ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 10:26 წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში მატჩის სურათი მთლიანად შეიცვალა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აკაკი ტაბუცაძის ლელო გამოდგა, "ბორჯღალოსნების" გარემარბმა მეორმოცე სანაკრებო ლელო მიითვალა, აკამ ულამაზესი მომენტი შემოგვთავაზა და მეტოქესთან სხვაობა ორ ქულამდე შემცირა, თუმცა 56-ე წუთზე მეტოქისგან კვლავ ლელო მივიღეთ და უპირატესობა კვლავ ავსტრალიელთა მხარეს გადავიდა.

საბოლოოდ, "ბორჯღალოსნები" ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდნენ.

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), , 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

სოსო
ამას წინათ,ამ საიტზე ერთი რაგბის "გულშემატკივარი",აკა ტაბუცაძეზე წერდა,მხოლოდ სისწრაფე აქვს,ტექნიკა და დაცვაში თამაში,ნულიო.გაზეთ ლელოს გვერდზე, ვორლდ რაგბის წერილიდანაცაა ნაწყვეტი,სადაც ის,სწორედ აკაკი ტაბუცაძის ოსტატობას უსვამს ხაზს.შეუძლია თვითონ ნახოს,თუ სიტყვაზე არ მენდობა.
გლახუნა
-ყოჩაღ ბიჭებს,ველოდი ასეთ თამაშს,აშკარა პროგრესით. დიდი ხანია ვწერდი-ახლა ინგლისელი მწვრთნელი გვჭირდება,მოედანზე ინგლისური დისციპლინა-უშეცდომოდ თამაშები(აუტი-დერეფანი,რაქში მწყობრად, აგრესიულად,სწორი მოლი,ნაკლები ჯარიმები...) და შედეგიც იდება. -რაც შეეხება 6 ერს,სახელმწიფოს განვითარება განმტკიცება,მით ეკო-კის აღორძინება,მისთვის რეკომენდაციების შესარულება,მით ევროკავშირში შესვლისთვის ინტენსიური მუშაობა,რასაც მოყვება სოციალური მდგომარეობის ეტაპოვრივი,მაგრამ სწრაფი გაუმჯობესება...დასავლურ სამყაროს სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება; საზელმწიფოს მოწყობა,პოლიტიკურ, ეკო-რ-სოციალურად და 6 ერიც არ დაყოვნება (რუსული ოლიგარქიულ-კრიმინურ-კლანური მართველობა,მით შეუქცევადი სიღატაკე-სრული უპერსპექტივობა,ე.ი. არა მყარი-არა საიმედო სახელ-ფო ინსტ-ბი-სტრუქ-ები,თან რუსეთთან მოთანამშრომლეთ-რა ესაქმება ან ევროკავშირში,ან...რა პერსპექტივაზე შეიძლება საუბარი-ც კი ო დ ე ს მ ე?!). -არ დაგვავიწყდეთ-ქართული რაგბის აღორძინება- ევროპის რაგბის სამყაროს დამსახურებაა,ძირითადად ფრანგების (კლოდ სორელიდან დაწყებული-დღემდე ფრანგულ ლიგებში ჩამოყალიბებული პროფესიონალებით) და არა ავსტრალიელი,ან ზელანდიელ, არგენტინელების,მით უმეტეს ფიჯი სამოა... სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცება ,მით ყველა სპორტის სახეობაში სერიოზული ფინანსები,და ყველა სპორტის სახეობაში წარმატებული ვიქნებით-ერთი ერთი წამყვანი ერი და არა მარტო სპორტში.
გიორგი 11
დისლაიქებს წერს ქართული ენის მცოდნე მტერი! ან შტერი:)
შავი ლომი
ამ დისლაიქბს ვინ წერს მაგის გულში ჩამახედა
თემო
ვიყავი თამაშის საყურებლად და კარგი თამაში იყო. ჩვენმა ლომებმა თავი არ დაზოგეს.მოგების ტოლფასი იყო ეს წაგება. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და უფლის წყალობას. ცოტა კიდე და ავსტრალიასაც ჩამოვიშორებთ
alejandro
არ შეიძლება, რომ ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, სამხრეთ აფრიკამ და არგენტინამ ანდერდოგებად დაგვიმატონ - ჩვენ, ფიჯი, იაპონია სამოა და ტონგა? გავკარი 6 ერს, 10 წელიწადში თავზე გადავახევთ ბურთს... ვინმეს თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი რომ ესპანეთი-პორტუგალია-გერმანია-ბელგია რომ წამოიწივნენ და ვითომ "წინსვლა განიცადეს" - მაშინ ატყდა ამბავი 6 ერის გაფართოებაზე თვითონ მათგან.. როგორც კი დაყვინეს - ეგრევე შეწყდა.. წავიდნენ, მაგათი წარაკუა..
ადამიანი
https://www.youtube.com/watch?v=_lIGOsfmhCA
ადამიანი
https://www.youtube.com/watch?v=7uMHqPBziu0
Sabagio13
წაგება ცუდია, მაგრამ მაინც კარგი თამაში იყო! სწორედ ასეთი მატჩების ხარჯზე უნდა გავიზარდოთ! ისიც კარგად მომეხსენება, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ რეალობის გრძნობა არ უნდა დავაკარგოთ. ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ჩვენ ავსტრალიის წინააღმდეგ ოთხი ლელოს დადებას შევძლებდით? თან როგორი ლელოების?ფაქტი კი მართლაც ჯიუტია, წინსვლა გვაქვს და თუ ასე გავაგრძელებთ, არც ის დრო აღარ არის შორს, როცა ასეთ გრანდებსაც დავდებთ ბეჭებზე. ჩვენი 20 წლამდელების შემხედვარე ნაღდად მაქვს ამის იმედი. ბიჭებს კი უღრმესი მადლობა დღევანდელი ბრძოლისა და თავგანწირვისათვის.
სოსო
წეღან რაგბი ინსაიდს ვუყურე და იქ ითქვა,ბუკა შარიქაძის პრობლემა, დოპინგთან არ არისო დაკავშირებული.მიზეზიც დაასახელა,მაგრამ იმ ადგილზე,ცუდი სმენადობა იყო და ვერ გავარჩიე,რა თქვა.ზოგადად გამოძიება მიდისო და სანამ არ დასრულდება,ოფიციალურად არავინ არაფერს გვეტყვის.
Bs
კარგები ხართ ლომებო! გენაცვალეთ ჯიგარში! თქვენი შემყურე მჯერა რომ მაგათი მოგების დროც მოვა! დიდ გუნდებთან დიადი გამარჯვებების დროც მოვა!
ჟორჟი
ვუყურებდი ნაკრების თამაშს და ამაყი ვიყავი. დიდი ხანია ასეთი განცდა აღარ მქონია. ბრავო ბიჭებს! აშკარად იგრძნობა, ცოტაც და თანაბრად ვითამაშებთ ტიერ 1-ის გუნდებს. ძალიან მაგარია, ახალი თაობაც ძალიან ძლიერია. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, რიგ ეპიზოდებში მომეჩვენა, რომ მსაჯი უპირატესობას ანიჭებდა მოწინააღმდეგეს. შესაძლოა თამაშზე გავლენა არ ჰქონია, მაგრამ მცირე ეპიზოდებში, შეეძლო საჩვენო გადაწყვეტილებების მიღება, თან სამართლიანად!
ზაზა
20 წლის წინ ავსტრალიასთან ჩვენს თამაშს აზრი არ ქონდა 10 წლის წინ კი ვიოცნებებდი რომ 9 ქულა მაინც აგვეღო ( ლელოზე არცაა საუბარი).2024 წელს კი 4 ლელო დაუდეთ კიდევ დაკარგული მინიმუმ 9 ქულა და პროგრესი აშკარაა ვიმსახურებთ 6 ერს .
ტიტე
ბევრი მინდა ვწერო ამ თამაშაზე მაგრამ მხოლოდ ერთს დავწერ 4 ლელო დაუდო ავსტრალიას თვით ოლ ბლექსიც ვერ იფქრებს მაგას.
რომანი
ბრავო, ლომებო!!!!!!!!!!!
Zviads
მეტი სითამამეა საჭირო და დადგება დრო ამათაც მოვუგებთ... (12-13-ზე გვიჭირს მაგრად...)
simartle
მე ამ თამაშით და ხარვეზების მიუხედავად კმაყოფილი ვარ და ვხედავ ძალინ დიდ პროგრესს. ამ სამწვრთნელო გუნდმა ხელი დაატყო ნაკრებს და სანახაობრივად ვთამაშობთ, დაცვაშიც მაღალ დონეზე. თან ეს ახლოახლო სწრაფი პასებით მოთამაშე ავსტრალია მე არ მახსოვს. ძალიან კარგი შეევსება მოსდის რაგბს და არჩევანიც იზრდება და კონკურენციას და იმედია ყველა ჯანსაღად მიუდგება და სიხარულით ამას, მოთამაშეებიდან დაწყებული. წინ მიდის ქართული რაგბი, თან დიდი სისწრაფით. ბობოლებს უნდა ეშინოდეთ. ამ თამაშმა ეს დაამტკიცა!
h- ს
შენ ალბათ დღეს პირველად უყურე რეგბს... თუ ვინ აკლდა გუნდს თუ ვერ ხვდები არ ვაპირებ ჩამოთვლას...
სოსო
ადმინ,შემადგენლობა,ეტყობა წინა სამატჩო განაცხადიდან გადმოიტანეთ.სანდრო თოდუას,საერთოდ არ უთამაშია.რაც შეეხება თამაშს,მიუხედავად კატასტროფული სტარტისა,ბიჭებმა შეძლეს და თამაშში დაბრუნდნენ.26 :24-ს შემდეგ,გამარჯვების იმედიც მოგვეცა,მაგრამ ავსტრალიელთა მწვრთნელმა,სასწრაფო ცვლილებებს მიმართა და თამაშზე კონტროლი დაიბრუნა.ეგეც არ იყოს,ჩვენს ასაკობრივ და მოზრდილთა ნაკრებსაც ხშირად ემართებათ,როცა ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდთან გამარჯვების სიახლოვეს ვიგრძნობთ,ფსიქოლოგიურ წონასწორობას ვკარგავთ და თამაში გვიფუჭდება.ეტყობა გამარჯვებებსაც შეჩვევა უნდა.სასტარტოში გამოუცდელი ალანიას დაყენება,შესაძლოა შეცდომა იყო.ჯერ ისევ სასტარტო მღელვარების ქვეშ მყოფს,რაქიდან ბურთის გამოტანა დაუგვიანდა,მსაჯმა დააჯარიმა და შედეგად ლელო მივიღეთ.ალანია აშკარად აიჭრა და ზედიზედ ორჯერ დაუფარეს დარტყმაზე.ავსტრალიელები ძალიან სწრაფად თამაშობდნენ და მსაჯიც რაქიდან ბურთის გამოტანას,ძალიან გვაჩქარებინებდა.ასეთი სისწრაფეებისათვის მოუმზადებელი ჩვენი ბიჭები,მუდმივად ჩამორჩებოდნენ მეტოქეების მოქმედებას და შედეგმაც არ დააყოვნა.20 წუთში,უკვე სამი ლელო დაგვიდეს.ჩვენი მთავარი პრობლემა,სწორედ ეს არის.რაგბი ევროპის ტემპი,შეუდარებლად ჩამორჩება 6 ერის ნაკრებებს და კიდევ უფრო მეტად,სამხრეთი ნახევარსფეროს ნაკრებების ტემპს.სწორედ ამიტომ გვჭირდება,მათთან ხშირი ტესტ მატჩები,რომ ამას მივეჩვიოთ და ისე აღარ გაგვიჭირდეს,როგორც ამ თამაშში.ასეთი სტარტის შემდეგ,ავსტრალიელები ცოტა დაწყნარდნენ,ჩვენც ცოტა გონზე მოვედით და თამაშის დალაგებაც დავიწყეთ.მერე კი,უკვე ორმხრივი თამაში და შესანიშნავი ლელოები,მათ შორის ჩვენი შესრულებითაც.თურმე ჩვენც შეგვძლებია!გვათამაშონ ერთი კვირის შემდეგ განმეორებით და ვფიქრობ,სულ სხვა ნაკრები იქნება გამარჯვებული.იმას არ ვამტკიცებ,ჩვენ მათზე აუცილებლად ძლიერები ვართო.უკვე ვნახეთ,მათ რა შეუძლიათ,ისიც,რომ მათთან ბრძოლა შესაძლებელია.ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია და ჩვენ თავიდანვე შევძლებთ,სრული ძალით ამოქმედებას.ზუსტად ისე,როგორც განმეორებით შეხვედრაში დავამარცხეთ ინგლისელთა 20 წლამდელები.დაღირებას დარტყმა სჯობიაო,ნათქვამია და როცა დარტყმა უკვე მიღებული გაქვს,შიშიც იხსნება,რადგან უკვე იცი,რას წარმოადგენს,ეს დარტყმა.ჩვენმა ბიჭებმა,მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან ბრძოლის გამართვა უკვე ისწავლეს,იბრძვიან და ღირსეულად მარცხდებიან.ახლა მათზე გამარჯვებების სწავლაა საჭირო.ბოლო წლებში,უკვე სამჯერ შევძელით ეს,მაგრამ გადამწყვეტ თამაშებში ამის მიღწევა,ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს.ამისი დროც მოვა,მაგრამ ეს ჯერ კიდევ სამომავლო საქმეა.ყოველი ასეთი დამარცხება,იმ სამომავლო გამარჯვებისათვის საჭირო აგურია.მიუხედავად დამარცხებისა,მაინც ვფიქრობ,რომ ეს თამაში,ჩვენი საუკეთესო თამაში იყო,ამ ტესტებში და ყოველი თამაშის შემდეგ,სამხრეთი ნახევარსფეროს ნაკრებებთან,სულ უფრო უკეთესად ვთამაშობდით.ესე იგი, ვეგუებოდით მათი თამაშის სტილს.სწრაფად ვსწავლობთ!მთავარია ხშირად გვქონდეს მსგავსი პრაქტიკა,რომ ნასწავლი,მტკიცედ დავიხსომოთ და გავითავისოთ.ბოლო ხანებში,ესპანელებმა და პორტუგალიელებმაც საგრძნობლად მოუმატეს და რაგბი ევროპაზე მათთან თამაშიც,ძველებურად უაზრო დროის დაკარგვა აღარ არის.მათ ჩვენგან ბევრი ისწავლეს და ახლა,უკვე ჩვენ გვეხმარებიან,ელიტარულ ნაკრებებთან თანაბარ უფლებიანობისათვის ბრძოლაში.კოკერილის ნაკრები,თანდათანობით იძენს კონტურებს და თითქოს ცუდი შესახედავი არ უნდა იყოს.ძალიან ბევრი ლიდერი გვაკლდა,ისინიც დაგვემატებიან და შემოდგომის ტესტებზე, კიდევ უფრო ჩამოყალიბებული სახით ვნახავთ.
G.LA
ყოჩაღ ბიჭებს. ავსტრალიას 4 ლელო დაუდო პატარა საქმე არაა. ამ ბოლო სამა თამაშმა ვფიქრობ ჩვენი ნაკრები უფრო გაზარდა და ტიერი 1-ს ძალიან უახლოვდებით. წარმატება ჩვენ ლომებს.

რა დროის ჰაუტი და ტრენერია, ან საერთოდ რაგბია, როცა ბელადი ციხეში ზის, არა ხლუპ?
ორდე
არც ჰაუტია რუსული და არც ტრენერი, თუ ეს გაღელვებს 'პატრიოტო' :))
კაკო
მგონია თვითონაც ვერ დაიჯერეს ამ პატარა მონაკვეთში რა გაუკეთედ და ცოტა დაბნევა იყო გაკვირვება და თავის თავში ვერ გაიგეს რა ქნეს ეს ემოციაა და თვითონ ვერ დაიჯერეს რა ქნეს მაგარი ძაან მაგას მოევლება მადლობა ბიჭებს გენაცვალედ გულში ღმერთმა დაგლოცოდ და გაგაძლიეროდ ამინ ამინ ამინ
ადამიანი
დავით ნინიაშვილი პ.ს. მეტი სიტყვები აღარ არის საჭირო
ადამიანი
ეგ თამაში არავის ემახსოვრება,აკას ეს შედევრი კი რაგბის ქრესტომათიაში შევა !!!
გოჩა
კარგი საყურებელი თამაში იყო, უბრალოდ ავსტრალიამ არ გვაპატა არცერთი უმნიშვნელო შეცდომა
ბადრი
კარგი ცავატანემ ;)
ქართველი
საოცრად ბევრი ბავშვური შეცდომები იყო. განსაკუთრებით 26-24 ზე ჩვენი ლელოს ხაზიდან ავედით იმათ 22 ში და ზუსტად 15 წამში ისევ ჩვენს 5 მეტრიანში აღმოვჩნდით იმისგამო რო უყურადღებობის გამო ხაზი გაგვიჭრეს. მგლები ხართ და ვიცი თბილისიდან ბევრად მარტივია საუბარი მაგრამ ამ ბავშვურ შეცდომებს თუარ შევეშვებით დიდ გუნდებთან სულ წავაგებთ. ოდნავ მეტი კონცენტრაცია და თავისუფლად შეიძლებოდა ამთამაშის მოგება და მერე გენახათ შოკში ჩავარდნილი მსოფლიო
H
რა გაახურეთ ამ დოპინგზე ინტრიგნობით საქმე?! ვინც ითქვა იმ ხალხიდან მარტო ერთია ნაკრების უცვლელი წევრი. დანარჩენს არც იძახებდა ახალი მწვრთნელი. სხვა ვინ მოისაკლისე ერთი შენ ჩამოთვალე აბა?!
ალექს
კრიკეტს ჩაუჯექი ძმა
ასეა ეს
პატარ-პატარა შეცდომებისგან შედგება წაგება. გამოუყენებელი ჯარიმა და გარდასახვა. აშკარად არ იყო რთული პოზიციიდან გასატანი, მაგრამ არ გავიდა. მერე კიდევ ბოლო გაფუჭებული პასი ზედ ლელოს ხაზთან ბოლო წუთებზე. ესეც უხეში შეცდომით. ერთი მოწინააღმდეგე ედგა წინ და მაინცდამაინც იმას მისცა პასი პარტნიორის მაგივრად.ესეც შენი დაკარგული 12 ქულა. რომ არა ეს შეცდომები, თამაში უნდა მოგვეგო. აქ ვიღაც წერს, რომ 13 და 14 კაცთან კი მოვიგებდითო. უმცირესობაში იმიტომ რჩება მოწინააღმდეგე, რომ სხვანაირად შენს თამაშს ვერ უპირისპირდება და იძულებულია წესი დაარღვიოს. ამიტომ თუ ვინმე უმცირესობაში დარჩა, ისევ ჩვენი დამსახურებაა.
ხლუპ
ჰაუტი ,ტრენერი. ჰაუტი არა ბლატ უგალავოი .
იულონი
კარგი თამაში იყო, მაგრამ რაც ავსტრალიისგან უნდა ვისწავლოთ: სწრაფი გადაადგილება ბურთით და უბურთოდ; მრავალფეროვნება ჰაუტიდან ბურთის მოგების შემდეგ მოლის აგორებაში, მიყოლა, რაქის გაწმენდა ...ტრენერი კარგი ჩანს, იმედია უფრო გავძი~ლიერდებით!
ქომაგი
მატკავას, რომ ჯარიმა და გარდასახვა გაეტანა. ბოლოს აბჟანდაძეს ბურთი აუტში სწორად გადაეტანა, იქნებ მოგვეგო კიდეც.
ქომაგი
მატკავას ჯარიმა და გარდასახვა რომ არ აეცილებინა.ბოლოს აბჟანდაძეს აუტში ბურთი სწორად გადაეტანა,იქნებ მოგვეგო კიდეც. მოკლედ კარგი იყო
ალექსას
კი 13-14 კაცის წინააღმდეგ თუ გვათამაშებენ ვიზამთ რამეს.დდდ
ზაალი
დადასტურებული რაც არ არის რა უნდა თქვან? ელოდებიან პასუხს..
დემე
23 კაციდან 14 არ თამაშობს შავ ლომში. იმ 9 შავი ლომელიდან 3 ახლახან გადავიდა შავ ლომში ფრანგული კლუბებიდან, და 1 მატკავა დიდი ალბათობით მონპელიეში მიდის. რავი მაგის ჩათვლით 6 მორაგბე იყო სულ ესე იგი. რა არის გასაკვირი.
რონი
ბევრი მორაგბე გვაკლდა და რახდება დოპინგ სკანდალის თემაზე იტყვის ვინმე რამეს???
ალექს
მადლობა ბიჭებს. ოთხი ლელო ავსტრალიასთან ფანტასტიკური შედეგია. თან სერიოზული დანაკლისი გვქონდა - ორი კაპიტანი, მოდებაძე, თოდუა..საქართველო ცალი ფეხით თიერ 1 ნაკრებია ნამდვილად და ერთადერთი რაც გვაკლია მუდმივი და ხშირი ტესტები და + ტურნირი მსგავსი გუნდების მონაწილეობით.
Kutaisi
Rugbshi ver verkvevi ikneb vinmem amixsnas rato arian marto shavi lomis motamasheebi nakrebshi ???
გიორგი
ყიჩაღ ბიჭებო, გუნდი იზრდება და წინ ბევრი წარმატება გვაქვს! ბატონ ნიაზს კი ამას ვეტყოდი - როგორ მოგეწონებსთ თქვენი გვარი რომ ნანრიკიშვილად მოვიხსენიოთ? ჰიდა ჩვენი მწვრთნელის გვარი ქოქრილია, ქ ო ქ რ ი ლ ი. სსრკ 30 წლის წინ დაიშალა, ბატონო ნიაზ.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 3:21 მარცხდება
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიოს თასი: პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
10 ცვლილება - ავსტრალიამ "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა
მსოფლიო თასი. D ჯგუფი: ავსტრალიამ ურუგვაის 7 ლელო დაუდო
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილებით ავსტრალიასთან