<p>ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩხუბის გამო ვერ დასრულდა. აღნიშნულ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.</p><p>მატჩს ტრიბუნიდან თვალს არ ადევნებდა მასპინძელთა ფან-კლუბი "ჯუნგლები", რომელიც სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ისინი სტადიონზე მანამდე არ მივლენ, ვიდრე გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდეობას არ დატოვებს.</p><p>"ბევრი კითხულობს თუ რატო არ არიან "ჯუნგლები" დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენი მოთხოვნა მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა და პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს!!! ეს გუნდი სულ იყო არის და იქნება ხალხის და ხალხის აზრს თუ პატივს არ ცემთ არც ჩვენ გცემთ პატივს!!!", - წერია განცხადებაში.</p><p><p><br></p>
სოსო
მაგას კიდევიმიტომთუ ამიტომ ვჩხუბობო.გამართლება არ არის ახსნა უნდა?რამაზ შენგელიას სახელობისაა ეგ სტადიონი და თბილისი დინამოში გაატარა თითქმის მთელი კარიერა,იქ გახდა ვარსკვლავი,ქუთაისელი ბიჭი.მის გვერდით რამდენი ქუთაისელი იყო,ჭომას ქუთაისელობა არ იციან,კოსტავასი და გაბელიას ქუთაისში ნათამაშებობა?დინამოს შემადგენლობის თითქმის ნახევარი,ყოველთვის ქუთაისში სკოლა გამოვლილი ფეხბურთელი იყო და თუ ესეც არ იციან,რაღა გულშემატკივრები არიან?დინამო და ტორპედო ყოველთვის განუყოფელნი იყვნენ,ძმებივით და მართლაც ძმებივით,ყველაზე უფრო უკომპრომისოდ,ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ,ძმებივით ესენიც ხშირად ჩხუბობდნენ,მაგრამ მუდამ ძმებად რჩებოდნენ და გაჭირვებაში ერთმანეთს ზედ ეფარებოდნენ.სხვანაირად არც შეიძლებოდა და არც ახლა შეიძლება.მაშინ სხვა წყობა და სისტემა იყო,ხალხო,სხვანაირად არ შეიძლებოდა და არც დინამოს და მით უმეტეს არც ტორპედოს ბრალი იყო,მისი ტალანტები დინამოში რომ მიჰყავდათ.თბილისის დინამო რომ არ შეექმნათ,შინაგან საქმეთა სამისტროს გუნდი,ამ ტალანტებს მოსკოვის დინამო,ან ცსკა წაიყვანდა და რომელი სჯობდა?დინამო მაშინ ფაქტობრივად საქართველოს ნაკრები იყო,რომელიც ამავე დროს ფეხბურთელს საბჭოთა ჯარში გაწვევისაგან იცავდა და დღეს საქართველოს ნაკრებში რომ ფეხბურთელს ნებისმიერი გუნდიდან დაუძახონ,ეგაა საწყენი?ამის გამო გულში ბოღმის ჩადება,სრულ უცოდინარობად მიმაჩნია.ალბათ უფრო მეტი უნდა გაიკითხოთ უფროსებში,რა და როგორ იყო,უფრო მეტი უნდა იკითხოთ,სპორტული ლიტერატურა,ისტორია.აქ ჩემი ნათქვამი მთლიანად მიემართება დინამოს ფანებისკენაც,რადგან ვერც დინამო ივარგებდა ქუთაისიდან წამოსული შევსების გარეშე.ამ დაუსრულებელ ძალადობას თუ ბილწსიტყვაობას,ვერც მოედანზე მომხდარი ინციდენტები გაამართლებს,ვერც ცუდი მსაჯობა და ვერც უხეშობა.რაც მოედანზე ხდება,ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს და დასასჯელს დასჯის.აგერ დასაჯა კიდეც.გულშემატკივრის ხულიგნობას კი, მხოლოდ ერთი ახსნა აქვს,ესაა უკულტურობა,უზრდელობა,სხვისი უპატივცემულობა და ამას ძალიან ადვილად შეიძლება მოჰყვეს ტრაგიკული შედეგები.მერე დაიწყებენ,უბედური შემთხვევა იყოვო,მაგრამ ათასჯერ რომ გაისროლო ქვა,ადამიანების ჯგუფისაკენ,ერთხელ მაინც ვიღაცას მოხვდება თავში და შემთხვევით მოხვდაო,ვერავინ იტყვის.შემთხვევით სწორედ იმ კაცს მოხვდა,მაგრამ ვიღაცას რომ უნდა მოხვედროდა, ეს კანონზომიერება იქნება.ამას კონკრეტულად ამ თამაშის შესახებ არ ვამბობ,ზოგადად გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებებზე ვამბობ და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ,სანამ უბედურება არ დატრიალებულა.უბედურება,რომელიც ვერაფრით იქნება,უბედური შემთხვევა
La masia
ნახევრად ნათქვამი აფუჭებს საქმეს ყოველთვის, რას ნიშნავს გამგები გაიგებს? პოლიტიკაა ეგეც თუ რა , თქვი ოჯახაშენებულო თუ სათქმელია.
zuras
პროვინციის გუნდებია ნაპოლი,იუვენტუსი მილანი,ინტერი,სამპდორია,პარმა,დედაქალაქი კი რომია,რომელი ეს გუნდი ჩამოუარდება თავისი ისტორიით რომაულ კლუბებს.
dima
მწვრთნელის კი, მარა ცეცაძე მწვრთნელია, დაესწარი ერთ ვარჯშს და მოუსმინე, გაიხსენე ფურთხება, გინება, სამტრედიიდან თესი და მიხვდები მემგონი.
sormona
ხედავთ აქ ქუთაისლებზე უფროა გართულება როგორც კომენტარებიდან ჩანს. უფროსებმა მაინც მიხედეთ ამ საქმეს და აუხსენით და მოუყევით პატარებს ტირპედოს და დინამოს ურთიერთობის ისტორია თორემ მხოლოდ ახლო წარსულის, ერთი თამაშით იქმნიან შთაბეჭდილებას, გაბოროტდებიან და ისევ ყველას საერთო პრობლემაა
ლუკა
რამოდენიმე კომენტარს ვეთანხმები და რატომ ვიტყვი.... ბევრს არ მოეწონება და გამლანძღავს ... სიმართლეს ყოველთვის ებრძვიან ... დავიწყოთ იმით რომ ბათუმის დინამოსთან თამაშში სრულიად ანშლაგი იყო... მაყურებელი მივიდა კვარას სანახავად ... თბილისის დინამოსთან თამაში ყოველთვის საინტერესოა და სულ ბევრი ქუთაისელი მიდის ... მიდის და რატომ? საბალეშიკოთ? არა საგინებლად .... მოდით სხვა თამაშებზე და ნახავთ რა რაოდენობის მაყურებელია ... მეტს აღარ გავაგრძელებ და ერთს ვიტყვი, რომ იძახიან ტორპედო ხალხის გუნდია ... ეგრე აღარაა... კერძოა და თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს ... ხალხის გუნდი როცა იყო გაქანებული კორუფცია და ნეპოტიზმი იყო გუნდში ... ამას რატო არ აპროტესტებდით??? ახლაც კი არაფერს ამბობთ ... გამგები გაიგებს
გოჩა
ესენი ყველაზე უწესო ხალხია მთელს მსოფლიოს ფანებში,ეს ის ხალხია 50 ათას რომ ახდევინებს კლუბს ჯარიმას ყოველწლიურად თავიანთი უსაქციელობ8ს გამო.ესენი საერთოდ არ უნდა დაუშვა სტადიონზე!
sormona
არასდროს გამიხარდება ქართული კლუბის ცუდი, ყოველთვის მიუღებელია რადიკალიზმი, რაც ქუთაისში მოხდა წააგო მთელმა ქართულმა ფეხბურთმა! რაც მე თბილისის დინამოსთვის მიგულშემატკივრია და მინერვიულია ევროტურნირებზე თორემ შიდა ჩემპიონატში რათქმაუნდა ყველა თავის გუნდს გულშემატკივრობს. რაც შეგეხება შენ მეგობარო ქუთაისელი ხარ თუ მოგაქვს თავი ქუთაისლად ცდები და ცდება ის პროვინციელიც ზურა რო ქვია თორემ ქუთაისი პროვინცია არ არის და არც ყოფილა
დავით
ამ ქუთაისელებმა ხომ გადაიჯუნგლეს თავზე რა. თქვენ ვინ გეკითხებათ მწვრთნელის მოხსნა არ მოხსნის საკითხს? ადგილის შენარჩუნებაზე თამაშობენ, მეტი რაღა უნდათ
სიმართლე-ს-ს
ნეტა რამის თავი მაინც გქონდეს. საიდან დაასკვენი ეხლა რომ კომენტარის ავტორი ნაცია? ისე არცერთი რომ არ ვარგა ვერ ხვდები? იმთმა მე თუ არა მიშა მოვაში რომ გაცხოვრეს 10 წელი ამის არ გიტყდება?
სიმართლე-ს
გვეტყვი მაგას პირში თუ კლავიატურის ლომიხარ,დატოვე კოორდინატები და შეგეხმიანებით,ისე არ გიტყდება ნაცი რომ ხარ და 2008-ში ომიდან კაბაჩაცმული რომ გარბოდით ნაცები
მ.მ
და რა შედეგი უნდა ქონდეს, გუშინ იშლებოდა გუნდი. ან შემადგენლობა ყავს საჩემპიონო?
ზურა
რაშია იცით თბილისელ და ქუთაისელ გულშემატკივარს შორის განსხვავება? თბილისელს ამ გუნდების დაპირისპირებაც და საქართველოს ჩემპიონატიც ფეხებზე კიდია, ასე არ წვრილმანდება და ოცნებობს საგარეო წარმატებაზე. თქვენ კიდევ რაღაც კლასიკოო და ოღონდ თბილისის დინამო დაამარცხოთ - ეგ გაბედნიერებთ და გყოფნით. ეს სიტყვა ,,კლასიკო" ამოიღეთ რა, სასაცილოა ცოტა არ იყოს
გელა
ეგრეა ზუსტად, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რამდენიმე სეზონი ასპარეზობა და საქართველოს ჩემპიონატის 4-ჯერ მოგება დიდ გუნდად აქცევთ გონიათ. პატარა წარმატებას, რომ მნიშვნელოვნად აქცევ და მეტი ამბიცია არ გაქვს ეგაა პროვინციალიზმი ზუსტად. ცეცაძის საკითხი, რომ ასე მნიშვნელოვანი ჰგონიათ ეგ კიდევ...
ზურა
მაგას ქვია პროვინციული კომპლექსი და ვიწრომხედველობა. აჯობოს ტორპედომ დინამოს და რა იცვლება მერე? ანგარიშგასაწევი ვხდებით გლობალურ ასპარეზზე? საკუთარ პატარა ჭიას ხომ გავახარებთ რაც მთავარია...
sormona
ჰე მიდი გაუყენეთ ცეცაძე დისლაიქების ავტორების კლუბებში, ქუთაისში არ არის საჭირო!
ავთო
ვის და რას უნდა აცადო? არ იცის! ზრდილობა-0, ინტელექტი-0, ეგრე აცადა კალაძემ და რა ქნა ხო დაინახე.
აკა
ბრავო "ჯუნგლებს"! მოსკოვის"ლოკომოტივის" ფან კლუბმა "სოუს-იუნაიტიდ" ვინმე კრილოვის თავკაცობით მთელი რუსეთის რკინიგზას და მთელ რპლ-აჯობა და სიომინის მიმართ დაშვებული უსამართლობა არ გადაყლაპა.თავისას მიაღწიეს.
kutaisi
უკვე ოლიმპიაკოსს ვბაძავთ?მთლად ხო არ აუშვით აფრები ძმებო?დაგავიწყდათ ცოტა ხნის წინ ფედერაციამ და მსაჯებმა გვიხსნეს მერანთან,დაგვავიწყდა?უმადურები ვართ და საკუთარ თავზე დიდის წარმომდგენები თორემ ცეცაძეზე უკეთეს მწვრთნელს რითი ვიმსახურებთ? წავა ეს ცეცაძე უკვე გადაწყვეტილი აქ კაცს,მაგრამ ვინმე ისურვებს კი ტორპედის გაწვრთნას როცა ოლიმპიაკოს და მანჩესტერს ადარებთ გუნდს?ისე ზიდანთან ხო არ გვეწარმოებინა მოლაპარაკება? ტუხელს ხო არ დაველაპარაკოთ? და მერეც რო წავაგოთ ისევ ცეცაძეს ვაგინოთ თუ როგოა საქმე?გამოდით ილუზიებიდან და დაეშვით მიწაზე.ამ თბილისელების ბოღმა როდემდე უნდა გვახრჩობდეს კიდევ?ოღონდ თბილისელებზე უკეთესები ვიყოთ და ხვალინდელი დღე თუნდაც ნუ გათენებულა?კარგით რა მართლა უკვე...
სიმართლე
მსოფლიოში ყველაზე უკულტურო გულშემატკივარ ყავს ქუთაისის ტორპედოს.
imereli
ქეცბაია ოლიმპიაკოსიდან სწორედ გულშემატკივრების მოთხოვნის საფუძველზე გუშვეს, თანაც ისე რომ თამაში არ ქონდა წაგებული,მაგრამ გულშემატკივრებს მისი თამაშის სტილი არ მოწონდათ და გამოხატავდნენ უკმაყოფილებას,ყველა გუნდს თავისი სათამაშო ხელწერა და თამაშის სტილი უნდა ქონდეს როგორც ოლიმპიაკოსს.მწვრთნელი უნდა აკმაყოფილებდეს გუნდის ყველა მოთხოვნებს და შესაბამისად უნდა ირჩეოდეს ის.
Iberia
vetanxmebi qutaiselebs cecadze misi shtabi mxolod xelfaze fikrobs ise mstvrnelobis azrze ararian
ჭიჭიკია
ჯუნგლების სახელს ამართლებთ არადა ქუთაისის ნამდვილი გულშემატკივრები სხვა ლამაზ სახელს იმსახურებენ
ბაჩო
ქუთაისლების სირცხვილია ასე ამოჩემება ადამიანის უბრალოდ ამორალურია აცადეთ ამ ხვთისნიერ ხალხს მუშაობის საშუალება ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს თითეულ ფეხბურთელზე და მწვრთნელზე რა პრობლემა იყო სხვა გუნდს იყიდა მაგრამ ქუთაისზე შეაჩერა აქცენტი და ასე დაუფასეთ ამაგი დაგავიწყდათ სად იყავით ვირო მადლიო ეს ვაი გულშემატკივარს ეხება
დათო
მართლები ხსრთ ქუთაისელებო! თამაში ვის არ წსუგია, მარა არ შეიძლება მსგავსი ტიპი ხელმძღვანელოგდეს რაიმეს. მორალისგან და ინტელექტიდან დაცლილი სუბიექტი შემარცხვენელია კლუბისაც და ქალაქისაც! სადაა მაგის საღადაო და საგინებელი.
სანი
მართლები არიან! ცეცაძე უნდა გააგდონ "поганной метлой"!
კახა ქ.
ესენი იმდენს იზამენ ეს სიმწრით მოსულ სპონსორს გააქცევენ და მერე დაიწყებენ წუწუნს,ქუთაისში გინდათ ფეხბურთი მოკლათ და ა.შ.სულ მართლები როგორ არიან ყველაფერში ესენი.....
qomagi
ჩხუბი საბერძნეთშიდაც და თურქეთშიდაც ხდება იქაური დერბების დროს,ან სერბეთში ცვრენა ზვეზდა-პარტიზანის თუნდას სელტიკი-რეინჯერსი კიდევ სპორტინგი-ბენფიკას თამაშის დროს რა ხდება უნდა ნახოთ,მაგრამ აქ ფეხბურთელებს თამაშის დროს არ მოსვლიათ განსაკუთრებული რამე ეთმანეთში,ტრიბუნიდან მოხდა დაძაბვა სიტუაციის და სტადიონზე გადასვლა თუ ფეხბურთს არ თამაშობ სტადიონზე არ უნდა გადახვიდე მორჩა და გათავდა.
ალიკია
ბენიტესი და ზიდანი არიან უკლუბოდ და იქნებ რომელიმე დაგვთანხმდეს?
გიორგი
ისედაც აღარ დაგიშვებენ სტადიონზე
გ
"უგრძნიათ უგრძნიათ".
Irakli Apkhaidze
მსაჯს არაფერი გაუფუჭებია იქ
luks
ანჩელოტი კი არა ძალიან დიდი…ხო დიდია
ზაოდელა
რომელი ანჩელოტი ეს არის რო ვერ ელევა ხელმძღვანელობა? შარშან ბეწვზე გადარჩა გუნდი წელს შეილება გავარდეს. გაუშვით და გააყოლეთ ბალასტა რაც ყავს მოყვანილი
სფფ
უი ამათ ჯუნგლები ქვიათ))))))
მინდია ბათუმიდან
ძვირფასო თანამემულეებო მინდა გითხრათ რომ ძალიან ჩამოვრჩებით თანამედროვე სტანდარტებს,ბათუმშიც საშინელებები ხდება ხალხი ყოველთვის ბოლო მომენტში მიდის სტადიონზე სულ რიგებია ზოგი მოაჯირებიდან ახტებიან და ასე შემდეგ.გუშინდელ თამაშს რაც შეეხება ვუყურე თამაშს და ძალიან მომეწონა თამაში და ქუთაისის ტორპედო,რა გინდათ რას ერთით ამ კაცს აცალეთ სრულყოფილი სეზონი კაცს და მერე იყვირეთ თუ გინდათ რომ გააქციოთ კერესელიძე გუნდიდან?და მერე თქვენ უსპონსორებთ გუნდს?კაცმა მოიყვანა მჭედლიძე პაპუნაშვილი და არაბიძე როდის გყავდათ ბოლოს ასეთი ფეხბურთელები?გუნდი ცდილობს იბრძვის გუნდი ერთ დღეში არ შენდება.გეგუჩაძეს გაშვებასაც ითხოვდა უმეტესობა ბათუმში მაგრამ დატოვეს და მოიგეს კიდევაც.ყველას დიდი მადლობა და წარმატებები გაუფრთხილებლადეთ ერთმანეთს.
გია
მწვრთნელი შეიძლება არ მოგწონდეს და პროტესტი გამოხატო, უსტვინო, იყვირო და ა.შ. მაგრამ მოწინააღმდეგის ფეხბურთელებმა რა დააშავეს, ან მოედანზე ხალხის გადასვლა რა საქციელია? არაა სწორი ეგრე მოქცევა, არასპორტული და არაკაცურია
daskvna
ტორპედოს უბედურება მისი გულშემატკივრიდან მოდის
gia jashi
ის ფეხბურთი, გუშინ რომ გუნდებმა აჩვენეს იყო ძალიან კარგი საყურებელი, ტორპედო აშკარად უმატებს,თუმცა შეთამაშება აკლია.ცეცაძე ათამაშებს ძალიან ლამაზ ფეხბურთს, ბიჭები მთლიანად იხარჯებიან.ქომაგებს ჩემი დიდი პატივისცემა,იქნებ გაუგზავნოთ ცეცაძეს მომლაპარაკებლები და შერიგდეთ ეს არც ერთ მხარეს არ ამცირებს, პირიქით.ნუ დაგავიწყდებათ ის მარტოა, თქვენ ბევრი ხართ! ბოლოს და ბოლოს მოსისხლეებიც რიგდებიან!
Ჰაჯი-ს
ჰაჯი ჯან ხო ცეცაძეს ბრალია ყველაფერი აბააა... მართლა ვინც მიწასთან გაასწორა ტორპედო და გაამათხოვრა საქართველოს მასტაბით იმის მიმართ ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ და ცეცაძეა დამნაშავეო.ცეცაძე წავა უეჭველი იასნია.ჭიაბერაშვილზე გიჭირავთ თვალი,მაგრამ თვითონ ჭიას თუ უნდიხართ ერთი ეგ იკითხეთ აბა.
ლ.გიო
H 1000000% სიმართლე თქვი!!!
დაგვღალეეეთ
ამ ტორპედოს ფანებს მართლა ჰგონიათ როდისმე რამეს ან ტორპედო წარმოადგენდა ან თვითონ. სააკაშვილივით არიან ზუსტად-თავი მართლა დმოკრატიის შუქურა რო ჰგონია და სასამართლოზე რო თქვა-დროზე გამიშვით უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მააქვსო
beqa
ცეცაძე კიარა სტადიონის გაკეთება მოითხოვეთ და ხელფასების მომატება ეგ არაა პრობლემა
?
ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე მართლა მაინტერესებს, რა შედეგები აქვს ცეცაძეს ზოგადად, რომ ეგ გუნდში დარჩეს?!
გოგი
არაბიძე კარგი იყო გუშინ, პაპუნასაც არა უშავდა, იმედია ეს ვაკხანალია მათ მოტივაციაზე არ იმოქმედებს და გააგრძელებენ წინსვლას.
რრრ
ქუთაისელთა საქმე, როგორაა იცით ფულიანი სპონსორი კი უნდათ, მარა გუნდის მართვად თავად უნდათ, იმან მარტო ფული უნდა ხარჯოს, დანარჩენი სასტავში ვინ უნდა იყოს, ვინ იყიდონ ვინ გაყიდონ მწვრთნელი ვინ იყოს ამას ჯუნგლები გადაწყვეტს.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ
მ.მ
არ გინდათ ეგ რიჟა ბაზარი
ჰაჯი
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ გუშინდელი ამბავი მთლინად ცეცაძის კისერეა! ჯერ ერთი უკვე ხალხში ძალიან დიდი ნეგატივი დაგროვდა მაგ ტიპის(სხვანაირად ვერც ვუწოდებ) ტორპედოში საქმის ფუჭებით! მეორე ის რომ გუშინდელი თამაში მთლიანად მწვრთნელმა წააგო, არადა კლასიკოში მაინც რომ არ გაფარჩაკებულიყო კიდე ეპატიებოდა რაღაცეები! და მესამე, როდესაც დინამოს სათადარიგოებს თავზე ახურავდნენ, არაფერი გამწვავდებოდა ამას რო არ "ეკაცა" და იქ არ დამდგარიყო დიდი ავტორიტეტივით და არ ექნია ხელები! გაუშვით ცეცაძეეეეეე!!!!!
H
ხალხის არა კერძო ინვესტორის არის. თუ ეგრე გინდოდათ ამდენი წელი გაკოტრების პირას, რომ იყო მაშინ გამოგესყიდათ და გადაგექციათ გრანდად. თქვენ მართლა რა ტვინი გაბურღეთ, იმდენს ნუ იზამთ ეგ კაციც გააქციოთ მაგ გუნდიდან და ისევ გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი დადგეს. მართლა 1 ლარის არ გაქვთ ტორპედოსთვის გაკეთებული ბილეთის ყიდვაც არ გინდათ და რას ამადლით მაგ გუნს თავს. დარწმუნებული ვარ 5 ლარი, რომ დაადონ ბილეთს ფასი გადაწვავთ საერთოდ მაგ სტადიონს.
sormona
გენაცვალეთ მე თქვენ, 100%-იანი ხართ, სწორედ მაგ ტრიბუნის ნაწილი ვიყავი წლების მანძილზე როცა ალბად ბევრი თქვენთაგანი დაბადებული არ იყო. რამდენი ხანია ამას მოვითხოვ არა მარტო ცუდი შედეგების არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გამო და ამ თემაზე რამდენჯერმე დავწერე კიდეც პოსტი. კიდე ერთხელ მოვუწოდებ კერესელიძეს, პატივი ეცი ნამდვილი გულშემატკივრის პოზიციას თორემ ცუდად დაამთავრებ!
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ათავისუფლებს თუ არა "ტორპედო" ცეცაძეს - ქუთაისური კლუბი განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა