"სილკ უნივერსალზე" გადაცემა "ბურთი და მოედნის" სტუმარი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული გახლდათ, რომელმაც ივო შუშაკთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"ხომ ფიქრობ, მწვრთნელი რომ ხარ, როგორ მოვამზადო ფეხბურთელი ფსიქოლოგიურადო... რითი ჰგავს, მაგალითად, ხორვატია საქართველოს.

ერთსა და იმავეს ხომ ვერ ეტყვი ფეხბურთელს? მოგიყვებით, როგორი მომზადებული იყო ივო შუშაკი რუსეთის ნაკრებთან თამაშის წინ.

მან ბევრი იფიქრა, რითი შეიძლებოდა ჩვენთვის მებრძოლი სულის ჩამოყალიბება და "დუხის" მიცემა... საუბარი დაიწყო ასე...

ჩვენც თქვენნაირად პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენც თქვენნაირად ნაწილებად დაგვშალეს და ომებში ვართო... პატარა ერი ვართ და უნდა ვიბრძოლოთო, ეს არ არის მარტო ფეხბურთის თამაშიო...

ზუსტად იმ ნიუანსებს შეეხო კონკრეტულს. იცით, როგორ ვიყავით ფეხბურთელები?! ცუდი შედარება გამომივა, მაგრამ აი, პატრონი ძაღლს ბრძოლის წინ რომ დაგეშავს და ის მზად არის, რომ კონკურენტი შეჭამოს. შუშაკმა ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით, რომ რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!

1-2-მა ადამიანმა თქვა, რომ მერე რა, რუსეთის ნაკრებს მოუგესო! კარგად, რომ გავიხსენოთ, დავინახავთ, რომ იმ რუსეთის ნაკრებს ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავდა და მაგარ გუნდებში თამაშობდნენ.

შუშაკმა მატჩამდე გვითხრა, 1 კვირა ვმუშაობდი ტაქტიკაზე, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთო... ჩვენი მოწინააღმდეგეები მხოლოდ დღეს არა მარტო ფეხბურთელები, არამედ ჩვენი მტრები არიანო!

ყველა ნიუანსსა და ყველა კომპონენტში უნდა დავჯაბნოთო... რუსეთთან თამაშს რამდენჯერმა ვუყურე და მართლა ვერ ვიხსენებ რა ისეთ თამაშს, რომ საქართველოს ნაკრებს ამდენი ემოძრაოს და ერბინოს!

მახსოვს, რუსეთთან თამაშის 81-ე წუთი იყო და თავბრუ დამეხვა... იმ დონის პასუხისმგებლობა გვქონდა გუნდში ყველას, იმდენად მხარი-მხარს ვაძლევდით ერთმანეთს, რომ თავს უფლება ვერ მივეცი, მოედანზე დავრჩენილიყავი.

ჩემ უკან ჩემი ქვეყანა იყო და ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, რომ 1:0 ვიგებდით და რაიმე შეცდომა დამეშვა, რის გამოც ჩემი ნაკრები დაზარალდებოდა.

ეგრევე ვანიშნე, რომ შევეცვალე და ჩემ მაგივრად გიორგი შაშიაშვილი შემოვიდა. მთავარია, ის 45 წუთი იქნება თუ 81 წუთი, მაქსიმუმი გაიღო, თავი დადო მოედანზე და შემდეგ თუ აღარ შეგეძლება, შეგცვალონ", - ამბობს ლადო ბურდული.

Vasili
ძალიან კარგად მახსოვს ეგ თამაში , შეგვეძლო მაგ თამაშში 3 ან 4 გოლის გატანა, მართალს ამბობს რაღაც არანორმალურად ბევრი ირბინეს, ძალიან დაბნეული იყო რუსეთის ნაკრები, და მართლა კარგი გუნდი ყავდათ , რაც ჩემი თავი მახსოვს რუსეთის მისდღემში გაფარჩაკებული გუნდი ყავდათ, მაგრამ დროს ბევრად კარგი ფეხბურთელები ყავდათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
"ზოგიერთს უნდა ახსოვდეს, რომ ეს საქართველოს ნაკრებია და არა მისი პირადი საკუთრება"
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]