იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ და "იუვენტუსის" ექს-სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ "ნაპოლის" წარუმატებელ სტარტში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაადანაშაულეს.

ანტონიო კონტე: "ეჭვიც არ მეპარება, რომ კონტე გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს. გასულ სეზონში კატასტროფის მიზეზი დე ლაურენტისი გახდა და ახლაც იმავეს აკეთებს. როდესაც თქვა, რომ ოსიმენს კონტრაქტს განუახლებდა, შემდეგ კი გაყიდიდა, სენსაციური ავტოგოლი გამოუვიდა. მის შესაძენად ვინ რამდენის დახარჯვას აპირებს, ამას მყიდველი სწყვეტს და არა დე ლაურენტისი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასასხვისებელი მოთამაშე ხელში შეგრჩება.

"ვერონასთან" მატჩი ბოლო წლებში "ნაპოლისთვის" ყველაზე უარესი იყო. ასეთ კატასტროფას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. კონტემ ნაკლები უნდა იტიროს და მეტი გააკეთოს. თუმცა, დამნაშავე ანტონიო კი არა, აურელიოა. სერია A-ში საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდება: "ინტერი", "რომა", "ატალანტა" და "ნაპოლი", ხოლო "მილანი" და "იუვენტუსი" ოთხეულში ვერ მოხვდებიან".

ლუჩანო მოჯი: "ეს მარცხი, რა თქმა უნდა, კონტეს ბრალი არ არის. ბრალი გარემოს მიუძღვის, რომელიც სრულად გადასახალისებელია. ფეხბურთელები ისე თვითდაჯერებულები არ არიან, როგორც სპალეტის დროს იყვნენ. რა გადაწყვეტილებაა მისაღები? მე ძირეული საკადრო ცვლილებების ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა მოთამაშეები მოტივაციას საჭიროებენ.

ჩემი აზრით, მდგომარეობის გამოსასწორებლად მათთვის დროის მიცემაა აუცილებელი, რათა გონს მოვიდნენ და ბოლოს და ბოლოს კონტე ძლიერ გუნდს დააყენებს. ამისათვის ბევრი მუშაობა მართებს. ჩამოვა თუ არა ლუკაკუ? ის კონტეს საყვარელი ფეხბურთელია, მთების გადადგმა შეიძლება ვერ მოახერხოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გასულ სეზონში ათი გოლი მაინც გაიტანა".

ხათუნა
რომ ვამბობ, რომ დე ლაურენტისის გუნდის ამრევი და ეგ უკვე გუნდისთვის თარსს წარმოადგენს, ეგრეა. სასჯელი აქ ს გუნდს ლაურენტისას დასდახურები -წუწურაქი ვაჭარი
ჟორა
ამ წაგებას კატასტროფად თვლიან და ვერ გავიგე უკეთესს რას ელოდენ? ნათქვამია: "ჯერ არ იყო ძმარიო და შიდ ჩავიდა წყალიო". შარშანდელი ნაპოლი, რომ არ ვარგოდა კი ვიცით და მიმატების ნაცვლად, მთავარი ბომბარდირი გამოაკლეს და რა დარჩებოდა?
ჟორა გაბრიჭიძე
სეზონზე 10 გოლი ცოტაა ცენტრალური თავდამსხმელისთვის, მაგრამ აქ სხვა ფაქტორებიც ერევა საქმეში. თუ 15-20 შესაძლებლობიდან 10 გაიტანე დიდებულია, მაგრამ თუ ოსიმენივით 40-50 შესაძლებლობიდან 10 გაიტანე, ძალიან ცოტაა.
ზეზვა
ოსიმჰენი, ისევე, როგორც კვარაცხელია, ჩემპიონობის მოპოვებისთანავე უნდა წასულიყვნენ, სარფიანად უნდა გაეყიდათ, რადგან იგივე შედეგის გამეორება შეუძლებელი იყო. ეგ დე ლაურენტისს როგორ შეეშალა, გასაკვირია. მათი ფასი რომ ნელ-ნელა დაიკლებს, დიდი ანალიზი არ სჭირდება. მამარდაშვილიც თუ სასწრაფოდ მაღალი დონის კლუბში არ გადავიდა("ლივერპული" იდეალური ვარიანტია"), ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები მისი ბრწყინვალე თამაში დაავიწყდებათ და კარგი კლუბის მოძებნა გაუჭირდება.
gomako
მოჯი და ჯუღელი ერთად სუფთა სამაფიოზო სახეებია
kesha
ეს კასანო რა მაგარი გასულია, რა იუვე ვერ მოხვდება ბომბა გუნდია მალადეც მოტას, და თან ჯერ კიდე რა დროს ფორმაში შესვლაა ახალი მოსულია მოტა.
555
მეკარის შეცვლაც აუცილებელი მგონია.
G.LA
ვერ დავეთანხმები კასანოს. კონტე რა თქმა უნდა გუნდს დააყენებს, მაგრამ იუვე და მილანიც რომელებიც კასანომ ნაპოლიზე უკან დააყენა, უკვე დაყენებული გუნდებია ნაპოლისთან შედარებით და ასევე დაკომპლექტებული გუნდებია, ნაპოლისგან განსხვავებით. ამ დარჩენილ 10 დღეში რა ტრანსფერები უნდა განახორციელოს ლავრენტამ რომ ნაპოლი გუნდს დაემსგავსოს? კიმი, ჟელინსკი, ოსიმენი და ლოსანო, ელმასი. ეს ის ფეხბურთელებია რომლებიც ტონს აძლევდნენ და შეცვლაზე (ლოსანო, ელმასი) აძლიერებდნენ თამაშს. ახლა ვინ ყავს ნაპოლის მათი შემცვლელი? არავინ და დამატებით ანგისა, ლობოტკას ჩრდილები დადიან მინდორზე. კონტე კარგი დონის მწვრთნელია, მაგრამ ჯადოქრობა არ იცის ჯოხი დაიქნიოს და ნაპოლი იქ დააბრუნოს სადაც იყო ან თუნდაც ოთხეულში შეიყვანოს.
giorgi 3
ეს შემადგენლობა თუ დარჩა ნაპოლიში და არ შეიცვალა (განსაკუთრებით დაცვის ხაზის ყველა მოთამაშე) ოთხეულში კი არა, სერია ა - დან გასავარდნათ ექნებათ საქმე.
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"აღმოჩენა არაა, მხოლოდ ერთი რამ გამოსდის" - მოჯიმ "კვარაზე" ისაუბრა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
მოჯი: კონტემ მითხრა, რატომ თქვა უარი "ნაპოლის" ჩაბარებაზე
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
ლუჩანო მოჯი: "იუვენტუსი" სკუდეტოს მოსაგებად მზად არ არის
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
"ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება არ მოუწევს" - მოჯიმ დე ლაურენტისის სიძუნწეზე ისაუბრა
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"აურელიომ სატრანსფერო კამპანია ჩააგდო" - მოჯი დე ლაურენტისს დასცინის
2 მილიარდი "ნაპოლის" სანაცვლოდ - დახარბდება დე ლაურენტისი შეთავაზებას?
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?