობერიძე კიევის "დინამოსთან" საბრძოლველად ემზადება
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
კობერიძემ გაძევება გააუქმებინა, ხოჭოლავამ 77 წუთი ითამაშა და "შახტარმა" 88-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?