17 მაისს "თბილისი-მოლში" დამთავრდა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში
17 მაისს "თბილისი-მოლში" დამთავრდა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში - "ოქროს ლიგა", რომელიც უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ტარდება, 2001-03 წლებში დაბადებულებში.

წინასწარვე გეტყვით, რომ ლიდერი არც ამჯერად შეცვლილა და შეჯიბრება ისევ თბილისის "შევარდენი-2005"-ის (მთავარი მწვრთნელი: გურამ მოდებაძე) გამარჯვებით დასრულდა, ვინც ამ ტურნირის უცვლელი და დაუმარცხებელი ჩემპიონია: ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.

ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ "შევარდენმა" წინა ოთხ გათამაშებაში თბილისისავე "ლიდერი" თუ "დაკორტნა", ამჯერად ფინალში ქარელის "დურმიშხანი" გავიდა, ვინც ნახევარფინალში სწორედ "ლიდერი" ჩამოაცილა ლიდერობისთვის ბრძოლას: 3:2.

ფინალურ ტურნირში ის რვა გუნდი გამოდიოდა, რომლებმაც საამისო უფლება 11 მარტს თელავში გამართულ შესარჩევ ეტაპზე მოიპოვეს, მათგან კი მხოლოდ სამი იყო თბილისური: "შევარდენი", "ლიდერი" და "ოლიმპი".

რაოდენობრივად მომდევნო ადგილზე გორი იყო ორი წარმომადგენლით: "ვიპ-ძიუდო" და "ლომჭაბუკი", დანარჩენებს კი თითო კლუბი ჰყავდათ: ხაშურის "სამურაი", თელავის "პატარა კახი" და ქარელის "დურმიშხანი". რეგიონების მიხედვით თვალშისაცემია შიდაქართლელთა დომინაცია.

"ოქროს ლიგის" საპრიზო ფონდი 210 000 ლარი იყო, საიდანაც წილი რვავე კლუბს შეხვდა, დამსახურებისდა მიხედვით. ჩემპიონმა ჯილდოდ 50 000 ლარი მიიღო, მეორე და მესამეპრიზიორებმა, შესაბამისად, 10 000 და 20 000 ლარით ნაკლები. მეხუთეადგილოსნებს 20-20 ათასი შეხვდათ, მეშვიდეზე დარჩენილებს - 10-10 ათასი.

წლევანდელი "ოქროს ლიგის" მთავარი სიახლე ტურნირის სრულიად ახალ სივრცეში - სავაჭრო კომპლექსში და არა სპორტულ დარბაზში ჩატარება იყო. ამან შეჯიბრებას შოუს ელემენტები შესძინა, რასაც მუსიკალური გაფორმება, გახსნის ცერემონიალის საზეიმო ნომრები და ამგვარი ღონისძიებები კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. თან ძიუდოს ეფექტური პოპულარიზაციაც გამოდგა - ტურნირს ბლომად მაყურებელი ადევნებდა თვალს "თბილისი-მოლის" ყველა სართულიდან, მათ შორის კი ბევრი იქნებოდა ისეთი, ვინც სხვა დროს დარბაზში არ მივიდოდა ძიუდოს საყურებლად. მაყურებელთა შორის ბევრი უცხოელიც იყო, რომლებიც ფოტოებსაც უღებდნენ შეჯიბრებას.

ამასთან, ძიუდოს ფედერაციამ პატარების ტურნირი ძიუდოთი დაინტერესებული ყველაზე პატარების გასარეკლამებლად გამოიყენა - ფინალური ბლოკის წინ კიდევ ერთხელ გაიმართა "Judo Kids" პროგრამის პრეზენტაცია. ამ პროექტში ჩართულმა 3-6 წლის ბავშვებმა საჩვენებელი ვარჯიშებიც გამართეს.

თავად შეჯიბრებას რაც შეეხება, ის საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ნიჭიერი მოზარდები. ჩემპიონ-მედალოსნებზე მათი წარმატებაც მიუთითებს, უმედლოდ დარჩენილთაგან კი ხაშურელებს გამოვარჩევთ - "სამურაის" უბრძოლველად არაფერი დაუთმია და ფაქტია, რომ იქიდან ასაკობრივი ნაკრებები კარგ შევსებას მიიღებენ, ანუ ეს რაიონი ძიუდოს რუკაზე ახალი წერტილია.

"შევარდენმა" თავდაპირველად "ვიპ-ძიუდოს" აჯობა - 3:2, ნახევარფინალში კი ვადამდე, 4:1 დაამარცხა "ოლიმპი". ქარელელებმა ჯერ თელაველებს მოუგეს 4:1, მერე კი, როგორც გითხარით, "ლიდერს" 3:2 აჯობეს. ფინალში "შევარდენმა" ვადამდე, პირველ სამ შეხვედრაში გამარჯვებით გაინაღდა მორიგი ტრიუმფი, საბოლოოდ კი "დურმიშხანთან" 3:2 მოიგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში "ლიდერმა" "სამურაი" დაამარცხა, "ოლიმპმა" კი "პატარა კახს" 4:1 მოუგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
მაკრონმა პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის პროგნოზი გააკეთა
"თუ კარგი წინადადება იქნება" - გატუზო რუსული კლუბის გაწვრთნის სურვილს გამოთქვამს
"სიამაყე გვერდზე გადადე და წადი" - დომენეკმა შევალიეს რჩევა მისცა
თუ ალისონი წავა - მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
მარცხი მსოფლიოს 317-ე ნომერთან - ბასილაშვილი მაუტჰაუზენის ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
მოღალატე უწოდეს - ზაურ მახარაძის რუსულ გუნდში გადასვლას უკრაინაში დიდი კრიტიკა მოჰყვა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
შეგირდებთან ერთად ატირებული მწვრთნელი - ინტერვიუ გურამ მოდებაძესთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ფინალური კვარტეტი ცნობილია