საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის პირველი კურსი დასრულდა.

B+A ლიცენზიის კურსში მონაწილეობდნენ ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, მათ საშუალება მიეცათ, C ლიცენზიის გარეშე გაევლოთ B+A კურსი და გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები.

კურსი 6 მოდულისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორ თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 19-დან 21 დეკემბრის ჩათვლით, კურსის დასკვნითი, საგამოცდო მოდული გაიმართა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გურამ კაშია, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი მერებაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, გოგიტა გოგუა, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი, ვლადიმერ დვალიშვილი, ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ.

საგამოცდო მოდულს ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და უეფას ჯირა პანელის წევრი, გენადი სკურტული, რომლებმაც კურსის მსმენელებს უეფას A ლიცენზიების გადასცეს. B+A ლიცენზიის კურსს უეფას ჯირა პანელის წევრი კრის ვან დერ ჰაგენი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული სასწავლო კურსი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შექმნილი იყო განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ 10 თამაში აქვთ ჩატარებული, ეროვნული გუნდის ღირსებას მინიმუმ 7 წლის განმავლობაში იცავდნენ და კურსის დაწყებამდე შეუსრულდათ ან სწავლის პერიოდში უსრულდებოდათ 30 წელი.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "დიდი ხანი ვითამაშებ ფეხბურთს, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენა მინდა. გვსურს, რომ ქართულ ფეხბურთს გამოვადგეთ და გამოვიყენოთ ეს საშუალება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ მოგვცა.

ასაკში მყოფი მოთამაშეები ვართ და ყველას გვიყვარს ფეხბურთი. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ საშუალება მოგვცა, წინ წაგვეგდო საქმე ამ კურსით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კურსი იყო. ბევრი რამ შევიძინეთ, ბევრი ვისწავლეთ. მადლობა ყველა ტუტორს. დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი რამე სხვანაირად აღვიქვით. ძალიან სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა".

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "დიდი მადლობას ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. არ იყო ამ კურსის საქართველოში ჩატარება იოლი. უეფასთან ხანგრძლივი კომუნიკაციის შედეგად, მოგვეცა ამ პროექტის განხორციელების საშუალება და მადლობა მათ ამისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნის წინაშე დამსახურებულ ფეხბურთელებს გავუადვილოთ გზა ფეხბურთელობიდან შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მათ, ვინც ჯერ კიდევ აქტიურ სპორტშია, ვუსურვებ, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშონ, თუმცა უკვე მზად არიან, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც დარჩნენ ფეხბურთში, აკეთონ საყვარელო საქმე და გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის".

ზაზა ზამთარაძე (სფფ-ის ტექნიკური დირექტორი): "დასრულდა B+A ლიცენზიის უეფას კურსი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უეფას მხარდაჭერისთვის, რადგან ეს არასტანდარტული კურსი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელებისთვის, მათ შორის, ნაკრების მოქმედი მოთამაშეებისთვის, მოგვეცა საშუალება, რომ ერთი წლის განმავლობაში სამწვრთნელო განათლება მიგვეცა. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ისინი ქართულ ფეხბურთში დარჩნენ".

გენადი სკურტული (უეფას ჯირა პანელის წევრი): "ეს ძალიან სპეციფიკური კურსი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესანიშნავი პირობები შეუქმნა ფეხბურთელებს. ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული ამ კურსში. ჩვენ კმაყოფილი ვართ და ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ ამ ორგანიზაციისგან, ყველა მონაწილისგან, ისევე, როგორც უეფასგან, რომელმაც დაამტკიცა ეს კურსი. იმედია, მონაწილეები წარმატებას მოუტანენ ქართულ ფეხბურთს".

GFF.GE

მაიცა რა
ოქრი სადარი ტოოო..აღარც ნაკრები..არც ლიცენზია?? აბა დინამოში სუ ტყვილა მისულა რა..აზზე მოდით
ქომაგი
ფარსადანოვიჩის და ზოგადად სსრკ-ის დროს რაც გარიგებულ მატჩებში მიუღია თბილისის დინამოს მონაწილეობა, დღევანდელი თაობა ვერც წარმოიდგენს.
Levani
კი მართალია ამ კურსიდან ვერ გახდება ვერავინ გუუს ჰიდინკი,მაგრამ საბაზისო ცოდნას იძენენ რაც საჭიროა. მერე დანარჩენი ნიჭზე,თვალზე და იღბალზეა დამოკიდებული. ისე გურამი სწორ გზაზეა და თუ ქართული ფეხბურთისთვის კარგი უნდა მარტამდე დაასრულოს სანაკრებო კარიერა აჯობებს. (ევროპის ფინალურზე უნდა ბიჭს და ახლა მაგას გააკეთებს?) არადა
llcl
რა დავაშავეთ, ცისარტყელა გურამი და ფორვარდი კარიერაში 2 გოლით დვალიშვილი ეხლა მწვრთნელებად უნდა მოგვევლინონ
მალხაზ ჯობავა
არავითარი ლიცენზიის კურსები არ გაუვლია და ფარატინა ქაღალდი არ აუღია ცხონებულ ნოდარ ახალკაცს, მაგრამ დარჩა ქართული ფეხბურთის უკვდავ ლეგენდად. ესენი კიდე, მომავალი გარიგებული თამაშების მწვრთნელები იქნებიან აქაც და იქაც, უმრავლესობა მაინც.
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
[VIDEO] პორტუგალიამ გერმანიას გასვლაზე მოუგო - რონალდომ 937-ე გოლი გაიტანა
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით
გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა
სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
მერებაშვილმა პოლონეთში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
"საბურთალომ" ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივმა" ახალწვეულები წარადგინა
რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ვლადიმერ დვალიშვილი: სანამ ნაკრებს დავჭირდები, თუნდაც ყველამ ცუდი თქვას, მაინც ჩამოვალ
ალექსანდრე კობახიძე "დნიპროში" ბრუნდება
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ყენიამ პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა და კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
ლევან მჭედლიძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მზადების III დღე: ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში უკვე 22 ფეხბურთელია [VIDEO]
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ევროპა ლიგა. V ტურის წინ: ქართველების გუნდები პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
3 ქართველი ფეხბურთელი, რომელთა დამატებაზეც ქართულმა კლუბებმა უნდა იფიქრონ
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის რანგით II ლიგაში გადავიდნენ
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ალექსანდრე კობახიძე: "დნეპრში" კიდევ ერთხელ დაბრუნება ძალიან მიხარია
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში