საქართველოს ნაკრების ზედიზედ ორმა მარცხმა ქართველი გულშემატკივრები ცოტათი დაზაფრა. ყველაზე დიდი მოლოდინი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, შესაბამისად, მის გამოსვლაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურებაა. რა თქმა უნდა, "კვარას" გოლი და შედეგიანი პასი არ ჰქონდა, ბევრად წარმატებული სანაკრებო მატჩებიც გვახსოვს, თუმცა მისი თამაში უფრო ღრმად და მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, თანაც ამ ახალი და უცნაური ტაქტიკის ფონზე.

მოგეხსენებათ, ალბანეთთან შეხვედრის სტადიონიდან ყურების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ტელეეკრანიდან ყველა დეტალზე დაკვირვება რთულია, ამის მიუხედავად, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დეტალურად დავწერთ.

ხვიჩა თამაშში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო და მოწინააღმდეგეების შეზღუდვას მათთავე ნახევარზე ცდილობდა:

მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს ფლობდა, ალბანელები კი საკუთარ მოედანზე მყარად იყვნენ გამაგრებულები, კვარაცხელია გამუდმებით მოძრაობდა, რაც ერთი მხრივ საკუთარი თავის შეთავაზება იყო, ამავდროულად კი ის მცველებისა და ნახევარმცველების დიდ ყურადღებას იქცევდა, რაც სივრცეებს თანაგუნდელებს უხსნიდა.

"კვარას" მწვრთნელისგან ერთ-ერთი დავალება აქვს, მარცხნივ დაცვა მაქსიმალურად უნდა გაწელოს, რაც სივრცეებს ცენტრსა და მარჯვნივ გაგვითავისუფლებს, რასაც შემტევი გამუდმებით აკეთებს და კარგადაც გამოსდის. რამდენად იყენებდა ამას გუნდი პროდუქტიულად, უკვე სხვა საკითხია.

ქვემოთ მოცემულ სქრინზე კარგად ჩანს, როცა ბურთი საქართველოს ნაკრების "შვიდიანს" უახლოვდება და ის მის მისაღებად მზადაა, ალბანელები როგორ იწყებენ მისი მიმართულებით გადაადგილებას:

საქართველოს ნაკრები ჯარიმას მარჯვენა ფლანგიდან ასრულებს, კვარაცხელია კი ცდილობს, ის გააკეთოს, რაც "ნაპოლიში" წარმატებით არაერთხელ გამოსვლია - ე.წ. გადმოვარდნილ ბურთს თავისუფალ მდგომარეობაში დახვდეს და ის კარისკენ დააბრუნოს. ყველა შემთხვევაში, მის მიმართ გაზრდილი ყურადღება გუნდურ ინტერესს ემსახურება.

მომდევნო სქრინი უკვე საქართველოს ნაკრების კუთხურის დროსაა გადაღებული -

იყო ეპიზოდი, როცა "კვარა" კუთხურის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა და ალბანელები მთლიანად მასზე "გადაწყობას" იწყებენ:

მომდევნო ორი ფოტო კარგად გვაჩვენებს, ხვიჩა ერთი შეტევის განმავლობაში როგორ შედიოდა ფლანგიდან ცენტრში და თავისივე დაწყებული იერიშის გაგრძელებას იქ ცდილობდა. მეტოქის მცველებს ამაზე სწრაფი ადაპტირება სჭირდებოდათ - თუკი ფლანგზე ბურთის მიღება დაცვას "შლიდა", შემდეგ უკვე ცენტრში სრული მობილიზება იყო.

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შევქმენით, როცა ლოჩოშვილმა ბურთი მოიპოვა და ჩაკვეტაძე - კვარაცხელიას კარგი კომბინაცია ვნახეთ. "კვარამ" რამდენიმე მეტოქე არ შეიმჩნია:

იყო ეპიზოდი, როცა "ჯვაროსნების" ლიდერი კართან ყველაზე ახლოს იყო, ბურთისთვის ბრძოლა უშუალოდ მეკარესთან მოუწია.

აქ (ქვემოთ) უკვე გიორგი მიქაუტაძე სარგებლობს "შვიდიანის" ცენტრში შესვლით და მარცხენა ფლანგზე გადადის. კვარაცხელია სწორად მოძრაობს და პასს დასარტყმელ პოზიციაზე ითხოვს:

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში ყველაზე სახიფათო და დასამახსოვრებელი მომენტი მაშინ შექმნა, როცა კვარაცხელია ცენტრში შევიდა, რამდენიმე მოწინააღმდეგეს შორის დავითაშვილს მოხდენილი პასი მისცა, მანაც მიქაუტაძე მოძებნა, თუმცა...

ქვემოთ მოცემულ სქრინში კვარაცხელია მეტოქის დაცვას კიდევ ერთხელ "წელავს". პირდაპირ არა, თუმცა ბურთი მასთან მაინც მიდის, ის კი ცენტრში შედის და კარისკენ ურტყამს -

ბოლო წუთებში "კვარა" რამდენიმე მერვეს შორის ჯარიმას ოსტატურად მოიპოვებს, რაც თამაშის გადარჩენის, ფაქტობრივად, ბოლო შანსი იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი მატჩი აქვს, "ერთა ლიგის" "ბ" დივიზიონის ჯგუფის მოგების შანსი კი ჯერ არ დაუკარგავს.

ALONZO
მეორე სკუდეტოს რომ მოუტანს ნეაპოლს, აზრს შეიცვლი ?
las
რა ვარსკვლავს გულისხმობ? მესი და რონალდო ვერ გახდება ეგეთები 50 წელში ერთხელ იბადებიან და სხვა რა გინდა იტალიაში საუკეთესოა. არაა საკმარისი?
სოსო
იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ ფეხბურთელს,მეორე სეზონშიც ,გუნდში საუკეთესო რომ იყო,სტაჟიორის ხელფასი აქვს,უკვე მესამე წელია,იმ დროს,როცა მის თანაგუნდელს,მასზე რვაჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს და შენი აზრით,იმ სტაჟიორის ხელფასით ისე გაძღა,რომ თამაშიც აღარ უნდა?კარგი და სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც რომ დაასახელეს,იტალიაში,მაგას რაღა ვუყოთ?რა იტალიაში ფეხბურთის აზრზე არ არიან?ამის შემდეგ ნამუსი გეყოფა და იტყვი,რომ შეფასებაში სამართლიანი ხარ?კარგი რა ,მართლა და მართლა!თან თბილისელი ვარო,თავი თითქოს მაღლა გიჭირავს."მე თბილისელი ბიჭი ვარ,ყადრიანი და გამგები,თუ აჩრდილივით არ მდიე,ქუჩებში დაგეკარგები...",ასე მღეროდნენ ნამდვილი თბილისელები და სიყვარულით სავსეები, ეფერებოდნენ მთელ საქართველოს.გახდი შენც ასეთი თბილისელი და მერე ისარგებლე, თბილისელის ნიკით.
ივანე-ვანია
გამგები გაიგებს რა ვწერ :) მთავარია ჩემი ქართულის მასწავლებლები არ გამოხვიდეთ და ცოტა აზრიანი თქვენი შეფასებები გაკეთოთ ქართულ ვაი ფეხბურთზე. ჩემი აზრით ყველაფერი სპეცისლურად კეთდება რომ ქართველებმა რამეთი არ იამაყონ-ქართველებმა რამეთი არ გაიხარონ. ამიტომ დასაჯეს კეკვესკვირი და აღარ ათამაშებენ ნაკრებში. რატომ გაიტანე გამარჯვების გოლიო…. ასეთები ვართ ქართველები… ….
გულშემატკივარი
"კვარადონა"! მარადონა ალბათ საფლავში ტრიალებს.
ჩემი აზრით
ფაქტია ეს ის კვარა აღარ არის ორი წლის წინ ნაპოლში რომ დაიწყო და ავანსად კვარადონა შეარქვეს.მთელი საფეხბურთო მსოფლიო ელოდებოდა ახალი სუპერ ვარსკვლავის დაბადებას მაგრამ უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ეს არ მოხდა.
ჟორა
შვილო გადახვედი მეორე კლასში?სად ან ვინ გასწავლა ესე საფუძვლიანად ფეხბურთი სკოლას რომ დაამთავრებ შეგიძლია მწვრთნელად იმუშაო ეგრევე
ჯეჯე
ხვიჩას ყველაზე დიდი მინუსი არის არასტაბილურობა!ხასიათის მოთამაშეა.გინდ მწვრთნელს დააბრალეთ და გინდა გენეტიკას!შეუძლია თამაში მოიგოს ან მთელი თამაში უსარგებლო იყოს!სტაბილურობააა!!!ფეხბურთელის ყველაზე დიდი პლიუსი!!!
aburjga
გალაკტიონი არ მოგვიკლავს, პატივი, დიდება, მოვლა-პატრონობა არ დაჰკლებია.თუ არ იცი ყველაზე უკეთეს საავადმყოფოში მკურნალობდნენ (ლეჩკომბინატი) და იქ პალატის "ბალკონიდან" გადმოხტა. უდიდესი პოეტი და ლირიკოსი იყო, მაგრამ ლოთიც იყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!

აჯობებს ჯერ წერა კითხვა ისწავლო და მერე დაიწყო, პოსტების წერა.
ჯეჯე
კარტული არ გეკერკება ვანია?
დიმო
ჩვენ საერთოდ ეგრე ვართ: ილია მოვკალით და მერე მივხვდით ვინც იყო, ვაჟაც მშიერი მოკვდა, ტერენტიც მშიერი მოკვდა, გალაქტიონი იმ დონემდე მივიყვანეთ თავი მოიკლა,ფიროსმანიც საფლავიც არ ვიცით, მერაბი , ზვიადის ქებაც ეხლა დავიწყეთ თორემ მახსოვს ძალიან ბევრი როგორ აგინებდა, ეხლა მივხვდით რომ ეს ხალხი შეუცვლელი იყო ჩვენთვოს. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ეს ამდენი იმიტომ ვთქვი რომ, დაავიწყდა ხალხს ხვიჩამდე რა ნაკრები გვყავდა და სად ვიყავით! ვისაც ფეხბურთი ესმის ის გამიგებს( მესხი მეტრეველს არ ვეხები , მათი თამაშების ვიდეოები არ არსებობს საკმარისი, რომ შევაფასოთ, ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს წვდომა): ხვიჩას დონის ფეხბურთელი არ გვყოლია ქართველებს!
რატი
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჯერ ისეთი მწვრთნელი/მწვრთნელები ნახეთ, ვინც ხვიჩას (არამარტო, მაგრამ განსაკუთრებით!) უნარებს შესაბამისად გამოიყენებს და გაწვრთნის, და თუ ამის შემდეგ დაუშვა შეცდომები, პრეტენზიები მერე იქონიეთ. ჯერ შესაბამისი მწვრთნელი! მერე დანარჩენი.
რატი
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჯერ ის დაწერეთ, თუ ვინ იზრუნებს მის უსაფრთხოებაზე, რათა რომელიმე ჯალათი მცველის ჩარტყმამ კარიერა არ დაუსრულოს. ხომ ყველა ხედავს, რა მდგომარეობაა. ჯერ ეს დაწერეთ და პრეტენზიები მერე! გვერდიდან ყურება და საუბარი ადვილია.
ივანე
ბლა ბკა ბლა : საშუაკოზე დაბალი ბეხბურთეკები არუან და ნუ აღმერთებ;) თირემ ერთი დღეც და მოგვევლინდება კვარაცხეკია ქაკაქუს ნერად ;) ყოველთვუს შეხედეთ თამაშის შედეგებ და მიხვდებით ვინა მაგარი. წაგებული აფრიკაშიც წაგებულია…………. მგონი ალბანეთთან ძველი ქართულული ჯიგრული ფეხბურთი ითამაშეს აი ედიკას დროს რომ თამაშობდნენ.
რატი
იმ კატეგორიას მიეკუთვნები, ყველა თავისი თავის მსგავსი რომ ჰგონია.
თბილისელი
ბოლო პერიოდში საქართველოს მოსახლეობას მთლად აერია თავში ყველაფერი. ნაკრებში თამაში პატრიოტიზმად ითვლება.. .განა მარადონას,მესის,რონალდოს,ბეკენბაუერს და სხვა მრავალს ტიტულები კვარაცხელიაზე ნაკლები აქვთ( თუ გააჩნდათ)? მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატზე თავს დებენ ბოლომდე,იხარჯებიან სრულად,ნამდვილი ლიდერები არიან( იყვნენ).ხვიჩა კარგი( მაგრამ საშუალო) დონის ფეხბურთელია,ჯერ კიდევ აქვს შანსი ჩამოყალიბდეს დიდ ფეხბურთელად,ითამაშოს უმაღლეს დონეზე. მაგრამ საუბედუროდ ეტყობა უკვე შეეპარა ქართული ტრადიციული ავადმყოფობა,მეტი აღარ უნდა ( იშოვა ორიოდე კაპიკი და მიაჩნია რომ კიდევ 3-4 სეზონს თუ გადააგორებს,ეყოფა).შეიძლება ვცდები, მაგრამ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება.
ამატაკი
ამ ბოლოს რატომღაც ისეთი ტენდენცია დამკვიდრდა, მიღწევების ლომის წილი სანიოლს მიეწერება, ხოლო ფეხის დაცდენისას ფეხბურთელებმა თურმე "ვერ ივარგეს". მათ მიმართ მრავალფეროვანი პრეტენზიები იფრქვევა, განსაკუთრებული გულისწყრომა ასეთ დროს ხვიჩასკენაა მიმართული. ამ საერთო ლანდშაფტს ჩვეულებრივ სანიოლიც უერთდება და ისრებს ყოველ ჯერზე ფეხბურთელებისკენ მიმართავს. შეიძლება გარკვეულწილად ამ პრეტენზიებს ჰქონდეს სამართლიანი არგუმენტი, მაგრამ ერთი არცთუ "უმნიშვნელო" დეტალია ყურადსაღები: სანიოლს არასოდეს ოთხი მცველით შედეგი არ დაუდია. ბოლოს გვახსოვს ესპანელებისაგან გოლების ვაგონი. მის მთავარ დამსახურებად სწორედ სამ ცენტრალურ მცველზე გადასვლა იქცა. ასზე მეტი თამაშია, ქეცბაიას მერე "ქამბეკი" არ გაგვიკეთებია! ე.ი. ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს უჭირს მასირებული დაცვის გარღვევა და დომინანტური ფეხბურთის თამაში. რაღა ამ მნიშვნელოვან თამაშზე გახდა აუცილებელი ისევ მწარედ ნაგემ ძველზე მიბრუნება. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ქოჩორაშვილის გამოკლებისა, არ იდგა აუცილებლობა ტაქტიკის ცვლილებისა. პირიქითაც შეიძლება ითქვას, დადებით შედეგს ალბანეთისთვის უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა , ვიდრე ჩვენთვის. სრულიად შეიძლებოდა იგივე ან მსგავსი ტაქტიკით გვეთამაშა, ამის ყველა რესურსი გაგვაჩნდა. პ.ს. გოგლიჩიძის არგამოყენებას ახსნა უბრალოდ არ მოეძებნება!
ბს
გეთანხმებით, მადლობა რომ არ დაგეხმარათ და ზუსტად დაწერეთ რასაც ბევრი ვფიქრობთ.
ბს
მგონია რომ ვარჯიშობს და გამოასწორებს, ალბათ
ბს
მოიცა ერთი კითხვა მაქვს, როცა კვართზე სამი კაცის გადადის და სხვებს სივრცეები უთავისუფლდება იმ სხვებს ბურთი უნდა მივაწოდოთ რომ იძახი, ეგ ვინ უნდა გააკეთოს? მე, შენ თუ ფეოლამ? ახ მივხვდი, კვარა რომ მატაობას დაიწყებს და მცველები წაართმევენ იმათ უნდა მიაწოდონ მერე ჩვენებს, ან უკან რომ დაუბრუნებს ლოჩოშვილს, მცველები დაელოდებიან როდის გაითამაშეს ის კაშიასთან და მიაწვდის მერე იმ სხვებს. ხო კიდევ საჯარიმოში რომ წამის მეასედი უნდა გააკეთო პასი და მაშინ რომ იწყებ ფიქრს და დაშორების ნაცვლად მუხლის სიმაღლეზე აძლევ პასს ცარიელ პარტნიორს ეგეც უეჭველი გენიალური ჩანაფიქრის ჩვენთვის მიუწვდომელი ნაწილია. არ ჭირდება ხვიჩას თქვენი დაცვა, ისედაც აგერ მთელი სტატია გამოიცხვეს მის დასაცავად, ყველას გვინდა და გვეიმედება ხვიჩასი მაგრამ ამ თამაშებში ის არ შეესაბამებოდა მის დონეს. ჯარიმებზე განგებ არაფერს ვამბობ , ყველა დიდ ვარსკვლავს შეიძლება მოუვიდეს. მარა ალბათ უკეთაც შეიძლებოდა მათი შესრულება და გამოყენება.
გიო
ყველამ იცის რომ ვერ იტამაშა და არ აღიარებს ,ტიპმა კუთხურის ჩაწოდება და ჯარიმის დარტყმა არ იცის და არც ვარჯიშობს ალბათ
rable
ამ კომენტარზე ითქმება -ყოჩაღ!!! ვუერთდები შინაარსსაც და პათოსსაც
las
ვინც კვარაცხელიაზე ამბობს ვერ ითამაშა ალბანეთთანო უბრალოდ ფეხბურთის აზრზე არაა. რაც ჩანდა. ვინც ბრმა არაა დაინახავდა რომ საქარტველოს ნაკრები იყო ერთი კვარაცხელი და დანარჩენი მეორე ლიგა. 11 კაცი გასაკეტებელს ხვიჩა კი არა პელე ვერ გააკეთებს.
მამუკა
ალბათ ყველამ ვუყურეთ და შევამჩნევდით რომ როგორც კი ხვიჩას ბურთი მისდიოდა ეგრევე ორი მცველი ჩნდებოდა მის წინ, ხანდახან სამიც. ჩვენმა გუნდმა ითამაშა პირველ ნომრად და ფაქტიურად სწრაფი შეტევა არც მახსენდება რაშიც არის ძლიერი ხვიჩა, კიტეიშვილს კიდევ მარტოკას ძალიან გაუჭირდა ფლანგების გაშლა, როდესაც ხვიჩასთან არის სამი კაცი ამ დროს ვიღაცა არის დაუცველი, მაგრამ ბურთის გადატანა ვერ მოხერხდა სწრაფად ფლანგიდან ფლანგზე რომ შეტევას სიმწვავე ჰქონოდა, თუ დააკვირდით სულ მცველების გავლით მოძრაობდა ბურთი, ეს კიდევ მეტოქე გუნდა უადვილებს დაცვის გადანაწილებას, რეალურად რომ ვთქვათ ბურთს ვფლობდით, მაგრამ არც ერთი მწვავე შეტევა არ გვქონია გარდა ბუდუს მომენტისა დასაწყისში.
რა მაფიაა?
თავიდანვე რო ეწერა სტადიონიდან ვერ ვნახეთ და ეკრანიდან ვეცდებითო, ვიყავი მე სტადიონზე და საშინელებასთან მიახლოებული იყო ყველას თამაში, მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით კვარასი. კვარას გულშემატკივრობაში შემეჯიბროს ვისაც უნდა, მარა ძალიან ბევრი სამუშაო აქვს და ფსიქოლოგიურადაც ვერაა ეტყობა ისეთ სვლაზე, როგორც წინა წლებში... 2-3 კაცი გადადისო რო წერთ, ყველაზე გადადიოდნენ და ამ დროს ბევრად მეტი უნდა იმოძრაოს კვარას კალიბრის ფეხბურთელმა ჩემი აზრით. თითქოს ნაძალადევად იხსნებოდა ყველა, მათ შორის კვარაც. სისწრაფე ისეთი თითქოს აღარ აქვს, კარში დარტყმაც ადრე ბევრად სახიფათო ქონდა... მოტყუებაზეც იგივეს ვიტყოდი, თუმცა კაი 2-3 კაცი განსაკუთრებით რომ მეურვეობს ყოველთვის ვერ მოატყუებს, გავიგე. პირველი შეხებაც უკეთესის სურვილს ტოვებს... ეტყობა რომ მენტალურად არაა ისეთი ანთებული და ადრე რომ ბაზაზე ცხოვრობდა და სულ ვარჯიშობდა აღარაა ისე... სტეფ კარი მთელი კარიერაა სამიანევს ისვრის მაგრამ სულ აღნიშნავს რომ დღემდე რამოდენიმე საათი მხოლოდ ამასე ვარჯიშობს... თუნდაც დღევანდელი კვარას საუკეთესო ვერსიაც კი ძალიან შორსაა ოქროს ბურთის რეალურ პრეტენდენტობამდე... კვარას სიდიადე მის პოტენციალში უფროა ვიდრე რეალურ შესაძლებლობაში, ასე რომ თუ თვითონ დაიჯერებს რომ ესაა მისი მაქსიმუმი და დანარჩენი თავისით მოვა, დაიღუპება, რაც ყველაზე ძალიან არ უნდა ყველას... ასე რომ კვარა, კონტრაქტზე იზრუნებენ სხვები, რადგან ასე გადაწყდა და როგორმე უნდა მოერიო თავს და ძველი ენთუზიაზმი, ხალისი და ცეცხლი იპოვო თავში, ასევე გაუჩერებლად ივარჯიშო ტექნიკაზე, დარტყმაზე, სისწრაფეზე და ყველაფერზე. სხვანაირად არ გამოვა და არავის უნდა რომ ერთი რიგითი კარგი ფეხბურთელი იყო. ჩვენ გვინდა, შენც გინდა და ყველას უნდა და რაც მთავარია ზუსტად ვიცი რომ შეგიძლია საუკეთესო იყო და ეს ყველაფერი სტაბილურად კარგად გააკეთო.
სოსო
ჰოო!დავუშვათ არ თამაშობს,ახლა სხვა რამეები აინტერესებს,მაგრამ მიუხედავად ამისა,იტალიელებმა,თვის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც დაასახელეს.გასაგებია,რომ შვილი შეეძინა და უპირველეს ყოვლისა მასზე იფიქრებს,მაგრამ ვითომ ამის გამო დაასახელებდნენ,თვის საუკეთესო ფეხბურთელად?
ქომაგი
კომიქსია ეს თუ რა არის? და ის ეპიზოდები რატომ არ ჩართეთ ამ თქვენს დასურათებულ ანალიზში, ტრავმის რიდით ორთაბრძოლებში რომ არ შედის, ან მოტყუების ნაცვლად უკან რომ იხევს?! მხოლოდ გაშვებული გოლის მერე გამოფხიზლდა და რაც შეეძლო, შეუტია. ამაზე მეტი არ შეუძლია, რადგან თავისი პოტენციალის 90% ტრავმის შიშით, ან ნაპოლის საკონტრაქტო ბატალიებში გულაცრუების გამო გაანიავა. ფეხბურთელი 26-27 წლამდე მზარდი უნდა იყოს ფიზიკურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად, უნდა იწრთობოდეს მისი ხასიათი, მდიდრდებოდეს გამოცდილება. ამ პერიოდში სხვა არაფერზე უნდა ფიქრობდეს ფეხბურთელი, სხვა ყველაფერი თავისით მოვა. ასეთი იყო ხვიჩა რუბინში, ასეთი იყო ნაპოლის პირველ წელიწადს, მერე კი ბავშვური ოცნებების ადგილი სხვა საზრუნავებმა, სხვა გეგმებმა, სხვა გათვლებმა დაიჭირა და ვარსკვლავბიჭუნა, რომელსაც ოქროს ბურთის მოგება შეეძლო, საშუალო ევროპული დონის კარგი ნახევარმცველი გახდა ერთადერთი ამბიციით - ხელფასი სხვაზე ნაკლები არ ჰქონდეს! მე ასეთი ინერტულობისთვის სკამზე დავსვამდი ან არ გამოვიძახებდი არცერთ ფეხბურთელს, ვისთვისაც არსებობს საკუთარი სამშობლოს ღირსეულად წარმოჩენაზე უფრო საკრალური, უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული საქმე!!!
შოთა
სანაია გამოდი, გიცანით შე მზეო!))
ჩვენ (მე და La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი მიმო მალფიტანო)
ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რაც კვარაცხელიას აწუხებს. ეს ბიჭი უკვე მეორე წელია კლუბისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს ელოდება. "ნაპოლი" სხვადასხვა წინადადებას უკეთებს, თუმცა ფეხბურთელი პირობებს არ თანხმდება. შედეგად ჩვენ მოედანზე "კვარას" საუკეთესო თვისებებს ხშირად ვეღარ ვხედავთ. არ ვამბობ, რომ ცუდად განზრახ თამაშობს. წარმოიდგინეთ ამ მომენტისთვის მას შეეძლო, რომ პსჟ-ში 10 მილიონი ევრო გამოემუშავებინა, "ნაპოლიში" კი 1.2 მილიონ ევროს იღებს. რა თქმა უნდა, მოთამაშისთვის ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. ასეთ ვითარებაში ვერც კი აცნობიერებ, რომ 100%-ით არ იხარჯები.
SPORT
უკვე ერთი წელია რაც ხვიჩა ვარსკვლავიდან გარდაიქმნა საშუალო დონის ფეხბურთელად.
თენგო
აი ვახო კვარა რომ ათამაშდება და დაგიდებს ყველა მოწინააღმდეგე გუნდს მაშინ ეგ ენა უკან შეიკეთე კაი?
ვახო
ეს ანალიზი კვარაცხელიას გამართლებაა თუ რას ემსახურება? სისულელეა მე რო მკითხო ამოჭრილი ფოტოები დინამიკის გარეშე რაღაც კომენტარებით... ვერ თამაშობს ეს ბიჭი განხვავებულს მაღალ დონეზე და საშუალო დონეზე ოდნავ მაღლა დგას ეგ კი... არც ლიდერია, არც ჩემპიონი, ხასიათი პრობლემური და ბავშვური.. ეს არის რეალობა და იტირეთ აწი თუ გინდათ..
მალხაზ ჯობავა
რა გააკეთა ნაკრებში? ეგე ავსტრიამ 5 ბურთი გაუდო კაპიტანს და გაუშვა სახლში. აბა სიტის ფეხბულთელებთან მეც გავიტან.
Master
კი ბატონო,გუნდზე თამაშობს,მაგრამ საქართველოს ნაკრები ჯერ არაა გუნდი.ერთი ფეხბურთელი დაგვაკლდა და თავზე ჩამოგვექცა მთელი ტაქტიკა-სტრატეგია და შედეგი.ასე იყო ზუსტად ევროს პირველ ორ თამაშზე როდესაც კიტეიშვილი არ გვყავდა.რა გამოდის "შესანიშნავი სამეულიდან" ერთი ნახევარმცველი თუ დაგვაკლდა განწირულები ვართ.ამიტომ აქ სხვანაირად უნდა ითამაშოს ხვიჩამ,ბევრი უნდა აიღოს თავის თავზე,რასაც ადრე აკეთებდა და ძალიან ბევრი მატჩი მარტომ მოიგო,ახლა კი რატომღაც აღარ გამოდის ასე,არვიცი რატომ...ამ სამის გარდა საყრდენ ზონაში ფაქტიურად არავინ გვყავს,მექვაბას გარდა.თუარ ათამაშა და ენდო ვინმეს არც გვეყოლება.რატომ არ აქცევს ყურადღებას მაგალითად ნიკა გაგნიძეს?ან მის მოგვარე ლუკას_რამდენიმეჯერ ათამაშა მარა დაივიწყა ისევ,არის კიდევ ვარიანტები_ჩემი აზრით გველესიანს და ლოჩოშვილს შეუძლიათ საყრდენ ზონაში თამაში,გაჭირვების დროს შეიძლება მათი გამოყენება ამ პოზიციაზე,ზოგადად ცენტრალურ მცველებს შეუძლიათ საყრდენად თამაში.მაგრამ არა,საკუთარი ჩარჩოები აქვს ვილის.უცნაურ ტაქტიკას ირჩევს ხშირად...
ილია
სწორი განწყობა ჩვენი პრობლემაა.ჩეხეთთან პირველი ბურთი,რომ გავიტანეთ იყო განწყობათავგანწირვისა,რომ მოწინააღმდეგისთვის ათი თხუთმეტი წუთი,როგორმე გაგ ვეძლო.ამას მოჰყვა მეორე გოლი.განწყობა ოდნავ შეიცვალა.მესამეზე და მეოთხეზე გუნდმა გაილაღა.კონცტრაცია ალბანეთთანაც გვეყო.შემდეგში წავედით ოცნებებში.უკრაინასთნ უკვე სახეზე ეტყობოდა ზოგ ჩვენ ფეხბურთელს ზედმეტი თავდაჯერება,ეგოიზმი.ალბანეთთან საფეხბურთო ფანტაზიის ნაკლებობა,რომლის თავი და თავი ისევ განწყობაა.რა თქმა უნდა შენი უნარების განსაზღვრა და სწორი ტაქტიკა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია
ბადრი - ს
ერთი ბადრია მარტო ცნობილი ფეხბურთში , რონალდუს ბადრი. იახტიდან წერ ?
სოსო
ყოჩაღ,ღვთისავარ,კარგი სტატიაა!თუმცა რად გინდა,ვისაც დანახვა არ უნდა ვერ დაინახავს და ვისაც გაგება არ უნდა,ვერ გაიგებს!არც თვითონ იციან და არც სხვას,თუნდაც ფეხბურთის სპეციალისტს უსმენენ.მხოლოდ ლანძღვა და სხვისი შრომის გაარაფრება ეხალისებათ,კრიტიკას რომ ეძახიან.
ილია
სწორი განწყობა ჩვენი პრობლემაა.ჩეხეთთან პირველი ბურთი,რომ გავიტანეთ იყო განწყობათავგანწირვისა,რომ მოწინააღმდეგისთვის ათი თხუთმეტი წუთი,როგორმე გაგ ვეძლო.ამას მოჰყვა მეორე გოლი.განწყობა ოდნავ შეიცვალა.მესამეზე და მეოთხეზე გუნდმა გაილაღა.კონცტრაცია ალბანეთთანაც გვეყო.შემდეგში წავედით ოცნებებში.უკრაინასთნ უკვე სახეზე ეტყობოდა ზოგ ჩვენ ფეხბურთელს ზედმეტი თავდაჯერება,ეგოიზმი.ალბანეთთან საფეხბურთო ფანტაზიის ნაკლებობა,რომლის თავი და თავი ისევ განწყობაა.
მიშას
მიშა, ეს როგორ გაბედეთ ? კვარა თამაშობს ბრწყინვალედ.
ბადრი-ს
ჰალანდი რომელია? ავსტრიამ რომ 5-1 ამოტენა მისი გუნდი? სადაც ხელს უწყობენ კია ბომბარდირი და ნაკრებში რომ ვერ ამარაგებენ, კი ზის ჩირგვებში.
ბადრი-ს
შედი ბადრი ბუტკაში
me
კვარამ ვერ ითამაშა ძალიან ბევრჯერ დაკარგა ბურთი და პასების უმეტესობა ბურთის შეჩეჩება იყო და არა გამწვავების მცდელობა.
Misha
არ უნდა "დეტალური ანალიზი" ც უ დ ა თ!!!
rable
სივრცეები ავტომატურად იხსნება, როდესაც ერთი ფეხბურთელი ორს ან მეტს აყავს, მაგრამ რა ვნახეთ ჩვენ? -კვარა და ჩაკვეტაძე ერთმანეთტან ახლოს რამდენჯერმე აღმოჩნდნენ და ვერაფერი ეფექტური ვერ გამოვიდა და ხელი უფრო შეუშალეს ერთურთს ვიდრე პირიქით.. ჩაკვე როცა სიღრმიდან უტევს და ფართო დიაპაზონი აქვს, მაშინაა ეფექტური უფრო, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია.. ფეხბურთელი, რომელიც კლუბში კარგად გამოიყურება და ფორმაშია ის ხვდება ნაკრებში, როგორც წესი, სანიოლმა კი მგონი ნაკრები გამოაყენებინა მიქაუტაძეს ფორმაში შესასვლელად))) წარმატებები
ნესტორა
ნაპოლში შეიძლება დარინავს მაგრამ ბოლო თამაშებია ნაკრებში ვერაფერს აკეთებს ღირებულს და ინერციით აქებენ და ადიდებენ ერთ ჩვეულებრივ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა არ არის ისეთი ვარსკვლავი თამაში თავისთავზე რომ აიღოს და გუნდს მოაგებინოს კი კარგი ფეხბურთელია მაგრამ ვარსკვლავი არა
კარგით რა
ბიჭს სამი კაცი დასდევვდა და მეტი რა უნდა ექნა? სხვებია სუსტები, ვერ აზროვნებენ სხარტად, არ აწვდიან ხვიჩას დროულად პასს(სხვათა შორის იგივე ხდება ნაპოლიშიც) და თავის ნახევარზე ჩამოსულმა რა უნდა ქნას? რო დაგიჩემებიათ ჰალანდი, ნახეთ მას როგორი პარტნიორები ჰყავს გუნდში და ხვიჩას როგორი. მანჩესტერ სიტის ადარებთ უოტფორდს, შტურმს ან ლევანტეს? თუ სლოვვანისა კვიპროსის ფეხბურთელები გაუკეთებენ თავისი საჯარიმოდან გრძელ პასს სანამ გახსნილია და ფეხზე დაასვამენ? ვერ ხედავთ როგორი ნელი დაცვა გვყვავს, სანამ მამარდას 7-ჯერ არ მიუგორებენ ბურთს, წინ ვერ მიდიან? ამდენს ვინ დაგაცდის, წამებში უნდა გადადიოდე მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან რომ მოწინააღმდეგემ უკან ჩამოსვლა და დალაგება ვერ მოასწროს. ხვიჩას ყველაზე სუსტი მხარეა თავით თამაში, ამიტომაც არ შედის საჯარიმოში სტანდარტულების დროს და ელოდება გადმოვვარდნილ ბურთს. ჩასვით ხვიჩა რეალში და ნახავთ თუ ჰალანდზე მეტს არ გაიტანს. პარტნიორებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა?
ანი-ს
იქნებ ახსნათ, ვის და რა სახის დისკვალიფიკაცია მისცეს?
ბადრი
უთავბოლოდ დარბის მოედანზე, შედეგია მთავარი, შედეგი. ტექნიკა აქვს, ფიზიკურადაც არა უშავს მაგრამ მთავარი აკლია, სწორი აზროვნება.
123
კვარამ ნაპოლი უნდა დატოვოს და პსჟ_ში წავიდეს.
ბადრი
შეეშვით ამ ბიჭს. რაც არის ეგ არის, მეტი არ შეუძლია! აგერ ჰალანდი რა დონის ჩემპიონატზე თამაშობს და 10 მატჩში 11 გოლი გაიტანა. აი კლასი!

ღვთისავარ , აგაშენებს ღმერთი. პირველად ვნახე ტრიბუნებიდან კვარას თამაში და ალბათ ეს საუკეთესო არ იყო შედეგის თვალსაზრისით , მაგრამ კადრში არ მოხვდებოდა როგორ ჭკვიანურად არჩევდა პოზიციებს და გაიშნიკივით იქნევდა ხელებს, მაგრამ პასს აგვიანდებოდა, 4 ალბანელი რომ მიახტებოდა , მერე კი გვიან იყო. ძალიან ცუდი ხედვა აქვს მოედნის ზოგიერთ ფეხბურთელს ან ფეხბურთის გრამატიკა არ იცის. კვარას საფეხბურთო და ზოგადი ინტელექტი ყველაფერში ეტყობა , ამიტომაცაა მსოფლიო დონის ვარსკვლავი.
ანი
აქ გოგონები ალბათ ნაკლებად აკომენტარებენ. ავტორი ჩემი ახლობელია და ამ დღეებში ზოგიერთი კომენტარი უბრალოდ სამარცხვინოა.თქვენ რომ იცოდეთ ამ ბიჭის დამოკიდებულება ფეხბურთზე და ნაკრებზე.ისედაც გამორიცხულია რამე ისეთი გაეკეთებინა, დისკვალიფიკაცია მიეცათ.ხოდა ნეგატიური კომენტარი ფედერაციის თანამშრომელსაც კი არ უნდა ჰქონოდა,მაგას ჯობდა გაერკვია რა მოხდა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს