ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა UG Art პოდკასტში სტუმრობისას საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები დიდ რეგრესს განიცდის.

"ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ევრო 2024-ზე თითქოს საქართველო საფეხბურთო რუკაზე გამოჩნდა, ევროპულ საფეხბურთო რუკაზე მაინც, მაგრამ მას შემდეგ ჩვენი თამაში წარუმატებელია.

მოდის სექტემბრის ოფიციალური თამაშები და მე პირადად გუნდს ვერ ვხედავ. რა არის გუნდი? გულშემატკივარი თუ საფეხბურთო სპეციალისტი ღამე რომ გააღვიძონ, სასტარტო შემადგენლობის 9 ფეხბურთელი უნდა თქვას. საქართველოს ნაკრები იმ მომენტამდე დაბრუნდა, სადაც 3-4 წლის წინ იყო.

ერთადერთი მაგარი ფეხბურთელი, ვისაც დღეს ვხედავთ, ხვიჩა კვარაცხელიაა, მაგრამ ერთი ფეხბურთელით ვერაფერს იზამ. მის გარდა კიდევ 2-3 ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ეს გუნდს არ შველის. მინიმუმ 8 ძლიერი ფეხბურთელია საჭირო და შეიძლება 3 საშუალო დონის ფეხბურთელი "აიტანოს". ეგრეა, წესი ეგრეა.

ჩვენი დროის თბილისის "დინამო" რომ ავიღოთ, 9 ფეხბურთელი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა თავისი ოსტატობით და ყველაფრით. იმ გუნდში 2-3 კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ შედარებით ნაკლები დონის. გუნდი ამას "იტანდა" და დანარჩენი ფეხბურთელები "ქაჩავდნენ" ამ სამ ფეხბურთელს", - განაცხადა გუცაევმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სექტემბერში ერთა ლიგის B დივიზიონში, ჩრდილოეთ ირლანდიას (25 სექტემბერი) და უკრაინას (28 სექტემბერი) დაუპირისპირდება.

ვახტანგ,სიგუა თამაშობდა,მაგრამ სანაკრებო თამაშების დროს ჰქონდა ტრავმები.მას იძახებენ ნაკრებში,როცა ჯანმრთელადაა.ასე რომ მასზე სასაყვედურო არაფერი აქვს,სანიოლს.ბართიშვილს ახალგაზრდულ ნაკრებში ჰქონდა ოფიციალური თამაში და კიტეს პოზიციაზე,რომც ათამაშო,ხომ ცხადია,რომ კიტეს ტოლობას ვერ გასწევს?ერთი ბიჭების წინააღმდეგ თამაში და მეორე პირველი ნაკრების დონე და ფიზიკური დატვირთვა.ცოტა დრო კიდევ უნდა,კიდევ უნდა გაიზარდოს.ხარებაშვილი იყო ბართიშვილთან ერთად ფეხბურთელი,რომელზეც მთლიანად იყო აშენებული,ჩვენი ნაკრების შეტევის ორგანიზაცია.მას აჰქონდა ბურთი ბართიშვილამდე,და მერე,შეტევაშიც მიჰყვებოდა,მაგრამ მაგ თამაშში სამი გოლო გავუშვით და ორჯერ ბოლო კაცი,ვინც გოლის ავტორს შეხვდა,სწორედ საბა იყო.დარტყმის მომენტში როგორღაც ხელი უნდა შეეშელა და სხვა ალბათ დარტყმის მომენტში,ფეხებში ჩაუვარდებდა და დარტყმას დაბლოკავდა,მან კი ორივეჯერ პასიურად გაატარა დარტყმა და გოლი მივიღეთ,მესამე გოლი კი,ცენტრში მის მიერ დაკარგულ ბურთს მოხვდა.პასის მიცემის დროს,ფეხი გაუსრიალდა და უბედური შემთვევა უფრო იყო,მაგრამ ეს მაინც მისი შეცდომა იყო.აზაროვიც შეტევაშია კარგი და დაცვაში სუსტი,მაგრამ სამი გოლის მიზეზი არ გამხდარა.საბა ნამდვილი ტალანტია და აუცილებლად ითამაშებს ნაკრებში,მაგრამ სამაკრებოდ ჯერ პატარაა და გაზრდას უნდა დაველოდოთ.ძალიან ბევრი რამე აქვს სასწავლი.დროზე ადრე დაყენებამ,შესაძლოა ისეთი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენოთ,რომლისგანაც მთელი კარიერა ვერ გამოვლენ.მარადონა,უკვე არგენბტინის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი იყო,1978 წელს,მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც არ წაიყვანეს არგენტინელებმა.ფსიქოლოგიურად ჯერ მზად არ არის და შესაძლოა გატყდესო.ასეთი რამეები,მწვრთნელების გადასაწყვეტია,რადგან ყველა ნიუანსი,მათ იციან.

• ვახტანგი

სიგუამ 17 თამაში ჩაატარა 2025/2026 წლის სეზონში და 20 წლის ბიჭისთვის ცოტა არაა. ბართიშვილი კი უფრო კიტეიშვილის პოზიციაზე ანუ 10-იანად თამაშობს ანუ შემტევ ნახევარმცვრლად, ვინგერობაც შეუძლია ორივე ფლანგზე. და კიდევ მარცხენა ფლანგზე დაცვაში ხარებაშვილმა ითამაშოს ჯობია, აზაროვი ფიზიკურად ძალიან სუსტია. ფაქტია, რომ სანიოლი ოქროს თაობის პოტენციალს სრულად ვერ იყენებს და ქვილითაიას გამოძახება კრიტიკას ვერ უძლებს, მაგარი მარაზმია!

• ამატაკი

ბატონი ვოვა გუცაევი ერთერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირში და მას ღირსეული ადგილი უჭირავს საბჭოთა, მათ შორის ქართულ ფეხბურთში. მიუხედავად ამისა აბსოლუტურად მიუღებელია მისი პოზიცია ჩვენი ნაკრების პოტენციალის შესახებ. ბატონი ვოვა და ძველი დიდი თაობის რამდენიმე სხვა წარმომადგენელი, სამწუხაროდ ზოგჯერ ერთგვარი მეხამრიდის ფუნქციას კისრულობენ. აქვთ მცდელობა ნამდვილ პრობლემას აარიდონ ისრები და მიმართონ ფეხბურთელებისაკენ, თითქოსდა უვარგისი თაობა გვყავს(თქვენი ნათქვამი შეულამაზებლად ასე ჟღერს). არადა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო თაობა გვეღირსა. ჯერ ერთი ამბობს ერთადერთი მაგარი ფეხბურთელი გვაყვსო(თითქოს ყველა ნაკრები დახუნძლული იყოს კვარასნაირი ბიჭებით) , ამაზე მოგახსენებთ რომ მაგარი კი არადა არათუ საქართველოს, მთელი საბჭოთა ფეხბურთის, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მთელი ისტორიის მანძილზე არ არსებულა ხვიჩაზე ძლიერი ფეხბურთელი. რა კომპონენტითაც გნებათ იმით რომ შეაფასოთ: მიღწევებით, მატჩებზე ზემოქმედებით, ტექნიკით,მაყურებლის აღთქმით ...ფასით ბოლოსდაბოლოს, ერთი სიტყვით რითაც გნებავთ(ოქროს ბურთიღაა დარჩენილი, მაგრამ მფლობელებს სხვა მიღწევებით სჯობნის). მეორე ის, რომ სად ვერ ხედავთ ფეხბურთელებს... კვერნაძე, გულიაშვილი, ბართიშვილი, აზაროვი, სიგუა, იეგოიანი, პარკაძე, დაჩი ლორთქიფანიძე,ნარიმანიძე,ლომინაძე, კვარაცხელია უმცროსი, გოჩოლეიშვილი,არაბიძე - ე.ი. ამ ბიჭებს არაფერი აქვთ მეტი სათქმელი და თქვენი აზრით მათთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია?! არა ბატონო, ვერ დაგეთანხმებით - ამ ბიჭებს და მათთან ერთად კიდევ მრავალს იმის მეათედიც არ უჩვენებიათ რისი პოტენციალიც გააჩნიათ. ზოგიერთს წესიერად შანსიც არ მიცემია ნაკრებში. აფრიკა, აზიას თავი რომ დავანებოთ ევროპიდან არ გასულან ჩვენ ნაკრებზე სუსტი შემადგენლობით? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბოსნიამ, რომელსაც თითქმის ჩვენი ნახევარი ფასი აქვს, იტალია დატოვა მუნდიალს გარეთ. ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია სწორედ ის პოზიცია, თითქოს საქართველოს არ ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და რას გულისხმობთ საერთოდ ამ დონეში? აი კოსტა-რიკას თავის დროზე ჰყავდა "დონის" ფეხბურთელები, ან კოტდიუვარს და სენეგალს?. თავიდან რამდენ მათგანს იცნობდით? ან ვის იცნობდით იმ პირველი ხორვატიისგან, მსოფლიოს ნახევარფინალი რომ ითამაშა? იქნებ სწორედ მერე დაიწყო მათი აღზევება? მე გეტყვით , ვის და თითქმის არცერთი ხორვატი არ იყო "დონის" ან "მაგარი" როგორც თქვენ ამბობთ.მაგრამ მათ ჰყავდათ სწორედ რომ "დონის" ტრენერი, რომელიც ყოველ ჯერზე წაგებისას მათზე კი არ იხოცავდა ხელებს, შეძლო და პირველ რიგში მიაღწია ფეხბურთელთა თავდაჯერებას. მათ ირწმუნეს თავისი შესაძლებლობების და მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოაჩინეს მათ გენებში არსებული საფეხბურთო ინტელექტი. რაც მჯერა რომ არ აკლიათ ჩვენ ბიჭებსაც. ზემოთ შეგნებულად დავწერე ახალგაზრდები, მჯერა რომ ნაკრები ყველა საფეხბურთო ასაკის ბიჭების სიმბიოზს უნდა წარმოადგენდეს, ამასთანავე უნდა ითამაშონ ის ფეხბურთი რაც სისხლ-ხორცში აქვთ გამჯდარი, რათქმაუნდა თანამედროვე სისტემებით გამყარებული.ამ დროისათვის პირიქით არის სიტუაცია: ჩვენი ზომის და შესაძლებლობების ქვეყნისათვის ძალიან კარგი თაობა გვყავს, თავისი გენიალური კაპიტნით, ბოლოსდაბოლოს ტრანსფერმარკეტის ფასიც ადასტურებს ამას- 260 მლნ. ვუსწრებთი ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ალჟირი,მექსიკა, აუსტრია,ჩეხეთი, რუსეთი, პოლონეთი, ნიგერია, შოტლანდია, კამერუნი, სერბეთი,ეგვიპტე, უნგრეთი,პარაგვაი, კანადა, განა და სხვა მრავალი. საინტერესოა ისე თქვენი აზრი, რა შემადგენლობას ელოდებით რომ ტრენერს შედგეი მოვთხოვოთ? არ თქვათ ეხლა რამოდენიმე კვარა უნდა გვყავდესო, ძალიან, ძალიან დიდხანს მოუწევთ ლოდინი, ასე იმიტომ ვწერ რომ თქვენ, ბატონო ვოვა და მე ამას ვერ მოვესწრებით, ობიექტური მიზეზებისდა გამო.

• პაატა

ჯერ კობიაშვილი მოაცილეთ................

ვახტანგ,ბართიშვილი თავის ასაკობრივშია ძლიერი,მის ნაკრებსაც თამაში ჰქონდა და იმდენი იმუშავა,კინაღა თურკმელები დასცვივდა,მაგრამ მარტომ,მაინც ვერ უშველა ნაკრებს.თანაც ისიც მარცხენა ფლანგის შემტევია და კვარაცხელიას პოზიციაზე,მასზე უფროსი კარგი ბიჭებიც გვყვანან,რომ ვერ თამაშობენ.რაც შეეხება სიგუას,ის თავის გუნდშიც ვერ თამაშობს,სისტემატურად.ტრავმები ძალიან მოუმრავლდა და ჯანმრთლადაც რომ იყოს ძირითად სამეულს,ჯერ საგრძნობლად ჩამორჩება.ქოჩორაშვილს რამდენიმე წელი აწუხებდა ტრავმები,მაგრამ როგორც იქნა მოირჩინა და ერთ წელიწადში ისეთი ფორმა აკრიფა,რომ ევროპის ჩემპიონატზე პერსონალურად მისმა მაგარმა თამაშმა გაგვიყვანა.კიტე,ქოჩორა ჩაკვე,ის სამეულია,რომლებიც ფორმაში მყოფები,ჩვენი ნაკრების თამაშს,საიმედოს ქმნის.ერთი მათგანის გამოკლებაც კი,ან ფორმაში არ ყოფნა,ძალიან ეტყობა ნაკრების ძალას.დღემდე,ამ სამეულიდან არც ერთის სრულფასოვანი შემცვლელი არ გვყავს.მოდიან კარგი ბიჭები,მაგრამ ჯერ უკან არიან.აი თვითონ ისინი კი,ამ სეზონში სხვადასხვა მიზეზით ვერ ბრწყინავდნენ და შემოდგომისათვის ვნახოთ.საყრდენ ზონაში,კარგი ქოჩორაშვილის დონის სხვა საყრდენი,ერთი მაინც აუცილებლად გვჭირდება,რადგან ორი გაფრთხილების შემდეგ,თამაშის გამოტოვება,კატასტროფად გვექცევა ხოლმე.ასევეა ჩაკვეს და კიტეს შემთხვევაშიც.დაცვაზე აღარაფერია სალაპარაკო.ვხედავთ,რომ ახალი ხაზი ყალიბდება და სანამ შეიკვრება,შეცდომები აუცილებლად გვექნება.ერთია ემოციები,მეორე კი,დაწყნარებულზე შეფასება.ვოვა გუცაევს ფეხბურთში არაფერი ესწავლება და რაც თქვა,იმიტომ თქვა,რომ მიწაზე დაეშვითო.ჯერ მსოფლიოს ჩემპიონის დამატცხება ვისთხოვთ და როცა არაფერი გამოგვივა,მერე პასუხისმგებლობას მოვითხოვთ.თუ რეალურად შევაფასებთ,არც გადაჭარბებულ მოლოდინებს შევიქმნით და არც წარუმატებლობის შემთხვევაში დავიმარხავთ თავებს.გაგრძელდება მუშაობა უკეთესი ნაკრების შესაქმნელად.ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გააღწია და საკმაოდ კარგი შედეგიც მოიმკო,თუმცა დაიწყო თაობათა ცვლა და ეს პროცესი ყოველთვის მტკივნეულია.განსაკუთრებით ჩვენისთანა მცირე რესურსიანი ქვეყნისათვის.ჩვენისთანა ქვეყანას,სტაბილურად კარგი შედგები ვერ ექნება,რადგან არ გვყავს იმდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი,სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას რომ მოგვცემს.რა თქმა უნდა ყოველთვის უკეთესებისათვის უნდა ვიბრძოლოთ,მაგრამ გააზრებული გვქონდეს,სად ვართ და რამდენი შეგვიძლია.

• silovan dzgeria

კეთილისმსურველო რაიმე არ მოგეწონა , ან ტყუილი დაწერა ? ის სკოლა კი არა , საერთოდ ფიზიკური კულტურა აღარ არსებობს სკოლებში და სირბილს ვინ ჩივის , სიარულიც კი არ იცის ბევრმა მოზარდმა . დრეს , სპორტულ სექციაში მისული ბავშვისთვის ,უმეტეს შემთხვევაში მწვრთნელი ასწავლის ელემენტარულს . იმის ნაცვლად , რომ სპორტის ის სახეობა ასწავლოს . სასწრაფოდაა ფიზიკური კულტურა სკოლებში დასაბრუნებელი შესაბამისი სპეციალისტებით . დიდ სპორტსმენობას ვინ ჩივა , მოზარდის ჯანმრთელობისთვისაა ეს აუცილებელი .

• სვანსკი

ასეთი გუნდით კიდევ ერთხელ შეიძლება ყველგან გასვლა მაგრამ მწვრთნელია არაპროფესიონალი,გადახედეთ ფეხბურთს არ უყურებთ?როგორ ცვლიან მწვრთნელები ტაქტიკას, შენი ძმაკაცის ძმაკაცის შვილი თუ გინდა ნაკრებში ათამაშო ასე წინ ვერ წავალთ ვოვამ სხვა კი არაფერი თქვა. შევასწორებ ვოვას ნათქვამს გუნდმა აიტანოს,აიტანოს კი არა ათრიოს და რატომ უნდა ათრიოს?

• კეთილისმსურველი

კიდევ დაწერე რა რამე. მოკლედ კითხვით ვერ გაძღები. ის სოფლის სკოლა კიდევ არსებობს? მოგვიყევი რა ამბები მასზე ძალიან გაინტერესებს

ჩემი ყოფილი თანაკლასელი გოგო,რომელიც სპორტსკოლაში წაიყვანეს,საქართველოს რეკორდსმენი გახდა 800 და 1500 მეტრზე სირბილებში 1979 წელს.შედეგები 2.06,9 წუთი და 4.18,6 წუთი.ამის მერე,მისი რეკორდებიც გააუმჯობესეს,მაგრამ პარალელურად 2023 წელს საქართველოს ჩემპიონატის შედეგებიც ამოაგდო და 1500 მეტრზე,მისი შედეგი,ვაჟებში ჩემპიონის შედეგს,5 წამზე მეტით სჯობდა,800 მეტრზე კი,ქალების შედეგს,დაახლოებით 18 წამით!!!საქართველოში მძლეოსნობა აღარ გვაქვს,არადა სპორტის ყველა სახეობა,მძლეოსნობის სხვადასხვა დისციპლინების ბაზას ეფუძნება.მაშინდელ სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილზე ხტომებშიც გვავარჯიშებდნენ,სირბილში,ტყორცნებშიც,შტანგაც კი გვქონდა,სოფლის სკოლაში,საჭიდაო ლეიბები და ტანვარჯიშის იარაღები.მერე კი,ვინც განსაკუთრებულ ნიჭს გამოავლენდა,თბილისში მიჰყავდათ სპორტულ სკოლაში და იქ აგრძელებდნენ განვითარებას.მასწავლებლები განათლებას ფიზკულტურის ინსტიტუტში,მერე სპორტის აკადემიად რომ გადაკეთდა იღებდნენ და ბავშვების და ზოგადად ფიზიოლოგიასაც სწავლობდნენ.ეს მხოლოდ ჩემ სკოლაში კი არა,ზოგადად იყო და ამიტომ იყო,რომ ნიჭიერი ახალგაზრდა განვითარების საშუალებას იღებდა.მათ საბაზო უნარები,სპორტის ყველა სახეობისათვის უკვე ნასწავლი ჰქონდათ და დიდ სპორტში ადვილად იკვალავდნენ გზას.დღეს მძლეოსნობის ფედერაცია,ალბათ არსებობს და ვიღაცა ხელფასსაც იღებს,მაგრამ რას აკეთებენ?სპორტის აკადემია გაყიდეს გაანადგურეს და ხმაც არავის ამოუღია,სტადიონებზე სარბენი ბილიკები და მძლეოსნური სექტორი,დეკორაციადაა შემორჩენილი,რადგან აღარავინ ვარჯიშობს.ამიტომაცაა დღევანდელი ქართველი ფეხბურთელი,ძლივს რომ დაძუნძულებს მოედანზე და სწორი სირბილიც კი არ შეუძლია.კარგი ბიჭი იყავი და ფიზკულტურის გაკვეთილზე სპორტული ტანსაცმლით არ იქნებოდი,ყველას არ ჰქონდა საჭირო მონაცემები,მაგრამ ყველას ხვდებოდა მისთვის შესაფერისი დატვირთა და ჯანმრთელობას მაინც იკაჟებდა გაკვეთილზე.ეგ კი არა,დიდ შესვენებაზე,კაი ხნის განმავლობაში ბავშვებიც და მასწავლებლებიც კი,გამოვყავდით მოედანზე და ფიზკულტურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით,გამამხნევებელი ვარჟიშბის კომპლექსებს გვასრულებინებდნენ ყველას.დღევანდელ სკოლაში ჯერ მასწავლებელი აღარ არის სპორტის სპეციალისტი,მერე აღჭურვილობა აღარ არის სკოლაში და აღარც სკოლა ავალებს ბავშვებს,სპორტულ აქტიურობას.ტელეფონში ჩამჯდარი მოზარდისაგან ფიზიკურად ძლიერი დაჯანმრთელი ადამიანი როგორ გინდა გამოზარდო?დიდ სპორტზე აღარ არის საუბარი.დღეს ჩააბარებენ რაღაც კურსებს და გოგოცუნები სპორტის და ფიზიოლოგიის გაგებაშიც რომ არ არიან,სპორტის მასწავლებლებად გვევლინებიან.სკოლაში მამაკაცი აღარ მიდის და ეგ კიდევ ერთი უბედურებაა,თუმცა თუ ასეთი დამოკიდებულება დარჩა მასწავლებლის მიმართ,ყოველთვის ასე დარჩება და თუ კიდევ ვინმეა სკოლაში შერჩენილი,ის კაცებიც მალე აღარ იქნებიან.გამოზრდის სახელმწიფო სპორტის კვალიფიციურ მასწავლებლებს და მოამარაგებს სკოლებს ინვენტარით?-ახალგაზრდობაც ჯანმრთელი გამოვა და სპორტიც განვითარდება.არ გააკეთებს არაფერს და მივიღებთ სპორტსმენებს,რომლებიც ზრდასრულობის ასაკში შესვლის მომენტისათვის ,უკვე თითქმის ინვალიდები იქნებიან,მხოლოდ იმის გამო,რომ სწორად მოქმედების გაკეთება არიცის და ამით მთელ საყრდენ მამოძრავებელ სისტემას იზიანებს,ჯერ კიდევ სპეციალისტთან მიღწევამდე.საბჭოთა კავშირში,ბევრი ცუდი იყო,მაგრამ კარგიც ბევრი ჰქონდა და ყველაფერი ერთად რომ მოვიშორეთ,ამიტომ გაგვიჭირდა ასე ძალიან.სპორტი მასობრიობაზე დგას,ისწავლე საწყისები და სადაც უკეთესი ნიჭი აღმოგაჩნდება,იქ განაგრძე განვითარება.აქ გუჯა კახაძე ხშირად შემოდის ხოლმე და ის დამემოწმება,რომ ქართველი სპორტსმენების აბსოლიტური უმრავლესობა,არასწორი ტექნიკით დარბის და ამის გამო არა მხოლოდ საუკეთესო შედეგებს ვერ აღწევს,არამედ ორგანიზმსაც იზიანებს.სხვებზე მეტ ენერგიას ხარჯავს და სხვებზე მეტად იღლება,მაგრამ სხვებზე ნაკლების გაკეთება შეუძლია,სწორედ არასწორი მოძრაობების გამო.ამიტომ გვჭირდება,კვალიფიციური სპეციალისტები.თანაც ძალიან ბევრი!

• iponi

მე თუ მკითხავ სირცხვილია კვარაცხელია ამ ნაკრებში რომ თამაშობს. მთელი მსოფლიო იმას მისტირის მსოფლიოზე ვერ იქნებაო და ასეთი თამაშით ვერც ვერასდროს გავალთ ვერსად. ფეხბურთელებს ვინმემ უთხრას რო მიბაძონ ამ ბიჭის მონდომებას თავდადებას სიყვარულს მისი ქვეყნის. ფეხებ დასისხლიანებული და გაქაფული ოფლში უნდა გამოდიოდნენ ყველა სანაკრებო თამაშიდან ახალგაზრდები, ესენი კიდე დასეირნობენ მინდორზე. სამარცხვინო გუნდი გვყავს სამწუხაროდ!!!

• თემო მიროო

აქ ზოგიერთი პროპაგანდით გაბრუებული, სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნაზე რომ ღაღადებს, გაიხსენოს ერთი,თუ რა გზებით მოხვდა ჩვენი ნაკრები ევრო-24 - ზე - სწორეთად ევროპელი ჩინოვნიკების მიერ შემუშავებული პოლიტიკის წყალობით - ევროპის სუსტ ნაკრებებს შემოვლითი გზებით შეძლებოდათ ტურნირზე მოხვედრა, როგორც ჩანს მაშინ აქცენტი საქართველოზე გაკეთდა და ორჯერ ზედი-ზედ, ჩაგვინიშნეს ერთა ლიგის პლეიოფების ნახევარფინალი და ფინალი თბილისში, პირველ შემთხვევაში მაკედონიამ მოგვიგო და საგზური წაგვლიჯა, მეორედ დიდი ვაი ვაგლახით ექსტრა ტაიმების და პენალტების სერიის შემდეგ გავაღწიეთ.. დიახაც რომ, პოლიტიკის წყალობით მოვხვდით მაშინ გერმანიაში, თორემ იმ ევროპელ ჩინოვნიკებს, რომლების გინება ყველა ბრუნვაში, დღეს ჩვენში მოდაშია,არ გაუჭირდებოდათ ფინალის ჩანიშვნა საბერძნეთში და არა თბილისში...სწორედაც რომ პოლიტიკის გამოა მოკვეთილი რუსეთი, საერთაშორისო ფორუმებიდან, ირანის ნაკრებს კი მხოლოდ თამაშის პერიოდში აქვს უფლება აშშ-ს ტერიტორიაზე ყოფნისა, მსოფლიო თასზე და ა.შ....ასე რომ სპორტი პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, თუ არა და რატომ არის ასეთი ჩავარდნა იმ ევროს შემდეგ, ფეხბურთელები იგივე, მწრთნელი იგივე, ლიველპოლლის მეკაერე, მარგალიტი ჩაკვე, იქ საფრანგეთის ჭ კლასის საუკვეთესო ზურიკო და ავსტრიის ბუნდესლიგის საუკვეთესო კიტე და სხვები, პასუხი გუცაევმა გასცა კორექტურად - ყველა ეს ფეხბურთელები რეალურად მხოლოდ საშუალოსთან მიახლოვებული კლასის არიან და მაღალი კლასის კვარას ეფექტი სრულიად ნულდება, მიქაუტაძეც კი საშუალოზე დაბალი კლასის შემტევია,რაც თვალშისაცემია საშუალოზე მაღალი და მაღალი კლასის ნაკრებებთან თამაშისას - ბოლო შესარჩევში თურქებმა და ესპანელებმა გოლის გატანის კი არა ბურთი მიღების საშუალება არ მისცეს, ამიტომაცაა, რომ კვარაცხელიას მაღალი კლასი, ასეთების გვერდში არაფრის მომტანია და სრულიად უსარგებლო...სუსტ, ჩვენზე დაბალი დონის გუნდებთან თამაშებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა...

• inviz 9

100%-იანი მართალია ბატონი ვოვა. გუნდი არ არის. არის მოთამაშეების თავშეყრილი ნაკრები (ჯოგი), რომელმაც არ იცის თამაშის დროს გუნდურად როგორ იმოქმედოს, არანაირი წინასწარი მონახაზი, არანაირი დამუშავებული კომბინაცია. მაყურებელი ხვდება შემდეგ მომენტში რას იმოქმედებს ჩვენი მოთამაშე საით გააკეთებს გადაცემას, ისეთი დაბალი ტემპით თამაშობენ-და რა გასაკვირია რომ მოწინააღმდეგე მოედანზე უფრო ადრე მიხვდეს ჩვენიანის ჩანაფიქრს? მოკლედ ქუჩის ფეხბურთს თამაშობენ და თუ რამე გამოგვივიდა ისიც კვარას ან ჩაკვეს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეიძლება იშვიათად მოხდეს საქართველოს ნაკრებში რაშია მწვრთნელის როლი მგონი თვითონ ვილიმაც არ იცის, ტაქტიკოსი და სტრატეგი ეგ არ არის, შეცვლებს აგვიანებს და ვერ ხვდება ვინ დააყენოს შემადგენლობაში - მოკლედ ვერ მოვიშორეთ ეს კაცი მოურჩენელი გონორეასავით ჰოდა ვინც ხელს აფარებს კობიაშვილ-იაშვილ-მუჯირის ტრიო - კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობა აიღონ ერთა ლიგის წლევანდელ შედეგებზე და ჩავარდნის შემთხვევაში კვალში მიყვნენ ვილის. სამწუხაროდ მე-3 ან სულაც ბოლო მე-4 ადგილს ვერ ავცდებით ასეთი თამაშით ქვეყანაში რომელშიც პრემიერსაც კი იჭერენ და ციხეში სვამენ არ შეიძლება იყოს ისეთი უპასუხისმგებლობა და დაუსჯელობა, როგორც ფეხბურთის ფედერაციაშია-ციხით და თავისუფლების აღკვეთით თუ არა მაგრამ თანამდებობით ხომ მაინც უნდა აგონ პასუხი ფედერაციის ჩინოვნიკებმა, რომლებიც ბიუჯეტის ფულს ჭამენ? ყველა დონეზე 17 წლამდელები, 19 წლამდელები, ახალგაზრდული , ეროვნულზე უკვვე ვთქვი, კლუბები ყველგან ვაგებთ და შედეგი მაინც იგივეა-კობიაშვილი ქართული ფეხბურთის აღმსვლობას იბრალებს ... სადაა პატრონი? ბიძო, კალა გამოიღვიძეთ -თუ ისეა საქმე რომ უპატრონო ქვეყანაში ვილის აყეფებდენო???

• ვახტანგი

სიმართლეს ლაპარაკობს. ამხანაგურებში ქვილითაიას და ეგეთების დაკვირვებას, არ ჯობია ანდრია ბართიშვილი ათამაშო? 18 წლის იამალი თუ თამაშობს ბარსაში ვითომ 17 წლის ბართიშვილი რატომ ვერ ითამაშებს? ყველაზე ძლიერი მხარე ნაკრებში თავდასხმა და მეკარეა, ნახევარდაცვას არაუშავს, ყველაზე სუსტი კი დაცვაა, განსაკუთრებით დაცვის ფლანგები. გოჩოლეიშვილი, აზაროვი და კაკაბაძე ძალიან სუსტად თამაშობენ. სასწრაფოდ მოსაძებნია ათლეტურად ძლიერი და სწრაფი ბიჭები დაცვაში. ასევე, ნახევარდაცვაში საყრდენად 1 მაღალი გვჭირდება, სულ დაბლები არიან და მაღალ ბურთებზე ორთაბრძოლებს სულ ვაგებთ ხოლმე ცენტრში. სიგუა 1,9 მეტრია და საყრდენია, 20 წლისაა და შვეიცარიაში თამაშობს, კარგი იქნება თუ სტაბილურად ვათამაშებთ ნაკრებში. გვერდით კი ქოჩორაშვილს ან ჩაკვეტაძეს შევუწყვილებთ ხოლმე, წინ კი შემტევ ნახევარმცველად ანუ 10-იანად კიტეიშვილი, (როტაცია: ბართიშვილი ან ეგოიანი). ვინგერებად კვარა და დავითაშვილი (როტაცია: კვერნაძე და წიტაიშვილი). ფორვარდები: მიქაუტაძე (როტაცია: ბუდუ და გულიაშვილი)

• Giorgi

მიქაუტაძე არ არის მაგარი ფეხბურთელი? ესპანეთის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო და ბლომად გოლებიც გაიტანა. არც ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირობა იყო შემთხვევითი. როცა ფორმაშია მამარდაშშვილიც მაგარია, დავითაშვილიც ჩაკვეტაძეც. სხვების დასახელებაც შეიძლება.

• დაგავიწყდათ? 😁

ლუქსემბურგის გავლით და დაჩაჩანაკებული ბერძნებს პენალტებით მოუგეთ. ეგ ჩაუთვალა მთელმა ერმა სანიოლს.

• ადამიანი

კაცმა ტაქტიანად-,,მწვრთნელია შესაცვლელიო". კაცია და იმიტომ

• გატუზო

ვფიქრობ ბუდუს მწვრთნელი მაგარი მწვრთნელია. ბუდუს გამო მაგის ბევრი ნალაპარაკები და საქმისადმი მიდგომის მოსმენა/ნახვა მომიხდა. მაგარი კაცია. თუ არ ვცდები 17 წელი იყო მწვრთმელი მაგ გუნდის და მწირი რესურსით დიდს მიაღწია. თუ ვინმე ისეთი კითხულობთ ამას, რომ სადაც საჭიროა სიტყვა გეთქმით, იქნებ ეს კაცი უხსენოთ. ვილი გაუშვით. ეს მოიყვანეთ. არ ინანებთ.

• უვიცი

მე არ ვეთანხმები ბატონ ვოვას, არ გვყავს ცუდი ბიჭები, მიქაუტაძე მაგალითად ლა ლიგაში 16 გოლის გამტანი კაცი ცუდი ფეხბურთელია? ზივზივაძემ რეკორდი მოხსნა ბუნდესლიგაში ზედიზედ გატანილი გოლებით ტოპ 5 ლიგაში ქართველებს შირის, კიტე უკვე მესამედ ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. დავითაშვილიც ტოპ 5 მეორე ლიგების დონეზე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ქვილითაია რომ ქვილითაიაა, მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა; მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მარგალიტი გვყავს ჩაკვეს სახით, გულიაშვილმა და კვერნაძემ არაუკანასკნელი როლი შეასრულეს ტოპ 5 ლიგაში დაწინაურების საქმეებში, ქოჩორას და მამარდას ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით მეტნაკლებად ურიგოდ არავინ არ გამოიყურებოდა, გოჩო, წიტა ტოპ 5 ლიგებში არიან. მოკლედ ასეთი ნაკრები მე ვფიქრობ არ გვყოლია არასდროს, პლუს ევროპის ქვეყნების მინიმუმ 50 პროცენტს არ აქვს მსგავსი არჩევანი.

• ვ .გუცაევი

მეარ მითქვამს წვრთნელზე არაფერი, მე ვთქვი რომ არის ერთი მაგარი ფეხბურთელი და ორი, სამი ისე რა, ხოდა ეს საკმარისი არ არის შედეგზე გასასვლელადთქო სანიოლი წავა თუ დარჩება შედეგი ერთიდა იგივე იქნება ეხლაც მიკვირს ეს გუნდი ევროპაზე როგორ აღმოჩნდა იგივე ფეხბურთელები არიან ეხლაც და რისი მაქნისებიც არიან კარგად ჩანს.იმედი მქონდა რომ გუნდის და ფეხბურთელების წინსვლა და პროგრესი გაგრძელდებოდა მაგრამ არ გამართლდა და ძალიან მეწყინა.

ყოველ ნახევარ წელიწადში, გუნდში ფეხბურთელების და მწვრთნელების კარუსელი რომ იწყება,რა გაზრდას უნდა ველოდოთ?!რა თქმა უნდა საფეხბურთო აკადემიებშიც მწვრთნელების კვალიფიკაციის პრობლემაა.ინდივიდუალიზმის განვითარებას არ აქეზებენ და ყველა ერთმანეთს ემსგავსება.ინფრასტრუქტურა თანდათან ვითარდება და მომდევნო საფეხური,ალბათ მწვრთნელების და კლუბის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება იქნება.კლუბების ხელმძღვანელობის გასაკეთებელს,ფედერაცია ვერ გააკეთებს,მაგრამ მათი მხრიდან სურვილი თუ გამოჩნდება,დარწმუნებული ვარ,დახმარებას შეეცდებიან.საქართველოს სინამდვილეში კობიაშვილი და იაშვილი,ის ადამიანები არიან,რომლებმაც ყველაზე დიდხანს ითამაშეს,გერმენიაში,მერე,გერმანული კლუბების სტრუქტურებში იმუშავეს და იქ მიღებული ცოდნით ჩაიბარეს ფედერაციის ხელმძღვანელობა.ისინი თანდათან ქმნიან საფუძველს,მაგრამ ყველაფრის ერთბაშად გაკეთება არ გამოდის და რა თქმა უნდა შეცდომებიც ექნებათ.ჯერჯერობით სხვა არც არავინ ჩანს,ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს და დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს,რომ ვინმე გამოუცდელმა ეს დუეტი ჩაანაცვლოს და საქმე უკეთესად გააკეთოს.კარგია კონკურენცია იყოს,ვინმე გამოჩნდეს,რომელმაც საქმე კარგად იცის და ახალი თვალით შეხედავს საქმეს,მაგრამ რადგან ჯერ არავინ გვყავს,კონკურენციას ვერ გრძნობენ და შესაძლოა ამან,მათი საქმიანობის ეფექტურობაც შეამცირა,მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა.თუმცა ძირითად საქმეს საკმაოდ კარგად უძღვებიან და ვისაც დანახვა უნდა,ადვილად დაინახავს.ვისურვებდი,სხვა ქართველი სპეციალისტებიც გამოჩნდნენ,ვინც განვითარებულ საფეხბურთო ქვეყნებში იმუშავებს და დაბრუნდებიან თავისი ცოდნის ქართული ფეხბურთისათვის მოსახმარებლად.დღევანდელ მმართველებთან მათი თანამშრომლობა თუ დაპირისპირება,მთლიანობაში მაინც სიკეთის მომტანი იქნება.იდეების ცივილური დაპირისპირება ხომ ყოველთვის წინსვლის საფუძველი ხდება.

• 100%

რაც გინდა იყვეს, თავისი აზრი გამოთქვა ვოვამ. ველოდებით,საშას, ჭომას და ა.შ. აზრის დაფიქსირებას. აუცილებელია! (სამწუხაროდ ყიფო აღარ გვყავს. დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი). ......

• ეგოიანის არ იყოს

ამდენი ხანია აქ ვწერთ და ვყვირივართ აოოეეერ ვილიიი ათამაშე რა ეგოიანი 🙏 😁როგორც იქნა აღირსა 2 წლის თავზე და ახლა ამბობს ვილი ვააა რა კარგია ეგოიანი. ბართიშვილი ახლა უნდა წაახალისო და ათამაშო ნაკრებში რომ გადაირიოს ისე იფრინოს, აბა როცა 38 წლის გახდება ყველა ვარიანტში ითამაშებს. იამალი თუ 16 წ ესპანეთში ამთამაშეს რითია ჩვენინაკრები ესპანეთის შემადგენლობაზე ძლიერუ რომ თუნდაც იმ ლამინზე სუსტი იყოს ბართიშვილი ვერ იმსახურებს ნაკრებს მიაჩვიო?

• გიგი

გეთანხმები,ან ქვილითაის და ლობჟანიძის გამოძახებას რა აზრი ჰქონდა??დაეტესტა ახალგაზრდა ფეხბურთელები!

• საქმეც ტოროლააო იტყვიან ხოლმე

რა შემადგენლობა ყავს ბოსნიას, ჩეხეთს რომ იქ არიან სადაც ყველაა? შემადგენლობას (ძირითადს) თუ არ დააყენებ შენ მწვრთნელი არ ხარ. სმდენი ხანია და ნაკრების ძირითად ფეხბურთელად შეიძლება 4-5 ფეხბურთელი მოვიაზროთ ისიც მეკარის ჩათვლით. რომ იძახით ფეხბურთელები არ გვყავსო. ნაკრებიდანაც შეიძლება წარმოაჩინო და დაანახო ევროპას მათი არსებობა. სანიოლი რას აკეთებს ამისათვის? არაფერს. პირიქით სადმე ვიღაც რომ წარმოჩინდება სხვა ქვეყნის კლუბში მერე იწვევს ნაკრებში და ზოგ მათგას შანსაც არ აძლევს. ნახევარდაცვა დაბლებით და მჩატე ბიჭებით გვყავს გაძეძგილი, აგერ უნიჭო მექვაბიდვილი შეუცვლელი გახადა და უძლიერესი აღნაგობის ლომიძეს შანს არ აძლევს. ბულგარეთან 15 წ ძალიან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენ კი არ უნდა ვთავაზობდეთ ფეხბურთელების გასინჯვას ვილის, თვითონ უნდა უყუროს მათ თამაშრბს საქართველოში რომ ვინმე აღმოაჩინოს. ფაქტიურად ბიჭრბი თვითონ ნახულობენ გზებს ევტპისკენ და მერე ამჩნევსცმათ ვილი.

• სანდრო

სანიოლი რატომ ჩაიციკლა ქვილითაიაზე ვე ვხვდები?ტიპი თავდამსხმელია და ნაკრებში 42- მატჩში მხოლოდ 6-გოლი აქვს გატანილი🤷

• გია

სრულად ვეთანხმები გუცაევს, გუნდს სჭირდება მაღალი დონის ფეხბურთელები.მწვრთნელი ჯადოქარი არ არი საოცრება მოახდინოს ფეხბურთელის გარეშე

• aburjga

მე ვერ გავიგე რატომ აქვს ქართველ გულშემატკივარს ამხელა პრეტენხზიები?! ეს სანიოლი მოთამაშეებს ვერც გააჩენს და ვერც გაზრდის! როგორც გუცაევი ამბობს თუ სათანადო დონის ფეხბურთელები არ გვყავს სანიოლს რა შედეგებს სთხოვთ?! ჩემი აზრით დონეს თუ გავითვალისწინებთ დონეების მიხედვით ასეთი მდგომარეობა გვაქვს. 1. უმაღლესი დონე - კვარაცხელია 2. ძლიერი თავდამსხმელი - მიქაუტაძე. ძლიერი ნახევარმცველი - კიტეიშვილი (აქ მინდა დავწერო ჩაკვეტაძეც, მაგრამ მის იმედზე ყოფნა შეუძლებელია) და შეიძლება ნიჭიერების გამო ეგოიანიც განვიხილოთ ამ დონეზე. 4. ერთი საფეხურით დაბლაა ქოჩორაშვილი (ადრე არ იყო კიტეზე ნაკლები, მაგრამ ახლა ვერ არის) მაგ დონეზეა აზაროვიც 5. მე-5 დონეზე არიან მამაგეიშვილი, ზივზივაძე და ქვილითაია, ! დვალი და ლოჩოშვილიც დაცვაში მე ვფიქრობ სხვებზე უკეთსია (კაკაბაძეც მაგ დონისა, მაგრამ არ ვიცი სადაა?). მეკარეებიც გვყავს, გუგეშაშვილი არ უნდა იყოს მამარდაშვილზე ნაკლები მეკარე, ოღონ წვერი უნდა შეიკრიჭოს მაინც,თორემ ენგელსი მეგონა! მოკლედ ერთი გუნდის გაკეთება ალბათ შეიძლება.

• ბატონო ვოვა

რომელ გულშემატკივარზე და სპეციალისტზე საუბრობთ? ვილიმ თვითონ არ იცის არც შემადგენლობა და არც ტაქტიკა რომლითაც ნაკრები ითამაშებს, რა სიზმარასაც ნახავს იმ ტაქტიკით და შემადგენლობით თამაშობს (ცოდვილობს) ნაკრები.

• toy

კლუბები რომ ფლავდება, ამაზე კობიშვილმა ფედერაცია რა შუაშიაო, ახლა ყველა დონის ნაკრები, რომ ჩაფლავდა ამაზეც იტყვის ჩვენ რა შუაში ვართო?

• ნელსონ მანდელა

ორჯერ ორი ორიაო ძიამ. ეს ყველამ ვიცით, ნამდვილი მწვრთნელი რომ არ გვყავს და ფაქტობრივად ფედერაციიდან რომ იმართება გუნდი რატომ არავინ არ ბედავს საუბარს?

• გიორგი

1000% ვეთანხმები!!!!!ამ გუნდით ვერაფერს ვერ ვიზავთ ტუ არა და აგერ მე და აგერ ტქვენ.

• დდდ

აუფ... რა მაგარი სიმართლე უთქვამს ვოვა გუცაევს, უყურე შენ?!... არა, გენცვათ, ნახევარი სიმართლე რომ სიმართლე იყოს, ფეხბურთშიც გვეშველებოდა და ქვეყანაც კაი ხნის გამართული იქნებოდა წელში...

• თემო მირუაშვილს

თემო კვარას საჯდომზე შემოხვეული დროშით მარტო რუს საფონოვთან ერთად არ უზეიმია,მათთან ერთად პენისზე უკრაინის დროშა სემოხვეული ზაბარნიც ზეიმობდა. ხალხო როდის უნდა დაღვინდეთ, როდისღა უნდა ისწავლოთ პოლიტიკის და სპორტის გარჩევა,

• კნსოპსი

ზუსტი და ობიექტური შეფასება.

• სვანსკი

სამწუხაროდ მინდა წავაგოთ ორივეგან,იქნებ ამათი დასასრულის დასაწყისი ვიხილო.ჩვენ ვინც გვყავს თითზე ჩამოსათვლელი მათაც არ ვუფრთხილდებით, როგორ? რატომ? მათ პერსპექტივას ტალახში სვრით როცა ასეთი სტაფი გყავს,მწვრთნელი გყავს არაპროფესიონალი,გუნდი? სადაა გუნდი? არც ქვეყნის საშველია არც ფეხბურთის.რიგითებს მოეთხოვება მხოლოდ პასუხი? თქვენ რატომ არ მოგეთხოვებათ პასუხი???

• sos

ქვილითაია გვიშველის,მე მაგის იმედი მაქვს😂

• ერიჰაა-s

მაგაში გეთანხმები არაკომპეტენტური ხალხის ბრალია. ფეხბურთშიც და ხელისფულებაშიც.. მაგრამ რაც მოიყვანე მაგალითი მაინც კომიკურია. ბრაზილია არის მსოფლიო ეკონიმიკის 11 ადგილზე 220 მილიონი მოსხლით. ხოლო არგენტინა ეკენომიკ - 24 ადგილი და მოსახელობა 50 მილიონი :) ჩვენ როგორ ვედრებიტ ამათ გადამკიდე 3 მილიონი ძლივს დავრჩიტ :)

• Levani

მიზეზი მოვიძიოთ. რატომ არ გვყავს ფეხბურთელები. მე ეროვნული ლიგის მესვეურებმა დე მივდივარ. ადრე ავტობუსის ფულს გულშემატკივარი უგროვდებდა გუნდს. ახლა-ხელფასი,კვება,ვიტამინი, წელიწადში 2-3 შეკრება,90% სტადიონზე კარგი გაზონი კი ტოპ დონე არ არის, მაგრამ ყველა პირობაა ფეხბურთის სათამაშოდ. და რატომ არ გაიზარდა ბოლო 10 წელი 1 კარგი მცველი,1 კარგი ნახევარმცველი ან 1 კარგი თავდამსხმელი 10 გუნდი უმაღლესი და 10 მეორე ლიგაში მიბმულია ბიუჯეტის დაფინანსებაზე და შედეგი 0. დანიშნეთ თუ გინდა კლოპი,იტყვის გერმანულად მესხებს ვერ დავბადავო და გაიქცევა

• იმერელი

სამწუხაროდ გუცაევი მართალია. დასუსტებული ნაკრები გვყავს, მამარდაც და ქოჩორაც ვერ არიან, ეგოიანი მომეწონა, კვერნაძეს არა უშავდა. ვნახოთ სექტემბერი. მარტო კვარა და მიქაუტაძე ვერაფერს იზამს.

• Achi

Ara jorjisac tops mivacerdi magi goliadorobashi da golish alxoti kvaras jobia upro sandoa pirispir mekarestan vidre kvara amas nu daukargavt miqautadzes rac sheexeba mamarda da sxva danarchens kargi sashualoebi Arian mamarda zuriko chakv. danarcheni ki zogi sashualo aris kochora da kite, sashualoze dabalia yvela danarcheni bodishi magram TU ase gazomav asea dxevandel pexburtshi

• თემური

გვყავს ერთი უმაღლესი კლასის, 3-4 საშუალოზე მაღალი და დანარჩენები საშუალო დონის ფეხბურთელები! მწვრთნელი არის საშუალო, შეიძლება ითქვას საშუალოზე დაბალი დონის! როგორც ვხედავთ ეს საკმარისი არ არის!

• ერიჰაა

აფრიკის ქვეყნებსაც ძლიერი ეკონომიკა და განვითარებული დემოკრატია აქვთ? თუ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს, იგივე არგენტინას. არ არის საჭირო ზედმეტი ფილოსოფია, პასუხი მარტივია: ფეხბურთში მუშაობს არაკომპეტენტური ხალხი.

• ქუთაისი

მაგარი იყო გუცაევი! ყველაფერი საუკეთესო მას!

მესიმ და არგენტინამ ფინალები მაშინ წააგეს,როცა მესი,თავისი ფორმის პიკში იყო და გაიმარჯვეს მხოლოდ მაშინ,როცა გააცნობიერეს,რომ ის ჩემპიონატი,მესისთვის უკანასკნელი იქნებოდა.გუნდმა გადაწყვიტა,რომ ეს უკანასკნელი შანსი იყო და მესისთვისაც ითამაშეს,მთელი გუნდი გრძნობდა პასუხისმგებლობას,ყველამ ბოლომდე იომა და ჩემპიონებიც გახდნენ.ერთი კაცი,გენიოსიც კი,ვერ გაიმარჯვებს,პარტნიორებმაც შესაფერისად თუ არ აუბეს მხარი.გუშინ,17 წლამდელებში თორნიკე კვარაცხელია გვყავსო და ყველა მხოლოდ მისგან სასწაულის მოხდენას ელის,19 წლამდელებში ბურთს საბა ხარებაშვილს აწვდიდნენ,მას ბართიშვილამდე მიჰქონდა ბურთი და ანდრია რას გააკეთებდა,დანარჩენები გულშემატკივრებივით შეჰყურებდნენ.ანდრიამაც გაიტანა გოლი,საბა ხარებაშვილმაც,მაგრამ სხვები წინაც სტატისტები იყვნენ და უკანაც,ამიტომ იყო,რომ მაგ ორმა ბიჭმა ძალიან ბევრი იმუშავეს,მაგრამ ვერაფერი გააკეთეს.გუნდში 11 ფეხბურთელია და ყველა ერთი მიზნით თუ არ არის დამუხტული,მოწესრიგებულ მეტოქესთან ყოველთვის დამარცხდება.ევროპის ჩემპიონატზე,ყველა რგოლში გვყავდა ლიდერი.წინ კვარა,ცენტრში კიტე და მის გვერდით,შეკრული სამკუთხედი,ერთმანეთს რომ ავსებდნენ,დაცვაში კაშია მართავდა და მის გვერდით სხვებიც საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ.კარში კი,მამარდაშვილი იდგა,ყველაფერს რომ იგერიებდა.მთელი ნაკრები ერთად იდგა და შეძლეს ის,რაც წესით ვერ უნდა გაეკეთებინა.დღეს რა ხდება?მამარდას ფორმა,უკეთესის სურვილს ტოვებს,დაცვაში აღარც კაშიაა და პრაქტიკულად მთლიანად გადახალისებულია.მოდიან ახალგაზრდობა,მაგრამ ჯერ არც საუკეთესო შეხამებაა გარკვეული და ვერც მათი სათამაშო დონე აკმაყოფილებს,ნაკრებისათვის ჩვენ აწეულ მოთხოვნებს.ცენტრშიც,თითქოს ჩნდებიან ახალგაზრდები,მაგრამ იმ თვისებებს ჯერ ვერ აჩენენ,ბ ჯგუფის ნაკრების დონეს მაღლა რომ ასწევენ,ჩაკვე და ქოჩორა კი,სამწუხაროდ ევროპის ჩემპიონატის დონისაგან ჯერ შორს არიან.ერთი.შეტევაა,სადაც თითქოს იმედიანად ვართ,მაგრამ წამტვანი შემტევების ერთად შეკრება,ჯერ ამ წელში ვერ მოვახერხეთ როცა შეიკრიბებიან,რა გამოუვათ,ეგეც საკითხავია.მათი პასებით მომარაგება ხომ კიდევ ერთი პრობლემაა.რა თქმა უნდა შეიძლებოდა სანიოლის ნაცვლად სხვას მოყვანა,მაგრამ იმ სხვამაც ისევ ამ კონტინგენტთან ერთად უნდა იმუშაოს და ბიჭებმა,ისევ ერთმანეთისათვის თუ არ ითამაშეს და მოედანზე თავი დადეს,ნაკრები ვერაფერს მიაღწევს.კიტემ თქვა,ის ცეცხლი აღარ არისო და მართალი თქვა.დღეს ფეხბურთელები მუშაობენ,პასუხისმგებლობას გრძნობენ,მაგრამ საკუთარ თავზე აღებას,ურჩევნიათ კვარას აჰკიდონ,ეგ მაგარია რაიმეს გააკეთებსო.სწორედ მანდ ვაგებთ!მხოლოდ 11 კაცის ერთსულოვანი ბრძოლით გვექნება შანსი,ჯგუფში რაღაცა ვაჩვენოთ.

• kkk

სანიოლი დაღუპავს ამ თაობას

• გიგო პაპა

რატომ გვყვავს მხოლოდ ერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი? ჟორჟია საშუალო დონე? კარგით რა. ბიჭი გოლების მანქანაა და საშუალო დონეო.)) ნებისმიერ ტოპ გუნდს დაამშვენებდა. ვილიარეალშიც კი ნახევარ სეზონში ბომბარდირი გახდა და ათეულში შევიდა, თუ არ ვცდები, გოლს+პასებში მეშვიდე იყო. წარმოიდგინეთ ეს ბაიერნში ან სიტიში რამდენს გაიტანდა. თუნდაც რეალში ან ბარსელონაში. არც მამარდაა საშუალო დონე. კარგი დაცვის უკან უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ლივერპულში. აბა, თუ დაცვა დირკაა, იმ გუნდს იაშინიც ვერ უშველის. ისე, ეს შესარჩევი წინასწარ ჩავარდნილია უკვე სანიოლის ხელში და კარგი იქნებოდა ვოვას მოსინჯვა მწვრთნელის პოსტზე. ნამდვილად დადებდა უკეთეს შედეგს, ვიდრე ეს მარადპრაქტიკანტი ფრანგი.

• კიგანი

ბატონი ვოვა გუცაევი 100% მართალია,სასწრაფო ზომებია მისაღები…..

• თემო მირუაშვილი

ნეტავ თქვენ ბ-ნო ვოვა!! ვის აინტერესებს საქართველოს ნაკრები, ჩვენთან ახლა პსჟ უფრო ცვეტშია ვიდრე ნაკრები, მთავარია რომ კვარამ ჩ/ლიგა მოიგო და საჯდომზე შემოხვეული საქართველოს დროშით, რუს საფონოვთან ერთად ტინგიცებდა კამერების წინ, მეორე დღეს ბახრეინთან სათამაშოდ ჩამოქანდა და დიდი პატრიოტივით ითამაშა, არა და როცა ახალგაზრდულს სჭირდებოდა მაშინ კლუბის და საკუთარი ინტერესები არჩია, მიქაუტაძესთან ერთად - ოლიმპიადის საგზურიც წაგვართვეს. ახლა ეგონათ პარიზული კლუბის მიერ თასის მეორედ მოგებით და ვიღაც უთვისტომო დემბელესთან ერთად ხტუნაობა გადაფარავდა ნაკრების ბოლო ორი შესარჩევის ჩავარდნას და ხალხი სტადიონს მოაწყდებოდა - მესხის სტადიონის ნახევრად ცარიელი ტრიბუნები დასტური იყო იმისა რომ ქართველებმა მონაწილეობა არ მიიღეს დაგეგმიმ ფარისეველთა შოუში...ნახეთ!! ახლა, ახალი თემა შემოაგდეს - კვარას ტრანსფერი - რეალით დაიწყეს, ელოდეთ გაგრძელებებს სხვა ტოპ კლუბების, შესაძლო ინტერესზე....მსოფლიო თასზე, რომ 50 ქვეყანა მონაწილეობს, ვინმეს კითხვა არ უნდა გაუჩნდეს, ამდენი ბაქი-ბუქის და ლეგენდების,შემდეგ კვარას უძლეველობაზე - ჩვენც რატომ არ ვართ იქ!!! ...ასევე კარს მომდგარია ევრო საკლუბო ტურნირებში გარდაული ფიასკო ხომ უნდა გადაფარონ, რომ კითხვები არავინ დასვას სად იფანტება ბიუჯეტის ათეულობით მილიონები - ფეხბურთის განვითარების ფონდში,რომ ირიცხება. ადვილია ააგორო - კვარა რეალში გადადის, შემდეგ სიტიში,ლიველპოლლში,ბარსელონაში ან კიდევ მიუნხენში და ა,შ...

• სააკაძე

ბატონი ვოვა 100 პროცენტიან სიმართლეს ამბობს, მაგრამ ვინ ისმენს?

• ჯარისკაცი

ვეტერანებიდან მხოლოდ ვოვამ გაბედა სიმართლის თქმა.

• გია

ახალი მწვრთნელია საჭირო

სამწუხაროდ ეგრეა. დღეს ფეხბურთში 11-ივე ფეხბურთელი თუ არ გყავს მინიმუმ საშუალოზე მაღალი დონის გაგიჭირდება მაღალ მიზნებზე ფიქრი. საქართველოს ნაკრებში ტოპ კლასის არის მხოლოდ კვარაცხელია, საშუალო დონეა: მამარდაშვილი, მიქაუტაძე. საშუალოსთან მიახლოებული კიტეიშვილია. დანარჩენი უდაბლესი დონე, ტრანფერმარკეტის ფასები მეტყველებს ყველაფერს. სანიოლი არის გასაშვები ამდენი ჩაგდებული ტურნირის შემდეგ, თუმცა ვინმეს ილუზია თუ აქვს, რომ თუნდაც ლუის ენრიკე ამ გუნდს სერიოზულ შედეგს დაადებინებს, დელუზიაში ცხოვრობს.

• ლიანა შაპლეტიშვილი

5,6 მეტ -ნაკლებად საშუალო დონის ფეხბურთელები გვყავს,მაგრამ მწვრთნელის მუშაობა არ ჩანს,სამწუხაროდ

• lasha

ამანაც გადააზედმეტა. ერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს მარტოო. შე კაი კაცო აბა 8 კვარაცხელია რომ გვყავდეს მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით :) ესაა ჩვენი რეალობა. რა ქვეყანა და მართველობა გვაქვს ისაა ფეხბურთი. გადახედეთ რომელი ქვეყნები თამაშობენ დიდ ფეხბურთს? რათქმაუნდა ისინი რომლებსაც შესაბამისად ძლიერი სახელმწიფო და ეკონომიკ აქვთ. აქ რაც არის იმასაც კორუფცია ჭამს. და კიდევ კარგი სდეგი გვაქვს ფეხბურთში ამ პირობებში :)

• ვაჟა

ეგრეა ბატონო ვოვა გეთანხმებით.

ადეკვატური და სამართლიანი განცხადებაა, კარგია ასეთი გულწფელი მოსაზრების მოსმენა

• გია

არც მწვრთნელი გვყავს!

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს

ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია

გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება

არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება

შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა

მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია

"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა

პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები

მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა

უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია

როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია

"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა

"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია

ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ

[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია

[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა

7-ქალა თასის ნახევარფინალშია

"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა

პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?

"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა

"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია

კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა

გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

[HOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია