საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გურამ მოდებაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ძიუდოს კლუბ "შევარდენი 2005"-ის "ფეისბუქის" მეშვეობით გაავრცელა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დანიშნული ვიქენ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა, რომელიც ფედერაციაში შეიქმნა, შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები, როგორც რიგითმა მწვრთნელმა, ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ.

პატივისცემით

გურამ მოდებაძე", - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოდებაძის შემცვლელი ნოდარ მეტრეველი იქნება.

გიორგი
ვფიქრობ მრავალ პრობლემას შორის ერთ-ერთი შეიძლება ნაკრების დაკომპლექტებაც იყოს. არ ჯდება არანაირ ლოგიკაში პარიზის გრანდ სლემზე რამდენიმე კაცის არ წაყვანა.
levani
იცის რომ ძიუდოს ბოსები ულუკმაპუროდ არ დატოვენებნ ტან ძიუდოისტებმა ოღონდა ახალი პრეზიდენტის (რომელიც ძველის კუდია) გადადაგომა არ მოიტხოვონ და მწვრთნელებზე ვინ იტყვის რამეს. ვაი უბედურო ქვეყანა.

ანუ იმდენად კოშმარული სიტუაციაა, რომ მოდებაძეს ნამდვილად არ სურს მასში გაეხვეს. მე ადამიანურად მესმის ბატონი გურამის, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს ამ სპორტში, მაგრამ ზოგადად პასუხისმგებლობა არ უნდა აიღონ თავზე ფედერაციის ხელმძღვანელებმა, მწვრთნელებმა და თუნდაც ვეტერანმა სპორტსმენებმა, რომლებსაც ავტორიტეტი აქვთ? დარწმუნებული ვარ, ეს სიტუაცია რომ შეუშლის ხელს მუშაობაში, იმიტომაც გაერიდა.
bajo
კაცური კაცი ნამდვილი პროფესიონალი.ოგონდ სიმარტლე ტქვი დმაო ბოლომდე
სვჰდ
მდააა.. არ ასდის კარგი სუნი ამ ყველაფერს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
შეგირდებთან ერთად ატირებული მწვრთნელი - ინტერვიუ გურამ მოდებაძესთან
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ოქროს ლიგა 2017: "შევარდენი" ჩემპიონი მეხუთედ გახდა!
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ფინალური კვარტეტი ცნობილია