ყოველდღიური ბელგიური გაზეთი "სტანდარდი" იტყობინება, რომ "გენტის" მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.

გამოცემის ცნობით, ბელგიურ ფეხბურთში მთელი თაღლითური სქემა გამოვლინდა და გამომძიებლები გიორგი ჩაკვეტაძის მწვრთნელის საქმით დაინტერესდნენ. კერძოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ როდესაც ის პირველად იყო "გენტის" თავკაცი (2014-17 წლები), "შავი სალაროდან" 283 750 ევრო მიიღო.

ეს თანხა ვანჰეზებრუკმა საფეხბურთო აგენტის, მეხდი ბაიატის მიერ შექმნილი ფიქტიური ანგარიშებიდან და ფალსიფიცირებული ტრანსფერებიდან საკომისიოს სახით მიიღო.

ბელგიურ ფეხბურთში გამოვლენილი დანაშაულებრივი საქმიანობის გამო 57 პირი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადებს მალავდნენ, თუმცა მათ შორის ჯერ ვანჰეზებრუკი არ არის, ვინაიდან აშკარა მტკიცებულებები იმისა, რომ მან ბაიატისგან ფული მიიღო, არ არსებობს, მაგრამ პროკურატურა თვლის, რომ ყველა საფუძველი აქვთ საქმის აღსაძვრელად.

ბატონი ჰეინი აცხადებს, რომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, ინსინუაციას აქვს ადგილი, არ დაუდანაშაულებიათ, არ დაუკითხავთ, ყველაფერს გამჭვირვალედ აკეთებდა და არაფერი აქვს დასამალი.

"მე "გენტისგან" ბონუსებს ვიღებდი. ეს ნორმალურია. პრესაში დასახელებული თანხა უბრალოდ არანორმალურია. ჩემ მიერ მიღწეული დიადი შედეგების გამო საკონტრაქტო პერიოდისას სახელშეკრულებო პირობების ფინანსური მხარის კორექტირება რამდენჯერმე მოხდა. ყველა საგადასახადო ვალდებულება შევასრულე. მისტერ ბაიატის საქმეებთან მე, რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ვანჰეზებრუკმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე მეტად კომენტარს არ გააკეთებს.

tngh
წარმატებები გიოს და საქართველოს ნაკრებს... საეღტოდ არ მაინტერესებს ჰეინ ვანჰეზებრუკის ამბები. ბელგიამ იდარდოს...
ქ. გ.
ძალიან კარგი ამბავია. ყოველთვის არ მომწონდა ეს ტიპი. იმედია, გააგდებენ და ახალი მწვრთნელი ნახავს გიორგისთან საერთო ენას. გიორგის დახმარება და თანადგომა სჭირდება.
gia
ხო და ეხლა ამას მიაწერეთ ჩაკვეტაძე რომ ფეხბურთს ვერ თამაშობს
Stf
ესეთი კრიმინალი ვირთხა ტყუილად კი არა აქვს რუსული სიფათი. ესეთი ტიპი არის მწვრთნელი და კიდე ბლატაობს ჭკუას ასწავლის უჭირავს ვაჟნი სიფათი
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება