თორნიკე შენგელიას იმ გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომლის ღირსებასაც 2014 წლიდან, 6 წლის მანძილზე იცავდა. მოსკოვის ცსკა-ს მაისურით ქართველი ფორვარდი “ბასკონიას” ევროლიგაში შეასკდა და არმიელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

მოსკოვში გამართული დაძაბული, დრამატული მატჩი, რომლის ბედიც ბოლო წუთზე გადაწყდა, ცსკა-მ 89:86 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 12 ქულით იგებდნენ, თუმცა ესპანურმა გუნდმა მატჩის მიწურულს მოსაგებად გაიწია. 71:82 ჩამორჩენილმა ბასკონიელებმა გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 82:82. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ 40 წამში მოსკოველები გონს მოეგნენ და თამაშის სასურველი შედეგით დასრულება მოახერხეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:11 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში თორნიკემ 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. პასივში 4 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა და ის ამ მაჩვენებელში თანაგუნდელთაგან მხოლოდ დარუნ ჰილარდს ჩამორჩა, რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. ბასკონიაში 19 ქულით საუკეთესო იყო იუსუფა ფოლი, ჰიეირა ანრიმ 17 ქულა მოაგროვა.

5 მოგებითა და 3 მარცხით ცსკა 18-გუნდიან ევროლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მოსკოველები ლიეტუვაში, კაუნასის “ჟალგირისთან” გამართავენ.

GBF.GE

მიჩინიო
მიდი ჟალგირის!
გოგა
ცსკას ევროლიგის ჩემპიონობა არ გეიშვა არსათ
სიმართლე
მოღალატე...
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
შენგელიას 9 ქულა | "ვალენსიამ" "ბარსას" ფინალური სერია გაუთანაბრა