გიორგი ქოჩორაშვილის კარიერა „სპორტინგში“ სასურველად ვერ წარიმართა, თამაში იშვიათად უწევს და როგორც პორტუგალიური Leonino იტყობინება, „ლევანტეში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ არის ერთი დიდი „თუმცა“.

ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ლევანტე“ ლა ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. ამავე დროს ქართველის ყოფილ კლუბს მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები გააჩნია.

„ალვალადეზე“ არადამაკმაყოფილებელი ადაპტაციის გამო, „სპორტინგი“ სრულადაა მზად ქოჩორაშვილის შესახებ პოტენციურად დაინტერესებულთაგან შეთავაზებები განიხილოს და უნდა, ფეხბურთელში გადახდილი თანხა მთლიანად დაიბრუნოს.

მოცემულ მომენტში ის რუი ბორჟეშის გუნდის იერარქიაში მორტენ იულმანს, ჰიდემასა მორიტას და დანიელ ბრაგანსას ჩამორჩება, თვით ჟოაო სიმეოშსაც, რომელიც ტრავმის გამო ისევ გამოვიდა მწყობრიდან. „ლევანტეს“ კი „სპორტინგის“ მიერ ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის, 5.5 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.

ამ სეზონში ქოჩორაშვილმა ლისაბონური გუნდის მაისურით 24 მატჩი ჩაატარა: 16 ჩემპიონატზე, 3 თასზე, 2 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 პორტუგალიის სუპერთასზე. მან 952 წუთში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა“.

ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „ლევანტე“ 33 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა.

ვასო
ესაა საკუთარი შესაძლებლობების შეუფასებლობა. ამ სვლით კარგა ხნით დაინგრია კარიერა.
ავთო
ამან რა ძალით გაიფუჭა თავი? ლევანტეში,რომ დარჩენილიყო,ეხლა ლალიგის გაცილებით უკეთეს გუნდში იქნებოდა.
გურულო
ქოჩომ ძაან უაზრო ხოდი გააკეთა, ლევანტე უკვე ლა ლიგაში იყო ასული და კაი ხიდზე იყო გუნდი, ქოჩორამ საკუთარი კარიერაც დააზარალა წაასვლით და გუნდსაც კვანტი დაუდო და ზიანის მეტი ვერაფერი მოუტანა.
aburjga
ჩემი აზრით განსაკუთრებით მამარდაშვილის გადასვლა იყო შეცდომა. ქოჩორაშვილს რა მოუვიდა, რატომ ვერ აჩვენა კარგი თამაში არ ვიცი, მიზეზი ვერ გამიგია?
ABARA
საუკეთესო ვარიანტი იქნება გაისად პრიმერაში აღზევებულმა რომელიმე გუნდმა დაიმატოს, ლევანტე დიდი ალბათობით ისევ სეგუნდაში დაქვეითდება და "თხა გავყიდე, თხა ვიყიდე" პრინციპით დიდი ალბათობით არ იმოქმედებს. სპორტინგმაც უნდა გააცნობიეროს, რომ შეცდომა დაუშვა ჩვენებურთან მიმართებაში და წამგებიანად, თუმცა მაინც უნდა შეელიოს. იდეალური იქნებოდა გულიაშვილის რასინგის თვალთახედვის არეალში მოქცეულიყო, რომელიც უდიდესი ალბათობით შემდეგი სეზონიდან პრიმერას ბინადარი იქნება და რაც ამ სეზონში ვერ მოახერხა ქოჩორაშვილმა, იქნებ შემდეგში გამოუვიდეს.
Zazuka100
ჩათვალე დაისამარა კარიერა ქოჩორამ. მამარდაზე არაფერს აღარ ვამბობ. ფეხბურთელები კი არა ვაი ბიზნესმენები არიან. სამწუხაროდ სიმართლე ესაა. უაზრო ნაბიჯით დაამთავრეს კარიერა!

მოუწევთ ფასის დაკლება!მეოთხე პორციად,არავითარ შემთხვევაში არ უღირს დარჩენა ქოჩორას და არც სპორტინგს უნდა აწყობდეს უთამაშებლად ფეხბურთელის გუნდში დატოვება.ამიტომ ფასს დააკლებენ!
გიორგი
ფეხბურთელი რომელიც ევროპაზე ერთერთი გამორჩეული მოთამაშე იყო სათადარიგო სკამზე დაასვარკეთ იმიჯი შეულახეთ და ფორმის პიკზე როცა იყო იმ თანხათ გასხვისება გინდათ თავი ყველაზე ჭკვიანი გონიათ მაგრამ საპირისპიროს შთაბეჭდილებას ტოვებთ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" "რიო ავეს" მოუგო
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცდომებს არ პატიობს - ქართველმა "ლევანტეს" გაუტანა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
ქოჩორაშვილი შესაძლოა, ლა ლიგაში დაბრუნდეს და ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდში ითამაშოს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
ქოჩორაშვილი მალე ერთ-ერთ ესპანურ გუნდში გადავა
ქოჩორაშვილი 13+ წუთი ათამაშეს - "სპორტინგმა" "ვიტორია" გაანადგურა
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?