სუპერლიგის მე-11 ტურის თბილისური მატჩები დაძაბული შეხვედრით დასრულდა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მე-3 მატჩში ერთმანეთს "ოლიმპი" და "შსს აკადემია-ტიტები" დაუპირისპირდნენ. მატჩი თავიდან ბოლომდე სწრად ტემპში მიმდინარეობდა და ხელჩასაჭიდ უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ იხელთებდა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე, ოლიმპელთა სასარგებლოდ გადაწყდა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა 86:83 იმარჯვა.

პირველი პერიოდი "ტიტებმა" 23:21 მოიგო, ხოლო მეორეში ლიდერობა კიდევ უფრო გაზრდა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი იბრძოდა, მოედნის ორივე მხარეს, დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად თამაშობდა და დიდი შესვენებისთვის 7-ქულიან ლიდერობას დაეპატრონა - 46:39.

მე-3 პერიოდში "ოლიმპმა" დაცვა გაამაგრა და შეტევაშიც გზა გაეხსნა. ანგარიში გათანაბრდა და ბოლო პერიოდის წინ უკვე ჯაკობოვის გუნდი დაწინაურდა, რომელმაც მესამე ათწუთეული 26:16 მოიგო. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და მოატანა ბოლო წუთმა, როცა ყველაფერი 1 შეტევაზე დაეკიდა. ქულით ჩამორჩენილმა "ტიტებმა" დაცვაში ბურთი მოიპოვა და შესატევად 20 წამი ჰქონდა. გადამწყვეტი სროლა, საშუალო დისტანციიდან, კაშიმ რენსომმა გააცუდა. ფარიდან ასწლეტილი ბურთი "ოლიმპის" ცენტრმა, ზაკ ტილმანმა მოხსნა, ჩარლზ ბენეტს გადააწოდა და… ტაქტიკური ჯარიმა დაგვიანებული აღმოჩნდა.. ბენეტმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და 1,3 წამის მქონე "ტიტებმა" გათანაბრება ვეღარ მოაწრო.

"ოლიმპში" 21 ქულით ბომბარდირი მარკ ოგდენი გახდა. 18 ქულა მოაგროვა ჩარლზ ბენეტმა, რევაზ როგავას ანგარიშზე კი 17 ქულა, 8 პასი და 7 ჩაჭრა დაგროვდა. "ტიტებში" 21-21 ქულა კაშიმ რენსომმა და ჟოელ ალმეიდამ მოაგროვეს. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა. ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 20 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-11 ტური 3 მარტს, რუსთავში დასრულდება, სადაც აუტსაიდერთან სათამაშოდ თბილისის "დელტა" ჩავა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
სუპერლიგა: "თსუ-ჰიუნდაიმ" "შსს აკადემია-ტიტებს" მოუგო
"ქუთაისმა" "შსს აკადემია-ტიტები" ბოლო წამებზე დაამარცხა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
დუდუ დადიანის თასი თბილისის "დელტამ" მოიგო
სუპერლიგა. IX ტური: “შსს აკადემია-ტიტებმა” “კაკტუსი” დაამარცხა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
თასის გათამაშებაში სუპერლიგის გუნდები A ლიგელებზე დომინირებენ
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა