ბოლნისის "ყოჩებმა" საქართველოს ჩემპიონ "ხარებს" რუსთავში 20:12 აჯობა, მიმდინარე სეზონში მეხუთე (6 თამაშში) გამარჯვება მოიპოვა და 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა.

ბოლნისელები ლიდერ "ლელოს" 3 ქულით ჩამორჩებიან. "ხარებმა" სეზონში მეორე შეხვედრა დათმო, 18 ქულა დარჩა და მე-4 ადგილზეა.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და გიორგი ბასილაია ლელოთი ანგარიშსაც გახსნიდა, მაგრამ ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ოვალი ლელოდან უკან გადმოხტა. მე-13 წუთზე სტუმრებმა საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყეს, გიორგი კვესელაძე ლელოს თავადაც გაიტანდა, თუმცა ეს პატივი სოსო მათიაშვილს გადაულოცა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა, მე-19 წუთზე კი 38 მეტრიდან არეკნი შეასრულა.

რუსთაველებს შეტევაში თამაში არ გამოსდიოდათ, "ყოჩებმა" კი გამოცდილი უკანახაზელების ხარჯზე 31-ე წუთზე მორიგი ლელო გაიტანა – კვესელაძის ოფლოუდის შემდეგ ხაზი მათიაშვილმა გაჭრა და ბურთი კოტე მარჯანიშვილს გააყოლა. "ხარებმა" მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლო შეტევაში ბურთის შენარჩუნება, ალექსი ზაზაძემ ხაზი კარის წინ გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა – 7:15.

მეორე ტაიმის პირველი ნახევარი იმავე სცენარით, უქულოდ მიილია. 62-ე წუთზე მასპინძლები ცოტნე უსენაშვილის სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დარჩნენ და "ყოჩებმა" რიცხობრივი უპირატესობით 4 წუთში ისარგებლა. კონტრშეტევისას "ხარებმა" ორმაგი შეცდომა დაუშვა, სერგი ჩხაიძემ ბურთი აიტაცა და ლელომდე 65 მეტრი ირბინა.

მატჩის მიწურულს პაატა ბურჭულაძემ გაჭრა ხაზი და თამაში გაამწვავა. იერიში მარჯვენა ფრთაზე გაიშალა და ბაქარ ზედგინიძემ ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა მიზანს ასცდა და "ხარებმა" ნუგეშ-ქულის აღება ვერ მოახერხა – 12:20. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კვესელაძე გახდა.

RUGBY.GE

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა