7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგაში" ჩაერთვება და ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აიღებს გეზს. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია - როგორც წარმატებული შედეგების გაგრძელების, ამავდროულად, თამაშის სტილისა და ხარისხის გაუმჯობესების. მიუხედავად იმისა, ამხანაგური მატჩები არ ტარდება, სიახლეებს საკადრო კუთხითაც უნდა ველოდოთ. ვილი სანიოლის მიერ შემადგენლობის გამოცხადებას უახლოეს პერიოდში ველით...

ვეტერანები

ფაქტია, საქართველოს ნაკრები საკადრო ცვლილებებთან ახლოსაა და თუკი ამასთან ეტაპობრივი შეგუება აქამდე მაინცდამაინც არ ხდებოდა, შესარჩევ ეტაპამდე დარჩენილი დროის გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეროვნულ გუნდში თამაშისთვის ასაკობრივ ცენზს არავინ აწესებს, თუმცა გარკვეული პროცესი დასაწყებია. მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის დამოკიდებულებები და ტაქტი გვაფიქრებინებს, რომ ეს ამბები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდება. არადა, ამ მხრივ კარგი გამოცდილება ნამდვილად არ გვაქვს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ახლა გიორგი ლორიაა - 38 წლის. 37 წლისაა კაპიტანი გურამ კაშია; ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილები არიან 32 წლის საბა კვირკველია და ნიკა კვეკვესკირი (ახლა ორივე უკლუბოდაა). ნაკრებში დებიუტი ახლახან ჰქონდა 33 წლის გიორგი გველესიანს და მისი მაშინვე ვეტერანად განხილვა გაგვიჭირდება. არც იმას ვამტკიცებთ, რომ ნაკრებში მხოლოდ 30 წლამდე ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. გვაქვს პორტუგალიელი პეპეს მაგალითი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 41 წლისა ასპარეზობდა და ვიცით თუნდაც ლეგენდარული სერხიო რამოსისა თუ პიკეს გადაწყვეტილებებზე, სანაკრებო კარიერა მაშინ დაესრულებინათ, როცა ძველებურ ფორმაში აღარ იქნებოდნენ...

სიახლეები ევროს შემდეგ...

ყველაზე დიდი მოლოდინი კვლავ ირაკლი აზაროვის ირგვლივ იქნება და ეს ბუნებრივიცაა. ბოლომდე არავინ იცის, 22 წლის პერსპექტიული ფლანგელის არგამოძახების მიზეზი მხოლოდ საფეხბურთო რამდენადაა. სანიოლი მარცხნივ ლუკა ლოჩოშვილის (ახალ სეზონში 3 მატჩში მხოლოდ 1 წუთი მიეცა) თამაშით კმაყოფილი დარჩა და გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვით, "შახტარის" ფეხბურთელს ნაკრებში რომ დააბრუნებს.

თუკი ცენტრალური მცველების მომავალ როტაციაზე ვსაუბრობთ, სიახლეებს აქ ველით, პირველ რიგში, საბა საზონოვისთვის მეტი დროის მიცემას, თუმცა, სამწუხაროდ, კლუბში პირიქით ხდება. მიქაუტაძისა და წიტაიშვილის კარგი მაგალითები გვაფიქრებინებს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობას შეუძლია, ესპანური "ჟირონასა" და უნგრეთის 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ანტალ იაკობიშვილი "გააქართველოს". ბევრი რამ თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ამ.ეტაპზე კლუბში ისიც ცოტას თამაშობს და ეს უფრო მომავლის საკითხია.

ბოლო დროს ყაზახურ "კაირათში" ლუკა გადრანის პროგრესი აღსანიშნავია. გვახსოვს, როცა გველესიანის ნაკრებში მიწვევას ვითხოვდით, არაერთგვაროვანი რეაქციები იყო. დამტკიცდა - დასაკარგი რესურსი ნამდვილად არ გვაქვს, დაცვაში აშკარად უკეთესი რეზერვის იმედი გვქონდა...

23 წლის ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ უკრაინულ "კოლოსში" კარგად დაიწყო და თუკი ასევე გააგრძელებს, მას სანაკრებო კანდიდატად განვიხილავთ. აქ კონკურენცია ნამდვილად გვჭირდება. ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო.

საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძისა და ზივზივაძის სახით ორი ძლიერი და კონკურენტული ფორვარდი ჰყავს. ბოლო მატჩებში დავით ვოლკოვს "ზირას" შემადგენლობაში ბევრი გააქვს, მათ შორის, ევროტურნირებზეც გაიტანა და სანამ გიორგი ქვილითაია ახალ გუნდს მოერგება, ვოლკოვის ნაკრებში დაბრუნების ამბავი რეალურად უნდა განვიხილოთ.

სანიოლი

ახალ ციკლს ჩეხეთის მასპინძლობით ვიწყებთ. კარგად გვახსოვს იმ მატჩის სცენარი, რაც ჰამბურგში განვითარდა. იქ გამარჯვებაც შეგვეძლო, თუმცა შეხვედრაში, სადაც ბურთი მთლიანად დავთმეთ, გიორგი მამარდაშვილმა უამრავჯერ გადაგვარჩინა. თბილისში სხვა თამაში უნდა იყოს და ვილი სანიოლმა მასში სიახლეები უნდა შეიტანოს. რთულია, იმ ტაქტიკურ სქემაზე უარი თქვა, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლიე, მაგრამ ვილის ეს ეტაპობრივად დასჭირდება. გასაგებია, ხსენებულ დაპირისპირებაში კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე (შეცვლაზე შევიდა) არ თამაშობდნენ, თუმცა ის კარგად დავინახეთ, ჩეხებს ჩაწოდებების საშუალება არ უნდა მივცეთ. მოწინააღმდეგის ტაქტიკა მაშინ ასეთი იყო, ცენტრში ბევრი ფეხბურთელის თავმოყრის შემდეგ, ფლანგზე აუცილებლად მარტო ტოვებდნენ ერთ ფეხბურთელს, რომელიც საჯარიმოში აწვდიდა.

ასე რომ, ახლა მიღწეულით ტკბობაზე მეტად, განახლებისა და კიდევ უფრო გაძლიერების დროა!..

დავით 67
მე როცა რუსეთში ვცხოვრობდი იქ ჩატარდა ასეთი გამოკითხვა.2010წელი იყო. კითხვა იყო ასეთი. აფხაზეთი რომ დაბრუნდეს საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდებით თუ არა თქვენს მხარეში?? 84% უპასუხა არა. (პირადად ვმონაწილეობდი ამ გამოკითხვაში მე ვუპასუხე რომ კი დავბრუნდები, რადგან გაგრელი ვარ).ასე რომ 16% - ში აღმოვჩნდი. მიზეზი იყო მარტივი, ზოგმა ბიზნესი დაასახელა, ზოგმა შვილები აქ დაიბადნენ და აქ სწავლობენო, ენა არ იციანო და ა.შ.იქ რა უნდა გავაკეთოთო. მე მესმის მათი პოზიცია, რადგან რთულია ასე უცბად აიყარო და წახვიდე. მითუმეტეს უარი თქვა ბიზნესზე ,რასაც 20 წლის მანძილზე ნელნელა ანვითარებდი. მერე შერეული ოჯახები კიდევ. ისე უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი რომ რომ სახლებს ( ვისაც დაუწვეს ან დაუნგრიეს) შეიძენდნენ ზაფხულში დასასვენებლად. აგარაკის პონტში.როგორც საცხოვრებლად ზემოთ ავღნიშნე თუ რამდენმა %-მა განაცხადა მანდ ცხოვრების სურვილი. ასე რომ არ გინდა ზედმეტი გულზე მუშტების ბრაგუნი. და შეურაცხყოფის მიყენება ნურავიზე. შენც ხომ კარგად იცი რომ შენი არავის ეშინია.
ბადრი
კაკრაზ დიდი პრაქტიკა არ აქვს, ჩვენთან მიიღო ის. საერთოდ მოკვეთილი იყო ფეხბურთიდან.
ბექა
ქოჩორაშვილის აგენტი ცოტა,რომ გააქტიურდეს არა?!შესთავაზოს ლა ლიგის გუნდებს ქოჩორა, აგერ რუსები გადადიან ლა ლიგაში და ერთი ქართველი რა გახდა?მით უმეტეს როგორ დონეზე ჩაატარა ევროპის ჩემპიონატი და როგორ თამაშობს კლუბშიც,დავიჯერო არანაირი ინტერესი არ არის?!ეს ბიჭი როგორ უნდა დარჩეს წელსაც ესპანეთის მეორე ლიგაში ჩემთვის წარმოუდგენელია!!
სოსო
30 წლის წინ,5 მილიონზე მეტი ვიყავით,ლევან.დღეს ალბათ 3 მილიონზე მეტი აღარ ვიქნებით და მასობრივი სპორტიც აღარ არსებობს.ტელეფონში ცხვირჩარჭობილი ბიჭი,დიდ ფეხბურთელად ვერ გაიზრდება.ეგეც არ იყოს,მაშინ ჯერ კიდევ დაახლოებით ერთ დონეზე იყო მოზარდ სპორტსმენთა გაზრდის შესაძლებლობები.დღეს ტექნოლოგიებს და შესაბამისად ფინანსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.ღარიბი ქვეყანა,ასეთ პირობებს ვერ უქმნის ახალგაზრდას.
მერაბი ბებია
მეგობრებო ვილი ჭკვიანი მწვრთნელი არის დიდი პრაკტიკიტ მჯერა გაგვახარებს ყველაფერი კარგად იქნება საქართველო არის გმერტისგან ტალანტების დალოცვილი ქვეყანა
მდაა
გულიაშვილი არის გამოსაძახები ყველა თამაშში გოლი გააქვს …სათამაშო დრო თუ ვერა ნაკრებს მიეჩვიოს 22 წლისაა და ბუდუ 30ის ესე იგი 2-3 წელი ისწავლოს ბუდუსგან …ასევე იმ ვითომ ურაპატრიოტებს-ქართფაშისტებს გეუბნებით უკვე ზედმეტი მოგდით იმ ქართველ ემიგრანტებზე რომლებიც ბედის უკუღმართობით რუსეთში ჩარჩენ ( უმრავლესობა აფხაზეთის ომის შემდეგ ანუ აფხაზეთის ქართველობა) არავის გადასწყვეტი არაა ამათი შვილები ითამაშებენ თუ არა საქართველოს ნაკრებში თუ იცხოვრებენ საქართველოში არ დაგავიწყდეთ რომ იქ ქართველები მილიონზე მეტი არიან და უკვე ჩანს რომ თქვენი ფაშისტობა და რუსებთან გაიგივება ამოუვიდათ კისერში …თუ აფხაზეთი მოგვარდა სამ დღეში ყველა დაბრუნდება სახლში და რამდენიმე დღეში გაივსება საქართველო დაბრუნებული ემიგრანტებიდან და აი მერე სად მიდიხართ ..?! ვის … მიძვრებით თქვენგან განსხვავებით ქართული სული იმათ ბევრად აქვთ შენახული ვიდრე თქვენ მოყვირალე ურა-პატრიოტებს …მაგრააამ სანამ 10-15 თქვენისთანას კბილებს არ დაუთვლიან თქვენ არ მოისვენებთ !!!!
Levani
სამწუხაროდ რეზერვი არ ჩანს. გოგლიჩიძე და ლაცაბიძე ნიჭიერი ბიჭები არიან მაგრამ ჯერ თავიანთ გუნდებში უნდა ითამაშონ და მარტო ითამაშონ არ კმარა,მაგრად უნდა ითქმაშონ. იმიტომ რომ ნაკრებში თამაშობ უმაღლესი დონის თავდამსხმელების წინააღმდეგ. თავის დროზე 19წლის კალაძე რო დაუყენეს ვიერის კალაძე მგელი იყო,კიევში გადავიდა და ძირითადში მოხვედრაზე წუწუნი კი არა შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა 19-20 წლის ბიჭი. იგივე ხიზანიშვილი 17-18 წლის ნაკრებში თამაშობდა და ვოლკი იყო. ახლა რა ჭირთ ამ ბიჭებს,მარტო შემტევ ნახევარმცველებს ამზადებენ აკადემიებში და ისიც პორტოს რეზერვი,ბაიერნის რეზერვი და ა.შ. რამდენი ხანია თბილისის აკადემიებში კარგი თავდამსხმელი არ გაუზრდიათ.. ბუდუს მერე ვინმე გამოჩნდა? გაგუა ვითომ,გულიაშვილი-ორივე ეროვნული ლიგის დონეა. რა გახდა ერთი არველაძის,ჯანაშიას ან აშვეთიას დონის თავდამსხმელი. ბუდუ და ჟორჟი კარგია,მაგრამ ვინმე უნდა მოდიოდეს ახალი რომელიც ორივეს კონკურენციას გაუწევს. რა ვიცი-30 წლის წინ უკეთესი პირობები იყო ფეხბურთელის მოსამზადებლად?
მწვრთნელი
გავიგე!
G.LA
ბერიაშვილი უნდა გამოიცადოს ნაკრებში. მახსოვს U21-ში ძალიან კარგად თამაშობდა. ახლა უნგრეთში თამაშობს. 32-32 წლის ფეხბურთელებს ვეტერანი ფეხბურთელი როგორ უნდა დაუძახოთ? კვირკველიაზე როდესაც წნეხი იყო იმ მომენტში წონა ქონდა მომატებული და მძიმე იყო. მისი შესაძლებლობა ყველამ ვიცით და მისი ჩამოწერა არასერიოზულია. წონა დაკლებული ფორმაში მყოფი საბა აუვცილებელია ნაკრებში თავის გამოცდილებით და კლასით. გველესიანიც კარგად წარმოაჩინა თავი. კაშიას რას ვერჩით თუ ისე ითამაშებს როგორც ევროზე? იაკობაშვილზე ფედერაციამ უნდა იმუშაოს, ასევე გადრანიც საინტერესოა რას წარმოადგენს.
მწვრთნელს
მარცხნივ ლოჩოშვილი მოეწონა და შახტარის ფეხბურთელს ანუ აზაროვს რამდენად დააბრუნებსო, ასე წერია... სხვა გვარებს რაც შეეხება, აქ ხვიჩაც არაა ნახსენები, უფრო ალტერნატივები, შესაძლო სიახლეები და პრობლემებია
ბადრი
გავეცანი ამ კომენტარებს და გამოვიტანე დასკვნა, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მწვრთნელთა საბჭო ამ 45 პიროვნების შემადგენლობით. ე, მაშინ ეშველება ნაკრებს!
giabar
შოთა ნონიკაშვილი და გიორგი კოხრეიძე შეიძლება მოსინჯოს კაცმა.

ეს დარჩა ნაკრებში?მაშინ დაგვერხა მაგრად
მწვრთნელი
ვერ გავიგე! ლოჩოშვილი და შახტარი რა შუაშია, თუ გოჩოლეიშვილი უნდა გეთქვა ღვთისავარ, ის უკვე ანდერლეხტშია და კარგადაც მოერგო გუნდს! ასევე ქოჩორაშვილზე, დავითაშვილზე და კაკაბაძეზეც არეფერი გითქვამს არა და ესენი ძირითადის მოთამაშეებად განიხილებიან! გაგნიძე კიდევ ვერ გაუწევს კონკურენციას კოლოსიდან ვერავის სამწუხაროდ! ემპოლიდან გოგლიჩიძეს გამოძახებაც არ იქნებოდა ურიგო დაცვისთვის! საქართველოს ჩემპიონატიდან ერთი ორი ფეხბურთელის გამოძახებაც არ აწყენდა ნაკრებს ვიდრე ყაზახეთიდან ან აზერბაიჯანიდან!
გიორგი
და თქვენ ამბობთ შახტარმა ვიღაც ალექსანდრიასთან 4 გოლი რომ გაუშვა აზაროვის ან სხვა დონეცკელი ფეხბურთელების ცუდი თამაშის გამო მოხვდა?აზაროვი დღეს ყველაზე ძვირად ღირებული მცველია რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნის, ტექნიკურია სწრაფია მოქნილია ტაკტიკურად ძლიერიად არის მომზადებული არ არის დიდი ალბათობით მისი არ გამოძახება სპორტული ხასიათის
ლაშა
ძალიან სუსტად ითამაშა აზაროვმა ბოლო თამაში და არ მგონია გამოიძახოს
მწარე
ჩემი აზრით, აზაროვს არ იძახებს სხვა მიზეზით. გუნდი მარტო კომბინაციების ან პასები არ არის, გუნდი პირველ რიგში ურთიერთობებია. თუ ვცდები ბოდიშს მოვიხდი.
ბუხუტი
აზაროვი აუცილებლად უნდა იყოს ნაკრებში და ახლაც თუ არ გამოიძახა მაშინ აქ რაღაც პირადულია მაგაზე უკეთესი მცველი არ ყავს სანიოლის,პირადულები გვერდზე გადადონ და რაც ჭირდება ნაკრებს ის გააკეთონ
გგ
რამდენი ფეხბურთის ექსპერტი გვყოლია :) :) :)
შახრუდინი
გადრანი არც ჩემი ახლობელია და არც არავინ ვინმემ რომ რამე არ იფიქროს….ეს ბიჭი არის უნიჭიერესი.მოედნის ხედვა კარში დარტყმა პასები აი ყველაფერი აქვს.თუ გამოიძახეს ნაკრებში დარწმუნებული ვარ ის მუდმივი წევრი გახდრბა ამ გუნდის
Walter White
ბატონო სოსო, გეთანხმებით, რომ მწვრთნელი იმ თამაშს ათამაშებს,რა რეზერვიც გააჩნია.მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს თამაშები ლამაზი და საინტერესოა ფეხბურთის ყურების მხრივ? ის რომ 6 საუკეთესო თამაშებში დასახელდა, დიდი წვლილი შემტევი გუნდების ხარჯზეც მოხდა( ალბათ გამოიცნობთ ვინც იყო შემტევი გუნდი). ხსნით რომ დაცვა უკვე ასაკოვანი იყო და თამაშობდნენ უკან დახეულები,ნახევარდაცვა არ იყო მობილური,თავდასხმამ კი 4 თამაშში 6-7 დარტყმა განახორციელა კარის მიმართულებით. აი ზუსტად,ამის შეკითხვა მაქვს: მაშ რა მოგეწონათ მათ ნათამაშებ ფეხბურთში? დავამატებ,რომ არც ფიზიკური მომზადების მხრივ იყვნენ მაღალ დონეზე და სისწრაფითაც ჩამორჩებოდნენ მოწინააღმდეგე გინდებს. რა გვრჩება? საბერძნეთთან გატანილი თერთმეტრიანები და ამხანაგურ შეხვედრაში "ჭ" კლასის აზიურ გუნდთან "დამაჯერებელი" გამარჯვება? მამარდაშვილის საოცარი სეივების და ქოჩორაშვილის ( მოულოდნელად) კარგი თამაში არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ,ეხლა სანიოლი და ფედერაცია სასწაულს გააკეთებს. ეროვნული ჩემპიონატის დონე და საკლუბო ევროტურნირებზე ქართული ფეხბურთი არის რეალური მაჩვენებელი იმისა რაც გაგვაჩნია. აღარ მინდა იმ თემაზე ისევ საუბარი თუ სად წავიდა ჯამში 300 მილიონამდე ბიუჯეტიდან და ფიფა-უეფადან ცალკე დაფინანსება( რაც სახელმწიფო საიდუმლოს გრიფით არის გადამალული). მოკლედ, ადამიანი სიმართლეს თუ თვალს გაუსწორებ, მიხვდები თუ რა სავალდებულო მდგომარეობაში ვართ ( და არა მარტო ფეხბურთში)
ჯუდო
აზაროვი ძალიან თავხედურად მოიქცა,ახსნა_განმარტება რომ მოითხოვა რატომ არ გამომიძახესო.ასეთი სითავხედე არავის უქნია.სუს გუნდებთან რომ ათამაშებდა სანიოლი, ალბათ ჩათვალა რომ მაგარი ბიჭი ვარო და ფინალურ ეტაპზეც მოინდომა თამაში.საერთოდ არ უნდა გააკარონ ნაკრებს.მესი რომ არ გამოეძახებინათ,ისიც კი არ იტყოდა ასეთ სითავხედეს.წადი ძმაო და საცა გამოგიძახებენ იქ ითამაშე.არ შეუკიკინეს სანიოლის! საქართველოს ჩემპიონატს ვერ გაცდენილან და პრეტენზიები დიდი აქვთ.წადი ძმაო და ითამაშე
სოსო
მწვრთნელი გუნდს იმ ფეხბურთს ათამაშებს,რომელსაც საუკეთესო შედეგი მოაქვს.ჩვენ კონტრშეტევაზე ვთამაშობდით,მაგრამ ჩვენგან ნათამაშები "უმახინჯესი ფეხბურთის"ორი მატჩი,ევროპის ჩემპიონატის 6 საუკეთესო მატჩში მოხვდა!ევროპამ ასე შეაფასა,საქართველოს ნაკრების თამაში. შემტევი ფეხბურთის თამაშს რა სჯობია,მაგრამ ძალიან სწრაფი და ტექნიკური დაცვა უნდა გყავდეს,მობილურ ნახევარდაცვასთან ერთად.კაშიაც და სამივე მცველიც,კარგები იყვნენ,როცა უკან დახეულები თამაშობდნენ,კარიდან ახლოს,მაგრამ მაღლა თუ ამოიწეოდნენ,პრესინგისათვის,მათ უკან,თავისუფალი სივრცეები გაჩნდებოდა და იქ გადაგდებული ბურთი,თავდამსხმელების ლუკმა გახდებოდა,ჩვენი დაცვა,მათი გამჩერებელი,ან დამსწრები არ იყო.სხვა სტილის,მცველები გვჭირდება,მსგავსი თამაშისათვის და სანამ არ გვეყოლება,ვერც თამაშის სქემას შევცვლით.როგორც კი ესპანეთთან კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და გავიდა,გამოჩნდა,რომ მისი შემცვლელი არავინ გვყავს და საყრდენი ზონა,"პრახადნოი"გახდა.ამან კი,მთელი დაცვა მოშალა,რადგან საყრდენ ზონაში,შეტევის შესაძლო მიმართულებებს ვეღარ ვფარავდით.გვეყოლება სათანადო ფეხბურთელები?გვექნება თამაშიც.სულ ესაა!
Emre
სად ნახე გველესიანის პოლიტიკური განცხადება?
ზურა წიგნაძე
სანიოლის ადგილზე, დაცვის გასაძლიერებლად ბერიაშვილს მივცემდი შანსს. უნგრეთში დაიწყო სეზონი. ნახეთ MTK ბუდაპეშტის თამაშები და შეფასებები. ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეა. თავად ფეხბურთელმა გასული სეზონიც მაღალ დონეზე ჩაატარა. ამაზე მეტყველებს ის, რომ გავარდნილი მეზოკოვეშდიდან გადავიდა ამბიციურ MTK ბუდაპეშტში. ყველაფერი აქვს: სიმაღლე, სისწრაფე, მოედნის ხედვა, საფეხბურთო და ზოგადად განათლება, ფიზიკური შესაძლებლობები, გრძელი პასი, გოლის ალღო. გადაჭარბებად ნუ ჩამითვლით. თელავის გულშემატკივარი ვარ და ვუყურებდი ეროვნულ ლიგაში და U21 ში მის თამაშებს. ვფიქრობ გამოადგება ნაკრებს. ასაკიც ხელს უწყობს.

არა კორეია მომეწონა.ვაფშე სად ბანაობ?რიონში?
gaguu-s da ???-s
თქვენი ფედერაციის ტროლი ერთჯერადი…ო ზუსტად ეგ
ქუთაისელი
აზაროვი დაცვაში არის სუსტი! კაშია დაბერდა, და სამწუხაროა რომ წავიდეს ვერ ხვდება. ლოჩოშვილს საფეხბურთო ინტელექტი აკლია. საზონოვს აქვს მომატების საშუალება, ოღონდ კლუბში კონკურენტებს უნდა აჯობოს და სტაბილურად ითამაშოს. გველესიანი პოლიტიკას თუ შეეშვება, შეიძლება კი გამოგვადგეს. კვირკველიას, როგორც კაშიას, მადლობა და ნახვამდის. გადრანი საინტერესო მცველია, ოღონდ მაღალი კლასის კლუბში უნდა გადავიდეს. ანტალი უნდა გადმოვიბიროთ და შანსი მივცეთ. ქვილითაია რომ გამოდის, სტადიონის დატოვება მინდა. 10 კაცით ვთამაშობთ. ვოლკოვი საინტერესო და მებრძოლია (ქვილითაიასგან განსხვავებით), მაგრამ ჭ-კლასის მაჩანჩალა გუნდში რა პრაქტიკა უნდა მიიღოს ისეთი, რომ გამოგვადგეს. არაბიძე იმედია კორიეაში სირბილს ისწავლის, ტორპედოში რაც ისეირნა (მაგრამ მაინც უმაღლეს კლასს აჩვენებდა), ეყოფა. სანიოლი ხისგან არის გამოთლილი. ჩეხეთთან ბუდუ დატოვა და ქვილითაია გამოიყვანა. ეს ნორმალური იყო? ნაკრების დონემ 2-ჯერ გაასწრო მწვრთნელის დონეს. მწვრთნელი გამოსაცვლელი იყო. არ გვაქვს დასაკარგი ციკლი. ვიცი ბევრ დისლაიქს დააგროვებს ეს პოსტი, მაგრამ სიმართლე მწარეა.
Walter White
ვეტერანების შეცვლა კარგია და საჭიროც. ოღონდ ევროპის ჩემპიონატზე კაშიამ პრაქტიკულად შეცდომა არ დაუშვა,რაც შეეხება გველესიანს,მაქსიმემი დადო, მაგრამ ფიზიკურად 60 წუთზე მეტს ვერ უძლებს თანამედროვე ფეხბურთის თამაშის დროს. ჯერჯერობით ახალგაზრდებში კი ვერ ვხედავ ამ პოზიციაზე ვერავის ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს.არადა საცაა კაშიაც წავა და მერე? თუმცა იმ თამაშით რაც საქართველოს ნაკრაბმა ევროზე აჩვენა,სულაც არ არის საჭირო ცენტრალური მცველები- თერთმეტი "არაგველი " თუ ჩადგება კარის ხაზზე, ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება გოლის გატანა. არ დამიწყოთ ეხლა რომ იბრძოლეს და გააგიჟეს მსოფლიო...უმახინჯესი ფეხბურთი,360 იდან 350 წუთი დაცვაში თამაში. არ გაგვიმართლა? ვარმა დაგვსაჯა? ისე გაგვიმართლა რომ არც ველოდით და მსაჯებიც საკმაოდ ლოიალურად გვიყურებდნენ. აქ უმრავლეს კომენტარებს დებს ხალხი, რომელიც პარტიული დავალებით დაიწყო "ნაპოლის" თამაშების ყურება და ფეხბურთის ხიბლი და ნამდვილი სიამოვნება არც კი წარმოუდგენიათ რა არის .
tngh
ნაკრებს ყველა ფეხბურთელი სჭირდება... ლუკა გაგნიძეც საჭიროა!!!
აბო
ეს მძღნერი რა მოსატანი იყო ამ ნუგბარით გაშლილ სუფრაზე?
გიგო
ჩანს უკვე გიგრილა თავში.
მწარე
ამ სტატიიდან ერთი დასკვნა გამომაქვს, ცუდადაა ჩვენი საქმე.: 1) ფაქტიურად კვლავ ძველ ხალხზეა საუბარი. 2) დაცვა დაბერდა, ახალი ჩამოთვლილებიდან ჯერ ვეტერანების დონეს ვერ ქაჩავს. 3) ახალი ფეხბურთელების გამოსვლა, ახალი ტაქტიკით თამაში ნაკრებმა უნდა ცადოს ერთა ლიგაზე, მაგრამ ამ დროს თხოვენ შედეგსაც. ამის რესურსი ნაკრებს არ გააჩნია. 4) ევროპაში წასული ახალგაზრდები ჯერ ვერ "ქაჩავს" ვერ უმატებს ხარისხს. ამ დროს კვლავ შედეგს ვითხოვთ. 5) სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ჩარევას ფეხბურთის საქმეში (საუბედუროდ ზოგიერთი ქომაგიც ეხმარება), რაც იწვევს გახლეჩას. პ.ს. ყველაფერი ზემოთქმულის შემდეგ, რა დასკვნა გამოვიტანო არ ვიცი. ალბათ, მაინც ახალი გუნდის შენების დაწყების დროა, თუმცა შედეგი გაუარესდება, შეიძლება ცე თუ სი ჯგუფებში დავქვეითდეთ. სამაგიეროდ იქედან ევროზე მოხვედრა ბევრად ადვილი იქნება. თან ამასობაში გუნდიც შეიკვრება.
Ზაკო
სანამ სააკაშვილი არ მოვა ხელისუფლებაში არაფერი ეშველება ფეხბურთს
G.LA
არ მგონია 32 ან 33 წლის ფეხბურთელები ვეტერანებად განხილვა სწორი იყოს. ფეხბურთელი თუ ფიზიკურად მზად არის და ასრულებს მწვრთნელის დავალებებს 36-38 წლის ფეხბურთელებიც მისაღებია. ასეთი ფეხბურთელები ბევრია სხვა ქვეყნების ნაკრებებში. კვირკველიან იმ ეტაპზე მოუკლო და დამძიმდა როდესაც მასზე კრიტიკა წამოვიდა მის მიმართ, მან წონაშიც მოიმატა ეს შესამჩნევად ჩანდა. ასე რომ თუ ფორმაში იქნებიან როგორ უნდა ვთქვათ უარი 32-33 წლის ფეხბურთელებზე? რაც შეეხება ემიგრანტების გაქართველებას ეს ფედერაციამ აუვცილებლად უნდა გააკეთოს და გამოვცადოთ ნაკრებში. ესევე ახალი ფეხბურთელებიც უნდა გამოვცადოთ. აგერ ქოჩორაშვილი მაგალითი როგორ ვითხოვდით და როგორ მოგვაწონა ყველას თავი, ასევე გველესიანიც ბოლო მომენტში წაიყვანეს ევროპაზე და მშვენივრად გაამართლა.

მტყუნის?
Gaguu
იქ იყავი ძმა? ნუ გამოხვალთ ხოლმდ პროფესორები რაა

სანამ უბადრუკი ფრანგი იქნება ნაკრებში და პოლიტიკურად მოტივირებული ფედერაცი აზაროვი სლბათ არ მოვა ნაკრებში..აზაროვის არ გამოძახება იაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო..სანიოლი მარიონეტია სხვა არავინ..
ზვიადი
რას ფილოსოფოსობთ და ამინუსებთ ვერაფერს გაიგებ თქვენსას. განხილულია ყველა შესაძლო ალტერნატივა, ობუექტურად და მშვიდად. რა დაგაკლდათ? ან რას ითხოვთ? სანიოლმა ერთხელ კი დაგტროლათ, კიდე მოახერხებს
ბიო
მიდი მიაყენე ერთი ადგილი
d
ნაკრებში უნდა იტამაშოს იმან ვინც იმსახურებს. ასაკი არაფერშუაშია. მაგრამ ახალგაზრდა რეზერვიც უნდა შეაჩვიო ნაკრებს. აბა სწორი იყო გველესიანი პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე რო ათამაშა? 1 თამაშში ნახა ამხანაგურში 1 ტაიმი ევროს წინ :) როტმ? სხვა გზა არ ქონდა და იმიტომ. ასე რომ ყველა უნდა გამოიძახოს ვისაც პოტენციალი აქვს და გამოცადოს
Yaakobishvili
ასე წერს ანტალი საკუთარ გვარს: იაკობიშვილი https://www.instagram.com/antalyaakobi/
ასეა!
ამიტომ, არ არის საჭირო ნამეტანი თავის წაკვლა ყველაფერზე, ბოლოს მაინც არავინ დაგიფასებს, მითუმეტეს "დაუნდობელი ვაი გულშემატკივრები" მოიგებ მაგარი ხარ, ვერ მოიგებ და გადაგივლიან.
ბ. დილანიშვილი
ფეხბურთელები უნდა შემოწმდნენ რიტორიკაზე, ივარგებენ თუ არა თოქშოუებში გამოსასვლელად, ასევე ჩვენი ლეგენდების სალანძღავად. თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებენ, მოხვდებიან ნაკრებში. ისე, ერთ მშვენიერ დროს შესაძლოა უბანში ან სანათესაოშიც აგონ პასუხი.
ვაახ?
რამდენი ვეტერანი ფეხბურთელი ჯობია, ზოგიერთ ახალგაზრდას: თუ საქმის სიყვარულით, თუ თავდადებით და ასე შემდეგ. ვეტრანებს მეტი პატივისცემა და დაფასება სჭირდებათ! ყელშია ამოსული "ასაკების დათვლა" ფეხბურთელს სადამდესაც შეუძლია თამაში, იქამდე უნდა ითამაშოს ესეიგი ორგანიზმი ხელს უწყობს!
Irakli
ნაკრები არ არის კლუბი და კომერციული სტრუქტურა, მას ვგულშემატკირობთ იმიტომ რომ ეროვნული ნაკრებია, მისი წევრობა დიდი პატივია, იქ საჭიროა პროფესიონალიზმი პლიუს პატრიოტიზმ. თამაშის წინ მთელს სტადიონთან ერთად ჰიმნს მღერიხარ და გული სხვაგვარად გიძგერს! ამიტო, ჩემის აზრით ნაკრებში მარტო გვარის გამო თამაშს არ შეიძლება იმსახურებდეს!
დათო
კი ბატონო, ისე განიკითხავენ ხოლმე თითქოს თვითონ ედეალურები იყვნენ
gpi
ეგეთი ბოღმიანი და ტუპიაკური აზროვნება რომ გაქვს , არ გეცოდება საკუთარი თავი ?
ვენეციის კომისია
ამ ყაზახეთში და აზერბაიჯანში მოთამაშეებს რომ ნაკრების კანდიდატებად განიხილავთ, ზრდილობის გულისთვის საქართველოს ჩემპიონატის 1-2 მოთამაშე მაინც ახსენეთ...
akaki shanidze
სპორცმენი კი არა სპორტსმენი! სპორტი, სპორტია სიტყვის ფუძე და არა სპორცი! :)
ვაჟა მასწავლებელი
ადმინ გთხოვთ წაეშველოთ ქართულ ენას: ვინც დაწერს "სპორცმენი" ან "ფეღბურთელი" უბრალოდ არ გამოუქვეყნოთ კომენტარი!
გიო
1. ფაქტიურად ვეტერანებად მოვიხსენიებთ 32 წლის კვერკველია/კვეკვესკირს და ამ დროს 33 წლის გველესიანზე ვამბობთ არარის ვეტერანიო :D პეპეს მაგალითი კარგია, თუ მოთამაშე მისი პოზიციაზე საუკეთესოა ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, აქედან გამომდინარე კაშია თუ გადაწყვეტს რომ დარჩეს მეეჭვება დღეს ვინმემ აჯობოს, ნაკრებში კი იმან უნდა ითამაშოს ვინც იმ პერიოდში უკეთესია. მომატებით კლუბში უნდა მოუმატონ და მერე მოხვდნენ. საზანოვმა თუ დაიმკვიდრა ტორინოში თავი და ძირითადის მოთამაშე გახდა ნაკრების გარეშე ვერმოუმატებს?? იგივე ეხებათ გოგლიჩიძეს და სხვა ახალგაზრდებს. თუნდაც იაკობაშვილს მოქალაქეობას თუ მისცემენ ჯერ ახალგაზრდული უწევს და იქ უნდა დაამტკიცოს. 2. აზაროვი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა და იმის კითხვა დააბრუნებს თუ არა ნაკრებში უადგილოდ მიმაჩნია, სანიოლმაც აღნიშნა ყველაზე მეტად მისი არწაყვანა გამიჭირდაო და მომავალში ისევ ნაკრებში იქნება 3. გადრანი/გაგნიძე ჩემი აზრით ისეთი მოთამაშეები არიან შეიძლება გამოსცადო, თუმცა ისეთ დონეზე არარიან რომ თქვა როგორ არიძახებენო. 4. ვოლკოვს ადრეც ეძლეოდა შანსი და ვფიქრობ მომავალშიც მისცემენ, თუმცა ერთია როცა ვინმეზე ამბობ იმსახურებსო და მეორე როცა ირიბად მიანიშნებ ვინმეზე ეს არუნდა გამოიძახოვო. "სანამ გიორგი ქვილითაია ახალ გუნდს მოერგება" - ამ სიტყვებში პირდაპირ ჩანს შენი ნაკრების მოთამაშის უპატივცემულობა. ერთია ამას გულშემატკივარი რომ წერს კომენტარში და მეორე როცა ჟურნალისტი იძახის, იგივე ჩემპიონატში დარჩა და რაიცი რომ გაუჭირდება გუნდთან ადაპტაცია??
ბათუმელი ექსპერტი
საქართველომ არ უნდა დაკარგოს რესურსი, სადაც არ უნდა თამაშობდნენ ფეხბურთელები ყველა ქვეყნიდან უნდა მოვიწვიოთ თუკი ახლოს არიან სათამაშო ფორმით ნაკრების დონეზე. სად გვყავს დასაკარგი ხალხი. ახლა მოუნდა ვინმეს ნაკრებში თამაში თუ მერე მოუნდება ეს არაა საბაბი მოთამაშეთა დასაკარგად!
ნიკა
ყველა კაი ბიჭია და კაი რეზერვი გვაქვს. ვოლკოვი ცოტა ასაკშია მარა ძაან პროფესიონალია ნამდვილი სპორცმენი, თავმდაბალი ბიჭი რომელიც თავის სიტყვას იძახის ყოველთვის როცა შანსი აქვს. გაგნიძეს რაც ეტყობა დიდი პოტენციალი აქვს კარგი ევროპული გუნდი სჭირდება. აზაროვზე ლაპარაკი ზედმეტია. გადრანიც საინტერესო მცველია მარა ჯერ ცოტა მაღალ ლიგაში უნდა გადავიდეს და იქ დაამტკიცოს. რაც შეეხება იაკობაშვილი იქნება მარადიშვილი თუ კიდე სხვა ემიგრანტი ქართველი ყველა გვჭირდება ყველა ქვეყნის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ ჩვენ არაფერს არ ვკარგავთ პირიქით კონკურენცია საჭიროა. მავანი ეგრე იძახდა მიქაუტაძეზე, საზანოვზე და კიდე ბევრზე, როცა გაამართლებს ხოლმე ფეხბურთელი მერე ჩაიგდებენ ხოლმე ენას.
roni-ს
აგერ კაცი იაკობიშვილს და მარადიშვილს ვერ არჩევს და თან მერე ფილოსოფოსობას დაიწყებს
roni
ეხლა რომ წამოიწია ნაკრების დონე ეხლა მოუნდათ ხო ზოგიერთს ნაკრებში თამაში? მარიდაშვილის ადგილი რუსეთშია....
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ
"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა
მარიამ ჩიტაძე - ფიგურული მოციგურავის რთული გადაწყვეტილება და კარიერის ვერგაგრძელება...
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პოლონურ გუნდში გადავა
უარი რუსეთის ჩემპიონატს და სერიოზულ ფინანსურ კონტრაქტს - ნიკა გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაში არ ისურვა
აზაროვის "შახტარი" შესაძლოა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური: "ცხინვალმა" ზედიზედ მესამე მოიგო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ნიკა გაგნიძე "დილადან" კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს
"დილა" ტრავმირებული ნიკა გაგნიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: ვეცდებით, ეს წაგება სასიკეთოდ გამოვიყენოთ
აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: აზაროვის მოპოვებული პენალტი - "შახტარმა" "ბრესტს" მოუგო [VIDEO]
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ნიკა გაგნიძე: სერიოზულ ტრავმას გადავურჩი, მაგრამ მარტივი არაა
საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი
ზარია ბათუმის "დინამოდან" "ქაირათში" გადავიდა
მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!
ერთ მეტოქეს ზიდანივით თავური უთავაზა, მეორეს ცხვირი გაუტეხა - გადრანი ლატვიაში გააძევეს
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა - ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
დავით ვოლკოვმა კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
რჩება თუ არა საქართველოს ნაკრების სავარაუდო კანდიდატი ანტალ იაკობიშვილი "ჟირონაში" - ფეხბურთელმა თავის მომავალზე ისაუბრა
ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა