85 წლის ასაკში თბილისის "დინამოს" ვეტერანი მოთამაშე, 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.

ვლადიმერ ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს გაგრაში დაიბადა. თბილისის "დინამომდე" იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის "ბურევესტნიკის" ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა.

ბარქაიას დებიუტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1965 წლის 27 ივნისს 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ შედგა და 2 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ჩაატარა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში პელე თამაშობდა.

ვლადიმერ ბარქაია თბილისის "დინამოში" 1957-67 წლებში თამაშობდა. იყო 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1959 და 1962 წლებში ბრინჯაოსპრიზიორი გახდა, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ითამაშა.

2014 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

1tv.ge

T.q კახელი
ერთად შეაღებენ იმ ქვეყნად ორი სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო მეფე იმქვეყნად მარადიული უფლის სამეფო კარს და მათი სახელები კი აქ ამ ქვეყნად ოქროს ასოებად დაგვრჩება ისტორიაში ჩაწერილი საუკუნო ცხონება და განსასვენებელი ქონოდეთ და უფალმა დაიფაროს მათი სულები ალბათ იქაც დიდი საფეხბურთო მატჩი იმართება და ლეგენდებიც წავიდნენ დასამატებლად სადაც ასევე ლეგენდები ელოდებიან სამუდამოდ დატოვეს ეს წუთი სოფელი და უფალმა ინებოს მათი სულების ცხონება ნათელი დაადგეთ ბარქაიას და პელეს სულებს და აქ კიდე მათ სახელებზე ლეგენდები ივლის როგორც აქამდე მათ მოახერხეს და დატოვეს ის რისი დატოვების გარდა სხვა არაფერი შეუძლია ადამიანს და მისი დატოვებაც კიდევ ყველას არშეუძლია "სახელი"!
სოსო
კიდევ ერთი ფეხბურთის ლეგენდა წავიდა იმ ქვეყანაში.მისი სურათი,სადაც მიწაზე დაცემულ 5 მეტოქეს შორის გადის ბურთიანად,ალფრედო დი სტეფანოს აჩვენეს და გააცნეს,ბარქაია.ასეთ რამეს,მე ვერ ვაკეთებდიო,იქვე უღიარებია დი სტეფანოს.რუსეთში,დინამოს თამაშის დროს,რუსული ფეხბურთის მაშინდელმა ვარსკვლავმა,მანოშინმა,რომელსაც ბარქაიას წინააღმდეგ უწევდა თამაში,ბურთი მიიღო და ტრიბუნებიდან დაუძახეს:"პაკაჟი ბარკაიიუ,კლას!"მანოშინმაც წამოიღო ბურთი სიომას მიმართულებით და როცა მიუახლოვდა,ბურთი თავზე გადაუგდო.სიომამ ერთი შეხებით,ბურთი უკან გადმოუგდო თავზე,მანოშინს,მეორე შეხებით,ისევ თავზე გადაუგდო და ახარხარებული სტადიონის თვალწინ,ბურთიანად განაგრძო გზა.ეს ამბები,ბარქაიას შესახებ დაწერილი მოგონებებიდან გამახსენდა ახლა.ღმერთმა გაანათლოს მისი სული.იმ ქვეყნად შეხვდებიან და გაიხსენებენ, ის და მეფე პელე,მათი თამაშის ამბებს.
BOSS
უძლიერესი ფეხბურთელი და უკეთილშობილესი ადამიანი! ყველაზე ძლიერ მოსკოვურ კლუბებთან განსაკუთრებით კარგად თამაშის გამო “სტალიჩნი” შეარქვეს! იყო დრო რუსებისგან მივიწყებულ მსოფლიო ლეგენდა ლევ იაშინს უპატრონა!გამორჩეული საფეხბურთო და არამარტო ინტწლექტის პატრონი იყო ბატონი სიომა!ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
მეგრელი
დიდი "სიომა" ბაბუაჩემის ბავშვობის მეგობარი გაგრიდან. მახსოვს გამაშები რო მაჩუქა თამაშის მერე. წავიდა პელესთან ერთად. გაანათლოს შენი სული უფალმა
ქიტესა
ჩემი ბავშვობის ნათელი მოგონება. დახვეწილი ფეხბურთელი და ხალასი იუმორის პატრონი. ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოსკოვის სასტუმროში ანკეტის შემსებისას სიომას ჰკითხა "პოლ" რა ჩავწეროო? ჩაწერე "პარკეტნიო"."
ჟორა გაბრიჭიძე
ღმერთო ნათელში ამყოფე ამ ყველასათვის საყვარელი კაცის სული. ვუსამძიმრებ ოჯახს, ქართულ ფეხბურთს და ყველა მის ახლობელს და მეგობარს.
ლაშა
იყო დრო, როდესაც ბრაზილიურ ბაიას მესხი, მეტრეველი და ბარქაია უტევდნენ! დემიკო ლოლაძის წიგნიდან "მიხეილ მესხი".
ვახო...
დიდება ლეგენდებს! უფალმა აცხონოს!
gogi
ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ღმერთმა გაანათლოს ამ ლეგენდარული,პატრიოტი ადამიანის სული! ღორონთ ოჩხონუას სქან შურ სიომა პატნ!
dato
პელე ბარქაია ერტად სამოტხესიც სეხვდებიან ორი ლეგენდა ნატელსი
დ.დ.
მოედანზე აზროვნებით გამორჩეული ფეხბურთელის ეტალონი, ლეგენდა, სილამაზე, ნიჭი, ზღაპარი, დიდი სიომა ! ნათელში იყოს შენი სული დიდო კაცო და ფეხბურთელო ! გმადლობთ და ნახვამდის !
შალვა 73
მადლობა ყველაფრისთვის!!! ნათელში ამყოფოს უფალმა შენი სული.
რეზო
ჩემი ოჯახის დიდი მეგობარი სიომა ბარქაია ამ დილით გარდაიცვალა.შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი.გუშინ კარგად იყო.წავიდა მეფური სიკვდილით.
ერთი
ლეგენდა "სიომა" ბარქაია,... პელესთან ერთად წავიდა ნათელში
რრრ
სიომა, ღმერთმა ნათელში გამყოფოს.
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბორნმუთი" რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია" - მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო
[VIDEO] გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" "ნაპოლის" მოუგო
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა... რატომ არ ვაფასებთ ლეგენდარულ მწვრთნელს?
იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]
იუბილარი ვლადიმერ ბარქაია: როგორც ფეხბურთელი, "დინამოში" დავიბადე და გარდავიცვალე
"ᓡᓐᓮᓔᓚᓛᓬᓘᓤᓝ ᓛᓔᓬᓕᓔᓚᓘ ᓫᓠᓝᓮᓐ ᓮᓝᓛ ᓐᓠ ᓒᓒᓝᓜᓘᓐᓗ? ᓗᓣ ᓗᓥᓕᓔᓜᓡ ᓮᓔᓚᓨᓘ ᓐᓠ ᓛᓔᓪᓝᓓᓔᓑᓝᓓᓔᓡ"...
თბილისის "დინამოს" "ოქროს ბიჭების" იუბილეს ტაშკენტშიც აღნიშნავენ
"ოქროს ბიჭები" ტაშკენტშიც დააფასეს