ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ორი ლელო საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები გასვლაზე გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

ორი ლელო საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები გასვლაზე გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბორდოში საფრანგეთთან ტესტ-მატჩში 15:41 დამარცხდა.

მასპინძლები შეხვედრას სრული სერიოზულობით მიუდგნენ - ეს შემადგენლობის გამოცხადებისთანავე ცხადი გახდა. დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

პირველ ნახევარში "ბორჯღალოსნებში" ისევ დისციპლინარულმა პრობლემებმა იჩინა თავი - საწყის წუთებზე რამდენჯერმე დავჯარიმდით, რასაც ცოტა მოგვიანებით თედო აბჟანდაძის გასინბინებაც დაერთო. ცხადი ხდებოდა, რომ დროთა განმავლობაში "ლე ბლეს" უპირატესობა იკვეთებოდა და პირველი ნახევარი მასპინძლებმა 24:3 მოიგეს.

ქართველმა მორაგბეებმა საწყისი ნახევრის უმეტესი ნაწილი ბურთის გარეშე ჩაატარეს. სტატიკურ ფაზებში არა გვიშავდა - მეტოქეს იოლად არაფერს ვუთმობდით.

მეორე ნახევარში მეტოქის ნახევარზე აგრესიულ თამაშს მერაბ შარიქაძის კარგი თამაში და ვასილ ლობჟანიძის მშვენიერი ლელო მოჰყვა."ბორჯღალოსნები" მოულოდნელად, ბურთს მშვენივრად ინარჩუნებდნენ და თამაშის სცენარის სათავისოდ შეცვლაც მოახერხეს.

ქართველმა მორაგბეებმა თამაში შერკინებაშიც გამოასწორეს და მერე კიდევ უფრო კარგი ლელო ვიხილეთ - ლამაზი და მრავალფაზიანი კომბინაციის შემდეგ, აკაკი ტაბუცაძემ მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანი აიღო - 31:15.

შეხვედრის ბოლოს "ბორჯღალოსნებს" აშკარად დაღლა დაეტყოთ, ფრანგებმა რამდენიმეფაზიანი შეტევები მოგვიწყვეს და საბოლოოდ 15:41 წავაგეთ.

ლევან მაისაშვილის გუნდი 20 ნოემბერს უკვე ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმუტ ატლანტიკ“. 14 ნოემბერი

საფრანგეთი – საქართველო 41:15 (24:3)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

2 ლელო: ლობჟანიძე, ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: ნინიაშვილი

2 სინბინი: აბჟანდაძე, საღინაძე

• გიორგი

მწვრთნელის უპირველესი საქმე საუკეთესო მოთამაშეების შეკრებაა. ჯერ ჟვანია ამოიძულეს, ახლა ჩილაჩავაც. არც არავინ გვეუბნება, თუ რატომ. თუ ვინმეს სხვასთან ერთად თამაში არ სურს, სწორედ ეგ უნდა გაუშვა გუნდიდან. მწვრთნელის მეორე საქმე სტანდარტულების დახვეწაა. არ დაადგა საშველი დაკუთარი დერეფნის მოგებას. მესამე და მთავარი საქმე თამაშის წაკითხვაა. არჩეული ტაქტიკა თუ არ ამართლებს, მწვრთნელმა ახალი უნდა მოიფიქროს და თამაში შეცვალოს.

• გიორგი48

თუ ისევ, მამუკაშვილი და ჭყოიძე ათამაშა , ფიჯი გადაგვირბენს... ჩილაჩავამო მიწოლოს მეტი არაფერი იცისო , არადა ლელოებს იტანს და სიმბოლურებში ხვდება.... მაისაშვილო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხართ და არა შტაბის უფროსი... სადაა გიგაური?...აგერ აბანოში გამოჩნდება....მერე ისევ დაუმსახურებელ ყვითელ ბარათებს დავაბრალე.... წარმატებები ბიჭებს, თუმცა გული ცუდს მიგრძნობს....

• mirosan

ჩილაჩავამ არ იცის მიწოლის მეტი არაფერი? შენ ეტყობა ფეხბურთის ფანი ხარ და სხვა რამეებს ვერ ხედავ....

• დიმა

სათქმელი ბევრია. მხოლოდ 1 მაგალითს მოვიყვან: საქართველო ფიჯის ბოლო თამაში. ნაკოვიდარმა ფიჯიმ პირველი და მეორე ტაიმის დასაწყისში გეგმა შეასრულა და ამით მოგვიგო, ეგ კი მათი მწრთვნელის დამსახურებაა. ყაულაშვილი და ჩილაჩავა კი ტოპ 14-ს სიმბოლურში შემთხვევით არ ხვდებიან.

• გავაშა

მე ჩვენების თამაშში ტოპ 10-ის თამაში დავინახე!!! ეს იყო ჩვენი პირველი თამაში ხოლო საფრანგეთის მეორე! ვნახოთ ფიჯისთან გამოჩნდება კიდე სად ვართ. ვფიქრობ წინ მივიწევთ აშკარათ

მაისაშვილზე უკეთესი მწვრთნელი ყველას უნდა, მაგრამ რეალობა სხვაა - დიდი ალბათობით მსოფიომდე1 წლით ადრე მასზე მაღალი დონის მწვრთნელი სამუშაოდ არ მოვა და არც ფედერაცია განიხილავს ვინმეს. რომც მოიყვანონ, განსაკუთრებულ სიახლეს გუნდის თამაშში ვერ შეიტანს. მოკლედ, 2019ის მსოფლიოს ანალოგია გვაქვს ამ მხრივაც და მეტოქეებიც იგივე გვყავს ურუგვაის გარდა

• გიორგი

უმეტეს კომენტარებში იმაზეა საუბარი რომ სხვა მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს. იქნებ ვინც ესე თვლით და კარგად ხართ რაგბში გარკვეული, დასაბუთებაც დაწეროთ თუ რატომ? მე პირადად ვთვლი რომ ნაკრები უკეთ თამაშობს, ვიდრე ჰეიგის ბოლო პერიოდში და არის მართლაც გარდამავალი, თაობათა ცვლის ეტაპი რასაც ემატება მთლიანად ნაკრების თამაშის სტილის ცვლილება.

• სოსო

ვკითხულობ კომენტარებს და ზურა ქაფიანიძის სიტყვები მახსენდება:ბიჭო,შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ თუ დათვის?ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს და მწვრთნელის ხელიც აშკარად ეტყობოდათ.სხვა დროს გრანდებთან,პირველ 25 წუთში თამაში უკვე დამთავრებული იყო ხოლმე და მეტოქე რომ მოდუნდებოდა უკვე და ცოტა გავათანაბრებით თამაშს,ის გვიხაროდა.დღეს კი,პირველი ლელო,24 წუთზე დაგვიდეს და მსაჯი ისე მსაჯიბდა,რომ ჩვენ კაპიტანსაც კი ეთქმევინა,ვიცი პატარა გუნდი ვართ,ისინი კი,დიდები,მაგრამ ხანდახან,მეორე მხარესაც შეხედეო.ეგ არაფერს ნიშნავს?პირველ ტაიმში ორი კაცი გაგვიძევა და პირველი გაძევება,უდანაკარგოდ ჩავათავეთ.მეორეზე კი,უკვე გაგვიჭირდა.შეიძლება ვერს სრული შემადგენლობით გაგვეძლო.საფრანგეთთან ვთამაშობდით ხალხო,დღეს,უძლიერესი თუ არა,მეორე ადგილზე მაინც რომ არის,მსოფლიოში.მათ პირველი თამაში უკვე ნათამაშები ჰქონდათ,ჩვენთვის კი,პირველი თამაშია და ამითაც წინ იყვნენ.უამისოდაც,ვინმეს ილუზია ჰქონდა,რომ ფრანგებს დავამარცხებდით?ვისაც ჰქონდა,მათთან საქმე არა მაქვს,უბრალოდ აზრზე არ არიან,მაგრამ ვინც ფიქრობდა რომ ფრანგებს ვერ დავამარცხებდით,მაგრამ ყველაფერს დადებდნენ ბიჭები(მეც მათ რიგებს ვეკუთვნი),მათი სახელით ვიტყვი,რომ ბორჯღალმა მოლოდინს გადააჭარბა,შეტევაშიც საკმაოდ კარგად ითამაშა და დაცვაშიც.დღეს გაცილებით უფრო ორგანიზებული და ღრმა შემადგენლობიანი გუნდი გვყავს,ვიდრე ადრე გვყოლია,ეს კი უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს.შესაძლოა მე რა მენდოთ,მაგრამ მამუკა გორგოძეს და მერაბ შარიქაძეს,დავიმოწმებ,დღეს,იტალია ჩვენზე უფრო ძლიერი გუნდიაო,მაგრამ მათ ვუახლოვდებით და იმედი მაქვს,მალე მათ დამარცხებასაც შევძლებთ.ლევან მაისაშვილი ქართველი კაცია,ძალიან მოაზროვნე და სწავლის მოყვარე კაცი,რომელიც დღესაც პროგრესირებს და მასზე უფრო კარგ მწვრთნელს,თან ქართულ რაგბს ძირფესვიანად რომ იცნობს,ვერ ვნახავთ.შესაძლოა მოვიყვანოთ ძალიან მაგარი მწვრთნელი,მაგრამ მას შესაბამისი დონის მოთამაშეებიც უნდა ჰყავდეს.ის ასეთებთან მუშაობასაა ნაჩვევი და ხელფასიც რამდენჯერმე მეტი მოუნდება.გაიხსენეთ ფეხბურთელთა ნაკრებში,ჰექტორ რაულ კუპერი.მართლაც მაგარი მწვრთნელი და კარგი,მოწადინებული ადამიანი,რომელსაც არაფერი გამოუვიდა.ალექსანდრე ჩივაძეს კი,ინგლისთან(მგონი არ ვცდები) დამარცხება არ ვაპატიეთ და გავუშვით.სხვაობა რა იყო?კუპერმა კარგა ბლომად ფული წაიღო,ჩივაძე კი,ალბათ მის მეხუთედსაც არ აიღებდა და მაინც,მას უკეთესი შედეგები ჰქონდა.

• zviads

ბევრად უკეთესი იყო, წინსვლა ბიჭებს!.. ჩილაჩავა მიწოლის გარდა არსად არ ვარგა, ჟვანია საერთოდ უკან და უკან წავიდა, ასე რომ....

• შენა

გენა! დააყენე შენა!

გიორგი, მწვრთნელს კი ვცვლით? ასე თქვეს მსოფლიოზეც მაისაშვილი იქნებაო. სიმართლე ღმერთმა იცის, მაგრამ უახლოეს მომავალში მისი შეცვლის ვარიანტს ფაქტია, ფედერაცია არ განიხილავს

• ლუკა

მართალი ხარ, კომპლექსი გვაქვს. დროა შევეშვათ დამტკიცებას, რომ ღირსი ვაეთ ყურადღების, თორემ იტალიას დავემსგავსებით. დროა ვირწმუნოთ რომ გვიყვარს, გვინდა და შეგვიძლია თამაში.

• ნოდო

ასეთი სხვაობის მიუხედავად კაი ხანია თამაში არ მომწონებია ერთი სამი ლელო ვაჩუქეთ უაზრო ჯარიმების გამო პლიუს მსაჯი რათ უნდა ძლიერს დახმარება თორე არაფერი საფრანგეთი არ იყო მონსტრი ნერვები მეშლება მაყუთის გამო იტალია რო დაუმსახურებლად არის იქ ვის გაუტანეს ბოლოს 2 ლელო თუ ახსოვთ?

• დიმა

ალლო, ფედერაცია! ლადო, რომა, დიმა და კიდევ 2-3 კაცი ვხედავთ, რომ მწრთვნელი გვჭირდება ვერნ კოტერის დონის, თუ ვცდებით?! ჩილაჩავა, ყაულაშვილი, ასეიშვილი, ჟვანია გყავდეს და თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში არ გამოიძახო, ეგ ხომ მარტო ჩვენთან "მოსულა". P.S. მსაჯმა დღეს "მარსელიეზა" უმღერა ფრანგებს (რაც დავაშავეთ იმას არ ვგულისხმობ).

• აკინ

ერთერთი შერკინების დროს ფრანგებმა შერკინებიდან ხელით გამოაგორეს ბურთი რასაც ფრანგების ლელო მოყვა მალევე ამ მომენტზე მსაჯებმა ვიდეო რეფერიმ იმედის ექსპერტმა კომემტატორებმაც კი თვალი დახუჭეს თუმცა რეჟისორებს კი მოულოდნელად გაეპარათ ეთერში ეს მომენტი რამდენჯერმე ფრანგების კაიკაცობას ხშირად მალავდნენ აბდაუბდა კადრებით რატომღაც ამ რეპორტაჟში ეს ცინიკური ჯარიმაა მგონი ნუ ჯარიმა ხომ არის ეს მომენტი ნახონ ვისაც გონია რომ მსაჯი ობიექტურად მსაჯობდა ნუ ამ თამაშს მაინც წავაგებდით მაგრამ ასეთი ანგარიშით არა ხო ისე მაისაშვილის კვალიფიკაციით კიდე კარგად ვთამაშობთ ნუ ურიგოდ არ უთამაშია ნაკრებს მადლობა ყველას თავდადებისთვის და დაე ვცდებოდე მაისაშვილის მიმართ

• dem

გენა ბასებს მიხედე რა. ინტრიგნებს რა დაგლევთ

• AIA

მწვრთნელი გვინდა ახალი შემართება და სიახლეები რო შეიტანოს ნაკრების თამაშში . უკვე წლებია ერთ ადგილს ვტკეპნით ვერ მივიწევთ წინ . მწვრთნელი გვინდა მწვრთნელი !!!

• გიორგი

რა დაშავდება მაისაშვილი რომ რიგით მწვრთნელობას დაუბრუნდეს და კარგი მთავარი მწვრთნელი იპოვნოს რაგბის კავშირმა? ესაა ერთადერთი გზა გუნდის გასაზრდელად.

• გიორგი

მსაჯებს ვერ გამოვცვლით და ამიტომ სჯობს ჩვენი მწვრთნელის შეცდომებზე ვისაუბროთ. ამ დონისთვის ძალიან სუსტია მაისაშვილი.

• გიორგი

ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და ორი ლელოც ამის შედეგია. მწვრთნელი კი ახალი გვჭირდება. ეს დიდი ხანია ცხადია, მაგრამ რაგბის კავშირი აშკარად მაისაშვილს ლობირებს. მაისაშვილი იტალიასაც ვერ მოუგებს.

• Razvetka

ხო მიდით ახლა უშანსოთ წაგება იზეიმეთ ისტერიულად, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთში, შესარჩევ ჯგუბში ბოლოსწინა ადგილზე გასვლას ვზეიმობდით.

• mirosan

ნუუ...ნორმალური მწვრთნელის გარეშე შედეგები აშკარად რეგრესისკენ წავა... ფაქტია რო გრანდებთან პირველი ტაიმის ჩაგდება ჩვევად გვექცა... პოზიტიური იყო მეორე ტაიმის საწყისი 10-15 წუთი.... შერკინებაში რო პრობლემები იქნებოდა უკვე ვიცოდი, როცა წავიკითხე რო ნარიაშვილიც არ იქნებოდა... რა პრობლემებია ჩილაჩავა და ყაულაშვილთან?? რა დროს ბუტიაობაა??! მოკლედ ფიჯისთან უკეთესი თამაშის მოლოდინით...წარმატებები ბიჭებს

• mirosan

კიი....დასტურ

• Dato

I miss magivrad madloba gadauxado bichebs tavdadebistvis da namdvilad kargi tamashustvis nu blataobto, cadi gaaniave

• იდალგო

პირველ ტაიმში (მის შუა ნაწილში)ფსიქოლოგიური პრესი მოუწყო ჩვენ მორაგბეებს და იქ გააფუჭა თამაში. მაგრამ მერეც სცადა - ტაბუცაძის აშკარა ლელოს არ თვითონ თვლიდა, ვიდეოს, რომ არ ეთქვა კატეგორიულად.

რა ხდება მაგ ბიჭებთან? ან რა გახდა მოუგვარებელი? გიგაურსაც რაღაც პრობლემები ჰქონია

• QT

კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ - ფეხბურთის ტალღაზე გადადიხართ

• რომა

ხო რა გახდა ჩილაჩავას და ყაულაშვილთან ურთიერთობის დალაგება? მწვრთნელი გვინდა მაისაშვილი ხოხედავს რო ვერაფერს ვერ შვება???? წადი რა...

არ მინდა წაგება მსაჯს დავაბრალო, მაგრამ მან თავისი წილი თვალშისაცემი შეცდომა მაინც დაუშვა და რამდენიმე ეპიზოდში ბრიტანული უტიფრობით აშკარად მიემხრო ძლიერ მასპინძელს

• გიო

იდეალური მატჩი სადაც შეგიძლია ნახო როგორი არ უნდა იყოს მსაჯი მითუმეტესს რაგბში. სამარცხვინო კაცი

• გენა

ნუ ბლატაობთ. რაგბი არა ის. უშანსოდ წააგეს სრულიად უშანსოდ

• Lado

მწვრთნელთა ცვლილების გარეშე იგივე შედეგს მივიღებთ ზუსტად რაც იაპონიაში ვაჩვენეთ. დაცვა და შერკინება იმის ალიკვალია რაც მაისაშვილის გამთავარმწვრთნელობამდე გვყავდა. თან ამას ემატება რაღაც უაზრო კონფლიქტების გამო საუკეთესო ბურჯების არ გამოძახება (ყაულაშვილი, ჩილაჩავა) და ვიღებთ იმას რომ ჩვენი ფაქტიურად ერთადერთი კოზირი და სავიზიტო ბარათი უბრალოდ თვალსა და ხელს შუა ქრება...

• ლევანი

ბრავო!

• Beeq.777

ძალიან ბევრი ჯარიმა და ცუდი დისციპლინა. რომ არა ეს, ანგარიშში სხვაობა ბევრად ნაკლები იქნებოდა. მომეწონა შეტევა გვეტყობს ახალი მწვრთნელის ხელი. ზოგადად კომპლექსი გვაქვს გრანდებთან თამაშის და ნერვიულობა თამაშის მსვლელობაზე აისახება, არადა ბევრად მეტი შეგვიძლია. მადლობა ბიჭებს და წარმატებები ფიჯისთან.

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"ბორჯღალოსნები" vs "ლე ბლე" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

"14 ქართველი მორაგბე საფრანგეთის ლიგებიდან და მათი პატარა გმირობა" - ფრანგული მედია

მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

ბერნარდ ლაპორტი: რაგბი 10 ქვეყნის თამაში არაა და საქართველო ამის დასტურია

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"

მერაბ შარიქაძე: ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია