საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, მიხეილ აშვეთიამ რუსულ პრესასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მესხის თამაში არ მახსოვს, მაგრამ 80-იან წლებში ბევრი ვარსკვლავი გვყავდა: ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, დარასელია... ვისი ჩანაწერებიც მინახავს, ხვიჩას დავით ყიფიანს შევადარებდი. იმედია არავის ეწყინება, მაგრამ ჩემი აზრით, თუ "კვარამ" ასე თამაში გააგრძელა, ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.

ხვიჩა იტალიაში პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა, ახლა კი საიმედო ხელშია, მას მწვრთნელი აფასებს. ლუის ენრიკეს სამწვრთნელო ფილოსოფიას დიდ პატივს ვცემ. ესპანელმა იცის, რომ ქართველი მის გუნდში მთავარი ფეხბურთელია, კვარაცხელია კი იმედებს ამართლებს. ჩემი აზრით, "არსენალთან" შეხვედრაში ხვიჩა საუკეთესო იყო, შეტევაში თავის საქმე გააკეთა და დაცვასაც ძალიან დაეხმარა, ეს უკანასკნელი აქამდე მის სისუსტედ ითვლებოდა. ხვიჩას ორივე ფლანგიდან შეტევა თანაბრად კარგად შეუძლია, დღეს მისი არსენალი უფრო მრავალმხრივია", - განაცხადა აშვეთიამ Championat-თან ინტერვიუში.

რევაზი ტყავსშვილი
აშვეთიას ყიფიანის თამაში მე მგონი საერთოდ არ უნახავს
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
ერთხელ ქაცბაიამ თქვა: "არშემდგარ ფეხბურთელებს რომ ეკითხებით ვარსკვლავები დაილიაო". დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კვარა ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, რადგან თვითონ ქმნის შედეგს და რაც შეეხება ყიფოს, ის გენიოსი იყო იყო და ასეთად დარჩება. მაშინ ბევრი სუპერვარსკვლავი გვყავდა და "დინამო' იმით გამოირჩეოდა, რომ სწრაფ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდა. კვარას კი გუცაევის სისწრაფემდე ჯერ ბევრი აკლია, მაგრამ დაუღალავი შრომით ალბათ სისწრაფის გაუმჯობესებასაც შეძლებს. კვარამ უკვე ძალიან ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის და ამისთვის მადლობა!
მარგალი
ინტელექტის ნატამალი არ გაგაჩნია აშვეთია, კვარას და ყიფოს შედარება ლაფსუსია, შეეშვი მწრთვნელობას,გაყიდე მწვანილი
მალხაზ ჯობავა
ერთხელ ლეგანდარულ ჩეხ მეკარეს ფრანტიშეკ პლანეჩკას უთხრა ჟურნალისტმა, შენ მეორე ზამორა ხარ ( ლეგენდარული ესპანელი მეკარე) ჩეხმა უპასუხა არა, მე პირველი პლანეჩკა ვარო! ასე რომ ჩემო ძმებო, ქართველ ფეხბურთელებს ერთმანეთს ნურასოდეს ნუ შევადარებთ იმიტომ რომ, იმდენი ბევრი ცნობილი ფეხბურთელები გვყავს ქართველებს და იმედია კიდევ უკეთესები გვეყოლებიან, რომ იმ ძველი კორიფეების სახლი და გვარები მთელ დუნიაზეა ცნობილი და ერთმანეთთან შედარება უბრალოდ უხერხულია, თან ერთ პოზიციაზე სამი-ოთხი ფეხბურთელი გვყავს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან უკვე თავისი 23 წლის ასაკში და ევროპაში ოთხი სეზონის განმავლობაში, უკვე დაწერა ქართულ-ევროპული ისტორია. არის იტალიიის ჩემპიონი! არის საფრანგეთის ჩემპიონი! და დიდი იმედია, ისევ იტალიის ჩემპიონი! ერთ სეზონზე ორი ქვეყნის ჩემპიონობა, როგორც ბაშიაჩუკი იტყოდა, პატარა საქმე არაა, ჩემო ბატონო.
ტტტტტტტტტტტ
რაო კაცმაცუნ, ბიჭობ? იცი სკაბრეზულ-მაბრეზულები? დიდი ხანია მარაქაში გაერიე? რა შენი სახსენებელია ან ყიფიანი, ან კვარა. წადი ვაფლი ჭამე კაკაო დააყოლე.
zura
ვერ დაგეთანხმებით ბატონო,ყიფიანი აბსოლუტურად სხვა სტილის მოთამაშე იყო და კვარა კიდევ სულ სხვა
tngh
ყიფიანს და კვარას ერთმანეთს ვერ შევადარებ... აბსოლიტურად განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან.
FEOLA
სად ერეკლეო და სად,,,,აი ეგ გამახსენდა,მეტი არაფერი!!!)))
დ.დ.
ამხ.აშვეთია! გენიოსა კი ხარ მაგრამ, ცოტა ხომ არ მიერეკები, ჰა?
gio
ქართველებს ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავდა სხვადასხვა დროს. იყვნენ გამორჩეულად ნიჭიერები, როგორიც არის კვარა და იყო ყიფიანი. გვარებს არ ჩამოვთვლი, ყველასთვის ცნობილია კიდევ ბევრი მაგარი ფეხბურთელი გვყავდა. საერთოდ არ უნდა შევადაროთ ერთმანეთს, ყველას დიდი სიხარული მოჰქონდა და მოაქვს. ერთის თქმა კი შეიძლება კვარაზე, რომ ასეთი ფეხბურთელი ბოლო 30 წელია არ გვყოლია.
ჟორა გაბრიჭიძე
დათო თავისი დროის გენია იყო, ხვიჩა კი თავისი დროისაა. დათოს დროს არ იყო ეს სისწრაფეები და ის უფრო დინჯად და გააზრებულად თამაშობდა, რადგან ჰქონდა მოედანზე ამის დრო. ხვიჩა კი ცეცხლია, იმიტომ, რომ დღეს ასეა საჭირო. მოედნის ხედვა კი ორივეს მაგარი აქვს, მაგრამ ხვიჩა დღეს დროშია შეზღუდული და უფრო სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ ამ კომპონენტში ხვიჩა შეიძლება დათოზე წინ დავაყენოთ.
ვახო.
იფფ? რა გუნდი გვყვავდა? მაშინდელ დინამოს შევადარებდი ბარსას, ოღონდ დღევანდელს კი არა, არამედ მესის, ჩავის და ინიესტას ბარსას! ორივე თამაშობდა ლამაზ, ლაღ ფეხბურთს, რომელიც ასე ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს ფეხბურთის ქომაგებს!
გიგო პაპა
ჩემის მოკრძალებული აზრით, ხვიჩა უკვე არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი! თანაც წინ კიდევ უთვალავი გამარჯვება და წარმატება ელოდება! კიდევ ჟორჟს, ჩაკვეს და (გავრისკავ და ვიტყვი) ზურიკოს შეუძლიათ გახდნენ ძალიან დიდები, გააჩნია რომელ გუნდებში ითამაშებენ მომავალში. ყველას შეუძლია შოთა არველაძეზე მეტი კვალი დატოვონ როგორც მსოფლიო ფეხბურთში, ასევე ნაკრებში სტატისტიკურად.
გიგო პაპა
მხოლოდ ინტელექტით და მოედნის ხედვით გავს ხვიჩა ყიფიანს. დათოს არც ხვიჩასნაირი სისწრაფე ქონდა და არც დრიბლინგებით გამოირჩეოდა. ხვიჩას დამაგვირგვინებელი დარტყმაც უფრო ზუსტი და ძლიერი აქვს. ვეთანხმები აზრს, რომ ხვიჩა პატარა მესხს უფრო გავს(იშვიათი დრიბლიორი იყო ცხონებული, მამასაც კი ჯობდა (ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია)), ამირან მინაშვილს, გუცაევს, ბევრთან შეიძლება კიდევ მსგავსება. აშვეთიამ ნამდვილად შეცდომაში შეიყვანა ჩვენი "უფროსი ძმები" ან უბრალოდ სხვების თამაში არ უნახავს.)))
თბილისელი
ბარემღა, მთელ თბილისის იმჟამინდელ ვარსკვლავებს შეადარეთ და ეგ იქნება რა? მაშინდელი დინამოს ბიჭები მართლაც საოცრებები იყვნენ, ყველა რგოლში ვარსკვლავთ ცვენა: მეკარე, დაცვა, ნახევარ დაცვა და თავდასხმა! რაც შეეხება დავით ყიფიანს, მისნაირი ელეგანტური და დახვეწილი ფეხბურთელი იშვიათობა იყო! ტყვილად კი არ შეარქვეს დათოს ფეხბურთის პროფესორი!
Bs
თავიდან მართლა ბევრს და მათ შორის მეც მაგონებდა ყიფიანს, განსაკუთრებით თავისი ელეგანტურობით, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე საერთოს სხვა მოთამაშეა ხვიჩა
გიზოგ
კვარა უკვე დიდი ფეხბურთელია, თუმცა გვჯერა, რომ კიდევ უფრო მოუმატებს. რაც შეეხება დავით ყიფიანთან შედარებას, აქ ცოტა თავს შევიკავებდი, რადგან დათო და ხვიჩა სხვადასხვა ნომერებზე თამაშობენ, აქედან გამომდინარე დავალებებიც სხვადასხვანაირი აქვთ. ხვიჩა ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია, მაგრამ იმ დონით თამაშზე ზეგავლენის მოხდენა, როგორც ამას ყიფიანი აკეთებდა ჯერ მგონი ვერ ახერხებს. მომავალი წინ აქვს. დღეს კი მას უფრო გუცაევს შევადარებდი, როგორც ფორვარდს, რომელსაც შეუძლია ფრთებიდან დიდი წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებულ თამაშში. დიდი წარმატებები ხვიჩას!!!
zura222
რა ყიფიაანს ?? საერთოდ სხვადასხვააა ! მე გუცაევს და განსაკუთრებით უმცროს მიშა მესხს შევადარებდი ზუსტად ასეთი აჩქარებები ქონდა იმას და ასეთი ფინტები
მექვაბიშვილის კაცნაკლულმა "უნივერსიტატეამ" ვენაში "რაპიდს" მოუგო
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
კიტეიშვილი შეცვალეს - "შტურმმა" "ნოტინგემთან" ქულები გაიყო
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალშიი" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
"იუვენტუსი" "სპორტინგის" კაპიტანის დამატებას კვლავ გეგმავს
"უღარიბეს 7-შვილიან ოჯახში გავიზარდე, დედა ადრე დავკარგე... სანამ რამეს მივაღწევდი, ეს რთული გზა გამოვიარე..." - ოსიმენის ისტორია ნაგავსაყრელთან სიახლოვიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე
იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა
ფლიკი "ბარსელონადან" მიდის? - გერმანელმა სამწვრთნელო შტაბს თავის გადაწყვეტილება აცნობა
"მას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია" - რონალდომ ტრამპისთვის გაგზავნილი საჩუქრის მნიშვნელობაზე ისაუბრა
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
Golden Boy - დეზირე დუემ წლის მიწურულს მნიშვნელოვანო პრიზი მიიღო
მიხეილ აშვეთია: "სამგურალში" ყველა ლიდერია - თბილისის "დინამოსთან" მატჩს წყალტუბოში ჩავატარებთ
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
"თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ" - მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
"სამგურალს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის
მიხეილ აშვეთია "სამგურალში" იმუშავებს
ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]
აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს" - ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
"ბევრი მხოლოდ აშვეთიაზე და მის შტაბზე ტეხს ჯოხს" - გულშემატკივართა სამადლობელი