ერთხელ დიდ რუს მეკარეს, "ოქროს ბურთის" მფლობელ ლევ იაშინს ჰკითხეს, ყველაზე სახიფათო თავდამსხმელი ვინ არისო, რაზეც უპასუხა - "სიომა" ბარქაია, რადგან არაორდინალურია, თავად არ იცის, საით დაარტყამს ბურთსო. საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ლეფსაიამ metaratings-თან ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. თანაც, ისაუბრა საინტერესოდ, აზრიანად და ხვიჩაზე დაახლოებით იგივე თქვა, რაც იაშინმა ბარქაიაზე.

- მე მეგონა, შენ თავიდანვე იტყოდი ხვიჩაზე რამეს...

- ხვიჩა ხომ უკვე სიურპრიზი და გაკვირვება არ არის. გასულ სეზონში მან პანდემიის შემდგომ მონაკვეთში მოასწრო გულშემატკივრებისთვის თავისი არაორდინარული ტექნიკით, დრიბლინგითა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარით თავის შეყვარება. ყველამ იცის, რაც შეუძლია. აქ საქმე სხვა რამეშია. ჯერ არავინ იცის, როგორ შეაჩერონ. ხშირად მცველმა არ იცის, როგორ გაუმკლავდეს, რადგან თავად ხვიჩამაც არ იცის, შემდეგ ეპიზოდში რას მოიმოქმედებს. ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. თუ ამავე დონეზე ითამაშებს, "რუბინში" დიდხანს არ გაჩერდება. არ ვიცი, დარჩება თუ არა რუსეთში უფრო მდიდარ კლუბში თუ ევროპაში წავა. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობს.

მართლა, საქართველოს ნაკრებში უხმეს. მალე ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაზე ორი მატჩი აქვს. ოქტომბერში ბელარუსებს თბილისში უნდა შეხვდნენ, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ჩრდილოეთი მაკედონია და კოსოვო დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალს თბილისში ჩაატარებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს იმაზე, რათა მატჩები მაყურებლებთან ერთად გაიმართოს. ცხადია, სტადიონი პირთამდე გაივსება. ეს ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების მოსახვედრად დამატებითი დახმარება იქნება. ხვიჩა ყველა წამყვანი ევროპული კლუბების ობიექტივში იქნება. დარწმუნებული ვარ, მას უკვე უყურებენ, თუმცა არა იმ მოცულობითა და რაოდენობით.

- შესაძლოა, იცი, ვინ აკვირდება?

- შეიძლება ვიცი კიდეც, მაგრამ მას თავისი ხალხი ჰყავს, რომლებმაც თუ მოისურვეს, ამაზე ილაპარაკებენ.

- რა შემთხვევაში ეღირება 25 მილიონზე მეტი?

- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის და იქ წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, უფრო იაფად მას არავინ გაყიდის. დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას ტრანსფერში უკვე 15 მილიონზე ნაკლებს არ ითხოვენ.

ჰაჰა
ბარქაია იაშინს მუდამ "აშაყირებდა". ყველაზე ცნობილია, როცა იაშინი დეპუტატად "აირჩიეს", სიომამ გოლი გაუტანა და მიაძახა, ვინიმაი დეპუტატ-ო. ხოლო ამ გამოთქმას რაც შეეხება. იაშინს კითხეს, ბარქაიას ბურთებს რატო ვერ იგერიებო, ჰოდა იმანაც თავი იმართლა, თანაც "დასცინა", თვითონ არ იცის საით ურტყამსო. ასე რომ მანდ სატრაბახო არაფერია, უბრალოდ ორი დიდი ფეხბურთელის ურთიერთ-იუმორი.
mdaa
ვააააშააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
aburjga
გვყავს ჩვენ ერთი თავდამსხმელი რომელიც ახლა ყაზახეთში თამაშობს - ლობჯანიძე, მისი ფიზიკური მონაცემების კაცს ვერავინ გააჩერებს!!! როცა კვარაცხელია და დავითაშვილი მარცხნიდან და მარჯვნიდან გაწეწავენ დაცვას ლობჯანიძეს მიეცემა სივრცე და შავ დღეს დააყრის მეტოქეს! მეორე რომელიც მგონი თურქეთში თამაშობს ლობჟანიძე თავდამსხმელი არ არის, რას უწუნებთ?!
ჯ.ჩ.
იაშინს ბარქაიაზე არ უთქვამს და არც ამ კონტექსტში. მახსოვს ხელაძეზე თუ ხუნდაძეზე თუ სხვაზე თქვა. თვითონ არ იცის სად ურტყამს, ერთ მხარეს რომ უნდა დაარტყას მეორე მხარეს მიდისო და მე საიდან გავიგოო.კვარაცხელია კი ნაღდი ტალანტია .თუ ასე გააგრძელა ტოპ კლუბში მოხდება მალე.
ამაშია საქმე
დიდი გუნდები დიდ შედეგებს აღწევენ მაშინ, როცა დაბალანსირებულ შემადგენლობასთან ერთად გუნდში ჰყავთ მინიმუმ 2-3 სუპერსახიფათო და ტექნიკური ფეხბურთელი, თუ ერთს ჩაკეტავენ, მეორე იღებს თავისთავზე თამაშს, ან მესამე. ამიტომაც ვამტკიცებ, რომ ჩვენს გუნდს მაღალი შედეგებისთვის ბრძოლა შეუძლია, ჩაკვეს ჩაკეტავენ? კვარა აიღებს თამაშს, ან ოქრი იფრენს, ყაზაიშვილი არ დაგვავიწყდეს, საყრდენებიც კარგები გვყავს, დაცვაც ყალიბდება საკმაოდ კარგად, მეკარეებიც გვყავს, ფორვარდი არა გვყავს, მაგრამ საფრანგეთსაც არ ჰყავდა 98-ში, მაგრამ მუნდიალი მოიგო. ეს ხუმრობით, მაგრამ ყველა ხუმრობაშიაო სიმართლის ნატამალიო, ეგეც ხომ არის!
სოსო
იაშინის ეგ გამონათქვამი,მე თენგიზ მელაშვილზე გამიგია.უძლიერესი დარტყმა ჰქონდა და სად წავიდოდა,თვითონაც არ იცოდაო
ნიკა
კი, მართალია, იაშინი ძალიან აფასებდა ბარქაიას არაორდინალური გადაწყვეტილებების გამო, რადგან არავინ იცოდა, რას გააკეთებდა. მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო. მეც ვიცი, რომ ზუსტად ასე თქვა.
ჯვაროსანი
ეს ბიჭი ჩვენი იმედია და იმედია,გულმოდგინებით მოეკიდება თავის ნიჭს. ჩაკვეტაძემაც თუ ფორმა აკრიფა,მაშინ სამი კაცი გვეყოლება,რომელიც ნებისმიერ მცველს პრობლემას შეუქმნიან. ამას დაუმატოთ ჯაბას შრომა და აგრესიულობა,საქართველოს ნაკრები მალე შესარჩევიდან გავა დიდ ტურნირზე. ეს და ზურიკო საოცრებებს აკეთებენ რუსეთის ლიგაში. არ არის სუსტი ლიგა და ტოპ 10 ჩემპიონატში შედის. პროგრესი გაგრძელონ ამ ბიჭებმა და დიდ გუნდში ითამაშებენ. ჩაკვემ ფორმა უნდა აკრიფოს სასწრაფოდ და დაგვიბრუნდეს უფრო ძლიერი ტრანვიდან. ეს სამი დაუმტკიცებს მსოფლიოს რო ყიფიანები,მესხები შემთხვევითი არ ყოფილან და საქართველო დიდი ფეხბურთელების დაბადების ადგილია. წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველ ფეხბურთელს!
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
ლეფსაია: ხვიჩას რომ ეთამაშა, საქართველო მაკედონიას უეჭველი დაამარცხებდა - მაშინ მეტი სერიოზული შეთავაზება ექნებოდა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
კვარაცხელიათი ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"სიმბოლურია, რომ ოქრიაშვილმა ლუჩესკუს გუნდს გაუტანა, რომელმაც მასზე "შახტარში" უარი თქვა"
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
“კოდორის ხეობაში გაყინული გვამები გვხვდებოდა, ღია ცის ქვეშ ვათევდით ღამეებს… ბაბუა აფხაზეთში დარჩა და იმავე, 1993 წელს დახვრიტეს” - თემურ ლეფსაიას ინტერვიუ
თემურ ლეფსაია:
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
ანანიძის აგენტი: ჯანო დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააფორმებს