„ქართველების“ ‘ბრივმა’ 2019/2020 წლების ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ადგილობრივი ‘სტად ფრანსე’ 27:11 დაამარცხა.

27-იდან 20 ქულა ჩვენებურთა ანგარიშზე. ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ მეტოქეს ლელოები გაუტანეს, ახალგაზრდა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ კი, ორი ჯარიმითა და ამდენივე გარდასახვით 10 ქულას მოუყარა თავი. სტუმრებმა დანარჩენი 7 ქულა საჯარიმო ლელოთი გამოიმუშავეს, ასე, რომ მექულეებში მხოლოდ ქართული გვარები დაფიქსირდა!

20 წლის აბჟანდაძისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო საფრანგეთში და ანგარიში ჯარიმით გახსნა. 24-ე წუთზე ‘ბრივმა’ საკუთარი 22-იდან წამოიწყო შეტევა, რომელსაც კარგად მიყვა ლობჟანიძე, უკვე მეტოქის 22-ში ფეხით შეცურებული ბურთი აიტაცა, ორ მცველს ცრუმოძრაობით გასცდა, კიდევ ორთან კონტაქტში შევიდა, ფეხზე დარჩა და ლელოს ხაზი გადაკვეთა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა.

23 წლის მორაგბისთვის ეს ევროთასებზე გატანილი პირველი ლელოა. ის ‘ბრივის’ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და პირველი გუნდის მაისურით მეორე ლელო გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ლელოთა ანგარიში გახსნა ოთარ გიორგაძემ. ტაიმის მიწურულს ის მოლის კუდში მოექცა და ხაზის გადაკვეთის შემდეგ ბურთი დაამიწა. აბჟანდაძემ 29-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, შესვენების წინ კი გიორგაძის ლელო გარდასახა და ტაიმი 20:8 დასრულდა, საბოლოო შედეგი კი 73-ე წუთზე გატანილი საჯარიმო ლელოთი დაფიქსირდა.

გიორგაძემ და ლობჟანიძემ მოედანზე 55 წუთი გაატარეს, ხოლო აბჟანდაძე 62-ეზე შეცვალეს. 53-ე წუთიდან ‘ბრივის’ შემადგენლობაში მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი გავიდა. კვაჭი ვანო კარკაძისა და ბურჯი ლუკა ჯაფარიძისთვის ეს ‘ბრივში’ სადებიუტო შეხვედრა იყო, მეორე ბურჯი კი კარლენ ასიეშვილი გახდა. ‘სტად ფრანსეს’ შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

ახალი სეზონის ჩელენჯ ქაფის კიდევ ერთი ქართული ლელო ‘ენისეის’ გარემარბმა დავით მესხმა გაიტანა. მან ფრთაზე მიიღო ბურთი, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა, მბოჭავებს გასცდა და ინგლისური ‘ვუსტერი’ დაალელოვა. მესხმა პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა და ლელო 63-ეზე გაიტანა, მისი გუნდი კი კრასნოდარში 14:57 დამარცხდა. ‘ენისეის’ რიგებში სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო ბურჯი ნიკოლოზ ხატისაშვილი სასტარტოში იყო და 71 წუთი გაისარჯა.

მეორე ჯგუფში ‘ტულონი’ ‘ბეიონს’ ეწვია და 20:13 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ბურჯი ბექა გიგაშვილი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. ის ‘ტულონში’ ამ სეზონის წინ გადავიდა და ახალ გუნდში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა მამუკა გორგოძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ბოლოკა
მთავარია ეგ წარმატება ნაკრებს გამოადგეს რამენაირად
Zura
Iqneb ramenairad sadme vinme gafaawdet rom daidos chanaweri da chaagdet ra aq?@ zalian mainteresebs naxva!pirdapiri strimi versad ver gavxseni
Rezo
Ra shuashi iyo exla es?
სოსო
ისე ჩანს,რომ ბრივი რარაც გაგებით ქართულ ფრანჩაიზად შეიძლება განვიხილოთ.ამდენი ნაკრების წევრი ერთ გუნდში,ეს ხომ ძალიან კარგია მათი შეთამაშებისათვის.
გლახუნა
სწორად მეგობარი ევროპა და დასავლეთი (!)- როგორ შესაძლებლობებს გვაძლევს ყველა მიმართულებით ... - ცნიბოსათვის - ურუსეთის მეხოტბეებს- სწორად დასავლეთის უდიდესი თანადგომა და მხარდაჭერა რომ არა - დღესაც რუსულ-აზიურ შუა საუკუნეების იმპერიაში ვიქნებოდით და - სახელმწიფო და ეროვნული ნაკრებების არსებობა ნებისმიერ სპორტის სახეობაში კი არა ( ვის გაუგია ჩერქეზეთის ნაკრები, ან დაღესტანის ეროვნული ნაკრები, ან ყაბარდოს ეროვნული ნაკრები, თათრეთის ეროვნული ნაკრები) ... დასავლეთში გასვლა-ც კი, თუნდაც როგორც ტურისტი- ოცნება იქნებოდა მრავალთათვის (!)- ცოტა მეტი გონიერება - ჯანსაღი მენტალიტეტი რომ ქონდეს დღევანდელ პოსტ-რუსულ-საბჭოთა ქართველობას , ანუ ა რ- ვერ შ ე ჭ მ უ ლ ი ჯერ კიდევ ნკვდ-ს მიერ დამუშავებულ - განმტკიცებულ -კრიმინალურ - ქურდულ იდეოლოგიით- მენტალიტეტით და მით პოლიტიკური რხევები - შიდა დაპირისპირებები - დღეს პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთის... დონეზე ვიქნებოდით ყ ვ ე ლ ა სფეროს და ყველა მიმართულებით და ყ ვ ე ლ ა ზ ე წარმატებული - პროგრესირებადი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში!
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
4 ჩემპიონითა და ყველაზე ახალგაზრდა ქართველით - რაგბის მსოფლიო თასი იწყება
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
დიდი 10. XIV ტური: "არმიამ" რევანში აიღო
[რაგბი. ლეგიონი] ასეიშვილის სიმბოლური, მჭედლიძის ჩხუბი [VIDEO]
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
თარჯიმანი აღარ სჭირდება - lamontagne.fr-მა ვასილ ლობჟანიძეს წერილი მიუძღვნა
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
მიხეილ გაჩეჩილაძე "ენისეის" წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა
დავით ზირაქაშვილი და კარლენ ასეიშვილი TOP14-ის სიმბოლურში დასახელდნენ
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
რაგბი. ლეგიონი: ქართველთა ხუთი გუნდი ჩემპიონობას უმიზნებს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
ქართველები ევროთასების ფინალში
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
2 დებიუტანტით - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ბელგიასთან მატჩისთვის ცნობილია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
World Rugby-მ დღესასწაულ Halloween-თან დაკავშირებით ქართველი მორაგბეების ვიდეო გააზიარა [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
აბჟანდაძის 10 ქულა და 3 ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე
"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
U20. საფრანგეთი VS საქართველო - მზადყოფნა ისტორიის დასაწერად
კიდევ ორი ქართველი "ბარბაროსი" - გიგაშვილი და ნინიაშვილი
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
რაგბი. ლეგიონი: ქართველების ოთხი ლელო საფრანგეთში [VIDEO]
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
გიორგი მელიქიძემ ტოპ 14-ში ლელო დადო [VIDEO]
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
სამი "უმცროსი ბორჯღალოსანი" Rugbypass-ის რჩეულებში მოხვდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
რაგბი ევროპა - სუპერთასი დაიწყო, მესხმა ბონუსისთვის გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე კონტინენტის ფარის გამარჯვებულები გახდნენ