რაგბი ევროპის სუპერთასის სამგზის გამარჯვებული "შავი ლომი", 12 ოქტომბერს 2024 წლის გათამაშების დასკვნით მატჩში პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" "ავჭალაზე" 18 საათზე დაუხვდება და დიდი ალბათობით თასს ზედიზედ მეოთხედ შემართავს.

ამისათვის "შავ ლომს" 1 საცხრილო ქულაც ჰყოფნის, რომელსაც 7 და ნაკლები სხვაობით მარცხისთვისაც მიიღებს, თუმცა მიზანი ტიტულის უდანაკარგოდ მოგებაა და ქართველ ქომაგსაც საინტერესო შეხვედრა ელის.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ტურნირის დასკვნითი და გადამწყვეტი შეხვედრისთვის გამოცდილი რაზმი შეარჩია. დამწყებთა შორის დაბრუნდნენ 9 ნომერი თენგიზ პერანიძე, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება, ცენტრში თორნიკე კახოიძისა და დემე თაფლაძის გამოცდილ დუეტს ვიხილავთ, ფრთაზე კი პირველივე წუთებიდან გამოჩნდება სანდრო თოდუა. მეორე ფრთაზეა "შავი ლომისა" და "ბორჯღალოსნების" საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძე, ფულბეკად კი ლუკა ცირეკიძეს ვიხილავთ.

წინა თამაშის შემდეგ სამი ცვლილებაა შერკინების სასტარტო შემადგენლობაშიც. პირველ ხაზში თამაშს ბაჩუკი ჭუმბაძე იწყებს, კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ და ბურჯმა დავით აბდუშელიშვილმა კი ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს. მეორე ხაზში დემურ ეფრემიძეს ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ვიხილავთ. ლუკა ივანივილმა და გიორგი სინაურიძემ ადგილი შეინარჩუნეს.

პირველი ხაზის მარქაფაში გამოცდილი მორაგბეები არიან – შალვა მამუკაშვილი, ვასილ კაკოვინი და ნიკოლოზ ხატიაშვილი. მეორე ხაზში შეცვლაზეა გუგა ღანიაშვილი, ხოლო მესამეში გიორგი ნიკოლაძე. 9 ნომერი დავით ხუროშვილი მარქაფაში დაბრუნდა, ხაზს კი იოანე მეტრეველი და ამირან შვანგირაძე გააძლიერებენ.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" სამგუნდა ჯგუფში ჩატარებული 3 თამაშიდან 15 ქულით პირველ ადგილზეა, "ლუზიტანუშს" ორი მატჩის შემდეგ 5, ხოლო ესპანურ "იბერიანსს" 0 ქულა აქვს. წელს სუპერთასის მფლობელი ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ხდება.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2024

A ჯგუფი. V ტური

12 ოქტომბერი. შაბათი.

თბილისი. ავჭალა. 18:00

შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ ბაბუნაშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ამირან შვანგირაძე.

Rugby.ge

ადამიანი
რომელიმე ტელევიზია აჩვენებს?
გურულო
წარმატებები ბიჭებო.
ბს
კარგია, მაგრამ კაპიტანზე რა ისმის? წარმატებები ჩვენს ლომებს!
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"შავი ლომი" ჩემპიონია – უდანაკარგოდ სუპერთასზე
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | როტაციით "ლუზიტანუშთან"
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავმა ლომმა" სუპერთასზე "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში უშანსოდ სლია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"