ფოტო rugby.ge

კვირას, 5 მაისს, "რუსთავი არენაზე" დიდი 10-ის წინასწარი ფინალი გაიმართება. გადამწყვეტი მატჩის საგზური ქვემო ქართლის დერბიში გადაწყდება. ერთმანეთს ადგილობრივი "ხარები" და მარნეულის "არმაზი" შეხვდებიან.

წინასწარი ფინალი 16 საათზე დაიწყება და ის ორივე გუნდისთვის უნიკალური იქნება. რუსთაველებმა ბოლოს ფინალში 25 წლის წინ ითამაშეს, ხოლო "არმაზი" ამ დონეზე არასდროს ყოფილა.

უფრო მეტიც, მარნეულელები წელს მედლებს პირველად ჩაიბარებენ, თუმცა ჯერ უცნობია, რა სინჯის იქნება ისინი. აქამდე "არმაზს" საუკეთესო შედეგი 2013 წელს ჰქონდა და მაშინ მეოთხე ადგილი დაიკავა. წელს გუნდმა რეგულარული გათამაშება მეხუთე ადგილზე (8 მოგება, 1 ფრე და 9 მარცხი) დაასრულა, თუმცა პლეი-ოფის წინა ორი ეტაპი წარმატებით გადალახა.

მარნეულელებმა პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში ითამაშეს და "აიასთან" პირველი ტაიმის მიწურულს 27-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, საბოლოოდ კი 30:26 იმარჯვეს. ორი კვირის წინ მათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს და ყოფილ ჩემპიონ "ლოკომოტივს" ლელო ბოლოსწინა წუთზე დაუდეს, გარდასახვაც გაიტანეს და 21:20 მოგებით ისტორიულ შედეგს მიაღწიეს, რომლის გაუმჯობესებას 5 მაისს ეცდებიან.

"ხარებმა" რეგულარული გათამაშება შესანიშნავად ჩაატარა, 13 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით, 1997 წლის შემდეგ მედლები პირველად გაინაღდეს. რუსთაველებმა ქვეყნის ჩემპიონობა ერთადერთხელ, 1993 წელს მოიპოვეს, მომდევნო წელს ფინალში დამარცხდნენ, 1997 წელს კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს და მას შემდეგ საპრიზო სამეულში პირველად არიან.

"ხარებმა" რეგულარული გათამაშება ოთხი მოგებით დაასრულა, თუმცა შესარჩევ ფინალში ბათუმში მასპინძლებთან უშანსოდ, 10:32 დამარცხდა. ახლა რუსთაველები ფინალის საგზურისთვის "არმაზს" შეერკინებიან და გამარჯვების შემთხვევაში 12 მაისს, ბათუმში კიდევ ერთხელ გაემგზავრებიან.

რეგულარული გათამაშების პირველ წრეში "ხარებმა" "არმაზს" რუსთავში 17:10 მოუგო, მეორე წრეში კი ვაზისუბანში 19:3 დაამარცხა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
დიდი 10-ის ფინალი - მწვრთნელთა მოლოდინები
დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
დიდი 10: მარნეულის "არმაზმა" პატარძეულის "ვეფხვები" 55:15 დაამარცხა
ლელო ლიდერებში დაბრუნდა
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის