ცნობილმა სარაგბო ვებგვერდმა Planetrugby-მ, ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის მეორე ტურის გამორჩეული მოთამაშეები შეარჩია.

"ეს იყო გამორჩეული უიქენდი განვითარებადი ერებისთვის, განსაკუთრებით, "შავი ლომისთვის", რომელმაც მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში“ – წერს გამოცემა, რომლის საუკეთესო ხუთეულში ლუკა ივანიშვილთან და გელა აფრასიძესთან სამი კუნძულელი მოხვდა.

ლუკა ივანიშვილი "სქარლეთსთან":

"როგორც ჩანს, ქართველებისთვის ტრადიციად იქცა უელსელებისთვის გულის დაწყვეტა. 2022 წელს "ბორჯღალოსნებმა" უელსი დაამარცხეს, ამ უქმეებზე კი "შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე უელსური მეტოქე გაანადგურა.

მაღალი სტანდარტი და მომაკვდინებელი დაცვის ხაზი გაუვალი აღმოჩნდა "სქარლეთსისთვის" და მას შემდეგ, რაც მოედანზე მტვერი დაჯდა, გამარჯვება ქართულ გუნდს დარჩა. ლუკა მატკავა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, თუმცა ჩვენი აზრით, შექებას "შავი ლომის" 8 ნომერი ლუკა ივანიშვილი არანაკლებად იმსახურებს.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშემ ჰლანეჰლიში შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა, შეასრულა 15 ბოჭვა, ბურთით ხელში 8-ჯერ შეუტია და ორჯერ გაახერხა თერნოვერი, რითაც "სქარლეთსი" საკუთარ ნახევარზე დააბრუნა. ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი შეუდარებელი იყო და არცთუ კარგი სტარტის შემდეგ თანაგუნდელებს ხასიათი გამოუკეთა. მისი აგრესია და სიკაშკაშე ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც "შავ ლომს" მეორე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოუტანა".

გელა აფრასიძე (ჩემპიონთა თასზე):

"ჩვენ სამართლიანად, ხშირად ვაქებთ შერკინების ნახევარმცველებს: ანტუან დიუპონს, სანტიაგო არატეს და ბაპტისტ სერენის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ გელა აფრასიძე, რომელმაც გასულ პარასკევს შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

მას არ ჰქონია განსაკუთრებული სტატისტიკა და ეს გასაგებია, რადგან მისი ოსტატობა უმეტესად რაქების დროს ჩანდა, რომელსაც აფრასიძე სისწრაფესა და ინტენსივობას სძენდა, რამაც მასპინძლებს ბოლომდე თამაშში დარჩენის შესაძლებლობა მისცა.

გადაცემების 100%-იანი სიზუსტე და ლიდერული თვისებები არის ის, რაც გელა აფრასიძეს "ბეიონისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშის ფუნქციას სძენს".

Rugby.ge

სოსო
შენ ხუმრობ,მაგრამ ქართული რაგბის განვითარებისათვის,ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ძალიან დიდია და მის მიერ გაღებულმა არასახუმარო ხარჯებმა,დღევანდელ წარმატებებამდე მიგვიყვანა.
leo
იამაყე ბიძინა
სოსო
ივანიშვილი,მართლაც ძალიან მძლავრი იყო,თუმცა მე ამას უკვე მივეჩვიე და აღარც მიკვირს.გელა აფრასიძემ კი,ცოტა ხანი ითამაშა და ისე მკვეთრად ააჩქარა თამაში,რომ სანამ მეტოქე ალღოს აუღებდა,თამაშში უკვე გარდატეხა იყო მოხდენილი.
Odala
გაუმარჯოს ივანიშვილს!
ანდრო
ასე გააგრძელეთ ბიჭებო! ღმერთი გფარავდეთ!
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
ლუკა მატკავა: "სქარლეთსი" მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
ტოპ 14 - ქართველების ორი ლელო ერთ მატჩში
"შავი ლომი" | საერთაშორისო პრესის გამოხმაურება ისტორიულ გამარჯვებაზე - მცირე შოკი და გმირი მატკავა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის