ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!

რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!

ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა კრის ჰიუიტმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტად ბილ ბომონტის მეორე ვადით არჩევის შედეგად შექმნილ ვითარებასა და "ბორჯღალოსნების" მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ფაქტობრივად განაცხადა, რომ სარაგბო აპარტეიდი არსებობს.

რატომ ფლობს ბომონტი გვირგვინს, მაგრამ არ გააჩნია ძალაუფლება

ფორმალურად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ძალაუფლების მფლობელია, მაგრამ შეუძლია კი მისი სრულფასოვად გამოყენება? არჩევნების წინ ბომონტს საზოგადოებისთვის დეტალურად მოუწია იმის ახსნა, თუ რა გააკეთა პრეზიდენტობის პირველ ოთხწლეულში. ეს კი ძალიან ბუნდოვნად გააკეთა.

"ექვსი ერის თასი საკუთარ თავს ეკუთვნის", - განაცხადა ბომონტმა ადრე და ირიბად აღიარა, რომ მიუხედავად მსოფლიო რაგბის წევრების უმეტესობის სურვილისა, ამ ტურნირის ერთი თვით წინ გადაწევის უნარი არ გააჩნდა. რატომ არ უნდა მოხდეს გლობალურ ტურნირზე გადაადგილებები და რატომ არ უნდა დააწინაურონ ისეთი პერსპექტიული გუნდი, როგორიც საქართველოს ნაკრებია?

მას შემდეგ, რაც ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიჰანი იყო, არაფერიც არ შეიცვალა. მახსოვს, მან მითხრა: "ეს კლასიკური რაგბის ყოველწლიური ყველაზე დიდი ტურნირია, ყველაზე მომგებიანია ტელეტრანსლაციებისა და ბილეთების რეალიზაციის მხრივ. რატომ უნდა შევცვალოთ რამე?

ევროპის ყველა ძლიერი ნაკრებიც ჩვენთანაა. ახალი მონაწილის შემოყვანის ერთადერთი საშუალება გაფართოებაა. ამასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია რომელიმე მონაწილის გაშვება. ახალი გუნდის დამატება მატჩების რაოდენობისა და დატვირთვების გაზრდას ნიშნავს. თავადაც გესმით, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. რატომ უნდა ავიტკიოთ თავი საქართველოს, რუმინეთის ან კიდევ ვინმეს დამატების გამო?"

ეს კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო რაგბის ფუნქციონერები სულაც არ გახლავან ყოვლისშემძლენი, რადგან ტურნირი მათ არ ეკუთვნით. ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა. მთავარი სარაგბო ორგანიზაცია ეროვნული კავშირებისგან შედგება, ხოლო ყველაზე ძლიერი ექვსი ერის ბლოკია. 51 ხმიდან 18 მას ეკუთვნის.

ექვსი ერის წარმომადგენლებს მსოფლიოს რაგბიში დირექტორების ცხრიდან ხუთი მაღალი პოსტი უკავიათ. ბილ სუინი (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი), გარეთ დევისი (უელსის რაგბის კავშირის თავმჯდომარე), ჯონ ჯეფრი (შოტლანდიის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანი), ანტონიო საკა (იტალიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი) და ბერნარ ლაპორტი (საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ბომონტის მარჯვენა ხელი).

ვარაუდობენ, რომ ოთხ წელიწადში ბომონტს ლაპორტი შეცვლის.

ერთად ისინი მრისხანე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. თუ კოლექტივი გადაწყვეტს, რომ მათ ნაკრებთა ინტერესებში თავიანთ ჩაკეტილ კლუბში დარჩენაა, ასეც მოხდება. მრავალპოლუსიანობა რაგბის მართვაში პოპულარული არ არის. ეს სისტემა ყოველთვის მუშაობდა, მაგრამ კორონავირუსის პირობებში ჩინოვნიკებს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და იმაზე ფიქრი მოუწიათ, თუ როგორ მოექცნენ მეორე ეშელონის ქვეყნებს. აქ ძველმა მეთოდებმა ვერ ივარგა.

მართლაც, საერთო-სახალხო თამაში ფეხბურთი დემოკრატიის შუქურაა, რასაც რაგბიზე ვერ ვიტყვით. ფიფას, რა თქმა უნდა, კორუფციასთან დაკავშირებით უსიამოვნო მომენტები ჰქონდა, მაგრამ ამ ორგანიზაციაში წესი მოქმედებს: ერთი ფედერაცია - ერთი ხმა. რაგბი ამისგან შორსაა.

მოდით, ღარიბი ნათესავებიდან, წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ტონგა ავიღოთ, რომელსაც კარგა ხანი არაკეთილსინდისიერად ექცეოდნენ. 2017 წლის მსოფლიოს თასზე მათ ძალიან შეაშინეს მომავალი ჩემპიონი სამხრეთი აფრიკა, ოთხი წლის შემდეგ ფინალისტ საფრანგეთს სძლიეს, ხოლო იგივე კინაღამ იაპონიაში გაიმეორეს. ამ ტონგას ჯერაც არა აქვს საარჩევნო ხმა, სამაგიეროდ, ეს ხმა აშშ-სა და კანადას გააჩნიათ. აშშ-მა მსოფლიოს სამ თასზე 25 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, კანადამ კი 2003 წლიდან მოყოლებული - 1.

მსოფლიო რაგბის მმართველებს უყვართ თანასწორუფლებიანობაზე ლაპარაკი, თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ყველაფერი იქვე მთავრდება.

ბომონტზე უკეთ არავინ იცის, რაგბისთვის ამ მძიმე დროში რაოდენ მნიშვნელოვანია მოლოდინითა და დაპირებებით მართვა. ეს ბრძნული მიდგომაა, მაგრამ ალბათ, საოცრად დამამწუხრებელიცაა. პრეზიდენტი გვირგვინოსანია, თუმცა სამეფო რეგალიები სხვებს ეკუთვნით.

• komentari

აქ ამასწინათ ვირაცამ დაწერა პრინციპული უარი ვთქვათ რუსეთთან თამაშზეო.. რატომ მარტო რუსეთთან? ემოციების გარეშე რომ დავფიქრდეთ: სიტუაციაა ისეთი რომ მსოფლიო რაგბის ფედერაცია არც არაფერს წყვეტს და არც არაფერში გვარგია. წელიწადში 1 ამხანაგურს თუ გვაღირსებენ ხოლმე. ასევე ვხედავთ, რომ დიდი გუნდები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისე გამოდის, რომ ჩვენ ვჭირდებით, რათა ესპანეთმა, რუსეთმა და სხვებმა დონე აიმაღლონ და ჩვენ კი საშუალებას არ გვაძლევენ და უმოტივაციოდ გვტოვებენ ფაქტიურად. აქედან გამომდინარე საინტერესო იქნებოდა ჩვენი ნაკრების პროტესტი ევროპის ერთა თასის მიმართ. ვიცით რომ ახლაგაზრდულ ევროპულში არც ერთი სერიოზული ნაკერები მონაწილეობას აღარ იღებს ამის გამო მათ არავინ სჯის. ვთქვათ უარი ევროპის ერთა თასზე, რომელსაც პრესტიჟიც აღარ აქვს და არც გამოცდილება და მთელი ძალები და ფინანსები მივმართოთ რომელიმე პრანჩაიისზე. ეს ჩვენც წაგვადგებოდა წინსვლაში და მსოფლიო რაგბის ბობოლებსაც დააფიქრებდათ, მითუმეტეს თუ რუმინეთსაც გავიყოლებთ თან. მესმის ზოგი იტყვის. ეპანეთს და რუმინეთს ძლივს ვუგებთო, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა რადგან უმოტივაციო ნაკრებით მაშინ ვუგებთ როცა გავისწორდება და დროა ცოტა თავმოყვარეობა ვიქონიოთ უკვე იმ სიტუაციაში როცა ყველა სხვა ნაკრები მარტო თავის თავზე ფიქრობს და არა საერთო რაგბიზე.

• გიო

ხანდახან როგორ მიკვირს ამდენი ექსპერტის და პროფესიონალის ხელში მთლად საამაყო ცხოვრება რომ არ გვაქვს. რას მიაცმოაცვავთ გამაგებინეთ რა. მეხსიერება დაძაბეთ და გაიხსენეთ რომ ბიძინამ თქვა რომ ეს ტურნირი 10 მილიონამდე შემოსავალს აძლევს თვითოეული ქვეყნიდან და მზად ვარ გადავიხადოვო ყოველწლიურად, მაგრამ ყურადაც არ იგდეს. რა ევროპა რა რუსეთი სად ბანაობთ ვაბშე? ხალხი ზის და 30 წელია ერთიდაიგივე გზით დადის და ერთიდაიგივეს ჭამს. ეხლა შენ მიდიხარ ეუბნევი ახალი დელიკატესია უმაგრესი მაგრამ შეიძლება მოგწამლოსო, არ გარისკავს და არ გასინჯავს. ჩამოყრანჩალებული უწიგნური ხალხია სათავეში და საერთოდაც არ ანაღვლებთ ამ სპორტის პოპულარიზაცია რით ვერ მიხვდით. თუ გვინდა რომ განვითარდეს ჩვენი რაგბი, მეტი ტესტ მატჩი უნდა გვქონდეს ტიერ 1 გუნდებთან. აი ამაზე უნდა იმუშაოს გასიებულმა სვანიძემ (მაგათნაირია ზუსტად). ჩამოგვიყვანს რუსეთს სავარჯიშოდ მივაჩმორებთ გავუშვებთ და ამით კმაყოფილდება. არც ერთი ადგილი აქვს და არც ჭკუა ამ კორუმპირებულ სვანიძეს რომ ეს საქმეები განავითაროს. კაცი გვეუბნევა თუ მე ამირჩევთ ისევ მაშინ მოვიყვანს კარგ ტრენერსო, შანტაჟისტი გაიძვერა. მეტი ტესტ თამაშები საკლუბო და სანაკრებო დონეზე (წელიწადში მინიმუმ 3-3) პლიუს ოკეანეთის ტურნეები და საერთოდ არ გვინდა ეგ 6 ერის ფორმატი. მორჩა და დამთავრდა.

გია ნიჟარაძემ ზუსტად ის უთხრა ბომონტს, რაც ეკუთვნოდა - ჩვენი განვითარებისთვის ამხელა შრომა გასწიეთ და თქვენივე ხელით რატომ ყრით წყალშიო? ეს არის სუფთა პუტინის რუსეთი, ინტერესი ფულია და მეტი არაფერი. სწორედ ამ კაცის დამსახურებაა, რომ ევროპა ასი თავით ჩამორჩება სამხრეთ ნახევარსფეროელებს და ეს სტაგნაცია კიდევ 4 წელს გაგრძელდება.თავის ატკიება არ უნდა და საკუთარი პირით ამბობს. ასეთები არიან ინგლისელები - სულ ჩირგვში სხედან და ბოლოს გამოყოფენ ფეხს. ყველაფერი რომ მორჩება, მერე გამოდიან სიტყვაში.ასე, რომ ბოლო ბომონტი ასე იქნება კარჩაკეტილი და თავის ზომბ ბრიტანელებთან ერთად დაითვლის ფულს - სულ ეს არის მისი მოღვაწეობა

• aburjga

რუსეთუმეები არა ის არ გინდა კიდევ?! შენ თითონ რას აღიზიანებ აქ გულშემატკივარ ხალხს?! 6 ერის კომერციული ტურნირი ძალიან ჰგავს რასობრივ სეგრეგაციას!

• aburjga

ჩვენ არ ვიცით რა ღირს ბილეთები. მე მაინტერესებს და თუ იცით დაწერეთ?!

• იდალგო

იბერუს, მიამიტურ-კავკაზურ, აეროტიპიკუს https://www.youtube.com/watch?v=9jR-rgNIgB4

• დავით 67

საქართველოში რომ ჩატარდეს გამოკითხვა, რაგბი თუ ფეხბურთი. ნეტა რამდენი რამდენზე გადანაწილდება პროცენტი. მხედველობაში მაქვს ვის რომელი სახეობა მოსწონს. რაგბი თუ ფეხბურთი?

• vaxo_5

ექვსთა ლიგის ბოლოადგილოსანმა უნდა ეთამაშოს ევროპალიგის გამარჯვებულს პლეი- ოფში

• rasa

ფეხბურთს რაგბის ანაცვლებენ იმიტომ რომ რაგბი ნიშური სპორტია, რომელსაც 100დან 1 უყურებს. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების დროს კი ფეხბურთს უყჰურებს 100დან 99. ესაა სხვაობა. თორემ ბადროს ტყორცნაში გინდა გყოლია ჩემპიონი, გინდ - არა. ეს დიდად არ გასახელებს.

• rasa

ტრადიციული ბრიტანელი რაგბის ქომაგი ალბათ ამ ჟურნალისტს 'ლიბერასტს' და 'ტოლერასტს' ეძახის, რახან ქართველების ან რუმინელების შემოერთება უნდა ექსკლუზიურ წრეში

• !!!!!_ს

ეს არის პროპაგანდა რასაც შენ ამბობ, ერთმანეთთან რა კავშირი აქვს ევროკავშირს, ევროსაბჭოს და 6 ერს იქნება ეს აგეხსნა? და რატომ გონია რომ სუსტი ჩემპიონატი შუაში არ არის, აბა როგორ უნდა განვითარდეს რაგბი, 6 ერის წარმომადგენლებთან მუდმივი მარცხით, ხომ არა? იგივე ყველაზე სუსტი იტალია საქართველოსთან მიმართებაში ერთი თავით მაღლა დგას თუ რეალობას თვალებს გავუსწორებთ.

• Vasili

რა შუაშია აქ დემოკრატია და დასავლური ღირებულებები ხალხო? თქვენ რაგბიზე არ ლაპარაკოობთ?! მეც მინდა ჩემი ქვეყანა ვნახო მაგ დონეზე, მაგრამ გეუბნებიან რო კომერციული ტურნირია და მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებზეა გათვლილიო , ბიზნესია, ბიზნესიოოო და ვერ გააგებინეს ამ ჟურნალისტებს და მაინც ხალხის აფორიაქებას ცდილობენ ამ თემით, / რატო არ წერთ ერთი რამდენი ფუნტი ღირს ერთი ცუდი ბილეთი? იმიტომ არ წერთ რო აზრზე არა ხართ! იცით რო მაგ ფასით სანახევროდაც ვერ გავავსებთ სტადიონს და მაგრად გავბანძდებით, და ეს იციან ამ 6 ერის წარმომადგენლებმაც, მარტო ჯოს-ჯოს ძახილი კიდე შორს ვერ წავალთ...

აქ ზოგიერთი ამართლებს (ამასთანავე ზრდილობის ჩარჩოებს ცდება) მსოფლიო რაგბის მიდგომებს და იმასაც ამბობს ჯერ ღირსი არ ვართო შიდა ჩემპიონატი არ გვივარგაო, მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ კლასის ასამაღლებლად ძლიერთან თამაშის საშუალება უნდა მიეცეს ნაკრებს (და ამ შემთხვევაში კლუბები არაფერ შუაშია), თუ არადა ვითამაშოთ მარადიულად ბელგია, პორტუგალია, ესპანეთთან... იქნებ ტონგას რომ ხმის უფლებას არ აძლევენ ეგეც დასავლური დემოკრატიის ნომუშია ან ყირიმის მოვლენების გამო რომ ჩამოართვეს და მერე ისევ აღუდგინეს ხმის მიცემის უფლება ფულის (საწევროს) სანაცვლოდ რუსეთს, ევროსაბჭოში ისე რომ არავითარი პრობლემა არ მოგვარებულა ეგეც ევროპული დემოკრატიის ნიმუშია?! აუცილებლად დასავლური ორიენტაცია უნდა იქონიოს საქართველომ, მაგრამ არა ბრმად და ბუნდოვნად !!! ყველგან ოკუპანტი რუსეთი და რუსეთუმეები ნუ გელანდებათ !!!

• Master

ამიტომაა სასაცილო ზუსტად,საქართველოში ფეხბურთს რომ რაგბს ანაცვალებენ.რამდენი ფეხბურთის სტადიონი გადააკეთეს რაგბისად.ვის რაში აინტერესებს რაგბი მსოფლიოში.ასეთი უსამართლო სისტემით თან.ფაქტიურად გასაქანი არ გაქვს,რაც უნდა კარგად ითამაშო,ესაა სპორტი?ფეხბურთს როგორ ადრით საერთოდ,რომელ საუკუნეში ხართ.

• SL

საინტერესო იქნება 1)არსებული მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი სხვა ყველა ფედერაციის მიერ (6 ერის გარდა). 2) დაარსდეს ალტერნატიული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ყველა ქვეყანა იქნება 6 ერის გარდა (იქიდან მხოლოდ 1ლ ნომერს ექნება უფლება იასპარეზოს). საინტერესო შედეგები ექნებოდა ამას. მესმის რო საღადაო თემაა, მაგრამ მართლა ამის ღირსები არიან.

• ddgfdf

არ გვინდა 6 ერი თავისით მოვა, ბევრი თამაში სამხრეთელებთან და შიდა ჩემპიონატი.

• gulshematkivari

xalxo msoflio chempionebic rom gavxdet 6 ershi aravin migvigebs. translaciebit imxela fuli shesdit ratom gagviyofen. tan chveni arc nakrebis arc chempionatis da ar imfrastruqturis done axlosac ver midis mattan. ise golikurad dzlier nakrebs shansi unda miscen magram ar awyobt radgan ragac drois shemdeg mattan xshiri tamashit sxvebic ganvitardebian da amxela upiratesoba aghar eqnebat. avigot fexburti yvelam iswavla tamashi da konkurenciac didia ragbisgan gansxvavebit

• ვახ

ეს რუსეთუმეები საიდან გამოხტებით ხოლმე, ყველგან და ყველაფერში რომ ევროპას უჩიჩხინებთ? (ახლა იტყვის არც რუსეთი მინდა და არც ევროპაო, ეგეც რუსული ნარატივია). რა სისულელეებს ამბობთ, კომერციული ტურნირია 6 ერი, უნდათ მიგიღებენ უნდათ არა, მაგათი ნებაა ძალით ვერ შევეტენებით. პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილური ქვეყანა ვართ და 6 ერის დონის ტურნირისთვის არ ვართ მომხიბვლელი ქვეყანა და მორჩა. დემოკრატია აქ არაფერ შუაშია, ორგანიზაციის პრეზიდენტი წყვეტს მანდ ვინ უნდა მიიღოს და ვინ არა და არა ევროკავშირი ან რაიმე ეგეთი ორგანო ! ეგ არის ზუსტად დემოკრატია რომ სახელმწიფო არ ერევა ბიზნესში !

• !!!!!_ს

რას მიედმოედები რა დემოკრატია რის დასავლური ღირებულებები, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ ასეთი ეროვნული ჩემპიონატით და ასეთი შედეგებით ჩვენ ექვს ერში არავინ მიგვიღებს!

აბა დასავლური ოჯახი, ღირებულებები, მიდგომები და დემოკრატია მაგარიაო?! წლებია უკვე ექვს ერში არ გვიღებენ კი არა არც განიხილავენ საერთოდ ამ საკითხს, მაგრამ ჩვენზე რომ აღარაფერი ითქვას, ტონგა რა დღეში ჰყავთ, საერთოდ ხმის უფლებას არ აძლევენ, აი ჭეშმარიტი მაგალითი დემოკრატიის!!!

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს

გლობალური საკითხები პარიზში - ფრანგებს 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობა სურთ

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები 2019 წლის მსოფლიოს თასზე ერთ კვირაში გაირკვევა

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

ბილ ბომონტი კიდევ 4 წელი "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი იქნება

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"