"ლელოებისთვის" მილტონ ჰეიგისა და მამუკა გორგოძის ერა დასრულდა. მომავალში მათი წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად განავითარებენ ბურთით მოთამაშე უკანახაზელებს.

საქართველოს ნაკრები სახლში იმედგაცრუებული დაბრუნდა - მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, ვერ მოიგეს ორი შეხვედრა და ვერ დაიკავეს მე-3 ადგილი ჯგუფში, რაც 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად მონაწილეობის უფლებას მისცემდა.

"ლელოებმა" მხოლოდ ურუგვაის მოუგეს, ფიჯისთან, უელსთან და ავსტრალიასთან წააგეს და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს. 4 წლის წინ კი მე-3 პოზიციაზე იყვნენ.

ქართველები ძალიან კარგად თამაშობდნენ ფიჯისთან 1 საათის განმავლობაში, ავსტრალიასთან ბოლო 10 წუთამდე, თუმცა დაღლილობისა და შეცდომების გამო სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

საქართველოს ნაკრები კარგად ურუგვაისთან გამოიყურებოდა და უელსის წინააღმდეგ მეორე ტაიმში, როცა 0:29-ს აგებდნენ და საბოლოოდ 14:43 დათმეს.

მთავარი მწვრთნელი

ალბათ, ძალიან ცოტა მწვრთნელმა, თუ საერთოდ ვინმემ, მიუძღვნა საკუთარი თავი გუნდს ისე, როგორც ეს ახალზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა 2011 წელს. ის მეუღლესა და ორ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად საქართველოში გადავიდა და მისი სიტყვებით, ამ საზოგადოების წევრი გახდა, საქართველო მის გულსა და გონებაში სამუდამოდ დარჩება.

საფრანგეთის ძლიერ ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდებისა და საქართველოს ნახევრად პროფესიონალურ ლიგაში მოთამაშე უკანახაზელების შეუსაბამობა, ბუნებრივია, ჰეიგს არ დაეხმარა.

როგორც ჩანს, პროგრესი არის და ჩნდებიან ისეთი მორაგბეები, როგორებიც თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე და ამომავალი ტალანტი გიორგი კვესელაძეა, თუმცა სანამ ისინი არ გაძლიერდებიან და განვითარდებიან, საქართველოს მუდმივად დისბალანსი ექნება.

მათი შერკინება ნორმალურად მუშაობდა, რომ თამაშის გარკვეულ მონაკვეთში ბრძოლა გაემართათ და ასევე, საქართველოს დაცვა ავსტრალიასთან მატჩის ზოგიერთ მომენტში უბრალოდ შეუდარებელი იყო.

მილტონ ჰეიგის ნაცვლად, რომელიც იაპონიაში რჩება და "სანტორი სანგოლიათის" მთავარი მწვრთნელი გახდება, საქართველომ უნდა იპოვოს ისეთი შემცვლელი, რომელიც ზელანდიელივით ბევრს ჩადებს მათ ნაკრებში და ისეთივე პასუხისმგებლობის გრძნობა ექნება.

შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშე

გაგვიჭირდება ავარჩიოთ საუკეთესო მოთამაშე და 2 მათგანს გამოვყოფთ - გიორგი კვესელაძეს, რომელმაც ყველა მატჩი სრულად ჩაატარა და მამუკა გორგოძეს, რაგბის ნამდვილ ლეგენდას, რომელმაც თამაშებში ყველაფერი ჩადო, განსაკუთრებით, ავსტრალიის წინააღმდეგ და ტურნირი 31 ბოჭვით დაასრულა, რომელიც 97%-იანი მაჩვენებელი იყო და საქართველოს რიგებში საუკეთესო გახლდათ.

მოედანს გარეთ მომხდარი დასამახსოვრებელი მომენტი

ეს იყო მომენტი, როცა მაცივარში ჩამჯდარმა ლევან ჩილაჩავამ 2019 წლის მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ვანო კარკაძე შეაშინა.

მოედანზე მომხდარი დასამახსოვრებელი მომენტი

"ლელოების" გამარჯვება ურუგვაის წინააღმდეგ და მატჩის საუკეთესო მორაგბე ოთარ გიორგაძის თამაში. ის ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და ძალიან სწრაფი და ძლიერია. ძალისა და სისწრაფის ბალანსით უფრო უკანახაზელს ჰგავს, ვიდრე მორკინალს. რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასმა მხოლოდ ცალი თვალით დაგვანახა მისი თამაში. თვალი მიადევნეთ ტოპ 14-ის მომდევნო სეზონს, სადაც გიორგაძე "ბრივთან" ერთად დაწინაურდა და არაერთი თანამემამულის გვერდით თამაშობს.

რა იქნება მომავალში

ვეტერანები - მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე, დავით კაჭარავა და შესაძლოა სხვებიც, ეროვნული ნაკრებიდან წავლენ და გზას იმ ახალგაზრდებს დაუთმობენ, რომლებიც მილტონ ჰეიგმა იაპონიაში წაიყვანა.

საქართველოს ნაკრებს ასე მცირე მონაკვეთში არასდროს უთამაშია ტიერ 1-ის ამდენ ნაკრებთან, როგორც ეს 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელ და ჯგუფურ ეტაპზე იყო. მთავარია, მათ ამ თამაშებიდან გამოცდილება მიიღო და გამოიყენონ ჰეიგის მიერ დაწყებული პროგრესის გაგრძელებაში.

შეჯიბრების ციტატა

"ერთი განზომილებით მეტოქეს ვერ დაამარცხებ. თუკი დიდი თამაშების მოგებას აპირებ, ბურთის გამოყენებაც უნდა შეგეძლოს." - მილტონ ჰეიგი.

"ის ყოველთვის ბრაზდება, როცა ჩემს თამაშებს უყურებს. ჰგონია, რომ სხვა მოთამაშეები ტკივილს მაყენებენ. მას ისიც კი ჰგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები მაყენებენ ტკივილს და მეუბნება, რომ ჩემს ვარჯიშზე მოვა და მათ გაუბრაზდება. ამიტომაც არის მამიკოს გოგო - ის ყოველთვის ჩემ დაცვას ცდილობს", - ჯაბა ბრეგვაძე საკუთარი 5 წლის ქალიშვილის, ელენეს შესახებ.

რა შედეგი ჰქონდათ მსოფლიო თასზე?

საქართველო - უელსი 14:43

საქართველო - ურუგვაი 33:7

საქართველო - ფიჯი 10:45

საქართველო - ავსტრალია 8:27

საქართველოს ნაკრები ციფრებში

4 - ტიერ 1-ის იმ ნაკრებთა რაოდენობა, რომელსაც საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოდან 11 ოქტომბრის ჩათვლით შეხვდა. ამდენი თამაში ასე მცირე პერიოდში ტიერ 1-ის გუნდებთან საქართველოს არასდროს ჰქონია.

3 - რაგბის ბურთების ოდენობა, რასაც გურამ გოგიჩაშვილის ჟონგლიორობის დროს იყენებდა.

2 - ქართველი მორაგბეების რიცხვი, რომლებმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყეს - გიორგი კვესელაძე და კონსტანტინე მიქაუტაძე. მხოლოდ კვესელაძემ ითამაშა ყველა წუთი.

33 - ქულების მაქსიმალური ოდენობა, რაც საქართველოს მსოფლიო თასებზე მოუგროვებია. აქამდე მათი რეკორდი 2007 წელს ნამიბიასთან მოპოვებული 30 ქულა იყო.

8 - ქართველი მორაგბეების რაოდენობა, რომლებიც ტოპ 14-ში ახალდაწინაურებულ "ბრივში" თამაშობენ. 4 მათგანი 2019 წლის მსოფლიო თასზე იყო - ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე, ვანო კარკაძე, ოთარ გიორგაძე.

გიზოგ
კითხვები არის და პასუხს ვინ გაგვცემს? შემადგელობა, რომ არა ოპტიმალურად შეარჩია, იქიდან დაიწყო, რომ ჟვანია დატოვა ნაკრებს გარეთ. გაუგებარი იყო როცა შერკინება ასე სუსტად გამოიყურებოდა ჩილაჩავა რატომ იჯდა სათადარიგოში? ოთხი წელი მოანდომა თაობათა ცვლას, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა თითქმის 4 წლის უკანდელი შემადგენლობა დააყენა. მე კი, როგორც კი გახდა ცნობილი, რომ მილტონი, იაპონიის რომელიღაც გუნდის მწვრთნელი გახდა მე მივუბრუნდი ჩემს მეგობრებს და ვუთხარი ამ ჩეპიონატს ნაკრები ჩააგდებს, რადგან უკვე სხვა გუნდის მწვრთნელი ხელმძღვანელობს და მას უკვე სხვა ინტერესები აქვს ვიდრე ჩვენი ნაკრები. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა, მოტივაცია კაცს მომავალზე აქვს და არა წარსულზე. აქვე უნდა აღინიშნოს ბიჭების განწყობაც, რომელთაც ვარჯიში და თამაში უწევდა მოტივაცია დაკარგულ მწვრთნელთან. ვინ დავადანაშულოთ ყველაფერ ამაში? მე ფედერაციას და პირადად მის პრეზიდენტს ვადანაშაულებ. რაგბში დიდი რეორგანიზაციაა გასატარებელი, თუ წინსვლა გვინდა.
jondos
ტოპ14ის ერთერთი გუნდის შერკინების მწვთნელი რაც მაგრები ქართველებიდან ერთერთია რომიცოდე ასერო ეგ ანტი ურაღრუზინულპატრიოტული ნარატივი ბევრად ვერ ჯობია ურაღრუზინულპატრიოტულს. ორივე სცოდავთ. რაც მაგრები ვართ ქართველები არ ვართ მაგრამ მაგარი ქართველებიც არსებობენ ნამდვილად და ეგ და მსგავსი ნიჰილისტური ვითომ ბრძნული პათეტიკა და განწყობები კარგს არაფერს მოგვიტანს

შოტლანდიას და ირლანდიას ოღონდ რომელიმეს მოვუგოთ და ჯანდაბას, მე-16 ადგილზე ვიყოთ

მიუახლოვდა ქართული რაგბი ჩიხს და მაგაშია საქმე. მოდიან ახალგაზრდები, მაგრამ აშკარაა, რომ მსოფლიოზე სხვა დონეა. საკლუბო დონეზე თუ არ განვითარდა, ჩიხიდან გამოსვლას კი არა, უკუსვლას დაიწყებს ჩვენი ნაკრები. ეს ფრენჩაიზი ნამდვილად არის კარგი გამოსავალი, მაგრამ ვის შესწევს მასზე მუშაობის უნარი, ეგაა მთავარი. სამწუხაროდ ჯერჯერობით ამას მარტო გულშემატკივრების დონეზე თუ განვიხილავთ
პაატქ
2011 წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილზე ვიყავით, იაპონია მე-15-ზე...დღეს ჩვენ ვართ მე-14 ადგილზე, ხოლო იაპონია მე-7-ზე...
valderrama
მგონი ასეთი ღრმა და სწორი ანალიზი ჯერ არცერთ ქართულ სპორტულ გამოცემას არ დაუწერია როგორც ეს უცხოურმა გააკეთა. კი არ ვამბობ რომ იდეალურია მაგრამ ჩვენ ჯერ ასეთის დაწერაც ვერ შევძელით
ჯონდო
აბა რა. რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ. ხო ოთო?
oto
მთავარი პრობლემა ისაა,რომ ვერაფერი ვისწავლეთ,პირიქით,რაც ვიცოდით ისიც დავივიწყეთ "დაგვავიწყებინეს".უცხოელი შერკინების მწვრთნელების დანიშვნა შეცდომა კი არა დანაშაული იყო
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჰეიგმა შემადგენლობა ბოლოჯერ დაასახელა - "ბორჯღალოსნების" განაცხადი ავსტრალიასთან მატჩისთვის
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მსოფლიო რაგბი - კვესელაძე მსოფლიოს ჩემპიონთან გამოწვევებზე
ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
სავსე ტრიბუნების დროა!
"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი "გლოსთერის" ძირითადში
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძის შურისძიება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ინგლისელებმა ირლანდიელი ლეგენდის მოწოდება ისმინეს - კვესელაძე "გლოსტერში" ითამაშებს
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს