თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ტირასპოლის "შერიფთან" 1:3 დათმო, თუმცა ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.

Sportall.ge გთავაზობთ "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით მიხედვით.

ომარ მიგინეიშვილი - 5.0 - სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, ვეტერან მეკარეს არცთუ ისე ცუდი შეხვედრა ჰქონდა. მას ბრალი მხოლოდ მესამე გაშვებულ გოლში შეგვიძლია დავდოთ, თუმცა ის ბურთიც ურთულესი ასაღები იყო.

პირველი გოლის დროს მიგინეიშვილმა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია და რაც შემდეგ მოხდა, ყველაზე ნაკლებად მისი ბრალი იყო; მეორე გოლის ეპიზოდში კი საკუთარი კარი გაგი მარგველაშვილმა აიღო.

ნიკოლოზ მალი - 5.0 - "საბურთალოს" მარჯვენა მცველი, სხვა შეხვედრების მსგავსად, აქტიური არ ყოფილა. მის ფლანგზე ძირითადად ვაგნერ გონსალვეში მოქმედებდა.

გაგი მარგველაშვილი - 4.0 - "საბურთალოს" კაპიტანმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა, ისევე, როგორც თითქმის მთელმა გუნდმა. გარდა საკუთარ კარში გატანილი გოლისა, ის ხშირად პოზიციურად ცდებოდა. მესამე გოლის ეპიზოდშიც მან საჰაერო ორთაბრძოლა მასზე დაბალ მეტოქესთან დათმო, რასაც გოლი მოჰყვა.

მარგველაშვილმა კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა და რამდენიმე ორთაბრძოლაც მოიგო, თუმცა რამდენჯერმე სახიფათო მომენტში დაკარგა კიდეც. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო.

გიორგი რეხვიაშვილი - 5.5 - ეს ცენტრალური მცველი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას განსაკუთრებული ბრალი არცერთ გოლში არ მიუძღვის. გარდა ამისა, რეხვიაშვილმა უამრავი ორთაბრძოლა მოიგო, ბალახზეც, მეორე სართულზეც...

მეორე ტაიმში გიორგის, ალბათ, შეცდომა არ დაუშვია და თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ საუკეთესოდ.

ლუკა ლაკვეხელიანი - 6.0 - ძალიან კარგი იყო "საბურთალოს" 20 წლის მარცხენა მცველი. მშვენივრად ერთვებოდა შეტევებში, ამწვავებდა და გიორგი კოხრეიძესთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნიდა.

ლაკვეხელიანს ხშირად წესების დარღვევით აჩერებდნენ და მეტოქეს ბარათიც მიაღებინა.

და რაც მთავარია, ლაკვეხელიანის იდეალურ გადაცემას "საბურთალოს" ერთადერთი გოლი მოჰყვა.

სანდრო ალთუნაშვილი - 5.5 - კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო ალთუნაშვილს. მოედნის ცენტრში ბურთს კარგად იჭერდა და ანაწილებდა.

გეგა დიასამიძე - 4.5 - გეგა დიასამიძე აქტიურობდა, ჰქონდა მცდელობები, თუმცა რამდენჯერმე ბურთი დაკარგა და მეორე ტაიმში გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა.

თორნიკე გორგიაშვილი - 4.5 - დიასამიძის მსგავსად, აქტიურობდა, თუმცა საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.

ვაგნერ გონსალვეში - 5.5 - ფრანგი ლეგიონერი ჩვეულად აქტიური იყო და საკუთარი ტექნიკის ხარჯზე ცდილობდა, მეტოქისთვის პრობლემები შეექმნა. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც მისი მისამართით გაკეთებულ გადაცემას არ გაეკიდა.

მან მეტოქის მცველებს არაერთი ჯარიმა ააღებინა, თუმცა რამდენიმე მომენტში პასის გაკეთება დააგვიანა.

საბოლოოდ, ვაგნერს კარგი თამაში ჰქონდა.

გიორგი კოხრეიძე - 6 - ეს ახალგაზრდა მოთამაშე თავისუფლად შეგვიძლია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელოთ.

კოხრეიძე, ალბათ, ერთადერთი იყო, რომელიც უღიმღამოდ ჩატარებულ პირველ ტაიმში "საბურთალოს" ნათელ წერტილად უნდა მივიჩნიოთ.

20 წლის შემტევი არ ერიდებოდა რამდენიმე მეტოქის მოტყუებას. მან მიაღებინა წითელი ბარათი მეტოქეს, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბოლოო წარმატებაში.

მატჩის დამთავრების შემდეგ "შერიფის" დამრიგებელმა ზორან ზეკიჩმა გიორგის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ოგნიენ როლოვიჩი - 6 - როლოვიჩმა საკუთარი საქმე ორივე მატჩში შეასრულა - გოლი გაიტანა. აქტიური იყო გუშინდელ შეხვედრაშიც. იბრძოდა მეორე სართულზე და ხშირად იგებდა კიდეც. ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა რაც შეექმნა, გამოიყენა.

ალვინ ტერა - შეფასების გარეშე

გიორგი გაბედავა - შეფასების გარეშე

ლაშა შინდაგორიძე - შეფასების გარეშე

გიორგი ჭიაბრიშვილი - 5.5 - საბოლოო ჯამში, გიორგი ჭიაბრიშვილი დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ 10 წუთში ერთბაშად 3 გოლის გაშვების შემდეგ, "საბურთალომ" მოახერხა საკუთარი თამაშის პოვნა, მეორე ტაიმში კი ის ფეხბურთი შემოგვთავაზა, რასაც მისგან მეორე სეზონია ვხედავთ, რაშიც მთავარი მწვრთნელის წვლილი ძალიან დიდია.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

valderrama
კოხრეიძე ამ თამაშისთვის უფრო მეტ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე 6 (როლოვიჩსაც 6 აქვს და გოლის მიუხედავად, იგივე დონე არ უჩვენებია). პირველ ტაიმში მარტომ იბრძოლა რაც შეეძლო, ხასიათი გამოავლინა და მეორეში, როცა გუნდი ათამაშდა, თითქმის იდეალური იყო
გოგა
მე მწვრთნელს მეკარეს კოხრეიძეს და რეხვიაშვილს გამოვარჩევდი. გონსალვეში კი ძან სუსტი ლეგიონერია
H. B.
მთავარია ჩაწყობაში არ დადანაშაულდეს გუნდი.
სოსო
პირველ 5 წუთში სამ გოლს რომ გაუშვებ,ეს ყველაზე ძნელი მეკარისთვისაა და ბარაქალა მეკარეს,რომ ამის შემდეგაც თავი არ დაკარგა და პირველივე ტაიმში,რამდენჯერმე გვიხსნა.კოხრეიძესთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ,ის მიმაჩნია.მესამე ბურთი ძალიან ძნელი ასაღები იყო,ასეთებს,ძალიან ბევრი დიდი მეკარეც უშვებს.
sergey
ამ სტატიის ავტორს ნამუსი რომ ქონდეს აღარასდროს აღარაფერს აღარ დაწერდა. დიასამიძის შეფასება :))))))))
basket
როლოვიჩი შეინარჩუნეთ მაგარი ჟილკიანი და გულიანი ბიჭია და მეორე სართულზე და ზოგადად მაღალ ბურთებზე ხო ძალიან მაგარია
nika
ვაგნერი ძალიან მაგარია, ერთადერთი წუნი გაბედავაზე არ გაკეთებული პასია თორე ისე კარგი თამაში ითამაშა, როლოვიჩიც თავის საქმეს აკეთებს კარგია ეგეც. ესე მგონია ვაგნერს არ აფასებენ სათანადოდ ფანები. ძალიან მაგარი ბიჭია, წინა წელს მაგ შერიფის მარცხენა მცველს ტორპედოს ვერცერთი ფეხბურთელი ცდებოდა და აქ ათრია შავმა კაცმა ერთიერთზე სულ ცდებოდა.
Oto
10 ბალიანიდან 5 რომ დაუწერ და იტყვი რომ კარგად ითამაშაო რანაირად ? მთლიანობაში ძაან კარგად ითამაშა გუნდმა ალალად ეკუთვნოდა გასვლა. ლეგიონერები მნიშვნელოვანად აძლიერებენ გუნდის თამაშს ეს გონსალესი და რულოვიჩი კარგები არიან ძაან. შეცვლებმა დიდად ვერ გაამართლა, - შინდაგორიძე ფლანგზე დიდად ვერ ბრწყინავს, კენიერლ ბიჭს არა უშავდა.
ჰაჰა
რატომ ხდება რომ ჩვენი მცველები, არამნიშვნელოვან სიტუაციებში ჯარიმდებია ისე, რომ პირიქით უფრო უარესი მოენტი იქმნება. მაგალითად, მეკარის სეივის წინ, მეორე ტაიმის ბოლოს, უბრალო, არაფრისმომცემ სიტუაციაში დაჯარიმდა გაგი, თან მგონი ყვითელიც მიიღო. შედეგად გოლი კინაღამ მივიღეთ. მერე ან გადავარჩენდით თამაშს ან არა. არა არის საჭირო ესეთი უაზრო, სახიფათო ჯარიმების აკიდება.
gio
დიასამიისგან ასეთ სუსტ ტამაშს არ ველოდი და ყველაფერთან ერთად, ძალიან არასპორტულად იქცეოდა საკუტარი თანაგუნდელების მისამართით, ასეთი უაზრო ბლატნოი ტიპები გუნდში სიტუაციას აფუჭებენ
მიხაელ
რა თქმა უნდა გუშინ ცხელ გულზე თავიდან ძალიან გაბრაზებული ვიყავი 10 წუთში 3 გოლზე , მაგრამ ამას ბევრი ფაქტორი აქვს. პირველი გოლის მერე ავტოგოლი და აიჭრა გუნდი . პირველი საშინაო მატჩი ევროთასებზე და ამდენი გულშემატკივარი მოვიდა ეს კი დიდი წნეხი იყო . თან როდესაც გუნდმა ორი გაუშვა ისეთი სიწყნარე ჩამოწვა ავბედითი მოედანზე ნაცვლად იმისა რომ დაემუხტათ ბიჭები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც მივიღეთ უმძიმესი პირველი ტაიმი . გონსალვეში წელს აშკარად ვერ არის იმ ფორმაში წინა წელს რომ იყო. ამას გარდა რატომღაც არ გამოიყენეს შორიდან დარტყმები მიუხედვად იმისა რომ ცხადი იყო მეკარე შერიფის დიდი ვერაფერი ვერაა. ასევე პრობლემა ბურთის ზედმეტი თრევა. მივლენ საჯარიმოსთან და ნაცვლად დარტყმისა ფაფხურობენ. საბოლოო ჯამში გავედით და ისიც იმიტომ რომ შერიფი ვერ არის ვერაფერი გუნდი . რომ არა ფდიქოლოგიური ჩავარდნა შერიფი ვერ გაიტანდა 1ზე მეტს . წინ დინამო ზაგრები გველოდება და იმედი მაქვს იქ უკვე ოდნავ მეტი სილა იქნება თამაშში. ასევე დღეს სხვა ქართულ გუნდებს წარმატებებს ვუსურვებ
ობიექტურია
ეს შეფასება მომეწონა, მეტ ნაკლებად ობიექტურია, მაგრამ წოტა მეტი კრიტიკაც უნდა იყოს. წინა მატჩის შეფასება ვნახე სხვა საიტზე და ჟურნალისტმა ყველას 9-10 ქულა დაყწერა, ასეთ შეფასებებს ტოპ-ვარსკვლავებიც არ იღებენ. მარგველაშვილის გუშინდელი თამაში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ბრალი არ იყო.
დ.ფ.
გაგი კარგი ბიჭია.უბრალოდ აიჭრა.ხო გითამაშიათ ფეხბურთი და ასეთი შეცდომების მერე და თანაც პირველივე წუთებში არ შეიძლება არ აეჭრა ბიჭი.უბრალოდ ნერვიულობდა და ძალიან ცდილობდა რომ შეცდომა გამოესწორებინა.მესამე გოლი მეკარეს უნდა აეღო!
დინამო
მარგველაშვილს ამ თამაშით საქარველოს ჩემპიონატის თამაშიც გაუჭირდება
mamuka
ბიჭებს მადლობა და განსაკუთრებით მწვრთნელს, რადგან შეძლეს ასეთი თამაშის შემოტრიალება. მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი გამოვიდა მოედანზე.იმედია პირველი ტაიმის შეცდომებს მომავალ თამაშებში გაითვალისწინებენ და კიდევ მრავალჯერ გაგვახარებენ.
QT
სანამ ასეთ შეფასებებს დადებთ, არ დამეზარება რომ დავწერო, ესე საკუთარი მოსაზრებიდან ნუ გამოგაქვთ დასკვნები და ნუ წერტ ქულებს აგის შესაბაისად. თუ კლუბი არ გაძლევთ ოფიციალურ ინფორმაციას, თქვენთვითონ უყურეთ ათჯერ ოცჯერ თამაშის ჩანაწერს და დადეთ სტატისტიკა, ვინ რამდენი ზუსტი/არაზუსტი პასი გააკეთა, რამდენი ორთაბრძოლა მოიგო/წააგო, რამდენი შეტევა წამოიწყო/ჩაჭრა და ა.შ. სხვა შემთხვევაში არის უბრალოდ პირადი აზრის დაფიქსირება. მადლობა
ka
ნიკა მალზე ვერ დაგეთანხმებით ერთ-ერთი უსუსტესი წერტილი იყო რა მომენტი ვერ გამოიყენა თან და ასევე ვაგნერზე მეორე ტაიმში გამოსწორდა თორე 1 ტაიმიდან გასაყვანი იყო ისე ცუდად ითამაშა იქ გაბედავაზე პასი რომ არ გააკეთა კარგი ქნა ჭიაბრიშვილმა რომ შეცვალა მაშინვე გორგიაშვილი ძალიან სუსტია ასეთი მატჩებისთვის და ზოგადად საბურთალოს საყრდენები სჭირდება ალვინ ტერაც უსუსტესია შემოეყვანა კაკუბავა ხოლო დიასამიძე უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს ზოგ მომენტში ისე თამაშობდა გეგონება უბანში პატარა ბავშვებთან ღადაობსო მთლიანობაში ზაგრებთან გვაქვს შანსი უბრალოდ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ
გაგი მარგველაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: "საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" მოუგო - როლოვიჩმა ისევ გაიტანა [VIDEO]
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
დაბრუნება საქართველოში - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
ბუდუმ "კიოლნსაც" გაუტანა - "სლოვანი" "ზრინსკისთან" დამარცხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
გიორგი რეხვიაშვილი თბილისის "საბურთალოში" დაბრუნდა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
ლუკა ლაკვეხელიანი უკვე "მეზეკოვეშდშია"
ჩაკვეტაძის ტრავმა, კანკავას გაძევება და "სლოვანის" გმირობა - "ლეხი" გავიდა, "ფეჰერვარი" გამოვარდა [VIDEO]
თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ნიკოლოზ მალი: ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ - ვეცდები, ქომაგი გავახარო
ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"საბურთალოს" მცველს MLS-ის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იწვევს - 17 დეკემბრის დაიჯესტი
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის "საბურთალო" დატოვა
კორონავირუსისას ქართული გოლი გავიდა - დიასამიძემ ბელარუსში გაიტანა [VIDEO]
ოფიციალურად - ლაკვეხელიანმა "მეზეკოვეშდთან" სამსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა
ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი
ტრანსფერის მოლოდინში, ახალი სეზონი და ჩემპიონთა ლიგის ფიქრები - ვრცელი ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან
"საბურთალოს" ლეგიონერი "რუსთავთან" დუბლზე: სასიამოვნო განცდაა
საბურთალო VS არარატ-არმენია - ვის წარუძღვება "მიმინო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში?
"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა
"ყარაბაღმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროში" გამოაგდო - აზაროვის "ცრვენა ზვეზდაც" პლეი-ოფშია
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ნიკოლოზ მალი: "ევროპის ჩემპიონატზე მეტის მიღწევა შეგვეძლო"
ბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
თორნიკე გორგიაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები
როგორ მოხვდა ოგნიენ როლოვიჩი "საბურთალოში" - "ფიტნესდარბაზში ვვარჯიშობდი, რა დროსაც დამირეკეს..."
"საბურთალოს" ფეხბურთელები: ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
"მომავალ სეზონში უნდა დავბრუნდე" - ინტერვიუ ლუკა ლაკვეხელიანთან
გიორგი რეხვიაშვილი: თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია
თბილისის "დინამომ" ლუკა ლაკვეხელიანი დაიმატა
გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
"საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი სათამაშოდ საბერძნეთში წავიდა
"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
"საბურთალოს" ექსფორვარდი "მინსკში" გადავიდა და ამბობს, რომ იქ უგუნურება ხდება
სანდრო ალთუნაშვილი: ამბიციური კლუბი ვართ, გვაქვს იმის რესურსი და ძალა, რომ კვლავ ჩემპიონები გავხდეთ
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ამერიკულ გუნდში გადავიდა
დიასამიძემ გაიტანა - "შახტიორი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]