სამი დღე გავიდა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ. თითქმის ყველა მხარემ ისაუბრა ამ შეხვედრაზე და ვერცერთმა მხარემ ვერ დაინახა თავისი უარყოფითი მოქმედება. არადა, ყველა მხარე რაღაც დონეზე დამნაშავეა.

მინდვრის საფარი

წარმოიდგინეთ, თქვენ დაინტერესებული ხართ ეროვნულ ლიგაში კლუბის აყვანითა და თანხის ჩადებით, ან ლეგიონერი ხართ და გაქვთ საქართველოს ჩემპიონატიდან შემოთავაზება, გადაავლებთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს თვალს და ივანწმინდის სტადიონზე შეხვედრებს ნახავთ. გაგიჩნდებათ თუ არა სურვილი, განახორციელოთ რაიმე აქტივობა ეროვნულ ლიგაში?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომ თვითონ საჩხერელებმა გადაწყვიტეს ამ მოედანზე თამაში; ამავდროულად, სხვა კლუბებმაც, რომლებმაც უკვე ითამაშეს ივანწმინდაში, მათი მოთხოვნა იყო, კონკურენტებსაც იმავე პირობებში ეთამაშათ. ფედერაცია კი ვერ მიიღებდა კატეგორიულ გადაწყვეტილებას.

რომელ განვითარებაზეა საუბარი, როცა ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის მატჩი "ყანაში" ტარდება? დიახაც, ფედერაცია უნდა იყოს მკაცრი. თუ კლუბებს არ უნდათ პრემიერლიგის შექმნა და ლიგის მიხედვა, ეს უკვე ფედერაციის საქმეა. მათი ვალდებულებაა არათუ საჩხერეში, არამედ არცერთ სტადიონზე არ ჩატარდეს ჩემპიონატის შეხვედრა, რომელიც მოცემულ მომენტში მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

მსაჯები

რამდენიმე კვირით ადრე "საბურთალოს" ოფიციალურმა გვერდმა თბილისის "დინამოსთან" ჩატარებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე დიდი წერილიც მიუძღვნა. ასეთი რაღაცების წერა ოფიციალურ გვერდს არ შეშვენის. ამავდროულად, ევროტურნირების შემდეგ თბილისურ გუნდზე გაგულისებულმა ხალხმა ამ წერილის შემდეგ გუნდი კიდევ ერთხელ დააბულინგა და მალევე წაიშალა ეს ყველაფერიც საიტიდან.

საჩხერეში გოგა კიკაჩეიშვილმა ორივე შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა ეკრანებიდან. ბათუმელებმა მისი გადაწყვეტილება გამიზნულად ჩათვალეს და საუბრობდნენ სხვა კლუბის გავლენაზე მის მიმართ. ეგ კი არა, არჩილ ბერიძემ მას არამზადაც უწოდა, რაც ნამდვილად არ იყო ლამაზი საქციელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს გოგა კიკაჩეიშვილი საუკეთესო სამ მსაჯს შორის დაასახელეს, ამავდროულად, მას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც უმსაჯია.

თუმცა სად არის გამოსავალი? თუ არ იხმაურე, შეიძლება შემდეგ შეხვედრაშიც იგივე მსაჯი დაგინიშნონ და კვლავ დაიჩაგრო. თუ იხმაურებ, რაღაც სკანდალური უნდა თქვა, რის შემდეგაც მსაჯსაც გააკრიტიკებენ, თუმცა არანაკლები კრიტიკა ისევ შენ გელის.

არც ის არის ნორმალური, ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში რომ ამბობდა, ბათუმის სასარგებლოდაც მოქმედებდნენ მსაჯები და ამიტომ აქვთ ყველაზე მეტი პენალტი დარტყმულიო. ნახსენები იყო "ვიტ ჯორჯიასთან" ბოლოს ჩატარებული მატჩი. ამაზე ფედერაცია კი არ უნდა აპელირებდეს, არამედ შესაბამისად უნდა დაისაჯონ ის მსაჯები, რომლებიც მატჩის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენენ.

ასლან ბალაძე

ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა ისეთი რაღაცა თქვა, არ დაგრჩებოდა კარგი შთაბეჭდილება. ასლანმა თქვა, რომ კიკაჩეიშვილს ოჯახითაც ვიცნობ; პირველ ტაიმში, როდესაც პენალტი არ დაგვიდეს, შესვენების დროს მსაჯებთან შევედი და ველაპარაკეო.

ვერ წარმომიდგენია ასეთი რაღაცა რომელიმე წამყვან ჩემპიონატში კი არა, არამედ სადმე ხდებოდეს. რა უფლება აქვს კლუბის დირექტორს, შესვენებაზე მსაჯების ოთახში შევიდეს და რაიმეზე ესაუბროს?

არც ის გამოვრიცხოთ, ამ ორ პიროვნებას შორის უსიამოვნო საუბარი გაიმართა, ხოლო კიკაჩეიშვილის მაპროვოცირებელი შესაძლოა ისევ ბალაძე გამოდგა, რომელმაც მეორე ტაიმში ჯარიმა არ/ვერ დაინახა.

არჩილ ბერიძე

ბატონო არჩილ, ბიზნესმენი ბრძანდებით და ჩვენზე უკეთესად მოგეხსენებათ, რომ თქვენ ფული დააბანდეთ "მკვდარ ბიზნესში", რომლისგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოგება არავის უნახავს. გისურვებდით, რომ იყოთ თქვენ ის პირველი მერცხალი, რომელიც ამ მხრივ რაიმე სახის სარგებელს მიიღებს.

მაგრამ თქვენი განცხადებები, ეს ცხელ გულზე იყო ნათქვამი თუ არა, არასერიოზულია. თუ გრძნობთ თავს დაჩაგრულად, თქვენი სიმართლისთვის უნდა იბრძოლოთ და არ გაგიჩნდეთ ფეხბურთში მოსვლიდან რამდენიმე კვირის თავზე კლუბიდან წასვლის სურვილი.

თუ გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა, შეგიძლიათ შესაბამის ორგანოებს მოსთხოვოთ ამ ყველაფრის გამოძიება და თუ მათიც არ გჯერათ, ისევ თქვენ გახდეთ პირველი მერცხალი და მაქსიმუმი გააკეთოთ იმისთვის, რომ ჩემპიონატი ისევ თქვენ, კლუბებმა მართოთ და არა სხვებმა.

სხვა შემთხვევაში "არამზადების" ძახილით ვერც ვერაფერს მიაღწევთ და ისევ თქვენ დაისჯებით, რადგან ეს ფაქტების გარეშე არც სამართლიანია და არც ეთიკური.

ბასკი
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოდ და ვიმსჯელოდ, მაინც ფედერაციამ უნდა მოაგვაროს და დაალაგოს, უნდა შესწევდეს ამის ძალა, უფრო მეტი უნდა აიღონ თავზე, სანქცია იქნება თუ სხვადასხვა ჯარიმა, ფედერაცია უნდა წყვეტდეს სტადიონი სათამაშოდ ვარგა თუ არა! როგორც მსაჯი სჯის ფეხბურთელს ჯარიმისთვის, მსაჯიც ასევე უნდა ისჯებოდეს ფედერაციისგან იქნება თუ ვისგანაც, შემდეგში რო კარგად გამოიხედოს!
სტატიის ავტორს
არც ბათუმელი ვარ, არც თბილისელი, უბრალოდ ჩემს აზრს ვიტყვი. სტატია კარგია, მაგრამ ბოლოს "ინვესტორს" რომ ეუბნებით "ქართულ ფეხბურთში ფული რომ ჩადე, აბა რა გეგონაო" - ეგ ცუდად მომხვდა თვალში. ვთქვათ და, ჩადო და გათვალა ევროთასებზე გასვლაზე და თანხის ამოღებაზე, ეს სასარგებლო არ არის? ყველამ ამ მიზნით მაინც რომ ჩადოს ფული თითო კლუბში, ხომ ეშველება ჩემპიონატს? მსაჯობა თუ არაკვალიფიციურია, ინვესტირების მსურველებს აფრთხობს და ამაზე ფედერაციამ უნდა იფიქროს. კომენტარებიდან ჩანს, არის ასეთი აღქმა, რომ "თბილისელები არასაფეხბურთო გზებით ცდილობენ მიზნის მიღწევას". ფედერაციის დასალაგებელია. მოკლედ, ყველა გზა ფედერაციამდე მიდის.
romandro
pirdapir gadadis merani...samtredia shexvdeba liga 1-shi 9-ze gasul gunds da telavi 8-ze gasuls...
რომა
მერანი პირდაპირ გადავიდა უმაღლესში.სამტრედია და თელავი პლეიოფში შეხვდებიან უმაღლესში მერვე და მეცხრე ადგილზე გასულებს
ddgfdf
ეხლა ბათუმლებს შევატყე მე , რომ ამ ფლამარიონის ნაკრებში მოწვევაზე ჩალიჩობენ და მასე რაღაც ბიზნესების დატრიალებაზე და ურჩევნიათ მართლა ფეხბურთს მიხედონ . როგორც დაიწყეს ისე გააგრძელონ.მაგი წესით გამორიცხული უნდა იყოს.
კახელი
უმაღლესში გადავა სამტრედია, მერანი და თელავი და მაინტერესებეს, მითხარით გადათამაშება იქნება თუ არა. ანუ თელავი ეთამაშება თუ არა მესამე ადგილოსანს. თუ პირდაპირ გადადის?
საჩხერელი
ბათუმელები თავისას ხედავენ,არ საუბრობენ ჩიკვაიძის წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი რომ არ დანიშნა მათ კარებში,რამდენიმე საკამათო ჯარიმა დინამოს სასარგებლოთ გადაწყვიტა.
სიმართლე
სათქვენოდ როცა მსაჯობდა/ამსაჯეთ მაშინ კარგი იყო?უმაღლესში გადმოსვლა გაიხსენეთ ბათუმლებო საწინააღმდეგოთ რომ იმსაჯა არვვარგა ხომ? იგივე ბედი ელის თბილისის დინამოსაც ხვალ ზეგ.ასე რომ ზაზა დოლიძე გაითვალისწინე!!! ზოგადად უნდა აიკრალოს მიკეეძოებული მსაჯობა და მსურველიც აღარ იქნება
გოჩა აბულაძე
მე ვფიქრობ აქ ყველა მათშორის მსაჯი, ფეხბურთის ფედერაცია,სადისციპლინო საბჭო და ბევრი დაინტერესებული პირი ცდილობს ბათუმის დინამო დაადანაშაულა იმის სანაცვლოდ რომ სოლიდარობა გამოეთქვეს და დაეგმეს მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მაჩჩზე, ასეთი შეცდომები უძღვის წინ გუნდების გაკოტრებას არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ. ერთსაც დავამატებ ქუთაისის ტორპედოს დავეხმაროთ ყველამ ერთად რადგან ბათუმში და ქუთაისში სტადიონზე 1 მაჩჩზე მაყურებელი რომ მიდის იმდენი მაყურებელი სხვა გუნდებს 36 თამაშზე არ ესწრება, ასეთი გუნდი უნდა დარჩეს მთავარ ლიგაში
nika
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი ვარ და მინდა რომ ჩვენი აზრიც გაიგოთ!!! ეს თამაში შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი და ბათუმმა დაკარგოს დიდი ხნის ნანატრი ჩემპიონობა სწორედ კიკაჩეიშვილის გამო.მისმა გადაწყვეტილებებმა შეცვალა მთლიანად თამაშის სცენარი და ბოლოს თუნდაც ასეთ თამაშებში მკაფიოდ ჩანს ქვეყნის ჩემპიონატის დონე.ბათუმმა გამოაცოცხლა საქართველოში ფეხბურთი და თქვენ(თბილისის გაჩემპიონებით დაინტერესებულმა პირებმა) დამშვიდდით ჩვენ მაინც დავწერთ წელს ისტორიას.
goga
ამ სტატიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვისაც სრული სიმართლე აინტერესებს ქართულ ფეხბურთზე, სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებისა და ყოველგვარი მორიდების გარეშე, გაეცანით წერილს "ილუზიების ტყვეობაში".

დინამო ბათუმი თელავზე ძლიერი გუნდი ნამდვილად არ არის.
123
პირველი ლიგიდან რომ იყვნენ უმაღლესში დღეს, მერანი, თელავი მძიმე დღეში იქნებოდნენ თქვენი თბილისური კლუბები როცა გადმოვლენ მერე ნახეთ.
გიორგი
გამიხარდა ამ სტატიის წაკითხვა რადგან ის აჩვენებს რომ ჩვენშიცაა შესაძლებელი მიუკერძოებელი და ანალიზის კარგი უნარით აღჭურვილი სტატიების არსებობა. სწორედ ასეთი, 'კრიტიკული სტატია', და არა ლანძღვა ან სადღეგრძელოს მიძღვნა, ადგება საქმეს--ამღვრეულ წყალში გამოსავალის გზებზე მიუთითებს ან სტიმულს გაძლევს მათ ძიებაში თავად ჩაერთო. სამწუხარო ისაა რომ იშვიათია ასეთი სტატიები ჩვენს ჟურნალისტიკაში.
123
პირველი ლიგიდან ისეთი ძლიერი გუნდები მოდიან, ერთი 50 წელი მოგიწევთ პირველობის დათმობა. თელავი, მერანი. დაჭამენ უმაღლეს ლიგას.
ვარლამი
კობიაშვილი ნამდვილად ცდილობს ქართული ფეხბურთის ფეხზე დაყენებას, რაც ეკუთვნის ვერ დავუკარგავ, მაგრამ ცოტა ჯიუტი ხასიათები აქვს როგორც ვატყობ, აქ არის და მსაჯის და ჩიხურას უვარგისი სტადიონის დაცვის გამო ბათუმელებს უპირისპირდება, იქ იყო და კოკაიასთან, რომელიც გარკვეული ულტიმატუმის სანაცვლოდ ზესტაფონს აბრუნებდა ფეხბურთში, არაფრით დათმო რაღაც რაღაცეები...ვერ ან არ ინება საერთო ენა გამოენახა კოკაიასთან და შედეგი:...ვინ წააგო?! წააგო ქართულმა ფეხბურთმა. იმის მაგივრად რომ სანთლით ეძებდეს კერძო კლუბებს...
დავიდუსი
მაგრი ბოღმიანი ბრძანდებით ბატონო,დუდუ,იმიტომ ჩვენი საქმე კარგად,ქართულ ფეხბურთში თუ ვინმემ ფული ჩადო!იმას ხელის შეწყობა უნდა დაშრა კვანტის დადება
თემური
კომენტარებს რატომ ბლოკავთ?არც ბილწსიტყვაობა ყოფილა და არც უცენზურო რამე.ეგაა თქევნი სიტყვის თავისუფლება ..
დემე
მართლა კარგი და საჭირო სტატიაა. ოთხივემ შესცოდა, მაგრამ კობიაშვილს ყველაზე მეტი ობიექტურობა მართებს, დინამოს პენლების და სამსაჯო ეპიზოდების თვლა ეს ბავშური პრუტუნი უფროა ვდრე პრეზიდენტის შესაფერისი განცხადება... ივანწმინდის სტადიონზე რომ გაიძახი, სხვებმაც ხომ ითამაშესო, შე ოჯახაშენებულო, შემოდგომაა, ტურიდან ტურამდე ხასხასა ბალახი შეიძლება ტალახის გროვად იქცეს და ეს რა არგუმენტია რომ თურმე სხვებმაც ითამაშეს..?! სტადიონის მუშები მიხვდნენ რომ არ ვარგოდა მოედანი! შენ კი ფილოსოფოსობ
დუდუ
ძალიან მიკვირს რას ბაქიბუქობენ და იჭაჭებიან ეს ბაღუმის დინამოს პრაზიდენტი,სპორტული დირექტორი თუ გულშემატკივრები? რა შედეგი გაქვთ ამისთანა? ან რას ჭორაობთ მსაჯები,ფედერაცია და კონკურენტები გვძირავენო.ფაქტები გააქვთ? გზირავენ არა ტოროლა.ბოლო 4 თამაში არ მოგიგიათ და ამ 4 თამაშში თამაშიდან გოლი არ გაქვთ გატანილი.რაც შეეხება ბუმს ბათუმში.ეგეც გადამეტებულია.დადის 3 ათასამდე კაცი და ნახევარზე მეტი იმიტომაა რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს დედა აგინონ და მინდორზე სხვადასხვა საგნები გადმოყარონ.ასე რომ პრობლემა ბატონო არჩილ საკუთარ თავში და სელექციაში ეძებეთ და ნუ გადადიხართ ჟანტაჟზე.წახვალთ თორემ თქვენი წასვლით დაიქცევა ბათუმის დინამო.ასლან ბალაძე კი დასასჯელია.რომელ ნორმალურ ჩემპიონატში აპატიებდნენ სპ.დირექტორს მსაჯთა ოთახში შესვლას და საქმის გარჩევას
tngh
ის, რომ ბათუმის "დინამოს" ბოლო თამაშებია შიდა პრობლემა შიდა აქვს, ფაქტია... თუმცა ეს ვარ ამართლებს მსაჯის მოქმედებას. გუნდს რაც ეკუთვნის, (ამ შემთხვევაში პენალტი) მსაჯმა უნდა მისცეს... მსაჯი დასასჯელია!!!
goga
ქება-დიდება დღევანდელ ქართულ ფეხბურთს, სპორტულ საიტებს და ჟურნალისტებს დიდება... ასეთი მშიშარა ხალხი რაღა ფეხბუთში შეიკრიბეთ? ამდენს რას გიხდიან, რომ უცენზურო გამონათქვამების და ყოველგვარი შეურაცყოფის გარეშე დაწერილ კომენტარებს ბლოკავთ? ამას ვიცი არ დაბლოკავთ, ვითომ მაგრები ხართ, არადა კურდღლები((((
ავთო
რა გააკეთა კობიაშვილმა ისეთი,როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა რაც სხვას არ გაუკეთებია?
გოჩა
კარგი სტატია არის,ობიექტური,მე ბათუმელი და ყოფილი დინამოელი ვარ,უარესი მსაჯობაც მინახავს,ასეთ შემთხვევაში ქმედება იყო გამიზნული,მსაჯის ჟესტი,იდაყვის ჩვენება,იმწუთას მივხვდი,რომ ყველაფერი კარგად დაინახა და უბრალოდ გაყიდულიაა რა ბოლო,ბოლო,დინამოს ქომაგი ვარ და მივმართავ დინამოს,მსაჯმა გაგვყიდა კი ბატონო,მაგრამ მესამე თამაშია ორი მეტრიდან ვაცილებთ კარებს,ამ თამაშშიც,მერე ჩემპიონობა თუ გვინდა მსაჯებიანად უნდა მოუგო გუნდს,ფედერაცია კი მეგონა უფრო სიღრმისეულად მიუდგებოდა ამ საკითხს,რომ დაერიენ ვიტჯორჯიას ფეხბურთელებს მეტი კიარაფერი უქნიათ,გაყიდეს თამაში,ამანაც გაიყიდა,მიმართონ სტრუქტურებს შესაბამის ან დინამომ მიმართოს და დაისაჯოს ყველა ვინც ასე იქცევა რას იცავს კობიაშვილი და რატომ უნდა ვითამაშოდ ყანაში,მითუმეტეს,რომ დინამო იხდიდა ყველა ხარჯს.
vax-vax
რა სისულელეებს წერ ვიღაცა ხარ. რა შენი სახსენებელია ეკლესია
Simartle
გულს მირევს ეს უმადური გულშემატკივრებიი .კობიაშვილის ნაირი არ გვყოლია ფედერაციაში არავინ მარა უკვე სისხლშიაქ ამ ხალხს სხვებზე ხელის გაშვერა არაფრის ღირსი არ არიან ეს ხალხი
ზეზვა
კიკაჩეიშვილი ქუთაისელია, მამამისი ყოფილი ბინძური მსაჯი რომელიც ფედერაციაში მუშაობს,ფრუიძე ქუთაისელია და კარგად იცნობს მამა შვილს, დანარჩენი თქვენთვის მომინდია რა მოხდა...ხო დამავიწყდა კიდე, გენძეხაძე სამივესთან ძალიან ახლოს არის.
x.x
მოედანი მართლაც ცუდი იყო, მაგრამ გუნდს რომელსაც ჩემპიონობაზე პრეტენზია აქვს და 4 თამაშში 3 ქულას აიღებ, თამაშს ვერ მოიგებ, მაშინ რაზეა საუბარი?. ბათუმში უყვართ ფეხბურთი, ნამდვილად არ იმსახურებენ საყვარელი გუნდის ასეთ თამაშს. მსაჯები ჩვენთან კი არა ჩემპიონთა ლიგაზეც ცდებიან, მაგ თამაშის ბედი მსაჯებს ნამდვილად არ გადაუწყვეტიათ.
ილია
კაია რომ სიმართლის მოყვარული ჟურნალისტები დარჩნენ
saba
ნაცებსა და ქოცებამდე ვინ იყო..?...თუ ბოლშევიკებს ჩავთვლით მაშინ ეგენი ყოფილან ქართული ფეხბურთის მთავარი ქომაგები
ზურა
კობიაშვილი და ფედერაცია ისეა როგორც ვირი და ეკლესია. ვირი და ეკლესია უფრო ახლოა კიდევ ერთმანეთთან.
გიორგი
აღარ არსებობს ქართული ფეხბურთი და შეიგნეთ! ნაცებმა და ქოცებმაც დააწვინეს ყველაფერი. მაგათ აინტერესებთ ფული. რამდენი .ილიონი იხარჯება ფეხბურთში უკვე რამდენი წელია და შედეგი არის რაიმე??
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
ქართველი მსაჯები ავსტრიის და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს განსჯიან
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
Sports.ru-ს გამოძიება - ეჭვობენ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 13 მილიონი გადაიხადა და აქედან შესაძლოა, 10 მილიონი კვარაცხელიამ მიიღო
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2 - ის, რაც გულშემატკივარს უყვარს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8-ფინალურ მატჩზე
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება
გოგა კიკაჩეიშვილს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს